... (H-757), 1671 წ.

2007. ეს჻ ასრე჻ იყო჻ რაც჻ გკადრე჻ თქუენცა჻ გასმოდეს჻ მგონია თვარ჻ გაიკითხენ჻ ჰინდონი჻ გკადრებენ჻ უშმაგონია ავთანდილ჻ ჰკადრა჻ მეფეო჻ ესე჻ ვერ჻ გაგიგონია მაგისთანანი჻ სიტყუანი჻ აწ჻ არად჻ სავარგონია

2008. თავმან჻ თქუენმან჻ თუ჻ მოგუისმენ჻ ამას჻ გკადრებთ჻ დაუცდომლად სჯობს჻ წახვიდეთ჻ ტახტსა჻ თქუენსა჻ იყუნეთ჻ სისხლთა჻ დამთმო჻ მჯდომლად არა჻ გაკლდეს჻ დიდებისა჻ ჴელი჻ ცათა჻ შეუცთომლად შენდობა჻ ჴამს჻ რადგან჻ ადამ჻ აღარ჻ დარჩა჻ შეუნდობლად

2009. ხვარაზმშა჻ ბრძანებს჻ ვინათგან჻ თქვენ჻ გწადს჻ აგრე჻ ვქნათ჻ ვით჻ ბრძანეთ მაგრა჻ ნახეთ჻ რა჻ ძნელია჻ ესე჻ კარგად჻ გაიგონეთ წინაშე჻ ვარ჻ გარდაუშვებ჻ რადგან჻ ასრე჻ მიზაბუნეთ შემაკითხეთ჻ სპათა჻ ჩემთა჻ თარას჻ გვერდსა჻ შემაგონეთ

2010. ადგეს჻ ფრიდონ჻ და჻ ავთანდილ჻ ტარიას჻ გამოეზრახნეს ხუარაზმშას჻ სიტყუა჻ ყოველი჻ წყნარად჻ თქუეს჻ არ჻ დაიზახნეს თარა჻ ვაზირსა჻ უხმობთო჻ ვინ჻ ბრძენთა჻ გამოესახნეს მიდგეს჻ ფრიდონ჻ და჻ ავთანდილ჻ სიგანთა჻ არ჻ უვაგლახნეს

2011. შიგნით჻ შეჰყივლეს჻ ისმინეთ჻ ჩუენი჻ ჴმა჻ თქუენთვის჻ ზარისა თარა჻ ვაზირი჻ გარდმოდგეს჻ სახასო჻ ბრძენთა჻ თავისა ხუარაზმშა჻ ბრძანებს჻ ნახვა჻ სწადს჻ შენი჻ არ჻ ჭკუვად჻ ავისა გამოდი჻ ჩუენ჻ გამოგინდობთ჻ არ჻ მიზდი჻ გინდა჻ ნავისა

2012. გამოვიდა჻ თარა჻ ბრძენი჻ პლატონისა჻ დიდად჻ დარი ხუარაზმელის჻ მართ჻ ნახუისა჻ ღმრთისა჻ ხუეწით჻ მემუდარი რა჻ ჴელმწიფე჻ მისი჻ ნახა჻ მუნ჻ გაცოცხლდა჻ ვითა჻ მკუდარი თქუა჻ თუ჻ ღმერთო჻ კურთხეულ჻ ხარ჻ აღარ჻ ვნახე჻ სასუდარი

2013. თაყუანი჻ სცა჻ მერმე჻ ყელსა჻ მოეხვივა჻ თარა჻ ბრძენი მოახსენაღმერთო჻ რა჻ ვთქუა჻ მადლთა჻ სენთა჻ მე჻ სიგრძენი ამა჻ ომთა჻ მოარჩინენ჻ არ჻ უობლენ჻ წურილნი჻ ძენი რა჻ მადლი჻ ვთქუა჻ რომ჻ ასეთნი჻ წყალობანი჻ მიბოძენი

2014. დასხდეს჻ მეფე჻ და჻ ვაზირი჻ არჩევენ჻ სათათბიროსა მეფე჻ ბრძანებდა჻ სიტყუასა჻ გულმდუღრად჻ ასატიროსა ვაზირო჻ ჰგუანდა჻ ძე჻ ჩემი჻ ბროლლალსა჻ გასაჭუიროსა ვით჻ მეტყუისისხლი჻ გაუშვი჻ მაგ჻ ძნელსა჻ სავაზიროისა

2015. ვაზირი჻ ჰკადრებს჻ მეფეო჻ თქუენ჻ უმართლე჻ ხართ჻ მას჻ დია მაგრა჻ ჰყავს჻ ტყუედ჻ დარჩენილი჻ ვინცა჻ მესისხლე჻ ცხადია არ჻ გაგიშვებენ჻ ცოცხალსა჻ უფიცავს჻ მას჻ მაჰმადია თუ჻ გარდაუშვებ჻ გამართლებს჻ ვინ჻ ღმერთისა჻ დანაბადია

