... (ქუთაისური ხელნაწერი 8)

158. ავთანდილ უთხრა ვით მაქებ საქები ბრძენთა ენისა მაგისად ნაცვლად რამც ვიყავ ღირსი ქებისა თქვენისა სახე ხარ მზისა ერთისა ზეცით მნათისა ზენისა რათგან ვერ შეგცვლის პატიჟი ეგზომთა ცრემლთა დენისა

159. ამა დღემან დამავიწყა გული ჩემი ვინ დაბინდა დამიგდია სამსახური იგი იქნას რაცა გინდა იაგუნდი ეგრეცა სჯობს ათასჯერმცა მინა მინდა შენ გეახლო სიკვდილამდის ამის მეტი არა მინდა

160. ტარიელ უთხრა მე შენი გული აწ მემხურვალების მიკვირს თუ ნაცვლად მაგისად შენ ჩემი რა გევალების მაგრა წესია მიჯნური მიჯნურსა შეებრალების შენ საყვარელსა გაგყარო ესე რათ გენაცვალების

161. წამოსრულხარ ჩემად ძებნად პატრონისა სამსახურად ღმერთმან ქნა და გიპოვნივარ შენცა ცდილხარ მამაცურად მაგრა ჩემსა რა გიამბობს გამოჭრილვარ ასრე თუ რად მე თუ ვიტყვი დამწვავს ცეცხლი ცხელი შემიქს ალად მურად

162. ამას დაყმუნდა ტარიელ დამწვარი დაალებული ასმათს უბრძანა მას აქათ შენ ხარ ჩემთანა ხლებული რად არა იცი უწამლო არს ლები ესე ლებული კვლა ესე ყმა მწვავს მტირალი ცრემლითა დავალებული

163. კაცმან ვით პოვოს ღმერთისაგან რაცა არ დანაბადია მით გული ჩემი სახმილმან აწ ასრე დანაბა დია კვლა გზასა მიკრავს მიჭირავს მითქს ბადე დანაბადია აწ ხელთა ნაცვლად ლხინისა ჩალა მაქვს და ნაბადია

164. მაგრამ ღმერთმან მოწყალემან მით ცნობითა ერთი მზითა ორი მისი მოწყალება დღესცა მომცა ამა გზითა პირველ შეჰყრის მოყვარულთა ჩემით რათმე მიზეზითა კვლა ნუთუმცა სრულად დამწვა ცეცხლთა ცხელთა ანაგზითა

165. ყმასა უთხრა ვინცა კაცმან ძმა ანუ თუ დაცა იდოს ხამსო მისთვის სიკვდილსა და ჭირსა თავი არ დარიდოს ღმერთმან ერთი რით აცხოვნოს თუ მეორე არ წაწყმიდოს შენ ისმენდი მე გიანბობ რაღა გინდა წამეკიდოს

166. ასმათს უთხრა მოდი მოჯე თანა წყალი მოიტანე დაბნედილსა მაპკურებდი გული მითა გარდამბანე მკვდარი მნახო დამიტირ სულთქმა გაათანისთანე მე სამარე გამითხარე აქა მიწა მიაკვანე

167. ღილჩახსნილი საამბობლად დაჯდა მხარნი ამოყარნა ვითა მზე ჯდა მოღრუბლებით დიდხან შუქნი არ ადარნა ვერ გაახვნა სასაუბროდ მან ბაგენი გაამყარნა მერმე სულთქნა დაიზახნა ცრემლნი ცხელნი გარდმოყარნა

168. მოთქუამს ჰაი საყვარელო ჩემო ჩემთვის დაკარგულო იმედო და სოცოცხლეო გონებაო სულო გულო ვინ მოგკვეთა არა ვიცი ხეო ედემს დანერგულო ცეცხლმან ცხელმან ვით ვერ დაგწვა გულო ასჯერ დადაგულო

ტარიელისაგან თავისი ამბვის მბობა ოდეს ავთანდილს უამბო

169. ისმენდი მიეც გონება ჩემთა ამბავთა სმენასა საუბართა და საქმეთა ვისთა ძლივ ვათქმევ ენასა იგი ვინ ხელმქმნის მოველი მისგან აროდეს ლხენასა ვისგან შევუცავ სევდათა სისხლისა ღვართა დენასა

170. ჰინდოეთს შვიდთა მეფეთა ყოვლი კაცი ხართ მცნობელი ექვსი სამეფო ფარსადანს ჰქონდა თვით იყო მპყრობელი უხვი მდიდარი უკადრი მეფეთა ზედა მფლობელი ტანად ლომი და პირად მზე ომად მძლე რაზმთა მწყობელი

171. მამა ჩემი ჯდა მეშვიდე მეფე მებრძოლთა მზარავი სარიდან ერქვა სახელად მტერთა სრვად დაუფარავი ვერვინ ჰკადრებდის წყენასა ვერ ცხადი ვერცა მპარავი ნადირობდის და იშვებდის საწუთროგაუმწარავი

172. ასმათ მითხრობდი რაცა სცნა ჩემგან ამბობა ცილისა ხუთისა წლისა შევიქენ მსგავსი ვარდისა შლილისა ჭირად არ მიჩნდის ლომისა მოკლვა მართ ვითა სირისა არა ჰგავიდოდის ფარსადანს მისი არა სმა შვილისა

173. ნადიმსა შიგან მოყმენი სიცილით მოგეგებნიან მოასპარეზე მესროლთა ღონე ჩემგანვე ძებნიან მებრძოლთა შიგან მებრძოლნი ვერავინ ვერ შემებნიან თვით შუბოსანი ჩემებრი არავინ არ ეგებნიან

174. მოწამე ასმათ ყოვლისა ხარ ჩემი ფერმიხდილისა მზესა მე ვსჯობდი შვენებით ვით ბინდსა ჟამი დილისა იტყოდეს ჩემი მნახავნი მსგავსია ედემს ზრდილისა აწ მაშინდლისა ჩემისა სახე ვარ ოდენ ჩრდილისა

175. მე ხუთისა წლისა ვიყავ დაორსულდა დედოფალი ესე რა თქვა ყმამან სულთქნა ცრემლით ბრძანა შობა ქალი დაბნედასა მიეწურა ასმათ ასხა გულსა წყალი თქვა მაშინვე მზესა ჰგვანდა აწ მედების ვისგან ალი

176. წიგნი წიგნსა ეცემოდა დედოფალი ოდეს შობდა მოციქული მოციქულსა ინდოეთი სრულად სცნობდა მზე და მთვარე განსცხრებოდეს სიხარულით ცა ნათობდა ყოვლი არსად შემოსრული მხიარული თამაშობდა