... (H-757), 1671 წ.

1987. ტარიელ჻ ნახა჻ ხუარაზმშაჰ჻ გამაყდა჻ გული჻ ბერისა შეიქნა჻ ველი჻ ორგნითვე჻ სისხლითა჻ მონატბერისა გორად჻ ძეს჻ შუბთა჻ ნალეწი჻ და჻ ჴმალთა჻ მრავალფერისა კულა჻ მოუბრუნდა჻ ხუარაზმშას჻ რისხუა჻ ცით჻ მონაბერისა

1988. ესმა჻ მუქრა჻ მეფისა჻ ღ~თივ჻ გუირგუინ჻ გულაზატისა მივმართე჻ მივდეგ჻ საომრად჻ ჩავიპყარ჻ მძიმე჻ ლახტია ბარგისტანითა჻ კაზმულსა჻ მე჻ ცხენსა჻ გარდავახტია მოსრულ჻ ხარ჻ მოდი჻ საომრად჻ მით჻ გაგიცუდო჻ ტახტია

1989. შეიქმნა჻ ომი჻ ფიცხელი჻ რაზმის჻ კიდემდეკიდია ხვარაზმშა჻ სპათა჻ ჰინდონო჻ ვით჻ მჭელსა჻ მოიმკიდია ეაჯებოდეს჻ ტარიელს჻ სრულ჻ ნუ჻ დაგუხოცო჻ კი჻ დია ვისცა჻ გარდაჰკრის჻ გააპის჻ ცხენს჻ კაცი჻ გარდნაკიდია

1990. შუბნი჻ შემოსცნა჻ ხუარაზმშაჰ჻ ტარიელ჻ მკერდსა჻ შელეწნა ვერ჻ გაუტეხნა჻ აბჯარი჻ ვერცა჻ თუ჻ სადმე჻ დახუეწნა ვაქებ჻ ვინ჻ გმირი჻ ასეთი჻ ან჻ სარო჻ ალვა჻ ახეწნა ტარიელ჻ ჴრმალი჻ ხუარაზმშას჻ ცხენსა჻ ჰკრა჻ ყოლ჻ არ჻ აძეწნა

1991. ტარიელ჻ ცხენი჻ ხუარაზმშას჻ მოუკლა჻ მუნვე჻ დაეცა უფიცხე჻ იბრძუის჻ ქუეითსა჻ ჴრმალი჻ უნდოდა჻ დაეცა ყმა჻ აღარავინ჻ იახლა჻ რომ჻ ადრე჻ ცხენსა჻ აეცა ამისთუის჻ მარტო჻ იბრძოდა჻ არათ჻ ღონითა჻ გაექცა

1992. დაშურა჻ მოსჭირდა჻ მარტოსა჻ მრავალი჻ ჴრმალი჻ ექნია გაუტყდა჻ ორმალი჻ და჻ ლახტი჻ მართ჻ ვითა჻ მშვილდი჻ შეჰქნია ამისთუის჻ სპათა჻ სიმრავლე჻ მრგულად჻ ალყად჻ გარე჻ შექნია ჴელთა჻ შეიპყრეს჻ დაბნელდეს჻ მისთუის჻ მნათობთა჻ შუქნია

1993. ტარიელ჻ ნახა჻ ხუარაზმშაჰ჻ საკლავად჻ გამართებული გაეხარნეს჻ და჻ შეექნა჻ პირი჻ მზებრ჻ წარმართებული თქუა჻ კმარის჻ ჩემთუის჻ ღ~თისაგან჻ წყალობა჻ დამართებული აწ჻ აღარავის჻ მოვაკლევ჻ მეფეა჻ წარმართებული

1994. მოვიდა჻ გააშვებინა჻ დიდი჻ ხუარაზმთა჻ მფლობელი ცხენი჻ მოჰგუარეს჻ და჻ წყნარად჻ შესუა჻ მართ჻ ვითა჻ მჴმობელი მოვიდეს჻ მისნი჻ ძმადფიცნი჻ მოლოცვაწარმომთხრობელი უქეს჻ ხუარაზმშას჻ დარჩომა჻ ყოლ჻ არა჻ იყუნეს჻ მგმობელი

1995. მობრუნდეს჻ გამარჯვებულნი჻ ჩამოოდეს჻ ჩრდილთა჻ ხეთასა ტურფათა჻ რასმე჻ ბაღთასა჻ ყოლ჻ არ჻ კატართა჻ ტყეთასა მათ჻ ნაომართა჻ ჰშუენოდა჻ მჯობდა჻ მჯობთა჻ ყოველთა჻ მხნეთასა თქუესთუ჻ ვაჯობოთ჻ ესე჻ დღე჻ მეტად჻ ყოველთა჻ დღეთასა

1996. გამოისვენეს჻ მაშურალთა჻ აბჯრითა჻ ტანსა჻ ახდითა პურობა჻ სმა჻ სიმღერითა჻ სოფლისა჻ ჴელთა჻ დაჴდითა მათი჻ მებრძოლი჻ მას჻ დღესა჻ მკუდრად჻ ჩნდა჻ არმისა჻ წაჴდითა ხუარაზმშაჰ჻ იჯდა჻ ფერჴითა჻ მსგავსად჻ ფერისა჻ დაჴდითა

