... (H-2610), XVIII ს.

1798. ავთანდილ჻ სულთქვამს჻ ოხვრიდა჻ მოჰქონდა჻ ტარიელობა჻ მასთანა჻ ყველა჻ სწორ჻ იყვის჻ დგომა჻ გაჭრა჻ და჻ ხელობა჻ უკვირდა჻ მკლავთა჻ დადრეკა჻ უსახროდ჻ მათი჻ ქველობა჻ სჭირს჻ და჻ სოფელი჻ არ჻ იკლებს჻ გულს჻ ლახვარი჻ მჭრელობა჻

1799. მართ჻ ავთანდილს჻ ვით჻ ეწყინა჻ ვინმცა჻ ჰკადრა჻ ვინ჻ არ჻ ღირსნი჻ ყველა჻ წვრილად჻ მოიკითხა჻ ვით჻ ნაქმარნი჻ ხვარაზმისნი჻ უბრძანა჻ და჻ შემოხედნა჻ დიდებულნი჻ სპანი჻ მისნი჻ აწ჻ ტარიელს჻ ვმსახუროთო჻ ვართ჻ მონანი჻ ყმათა჻ ყმისნი჻

1800. თვითო჻ კაცი჻ ერთმანერთსა჻ გაუგზავნეს჻ არ჻ დავსწბეთა჻ ჰინდოთა჻ და჻ ტარიელის჻ საქმისათვის჻ გვინდა჻ ფეთა჻ პაემანი჻ შეუკვეთეს჻ ჻ დროთა჻ ხანთა჻ არ჻ დავსცდეთა ერთმანერთის჻ შველისა჻ და჻ ნახვისათვის჻ მოსწრაფეთა჻

1801. მათ჻ ორთავე჻ ხელმწიფეთა჻ სრულად჻ მათთა჻ სამეფოთა჻ აქიმები჻ დაარჩივეს჻ თემთა჻ კარგთა჻ სამყოფოთა჻ წამოვიდეს჻ რაზმ჻ წყობილნ჻ ი჻ გზათა჻ ლევენ჻ სასწრაფოთა჻ მოისმენდი჻ ხმათა჻ მათთა჻ საბუკტაბლაკ჻ სადაფოთა჻

1802. ჰინდოეთს჻ მივლენ჻ ნავითა჻ გამართეს჻ სამუნაოთა჻ სრულნი჻ აბჯრითა჻ მოსილნი჻ ხვარაზმშის჻ საბრუნაოთა჻ სწრაფად჻ დალევენ჻ შარათა჻ წყალთა჻ და჻ მათ჻ უნაოთა჻ ხვარაზმს჻ დასთრიან჻ საფლავთა჻ სატირლად჻ საზრუნაოთა჻

1803. წავიდეს჻ რაზმი჻ დააწყეს჻ გზანი჻ იარნეს჻ რებითა჻ მისძახდეს჻ ხმასა჻ მაღალსა჻ საყვირ჻ ქოს჻ ტაბლაკებითა჻ ზღვის჻ პირს჻ მივიდეს჻ დაჰკაზმეს჻ ნავები჻ კატარღებითა჻ ჩასხდეს჻ გავიდეს჻ დრშათა჻ კარგითა჻ ალამებითა჻

1804. გავიდეს჻ და჻ პირსა჻ დადგეს჻ უთვალავი჻ სპა჻ იახლა჻ უამრავი჻ დროშა჻ იყო჻ რომ჻ ალამი჻ მოენახლა჻ ამოსწვიტენ჻ მათთა჻ მბრძოლთა჻ ყოლა჻ ტკბილად჻ ვინ჻ ემზახლა჻ მებრძოლია჻ ხვარაზმთ჻ მეფე჻ იგი჻ ვერსად჻ დაესახლა჻

1805. გაკრფეს჻ ლაშქარნუ჻ ზღვისაგან჻ და჻ მივლენ჻ ტარიელისა჻ უხარის჻ ნახვა჻ ძმობილთა჻ დიდის჻ ჰინდოთ჻ მფლობელისა჻ გაგზავნეს჻ მახარობელი჻ მოვალთ჻ მოსწრაფე჻ ხელისა჻ გვტრფიალობს჻ ნახვა჻ ვარდისა჻ აწ჻ ახლად჻ გაუშლელისა჻

1806. მივიდა჻ მახარობელი჻ ტარიელს჻ ჰკადრეს჻ აქებდეს჻ განხდა჻ ხმა჻ ზარი჻ მოსლვისა჻ სიხარულისა჻ ყოვლნი჻ ხმობდეს჻ ცისკრად჻ იკრეს჻ ნაღარასა჻ ქოსნი჻ ხმასა჻ დაატკბობდეს჻ სამნივ჻ ერთად჻ შეიყარნეს჻ მათთა჻ მჭვრეტთა჻ დაადნობდეს჻

1807. წინ჻ მოეგება჻ მტირალი჻ პირითა჻ მილეულითა჻ აღარ჻ მთვარულად჻ სავსითა჻ არ჻ ნათლად჻ დილეულითა჻ მართ჻ ძვრითა჻ ოდენ჻ ცოცხალი჻ სახითა჻ მისეულითა჻ თაყვანისსცემდის჻ იგ჻ გმირნი჻ წესითა჻ დარჩეულითა჻