2016. მეფემან჻ ბრძანა჻ ადვილად჻ ნუ჻ მეუბნები჻ ვაზირო თუ჻ დავივიწყო჻ ძე჻ ჩემი჻ მმართებს჻ რომ჻ გული჻ ვატირო჻ ანუ჻ გავიჭრა჻ მონდორად჻ და჻ თავი჻ გავინადირო მიჯობს჻ რომ჻ მოვკუდე჻ და჻ ჩემი჻ დარჩომა჻ არ჻ დავაპირო

2017. ვაზირმან჻ ჰკადრა჻ მეფეო჻ ისმინე჻ სიტყუა჻ ასები აქამდი჻ ჩემი჻ კადრება჻ არ჻ გაგეგონა჻ ნასები ტარიელს჻ თქუენთა჻ სისხლთაგან჻ სწადს჻ სავსე჻ შესვას჻ თასები თქუენად჻ საკლავად჻ მოუსხამს჻ უცხო჻ სპა჻ ბევრ჻ ათასები

2018. სისხლი჻ გაუშვა჻ ხუარაზმშა჻ მტკიცე჻ ქნეს჻ მოზავებული შეჰფიცეს჻ ყოვლი჻ სიმტკიცე჻ წინასწარ჻ მოსწავებული კარგ჻ ვაზირობით჻ არა჻ ჩანს჻ თარასგან჻ დაშავებული ხუარაზმშა჻ დადგა჻ წავიდა჻ ტარიელ჻ გამარჯვებული

2019. მივა჻ ტარიელ჻ მოყუსითა჻ ფრიდონ჻ და჻ ავთანდილითა გამარჯუებული჻ ნადირობს჻ საბინდოთა჻ და჻ დილითა იტყუის჻ თუ჻ ვერ჻ გარდავიჴდი჻ მე჻ ვალსა჻ თქუენ჻ სადილითა თქუენ჻ დამარჩინეთ჻ თუ჻ არ჻ მკუდრად჻ ვიწევ჻ ხუარაზმშას჻ ჩრდილითა

2020. წამოვიდეს჻ მხიარულნი჻ ნადირობით჻ თამაშობით მტერთა჻ ზედა჻ მოქცეოდეს჻ მათგან჻ იყუნეს჻ უშიშრობით მათ჻ მოემწყო჻ ხუარაზმელი჻ არ჻ დაეგდო჻ შამუშობით ერთმანერთსა჻ აქებდიან჻ მხიარულნი჻ არ჻ ქუშობით

2021. მოვიდეს჻ მოქალაქენი჻ გამოეგებნეს჻ ზარითა მუტრიბთა჻ ჴმანი჻ ისმოდეს჻ ბარბითთა჻ შენაზარითა ნესტან჻ დარეჯან჻ დაშუენდა჻ ელვითა჻ მით჻ მწყაზარითა მას჻ სიხარულსა჻ ვერ჻ დავწერ჻ ჴელითა჻ ვერცა჻ აზარითა

2022. რად჻ ვაგრძელებდე჻ მუნ჻ დაყუნა჻ მრავალნი჻ დღენი჻ ამონი მერმე჻ გაუშვნა჻ სავსენი჻ მნათობნი჻ დაუღამონი წავლენ჻ ფრიდონ჻ და჻ ავთანდილ჻ ტკბილნი჻ გამომსალამონი დადგა჻ ტარიელ჻ თუც჻ ცრემლი჻ სდის჻ ჴმელთა჻ დასალამონი

2023. აავსნა჻ მისაცემლითა჻ ოქსინოთა჻ და჻ შარდითა სტავრითა჻ საკრამანგითა჻ მძიმითა჻ სადუქარდითა წავლენ჻ ფრიდონ჻ და჻ ავთანდილ჻ პირითა჻ მინავარდითა გავლენ჻ ზღუასა჻ და჻ მიდიან჻ საროთა჻ განაზარდითა

2024. მივიდეს჻ მათი჻ ქვეყანა჻ მათ჻ დახუდა჻ ამოდ჻ ნებითა მოეგებნიან჻ სძღნობდიან჻ წესითა჻ და჻ რიგებითა თინათინს჻ პირსა჻ სინათლე჻ ემატა჻ დაშუენებითა მულღაზანზარი჻ შეიქნა჻ მეტითა჻ აშენებითა

2025. ეს჻ ამბავი჻ დარჩომოდა჻ სარგის჻ ლექსთა჻ შეუწყობლად აგრევ჻ თმოგუი჻ თმოგუელთაგან჻ შესავლითურთ჻ დარჩა჻ ობლად ესე჻ სიტყუა჻ მოახსენეს჻ ვინ჻ ჩანს჻ გმირთა჻ რაზმთა჻ მწყობლად მიბრძანა჻ თუ჻ ლექსად჻ თქუიო჻ მჭევრქართულად჻ დაუშრობლად

2026. ერთმანერთისა჻ მეშველთა჻ მებრძოლი჻ იმაჯანიან ორთავე჻ მტერი჻ მოყვარედ჻ მათ჻ წინა჻ მოიყვანიან მათთა჻ ურჩთა჻ და჻ შემკადრთა჻ მიწები჻ უაკვანიან ორგულთა჻ მკლავნი჻ შემუსრნეს჻ ერთგულთა჻ აგულვანიან