1997. დილასა჻ ფრიდონ჻ ავთანდილ჻ და჻ სხუათა჻ სპათა჻ თავნია ტარიელისსა჻ მოვიდეს჻ დახუდეს჻ ლაშქარნი჻ შავნია აწ჻ მათგან჻ სამოციქულოდ჻ კაცი჻ ჩანს჻ შენაგზავნია შესთუალეს჻ ღმერთმან჻ პატივგცა჻ ტყვედ჻ გყუანან჻ შენნი჻ მავნია

1998. ვინათგან჻ ღმერთმან჻ პატივი჻ ეგზომი჻ დაგდვა჻ დიდებით გმართებს჻ რომ჻ იყო჻ საღმრთოსა჻ საქმესა჻ ზედა჻ რიდებით აწ჻ შენ჻ რადმცა჻ ჰქენ჻ ეგ჻ საქმე჻ პირველსა჻ ზედა჻ მიდებით პირი჻ აიღეთ჻ გაუშვით჻ ხუარაზმშას჻ ამოდ჻ მშვიდებით

1999. ტარიელ჻ გასცა჻ პასუხი჻ მეტად჻ წყნარი჻ და჻ მჭევრები ღ~თისაგან჻ მე჻ მჭირს჻ წყალობა჻ და჻ თქუენგან჻ დიდი჻ ბევრები აწ჻ სამჯერ჻ თქუენგან჻ დადგმულა჻ ჩემთუის჻ შუბისა჻ ტევრები დარჩეს჻ გაუშვით჻ ხუარაზმშაჰ჻ აგრევ჻ თავადი჻ ბევრები

2000. შევიდეს჻ ნახეს჻ ტარიელ჻ და჻ მადლსა჻ გარდაიჴდიდეს მერმე჻ ადგეს჻ და჻ ხუარაზმშაჰ჻ სად჻ იყო჻ მუნა჻ მივიდეს უსალამეს჻ მათ჻ ორთავე჻ თავისთავის჻ მოიმშვიდესა გუერდსა჻ დაუსხდეს჻ ნაკრავთა჻ უქებდეს჻ და჻ გაიცდიდესა

2001. მერმე჻ ჰკადრეს჻ ჰე჻ ხუარაზმშა჻ ჴელმწიფეო჻ ბედნიერო მორჭმულო჻ და჻ თუითმპყრობელი჻ ზნეუკლებო჻ გონიერო გუიკვირს჻ რაცა჻ თქუენ჻ გიქნია჻ პირველ჻ კაცო჻ მეცნიერო რად჻ აშვილეთ჻ შვილი჻ თქუენი჻ ყოვლით჻ ზნითა჻ შუენიერი

2002. თუ჻ გასმიოდა჻ ტარიელ჻ ნახვითა჻ ანუ჻ სმენითა მემკუიდრე჻ სადმე჻ არისო჻ რად჻ არა჻ მოიხენი჻ თა აწ჻ გარდაუშვით჻ პირველი჻ სისხლი჻ პირითა჻ ჩუენითა აქათ჻ წადით჻ და჻ მეფობით჻ ბრძნითა჻ გონებაენითა

2003. ხუარაზმშა჻ წყნარი჻ სიტყუები჻ თქუნა჻ ბრძენთა჻ სწავლარიგისა პირველად჻ ქება჻ ავთანდილს჻ და჻ ნურადინს჻ მიუგისა მე჻ თქუენი჻ ქება჻ ვითა჻ ვთქუა჻ ბუდე჻ ვარ჻ აწ჻ აუგისა მკლავს჻ სირცხუილისა჻ ლახუარი჻ ბასრისა჻ შუბ჻ დაუგისა

2004. ოდეს჻ ძე჻ ჩემი჻ ეთხოვა჻ სასიძოდ჻ ჰინდოთ჻ მეფესა მაშინ჻ არსადით჻ ვიცნობდით჻ ტარიელს჻ სისხლთა჻ მჩქეფესა უმკვიდროდ჻ ყოფა჻ ეწერა჻ მას჻ წიგნსა჻ მათსა჻ სეფესა ამად჻ ვერ჻ მივხუდი჻ მიგმობდით჻ ჭკუასა჻ დანაყეფესა

2005. ჰმართებდა჻ თუმცა჻ ტარიელს჻ ებრძანა჻ ჩემთუის჻ კაცითა მართ჻ ერთხელ჻ ვითა჻ ეგრეცა჻ არ჻ მრავლად჻ კულა჻ და჻ კულაცითა მე჻ ვარ჻ მემკვიდრე჻ პატრონი჻ მე჻ მმართებს჻ ღ~თითა჻ და჻ ცითა ნუ჻ მოსცემ჻ შვილსა჻ თვარ჻ დავხუდე჻ რაზმითა჻ ცემატკაცითა

2006. თუ჻ მაშინ჻ არ჻ დამეშალა჻ თქუენ჻ უმართლე჻ ხართ჻ მდურვასა მე჻ თავსაცავე჻ ვაბრალობ჻ მას჻ საშინელსა჻ ურვასა მაგრა჻ უმეცრად჻ შთავიჭერ჻ ცრემლთა჻ მორვისა჻ ცურვასა ამად჻ ვერავინ჻ დამიშლის჻ გულსა჻ სისხლისა჻ წურვასა