... (ქუთაისური ხელნაწერი 8)

217. ასმათს მოვართვი რჩეული თვალი ოქროსა ჯამითა მან მითხრა არა არ მინდა ვარ გამაძღარი ამითა ერთი აიღო ბეჭედი მართ აწონილი დრამითა ესე კმა ნიშნად სავსე ვარ სხვად ხელის შესაბამითა

218. ქალი ადგა წამოვიდა მე ლახვართა გულსა მრიდეს ლხინმან ბნელი განმინათლა დაშრტეს ცეცხლნი რომე მწვიდეს შეველ დავჯე ნადიმადვე ჩემნი სწორნი სადა სმიდეს მხიარულმან საბოძვარი გავეც ზამი გაადიდეს

წიგნი ტაერილისა ხატაელთა თანა და კაცის გაგზავნა

219. გავგზავნე კაცი ხატაეთს და წიგნი ჩემმაგიერი მივსწერე მეფე ინდოთა არისმცა ღმრთულებრ ძლიერი მათი ერთგული გაძღების ყოველი სული მშიერი ვინცა ურჩ ექმნას იქმნების თავისა არ მადლიერი

220. ჩვენნო ძმანნო და პატრონნო თქვენგან არ გავიმწარებით ესე რა ნახოთ ბრძანება აქამცა მოიარებით თქვენ თუ არ მოხვალთ ჩვენ მოვალთ ზედა არ მოგეპარებით სჯობს რომე გვნახნე თავისა სისხლთა ნუ ეზიარებით

221. კაცნი გავგზავნენ მე გულსა მომეცა უფრო ლხინები დარბაზს ვიშვებდი დამევსო ცეცხლი წვად მოუთმინები მაშინ სოფელმან საწუთრო მიუხვის რაცა ვინები აწ ხელმქმნა რომე საახლოდ მხეცთაცა მოვეწყინები

222. პირველ გაჭრისა პირება მერმე დასწყნარდეს ცნობანი ჩემთა სწორთაგან იყვნიან ჩემს წინა ნადიმობანი მაგრა დამშლიდეს ლხინთაგან სურვილთა დიადობანი ზოგჯერ შემცვიან სევდათა ვჰთქვენი საწუთროს გმობანი

223. შევჯე წამოვე მდიოდა ნაკადი ცრემლთა მილისა საწოლს შემოვე ხელქმნილსა ღონე არ მქონდა ძილისა ბროლი და ლალი შევიქმენ მე ულურჯესი ლილისა ღამე მერჩია მეწადა არ გათენება დილისა

224. ხატაეთს მყოფნი მოვიდეს მათგან მოსლვისა დრონია სიტყვანი შემოეთვალნეს ლაღნი და უკადრონია არც რამე ჩვენ ვართ ჯაბანნი არ ციხეუმაგრონია ვინ არის თქვენი ხელმწიფე ჩვენზედა რა პატრონია წიგნი ხატაელთა მეფისა ტარიელის წინაშე

225. მოეწერა რამაზ მეფე ტარიელსა წიგნს გიწერსა გამიკვირდა რა ეწერა წიგნსა შენგან მონაწერსა რაგვარა თუ მანდა გეხმე ვინ ჰპატრონობ ბევრსა ერსა ამისმეტსა ნუმცა ვნახავ კვლაღა წიგნსა შენ მიერსა

226. უბრძანე წვევა ლაშქართა გავგზავნე მარზაპანია იგი ვარსკვლავთა ურიცხვი მოკრბეს ინდოთა სპანია შორით და ახლოთ ყველაი მართ ჩემკენ მონასხპანია ერთობ ლაშქრითა აივსო მინდორი კლდე კაპანია

227. ფიცხლა მოვიდეს არ ექნა მათ შინა ხანდაზმულობა აღლუმი ვნახე მეკეთა ლაშქართა მოკაზმულობა სიჩაუქე და სიკეთე კეკლუცად დარაზმულობა ტაიჭთა მათთა სიკეთე აბჯართა ხვარაზმულობა

228. ავმართე დროშა მეფისა ალმითა წითელშავითა დილასა ვბრძანე გამართვა ლაშქრითა უთვალავითა თავსა ვსტიროდი ვიტყოდი ბედითა მეტად ავითა მზე თუ არ ვნახო არ ვიცი ვიარო ვითა და ვითა

229. შინა მიველ დაღრეჯილსა გულსა სევდა მიიეფდა თვალთათ ვითა საგუბარი ცრემლი ცხელი გარდმომჩქებდა ბედი ჩემი უბედური ვჰთქვი თუ ჯერცა ვერ გამეფდა ხელმან ვარდი რად იხელთა რათგან ასრე ვერ მოჰკრეფდა

230. შინა მოველ სევდიანი არ ნადიმად ღვინოს ვსმიდი წამ წავიდი სოფლისაგან მადლი ღმერთსა შვსწირვიდი ვერცა ვიჯდი ვერცა ვიდგი არა ვიცი რასა ვჰზმიდი თმობა ვსთხოვე შემოქმედსა მეფისაკენ წაცავიდი

231. მან უთხრა წადით დაკარგეთ მუნ სადა ზღვისა ჭიპია წმინდისა წყალი ვერ ნახოს მყინვარე ვერცა ლიპია მათ გაეხარნეს ხმა მაღლად იყივლეს იპი იპია ესე ვნახე და არ მოვჰკვე არა მგავს არცა სიპია

232. ზღვათავე გავლნეს სარკმელნი მაშინვე გაუჩინარდა ვარ თქვა მქმნელი ამისი ვინ არ დამქოლოს ვინ არ და [......] მომკლევდეს მოვკვდები სიცოცხლე გასაწყინარდა [......] დაიცა მოცაკვდა დაეცა გასისხლმდინარდა

233. [..............] მიკვირვებ ცოცხალსა მე ლახვარდაუსობელსა [...................................]ავ რა მმართებს ამისსა მახარობელსა [.........................]სენ სიცოცხლე სულთადგმადაუთმობელსა [............................] ცრემლსა ადენდა უკლებსა დაუშობელსა

234. [..........................] რად მოგკლა ანუ რა შენი ბრალია [..........] ნაცულად თვით რომე მისი ჩემზედა ვალია [................] საძებრად მივსცემ სად კლდე და წყალია [......................................]ექმნა გული მართ ვითა სალია

235. მეტმან ზარმან გამაშმაგა მომი[.............................] გულსა ვუთხარ ნუ მოკუდები[...........................] გიჯობს გაჭრა ძებნად მ[...........................................] აჰა ჟამი ვისცა გი[........................................................]