... (ქუთაისური ხელნაწერი 8)

119. მისი სახე გულსა ჩემსა ხატად ასრე გამოვხატე მისთვის ხელმან გამოჭრილმან ლხინი ჩემი ვაალქატე ორისაგან ერთი მიყავ ტყვე მქმენ ანუ მააზატე ან მაცოცხლე ანუ მომკალ ჭირი ჭირსა მომიმატე

120. ქალმან უთხრა ყმასა სიტყვა პირველისა უამესი ეგე სიტყვა მოიგონე დია რამე უკეთესი წეღან საქმე მტერობისა გულსა ჩემსა შთამოსთესი აწ მოყვარე გიპოვნივარ დისაგანცა უფრო დესი

121. მაშა რათგან მიჯნურობა შენად ღონედ მოიგონე არ ეგების ამას იქით თუმცა თავი არ გამონე არ შენ მოგეც თავი ჩემი დაგაბნიე დაგაღონე შენთვის მოვკვდე ამისებრი მემცა საქმე რა ვიღონე

122. აწ რაცა გითხრა თუ ამა საქმესა დამმორჩილდები რასაცა ეძებ მიხვდები უცილოდ არ ასცილდები თუ არ მომისმენ ვერ ჰპოვებ რაზომმცა ცრემლსა ჰმილდები მოგხვდების მდურვა სოფლისა მოჰკვდები გაცასწბილდები

ავთანდილისა ასმათის პასუხად გაცემულისა

123. ყმამან უთხრა ეგე საქმე ამას ჰგავსო არა სხვასა ორნი კაცნი მოდიოდეს სადაურნი სადმე გზასა უკანამან წინა ნახა ჩავარდნილი შიგან ჭასა ზედ მიადგა ჩაჰყიოდა ტირს იძახის ვაგლახვასა

124. ეგრე უთხრა ამხანაგო იყავ მანდა მომიცადე წავალ თოკთა მოსახმელად მწადსო თუმცა ამოგზიდე მას ქვეშეთსა გაეცინნეს გაუკვირდა მეტად კიდე შემოჰყივლა არ გელოდე სად გაგექცე სად წავიდე

125. აწ დაო შენთა ხელისაა ჩემი საბელი ყელისა სხვად უღონოა უშენოდ ჩემგან აბყრობა ხელისა რასაცა მიზამ შენ იცი შენ ხარ წამალი ლხენისა თვარა ვისმც ექნა გვარლითა შეკვრა თავისა მრთელისა

126. ქალმან უთხრა მამეწონა ყმაო შენი ნაუბარი ხარ უცილოდ კარგი ვინმე მოყმე ბრძენთა საქებარი ხარ ვინათგან აქანამდის მაგა ჭირთა დამთმობარი რაცა გითხრა მომისმინე გიპოვნია საძებარი

127. იმა მოყმისა ამბავი არსად არა იპოვების თვით თუ არ გითხრობს არ ითქმის არ ვისგან დაიჯერების მოილოდინე მოვიდეს რაზომცა დაგეყოვნების დადუმდი ვარდსა ნუ აზრობ ცრემლითა ნუ ითოვნების

128. გითხრა თუ ცოდნა გწადიან ჩვენისა შენ სახელისა ტარიელ არის სახელი იმა მოყმისა ხელისა მე ასმათ მქვიან რომელსა წვა მაქვს ცეცხლისა ცხელისა სულთქმა სულთქმისა ბევრისა მაშა თუ არ ერთხელისა

129. ამის მეტსა ვერას გითხრობ მე სიტყვასა ამისთანსა ისი მინდორს არონინებს ტანსა მჭევრსა მემაჯანსა ვსჭამ გლახ მარტო ნადირისა მისგან ხორცსა მონატანსა აწვე მოვა არა ვიცი თუ დაჰყოვნის დიდსა ხანსა

130. რად დაბრუნდი მოახსენა მითხარ რაცა წაგეკიდა მან უბრძანა მონადირე მეფე ვინმე გარდმეკიდა ჰყვეს ლაშქარნი უთვალავნი ბარგი მძიმედ აეკიდა იგი მინდორს ნადირობდა დაეფანჩვა მარეკი და

131. სევდად მეცა კაცთა ნახვა ცეცხლი უფრო გავიალე არ მიუვე ახლოს შეყრად თავი ჩემი შევიწყალე მათგან მკრთალი შემოვბრუნდი ტყესა შიგან დავიმალე თქვა ნუთუმცა უკუმრიდა რა გათენდეს წავალ ხვალე

132. ქალსა ცრემლნი გარდმოსცვივდეს ასნაკეცნი ბევრისბევრად მოახსენა მხეცთა თანა იარები მარტო ტევრად არას კაცსა არ იახლებ საუბრად და შემაქცევრად მას მაგითა ვერას არგებ დღეთა შენთა ცუდად ლევ რად

133. ყოვლი პირი ქუეყანისა ერთობ სრულად მოგივლია ერთი კაცი შემაქცევლად შენად ვითა დაგელია გიახლოს და არ გაშმაგდე თუცა ჭირი არ გაკლია შენ მოჰკვდე და იგი წახდეს ესე შენთვის რა მადლია

134. უბრძანა დავო ეგეა მსგავსი შენისა გულისა მაგრა არ არის ქვეყანად წამალი ამა წყლულისა ვის ძალუც პოვნა კაცისა თვით სოფლად არ მოსრულისა ჩემი ლხინია სიკვდილი გაყრა ხორცთა და სულისა

135. ღმერთმან სხვაცა ეტლსა ჩემსა რადმცა კაცი რად დაბადა სიახლე და საუბარი თუმცა მისი მე მეწადა ვინმცა გასძლნა ჭირნი ჩემნი ანუ ვინმცა შეეცადა შენგან კიდე ხორციელი დავო მივის არასადა

136. ქალმან ჰკადრა არ გამიწყრე ვიშიშვი და ვიაჯ დია რათგან ღმერთსა ვაზირობა შენი ჩემზედ მოუგდია ვერ დავმალავ უკეთესი რაცა საქმე გამიცდია არა ვარგა უსაზომო ზომსა თავი გარდგიხდია

137. მისი მძებლენი იყომცა ჭკუვითა მეტის მეტითა შენ კაცთა ნაცვლად ნადირთა ახლავ გულითა რეტითა სჯობს ერთი კაცი იახლო ილხენდე მისით ჭვრეტითა ვით იადონი არ მოჰკვდე ბულბული თესლთა კვნეტითა