... (ქუთაისური ხელნაწერი 8)

60. მე შერმადინ დამიგდია ჩემად კერძად პატრონობდეს სიკვდილსა და სიცოცხლესა სადამდისცა ჩემსა სცნობდეს ყოვლთა მზეებრ მოგეფინოს ვარდს სადმე არ აჭნობდეს შემცოდესა ყველაკასა ვითა ცვილსა დაადნობდეს

61. თქვენცა იცით გამიზრდია ვითა ძმა და ვითა შვილი ამას ასრე ჰმორჩილობდით არს ვითამც ავთანდილი ბუკსა იკრას აქნევინეთ ყოვლი საქმე ჩემგან ქნილი მე თუ დრომდის არ მოვიდე გლოვა გმართებს არ სიცილი

62. ესე წიგნი გაასრულა წყლიანმან და სიტყვანაზმა წელთა ოქრო შემოირტყა საღარიბოდ მოეკაზმა ბრძანა მინდორს შევჯდებიო ლაშქარიცა დაერაზმა მასვე წამსა წამოვიდა შინა ხანი არა დაზმა

63. ბრძანა წადით ყველაკაი აქა მომხრედ არვინ მინა მონებიცა მოიშორვა თავი გაითავისწინა მარტო გარე შემობრუნდა შამბი შიგან გაირბინა მიწყივ მისად საგონებლად მისი მკვლელი თინათინა

64. იგი ველი გაირბინა ლაშქართაგან გაეკიდა ვინცა ნახა სულიერმან ანუ ვინმცა გაეკიდა ვის მახვილი ვერას ავნებს იმას ვინმცა წაეკიდა მისგან ტვირთი კაეშნისა ტვირთად ვარგად გაეკიდა

65. რა ლაშქართა ინადირეს და პატრონი მოითვალეს იგი პირმზე ვეღარ პოვეს პირი მათი იფერმკრთალეს მათსა დიდსა სიხარულსა სამძიმარი ანაცვალეს ყოვლგან რბოდეს საძებარად ვინცა იყო უცხენმალეს

66. ღმერთი ლომო შენად ნაცვლად სხვასა ვისმცა დანერგვიდეს დარბოდეს და სხვაგნით სხვათა მოამბეთა მოასხმიდეს ვეღარა ცნეს მისი საქმე გაიარა აქათ კიდეს მისნი სპანი გულმოკლულნი ცრემლსა ცხელსა გარდმოჰყრიდეს

67. შერმადინ ერთგან შეყარნა ხასნი და დიდებულები უჩვენა იგი უსტარი ამბავი მისი თქმულები რა მოისმინეს ყველაი დარჩა გულდანაწყლულები თავსა იცემდეს არ იყო გული უცრემლო ულები

68. ყოვლთა ჰკადრეს თუცა ყოფა ჩვენ უმისოდ გვეარმისცა უშენოსა საჯდომი და ტახტი მისი ვისმცა მისცა განაღამცა გმორჩილობდეთ თუ გვიბრძანო რაცა ვისცა იგი მონა აპატრონეს ყველაკამან თაყვანის სცა

ავთანდილისაგან ტარიელის ძებნად წასლვა

69. ამ საქმესა მემოწმების დიონოსი ბრძენი ეზროს საბრალოა ოდის ვარდი დაეთრთვილოს დაცაეზროს ვის ბადახში არა ჰგვანდეს და ლერწამი ტანად ეზროს იგი სადმე გაღარიბდეს სამყოფთაგან იაბეზროს

70. ავთანდილ იგი მინდორი ოთხახმით გარდაიარა დააგდო მზღვარი არაბთა სხვათ მზღვართა არე იარა მაგრა მის მზისა გაყრამან სიცოცხლე გაუზიარა თქვა თუ მე მასმცა ვეახლე აწ ცხელსა ცრემლსა ვღვრი არა

71. ახალმან ფიფქმან დათოა ვარდი დათრთვილა დანასა მოუნდის გულსა დაცემა ზოგჯერ მიჰმართის დანასა თქვის ჭირი ჩემი სოფელმან ოთხმოცდაათი ანასა მოვშორდი ლხინსა ყველასა ჩანგსა ბარბითსა და ნასა

72. ვარდი მის მზისა გაყრილი უფრო და უფრო ჭნებოდა გულსა უთხრის თუ დასთმეო ამად არ დია ბნდებოდა უცხო უცხოთა ადგილთა საძებრად იარებოდა მგზავრთა ჰკითხევდის ამბავთა მათ თანა ემოყვრებოდა

73. მუნ ეძებს ცრემლი მტირალსა სდის ზღვათა შესართავისად უჩნდის ქვეყანა ტახტად და მკლავი სადებლად თავისად თქვის საყვარელო მოგშორდი გული შენ დაგრჩა ა ვისად შენთვის სიკვდილი მეყოფის ლხინად ჩემისა თავისად

74. ყოვლი პირი ქვეყანისა მოვლო სრულად მოიარა ასრე რომე ცასა ქვეშე არ დაურჩა არ იარა მაგრა იგი მის ამბისა მსმენელსაცა ვერ მიმხვდარა ამაშიგან წელიწადი სამი სამ თვედ მიიყა

75. მიხუდა რასმე ქვეყანასა უგემურსა მეტად მქისსა თვე ერთ კაცსა ვერა ნახავს ვერას შვილსა ადამისსა იგი ჭირი არ უნახავს არ რამინს და არცა ვისსა დღე და ღამე იგონებდა საყვარელსა მასვე მისსა

76. მას მიხუდა წევრი სადგურად მაღლისა მთისა დიდისა გამოჩნდა მუნით მინდორი სავალი დღისა შვიდისა მის მთისა ძირსა წყალი დის არად სანდომი ხიდისა ორგნითვე ტყესა შეეკრა ნაპირი წყლისა კიდისა

77. ზედ წაადგა შეექცევის დროთა დღეთა ანგარიშობს თვენი ესხნეს ორანიღა ამად სულთქვამს ამად იშობს ვა თუ საქმე გამიმჟღავნდეს კვლავ ამისთვის გულმოშიშობს ავსა კარგად ვერვინ შესცვლის თავსა ახლად ვერვინ იშობს

78. საგონებელი შეექმნა დადგა საქმისა მრჩეველად თქვა თუ დავბრუნდე ეზომი ხანი რად დავჰყავ მე ველად ჩემსა რა ვჰკადრო მნათობსა ვიყავ რად დღეთა მლეველად მისი ვერა ვსცნა ჭორადცა ვარ ვისთა გზათა მკვლეველად