... (ქუთაისური ხელნაწერი 8)

1277. რა გათავდა ვაზირობა ასრე ვითა აღსარება მეფე ბრძანებს დამიშალეთ არ მიჯობდა მუქარება აწ ვქნათ კარგად გამორჩევით გარეთ ომსა მოგვარება ღმერთმან ქნას და ნახოთ მათი სიცოცხლისა გამწარება

1278. ჰკადრა ვაზირმან მეფეო ხარ ომსა კარგად ჩვეული რამცა ვიცოდი მე თქვენგან უკეთე გამორჩეული ნახე ტარიელს რაზმი ჰყავს და ასაბია წვეული ამისთვის იქნა ხვარაზმთა ლაშქარი მათგან ძლეული

1279. აწ რადგან აღარ დაიშლლი კართ გარე ომსა რაზმითა ღამით გავიდეთ გაპარვით არ მაშხალითა ბაზმითა ცისკრისა ჟამსა დავესხნეთ გმირთა წესითა და ზმითა ღმერთმან ქნას ასრე დავჰხოცნეთ არ იყვნენ ხანსა დაზმითა

1280. დაასკვნეს ესე თათბირი თარასგან ნავაზირები ხვარაზმშაჰ ბრძანა უთუვოდ ვქნათ ესე დანაპირები იანგარიშა მისი სპა ომსა მართ ვითა გმირები ასოთხმოცათი ათასი მებრძოლი ამატირები

1281. სხვა სპა მრავალი ქვეითი ციხეს დაყარა ჭურვილი ზღუდეთა კარგი მესროლი ჩაბალახ ჩამოხურვილი ღამით გავიდეს თუ ომთა არა მართებდა სურვილი ცისკრისა ჟამსა დამსხმელთა შექმნე სისიხლისა წურვილი

1282. რას ვაგრძელებდე დაესხნეს ცისკრისა ჟამსა ომითა შეიქნა შემოკივილი ქუხილის შენაზომითა მათ მძინარეთა გარეთ ქნეს სისხლი რუდ მინაწდომითა მაღლად იზახდა ხვარაზმშაჰ ტარიელისთვის წყომითა

1283. ეტყვის ტარიელს ძე ჩემი შენ მუხთლად მოჰკალ მძინარე თუ მამაცი ხარ შემები მოდი წამოდეგ წინარე მოდი ვჰკრათ ჩვენ ერთმანერთსა ხრმალი სისხლისა მდინარე ვეჭვ სამართალმან შენ შეგქმნა მოსვლისა მოსაწყინარე

1284. რა ესე ესმა ზახილი მათ სამთა გმირთა მეფეთა მართ წყნარად ადგომილ იყვნეს ჰგვანდეს ვარდისა მკრეფეთა ტანსა იცმიდეს აბჯარსა მართ შუქთა მოიეფეთა ხვარაზმშას სპათა გაუხდეს ვით მგელნი ძაღლთა მყეფეთა

1285. ფიცხლა მიჰმართა ხვარაზმიშ ვით შავარდენი ფრთიანი სითცა პირი ქნის დახოცის ტანი მუნ დაძრის ხიანი იზახდა ვაი ჰინდოთა ნუვინ გაუშვებთ მღრთიანი დახვდეს მამაცად იბძოდეს დამსხმელთა ეცა ზიანი

1286. მათ ლომთა სპანი სამგნითვე შეიძრნეს გარეთ მდგომელნი ზედა დამსხმელთა მიუხდეს ამაყნი მცქაფად მწყრომელნი ფიცხლად შეებნეს არ ჰგვანდეს იგ ფრანგნი ვინმე ჰრომელნი მათნი იაღნი ტიროდეს ვით იცინიან რომელნი

1287. იგ სამივე ჴელმწიფენი დაკაზმულნი დადგეს კართა ცხენთა შესხდეს უკეთესთა წინა დროშა აემართა ღმერთსა მუნა მადლი ჰკადრეს შემობრუნდეს მიემართა მკლავნი ჩვენნი ვიხმარნეთო ღმრთით რაც გვინდა დაგვემართა

1288. აწ უყურეთ თქვენ მსმენელნო რა ფიცხელი არის ომი სწყვეტდის თავთა თავადებსა ტარიელ არს მათვის მწყრომი დახოცნა და ამოსწყვიტნა ვერვინ იყო წინა მდგომი გარე რაზმი მრავალკეცი დაიხოცა თუ რა ზომი

1289. გასრულდა ესე ამბავი მათ ხელმწიფეთა დიდისა ამოდ სასმენი ბოლოჟამ საბრალო არსთა კიდისა მოყვრენი ვინცა იყურებთ არ ცავარდნაა ხიდისა ნახეთ გასინჯეთ სიცრუე სოფლისა ამა ფლიდისა

1290. ქართველთა ღმრთისა დავითის ვის მზე მსახურებს სარებლად ესე ამბავი გავლექსე მე მათად საკამათებლად ვინ არის აღმოსავლეთით დასავლეთს ზართა მარებლად ორგულთა მათთა დამწველად ერთგულთა დამამაგრებლად

1291. დავითის ქნანი ვითა ვთქვნე სიჩალხე სიხაფეთანი ესე ამბავი უცხონი უცხოთა ხელმწიფეთანი პირველ ზნენი და საქმენი ქებანი მათ მეფეთანი ვპოვენ და ლექსად გარდავჰთქვენ ამითა ვილაყფეთანი

1292. ესე ასეთი სოფელი არვისგან მისანდობელი წამია კაცთა თვალისა და წამწამისა მსწრობელი რასა ვინ ეძებთ რას აქნევთ ბედია მაყივნებელი ვის არ შეუცვლის კარგია ორისავ იყოს მხლებელი

1293. ამირან დარეჯანის ძე მოსეს უქია ხონელსა აბდულმესია შავთელსა ლექსი მას უქეს რომელსა დილარგეთ სარგის თმოგველსა მას ენა დაუშრომელსა ტარიელ მისსა რუსთველსა მისთვის ცრემლშეუშრომელსა

1294. ეს დაიბეჭდა სატამბაში პირველ ნაწერი ყოველი უგბილთა ყოვლად სასწავლო გონიერთ გულთა თმენისა მიერ ვახტანგის ბრძანებით და სიბრძნით კეთილ მქნელისა ნაღვაწთ მისის მლოცველსა მესტამბე მიქაელისა

1295. დაესრულსა ესე წიგნი ქორონიკონს ჟამსა სმულსა ყველაკასა უხაროდა რიტორსა და ხმა უსულსა სამღთოაო და საეროცა ვისაცა აქუს სმენა გულსა უსწავლელსა სიბრძნეს მისცემს გონიერსა გულს უსრულსა