1808. თაყვანი჻ სცეს჻ უსალამეს჻ მოიკითხეს჻ ერთმანერთი჻ მერმე჻ ჰკითხეს჻ ვით჻ არისო჻ ლომი჻ გმირთა჻ შენაერთი჻ მან჻ პირმზემან჻ წვრილად჻ ბრძანა჻ სენი჻ სჭირსო჻ ყოლ჻ არ჻ ერთი჻ მისის჻ ასრე჻ ყოფისათვის჻ შეგვარისხეს჻ ზედათ჻ ღმერთი჻

1809. მოიტირს჻ მათ჻ ლომ჻ კაცთა჻ ტარიელის჻ სნეულება჻ მერმე჻ უმძიმს჻ ჰინდოთათვის჻ მათ჻ მტერთაგან჻ ძლეულება჻ ტარიელის჻ ნახვა჻ სწრაფით჻ უნდა჻ ვით჻ არს჻ ჩვეულება჻ ნახეს჻ მჭლედ჻ და჻ ფერ჻ მიხდილად჻ გულსა჻ სჭირდა჻ დაწყლულება჻

1810. სისხლის჻ ცრემლითა჻ მტირალი჻ ბრძანებდა჻ არ჻ სათუობით჻ ზურგი჻ ათქს჻ მზესა჻ მოდრეკით჻ სევდა჻ სჭირს჻ დასანაზობით჻ ნესტან჻ დარეჯან჻ ტან჻ სარო჻ არს჻ მისით჻ ხასიათობით჻ სევდა჻ სევდასა჻ დართვოდა჻ ვერ჻ მჭვრეტთა჻ დასანათობით჻

1811. გამოვლნეს჻ ზღვანი჻ მოვიდეს჻ ხმელეთსა჻ ტარიელისა჻ ნახეს჻ სენთაგან჻ დაცემით჻ ტარიერ჻ მსგავსი჻ ბერისა჻ ორთა჻ სენთაგან჻ ჩიოდა჻ მტირალი჻ მოანბვე჻ რისა჻ თქვა჻ გახდა჻ თემი჻ ჰინდოთა჻ სისხლთაგან჻ მონატბერისა჻

1812. ტარიელის჻ ნახვისათვის჻ მობრუნდეს჻ და჻ მოუჩუქნეს჻ ნახეს჻ მჭლედ჻ და჻ ფერ჻ მიხდილად჻ ჰკადრეს჻ გული჻ აუჩუქნეს჻ ლომო჻ მზეო჻ რამ჻ გაგხადა჻ პირთა჻ ზედა჻ შუქნი჻ უქნეს჻ აწმ჻ ნუ჻ გაგვა჻ მტერთა჻ შენთა჻ რისხვა჻ ზეცით჻ მოუბუქნეს჻

1813. ტარიელ჻ ძმათა჻ უჩივის჻ სენი჻ დამერთო჻ მტერულად჻ დღესა჻ ერთსა჻ ნადირობით჻ მოვიდოდი჻ მხიარულად჻ სმად჻ დავჯე჻ და჻ ვიხარებდი჻ ვარდი჻ არ჻ ვქენ჻ დანასრულად჻ მართ჻ ანასდათ჻ მომივიდა჻ სევდამ჻ მოკლა჻ გული჻ სრულად჻

1814. ესმა჻ ხვარაზმთა჻ მფლობელსა჻ იგი჻ დამერთო჻ მე჻ ზედა჻ ჰინდონი჻ ჩემნი჻ შეებნეს჻ მთვარე჻ დაბნელდა჻ და჻ მზე჻ და჻ ქვეყანა჻ ჩემი჻ ასწყვიტა჻ სისხლი჻ იკითხა჻ ჩემზედა჻ მე჻ ასრე჻ ვიყავ჻ მკლავთაგან჻ ვერ჻ მოვიხმარენ჻ შტერზედა჻

1815. ესე჻ თქვა჻ და჻ ვით჻ ეწყინა჻ ეს჻ ამბავი჻ მათ჻ მეფეთა჻ ტარიელის჻ შველისათვის჻ არ჻ დამდგომთა჻ მოსწრაფეთა჻ ცრემლი჻ სდის჻ და჻ აგრე჻ ფიცვენ჻ ვადენით჻ სისხლთა჻ მომჩქეფეთა჻ ხვარამს჻ მივალთ჻ მოვიხმარებთ჻ მკლავ჻ მაგარნი჻ სიალფითა჻

1816. აწ჻ ასმათი჻ მიეგებვის჻ ნამსახური჻ და჻ დობილი჻ მტერთა჻ ჩვენთა჻ ნახვა჻ თქვენი჻ შემშრეს჻ თვალთა჻ ცრემლ჻ ლტობილი჻ მათ჻ სალამი჻ გამოუღეს჻ მოიკითხეს჻ გულ჻ წდობილი჻ შესტირნა჻ და჻ აუჩუქნა჻ აატირნა჻ ერთობილი჻

1817. კვლა჻ მოიკითხეს჻ ასმატი჻ ნამსახური჻ და჻ ხლებული჻ ღმერთსამც჻ მადლი჻ აქვს჻ არ჻ ვნახეთ჻ ტარიელ჻ თვალთათ჻ ლებული჻ მოვასხით჻ ზედ჻ დავაყენოთ჻ მკურნალნი჻ ხელოვნებული჻ ადრე჻ ვჰკურნებთო჻ იტყვიან჻ ამას჻ ვართ჻ იმედებული჻