... (ქუთაისური ხელნაწერი 8)

197. მე რა მნახა თვალახმული მეფე ყელსა მომეხვია ცრემლით მითხრა შვილო შვილო ცოცხალ ხარ ღა სიტყვა თქვია მე პასუხი ვერა უთხარ ვითა შმაგი შევკრთია კვლა დავეცი დაბნედილი გულსა სისხლი გარდმეთხია

198. სრულად მუყრნი და მულიმნი მე გარე შემომცვიდიან მათ ხელთა ჰქონდა მუსაფი ყოველნი იკითხვიდიან მტერდაცემული ვეგონე არ ვიცი რას ჩმახვიდიან სამ დღემდის ვიყავ უსულოდ ცეცხლნი უშრეტნი მწვიდიან

199. აქიმნიცა იკვირვებდეს ესე სენი რაგვარია სამკურნალო არა სჭირს რა სევდა რამე შემოჰყრია ზოგჯერ შმაგად წამოვიჭრი სიტყვა მცთარი წამერია დედოფალი ზღვასა შეიქს მას რომ ცრემლი დაუღვრია

200. სამსა დღესა დარბაზს ვიყავ არ ცოცხალი არცა მკვდარი მერმე ცნობა მომივიდა მივხვდი რასმე მიუმხვდარი ვთქვი თუ ჰაი რაშიგან ვარ მე სიცოცხლეგარდამხდარი თმობა ვსთხოვე შემოქმედსა ვჰკადრე სიტყვა სამუდარი

201. ვთქვი თუ ღმერთო ნუ გამწირავ აჯა ჩემი შეისმინე მომეც ძალი დათმობისა ცოტად ვითა ამადგინე აქა ყოფა გამამჟღავნებს სახლსა ჩემსა მიმაწვინე მანვე ქნა და მორევსჯობდი გული წყლული გავარკინე

202. ზე წამოვჯე მეფისაგან კაცი დია მოვიდოდა ახარებდეს წამოჯდაო დედოფალი გამორბოდა მეფე მორბის თავშიშველი არ იცოდა რას იქმოდა იგი ღმერთსა ადიდებდა სხვა ყველაი უჩუმოდა

203. იქით და აქათ მომისხდეს მახვრიტეს სახვრეტელია მე მოვახსენე პატრონო გული აწ უფრო მრთელია ცხენსა შეჯდომა მწადიან ვნახნე წყალნი და ველია ცხენი მომგვარეს შეცავჯე მეფე ჩემთანა მვლელია

204. წამოვედით მოვიარეთ მოედანს და წყლისა პირსა ჩემსა მიველ დავაბრუნვე მეფე მომყვა სახლთა ძირსა შინა მიველ უარ გავხე სხვა დამერთო ჭირი ჭირსა ვთქვი თუ მოვკვდე ბედი ჩემი ამის მეტსა არას ღირსა

205. ზაფრანის ფერად შეცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან გული უფრორე დამიჭრა ათიათასმან დანამან საწოლს მეკარე შემოდგა მოლარე გაიყვანა მან ვთქვი თუ რა იცის ამბავი ნეტარ ან იმან ან ამან

206. მონააო ასმათისი რა იცისო ვარქვი ვკითხე შემოვიდა სააშიკო წიგნი მომცა წავიკითხე გამიკვირდა სხვად გულისა ვითამცა ვქენ მწველთა სითხე მისგან ეჭვი არა მქონდა სევდად მაწვა გულსა მით ხე

207. მე გამიკვირდა სით ვუყვარ ანუ ვით მკადრებს თხრობასა მიუყოლობა არ ვარგა დამწამებს უზრახობასა ჩემგან იმედსა გარდასწყვეტს მერმე დამიწყებს გმობასა დავწერე რაცა პასუხად ჰმართებდა აშიკობასა

208. დღენი გამოჰხდეს და გული უფრორე დამწვეს კვლავ ალთა ვეღარ ვუჭვრეტდი ლაშქართა მინდორს თამაშად მავალთა დარბაზს ვერ მივე მკურნალთა დამიწყეს მოსლვა მრავალთა მაშინ დავიწყე გარდახდა სოფლისა ლხინთა და ვალთა

209. მათ ვერა მარგეს მე გულსა ბინდი დამეცა ბნელისა სხვამან ვეარავინ შემატყვა დება ცნობისა ხელისა სისხლი დამწამეს მეფემან ბრძანა გახსნევა ხელისა გავიხსენ ფარვად პატიჟთა არვისგან საეჭველისა

210. ხელგაჴსნილი სევდიანი საწოლს ვიყავ თავისწინა ჩემი მონა შემოვიდა შევხედე თუ თქვას რა მინა მონააო ასმათისი შემოყვანა უთხარ შინა გულსა შინა დაუზრახე რა მპოვაო ანუ ვინა

211. ასმათის წიგნი მამართვა მე წავიკითხე ნებასა წიგნსა შევატეევ ლამობდა შეყრისა მოსწრაფებასა პასუხად გავეც ჟამია მართალ ხარ გაკვირვებასა მოვალ თუ მიხმობ მე ნუ მეჭვ მოსლვისა დაზარებასა

212. გულსა ვარქვი თუ ლახვარნი ეგე ვით დაგაღონებენ ამირბარი ვარ ხელმწიფე სრულად ჰინდონი მმონებებ აზრად შეიქმან საქმესა ათასჯერ შეაწონებენ თუ შეიგებენ მე მათთა არეთა არ მარონებენ

213. კაცი მოვიდა მეფისა სწადსო ამბვისა სმინება მოყვანა ვუთხარ ებრძანა ქნაცა სისხლისა დინება მე ვჰკადრე ხელი გავიხსენ დამიწყო მოჯობინება წინაშე მოვალ ამისთვის კვლა უფრო მმართებს ლხინება

214. დარბაზს მივე მეფე ბრძანებს ამის მეტსა ნუ იქ აბა ცხენსა შემსვა უკაპარჭო წელთა არა არ შემაბა შეჯდა ქორნი მოუტივნა დურაჯები დაინაბა მშვილდოსანნი გასაგანნა იტყოდიან შაბაშ შაბა

215. ასმათ მითხრა მე მიბრძანა ესე ვქმნათო ესე სჯობდეს ვინცა გნახოს ჩემგან მისსა საუბარსა ვერა სცნობდეს ჩემად ნახვად მოვიდოდეს შენ ვითამცა გაშიკობდეს დაცამვედრა ამირბარსა უთხარ ასრე ნამუსობდეს

216. მეკეთა ესე თათბირი სიბრძნე გულისა მისისა მისი მზესაცა რიდება ჰქონდის ნახვისა ვისისა მისგან მომეცა მოსმენა არ საუბრისა მქისისა ვისთა შუქთაგან უკუნსა ჰგვანდის სინათლე დღისისა