... (H-2610), XVIII ს.

41. მე჻ არ჻ შეგარჩენ჻ შენ჻ ჩემსა჻ მაგისა჻ დაცილებასა჻ წამოდი჻ ხვალე჻ ვისროლოთ჻ ნუიქ჻ შედრეკა჻ კლებასა჻ კარგთა჻ კაცთასა჻ ვიქმოდეთ჻ მოწმად჻ ჩუენთანა჻ ხლებასა჻ ვინცა჻ ესროლოს჻ უკეთა჻ მას჻ შეახემდენ჻ ქებასა჻

42. ავთანდილცა჻ დამორჩილდა჻ საუბარი჻ გარდასწყვიდეს჻ იცინოდეს჻ ყმაწვილობდეს჻ საყუარლად჻ და჻ კარგად჻ ზმიდეს჻ ნაძლევიცა჻ გააჩინეს჻ ამა჻ პირსა჻ დაასკუნიდეს჻ ვინცა჻ იყოს჻ უარესი჻ თავშიშველი჻ სამდღ჻ ვლიდეს჻

43. მეფე჻ უბრძანებს჻ კაცი჻ ჴამს჻ ჩუენთა჻ ნაკრავთა჻ მთვალავად჻ ნაკრავთა჻ შესადარებლად჻ და჻ მკუდართა჻ არ჻ დამმალავად჻ სხვანი჻ ისრისა჻ მამრთმევლად჻ ართუმცა჻ დასაფარავად჻ შენთა჻ ნაკრავთა჻ მართლად჻ თქმა჻ სხვათათვის჻ არდამმალავად჻

44. კულავ჻ ბრძანა჻ მონა჻ თორმეტი჻ შევსხათ჻ ჩვენთან჻ მარებელად჻ თორმეტი჻ ჩემად჻ ისრისა჻ მამრთმელად჻ მოსაჴმარებელად჻ ნასროლ჻ ნაკრავსა჻ დასთულიდენ჻ უტყუვრად჻ მიუმცდარებლად჻ ერთიღა჻ შენი჻ შერმადინ჻ არს჻ მათად჻ დასადარებლად჻

45. მონადირეთა჻ უბრძანა჻ მინდორი჻ მოიარენით჻ დასცევით჻ ჯოგი჻ მრავალი჻ თავნი჻ ამისთვის჻ არენით჻ ლაშქარნი჻ სამზოდ჻ აწვივნეს჻ მოდით჻ და჻ მოიჯარენით჻ გაყარეს჻ სმა჻ და჻ ნადიმი჻ მუნ჻ ამით჻ გავიხარენით჻

46. უბრძანა჻ სრულად჻ ლაშქართა჻ ვით჻ ჴელმწიფეთა჻ წესია჻ ყუელგნით჻ მოცევით჻ ყოველთა჻ მუნ჻ ცეცხლი჻ არაკვესია჻ სადაცვინ჻ ნახოთ჻ ნადირი჻ ჩვენზრდა჻ მოასხით჻ ესია჻ აწ჻ პატრონ჻ ყმანი჻ ნახენით჻ რომელიც჻ უკეთესია჻

47. დილასა჻ ადრე჻ მოვიდა჻ იგი჻ ნაზარდი჻ სოსანი჻ ძოწეულითა჻ მოსილი჻ პირად჻ ბროლ჻ ბალახჩოსანი჻ თავს჻ ოქროს჻ რიდე჻ ეხვია჻ შვენოდა჻ ქარქაშოსანი჻ მეფესა჻ გასულად჻ აწვევდა჻ მოდგა჻ თეთრ჻ ტაიჭოსანი჻

48. შეეკაზმა჻ მეფე჻ შეჯდა჻ ნადირობას჻ გამოვიდეს჻ მგურგულივ჻ მინდორსა჻ მოსდგომოდეს჻ ალყად჻ გარე჻ შემოჰკროდეს჻ ზეიმი჻ და჻ ზარი჻ იყო჻ სპანი჻ ველთა჻ დაჰფარვიდეს჻ ნაძლევისა჻ მათისათვის჻ ისროდეს჻ და჻ ერთგან჻ სრვიდეს჻

49. უბრძანა჻ მონა჻ თორმეტი჻ მოდით჻ ჩვენთანა჻ ვლიდითა჻ მშვილდსა჻ ფიცხელსა჻ მოგuცემდით჻ ისარსა჻ მოგვართმიდითა჻ ნაკრავსა჻ შეადარებდით჻ ნასროლსა჻ დაცსთულიდითა჻ დაიწყო჻ მოსვლა჻ ნადირთა჻ ყოვლთა჻ მინდორთა჻ კიდითა჻

50. მოვიდა჻ ჯოგი჻ ნადირთა჻ ანგარიშ჻ მიუწდომელი჻ ირემი჻ თხა჻ და჻ კანჯარი჻ ქურციკი჻ მაღლა჻ მხლტომელი჻ მას჻ პატრონ჻ ყმანი჻ გაუჴდეს჻ საჭურეტლად჻ სჯობდეს჻ რომელი჻ აჰა჻ მშვილდი჻ და჻ ისარი჻ და჻ მკლავი჻ დაუშრომელი჻

51. ცხენთა჻ მათთა჻ ნატერფალნი჻ მზესა჻ შუქთა჻ წაუხმიდეს჻ მიჰჴოცდეს჻ და჻ მიესროდეს჻ მინდორს჻ სისხლსა჻ მიასხმიდეს჻ რა჻ ისარნი჻ დაელივნის჻ მონანივე჻ მიართმიდეს჻ მჴეცნი჻ მათგან჻ დაკოდილნი჻ ბიჯსა჻ წაღმა჻ ვერ჻ წასდგმიდეს჻

52. იგი჻ ველი჻ გაირბინეს჻ ჯოგი჻ წინა჻ შემოისხეს჻ დაჴოცეს჻ და჻ ამოსწყუიტეს჻ ნადირთაგან჻ სისხლ჻ ისხეს჻ ველნი჻ წითლად჻ შეეღებნეს჻ ცათა჻ ღმერთი჻ შეარისხეს჻ ავთანდილის჻ შემხედველთა჻ თქუეს჻ თუ჻ ჰგავს჻ ალვაა჻ ედემისხეს჻

53. იგი჻ მინდორი჻ დალივეს჻ მართ჻ მათგან჻ განარბენია჻ მინდორსა჻ იქით჻ წყალი჻ დის჻ და჻ წყალსა჻ პირსა჻ კლდენია჻ ნადირნი჻ ტყესა჻ შეესწრნეს჻ სადა჻ ვერა჻ რბის჻ ცხენია჻ იგი჻ მაშურალნი჻ ორნივე჻ მოსწყდეს჻ რაზომცა჻ მჴნენია჻

54. ერთმან჻ ერთსა჻ უთხრეს჻ მე჻ გჯობო჻ სიცილით჻ ეუბნებოდეს჻ ამხანაგობდეს჻ ლაღობდეს჻ იქით჻ და჻ აქათ჻ დგებოდეს჻ მერმე჻ მოვიდნენ჻ მონანი჻ რომელნი჻ უკან჻ ჰყუებოდეს჻ უბძანა჻ თქვითო჻ მართალი჻ ჩვენ჻ თქვენგან჻ არ჻ გვეთნებოდეს჻

55. მონათა჻ ჰკადრეს჻ მართალსა჻ გკადრებთ჻ და჻ ნუ჻ გემცდარებით჻ მეფეო჻ ყოლე჻ ვერ჻ ვიტყვით჻ შენსა჻ მაგისა჻ დარებით჻ აწვე჻ დაგუჴოც჻ ვერა჻ ჰგავთ჻ ვერათ჻ ვერ჻ მოგეჴმარებით ვისგან჻ ნაკრავი჻ გვინახავს჻ მჴეცნი჻ ვერ჻ წაღმა჻ წარებით჻

56. ორთავე჻ ერთგან჻ მოკლული჻ ყუელაი჻ ასჯერ჻ ოცია჻ მაგრამ჻ ავთანდილს჻ ოცითა჻ უფროსი჻ დაუჴოცია჻ არ჻ დასცდენია჻ ერთიცა჻ რაც჻ ოდენ჻ შეუტყორცია჻ თქუენი჻ მრავალი჻ მიწითა჻ გასვრილი჻ გაგვიხოცია჻

57. მეფესა჻ ესე჻ ამბავი჻ უჩნს჻ ვით჻ მღერა჻ ნარდისა჻ უხარის჻ ეგრე჻ სიკეთე჻ მისისა჻ განაზარდისა჻ აქუს჻ მიჯნურობა჻ ამისი჻ ვითა჻ ბულბულსა჻ ვარდისა჻ სიცილით჻ ლაღობს჻ მიეცა჻ გულსა჻ ამოსულა჻ დარდისა჻

58. იგი჻ ორნივე჻ საგრილად჻ გარდაჴდეს჻ ძირსა჻ ხეთასა჻ ლაშქართა჻ შექმნეს჻ მოდენა჻ მოდგეს჻ უფროსნი჻ ბზეთასა჻ ახლოს჻ უთქს჻ მონა჻ თორმეტნი჻ უმჴნესი჻ სხვათა჻ მჴნეთასა჻ თამაშობდეს჻ და჻ უჭურეტდეს჻ წყალთა჻ და჻ პირთა჻ ტყეთასა჻

ნახვა არაბთა მეფისაგან მის ყმისა ვეფხის ტყაოსნისა჻

59. აქა჻ ჩადის჻ წყალი჻ რამე჻ პირსა჻ ხე჻ უთქს჻ ამოსრული჻ ხეთა჻ ძირსა჻ ლომი჻ იჯდა჻ ტანად჻ ალვა჻ ჯავარ჻ სრული჻ ტანსა჻ ეცვა჻ ვეფხის჻ ტყავი჻ წამს჻ არმისცა჻ თვალსა჻ ლული჻ სხვას჻ სევდასა჻ შეევიწრა჻ და჻ შეჰქნოდა჻ დანას჻ რული჻