... (H-2610), XVIII ს.

1857. იგ჻ სამივე჻ ხელმწიფენი჻ დაკაზმულნი჻ დადგეს჻ კართა჻ ცხენთა჻ შესხდეს჻ უკეთესთა჻ წინა჻ დროშა჻ აემართა჻ ღმერთსა჻ მუნა჻ მადლი჻ ჰკადრეს჻ შემობრუნდეს჻ მიემართა჻ მკლავნი჻ ჩვენნი჻ ვიხმარნეთო჻ ღმრთით჻ რაც჻ გვინდა჻ დაგვემართა჻

1858. აწ჻ უყურეთ჻ თქვენ჻ მსმენელნო჻ რა჻ ფიცხელი჻ არის჻ ომი჻ სწყვეტდის჻ თავთა჻ თავადებსა჻ ტარიელ჻ არს჻ მათვის჻ მწყრომი჻ დახოცნა჻ და჻ ამოსწყვიტნა჻ ვერვინ჻ იყო჻ წინა჻ მდგომი჻ გარე჻ რაზმი჻ მრავალკეცი჻ დაიხოცა჻ თუ჻ რა჻ ზომი჻

1859. ერთკენ჻ ავთანდილს჻ და჻ ფრიდონს჻ მრგვლივ჻ სპანი჻ ზედ჻ მოეჯარნეს჻ იგი჻ ორნივე჻ გაუხდეს჻ რა჻ გკადრო჻ ვით჻ გაეხარნეს჻ ჰხოცდეს჻ უკანა჻ მისდევდეს჻ ქალაქის჻ კართა჻ შესჯარნეს჻ უნდოდა჻ თუმცა჻ შიგანთა჻ ყოლ჻ კარნი჻ არ჻ დაეყარნეს჻

1860. ტარიელ჻ ნახა჻ ხვარაზმშაჰ჻ გამაყდა჻ გუკი჻ ბერისა჻ შეიქნა჻ ველი჻ ორგნითვე჻ სისხლითა჻ მონატბერისა჻ გორად჻ ძეს჻ შუბთა჻ ნალეწი჻ და჻ ხმალთა჻ მრავალ჻ ფერისა჻ კვლა჻ მოუბრუნდა჻ ხვარაზმშას჻ რისხვა჻ ცით჻ მონაბერისა჻

1861. ესმა჻ მუქრა჻ მეფისა჻ ღმრთივ჻ გვირგვინ჻ გულ჻ აზატისა჻ მივმართე჻ მივდეგ჻ საომრად჻ ჩავიპყარ჻ მძიმე჻ ლახტია჻ ბარგისტანითა჻ კაზმულსა჻ მე჻ ცხენსა჻ გარდავახტია჻ მოსრულ჻ ხარ჻ მოდი჻ საომრად჻ მით჻ გაგიცუდო჻ ტახტია჻

1862. შეიქმნა჻ ომი჻ ფიცხელი჻ რაზმის჻ კიდემდე჻ კიდია჻ ხვარაზმშას჻ სპათა჻ ჰინდონო჻ ვით჻ მჭელსა჻ მოიმკიდია჻ ეაჯებოდეს჻ ტარიელს჻ სრულ჻ ნუ჻ დაგვხოცო჻ კი჻ დია჻ ვისცა჻ გარდაჰკრის჻ გააპის჻ ცხენს჻ კაცი჻ გარდნაკიდია჻

1863. შუბნი჻ შემოსცნა჻ ხვარაზმშაჰ჻ ტარიელ჻ მკერდსა჻ შელეწნა჻ ვერ჻ გაუტეხნა჻ აბჯარი჻ ვერცა჻ თუ჻ სადმე჻ დახვეწნა჻ ვაქებ჻ ვინ჻ გმირი჻ ასეთი჻ ან჻ სარო჻ ალვა჻ ახეწნა჻ ტარიელ჻ ხრმალი჻ ხვარაზმშას჻ ცხენსა჻ ჰკრა჻ ყოლ჻ არ჻ აძეწნა჻

1864. შეიქმნა჻ ომი჻ ფიცხელი჻ ხელმწიფის჻ დროშა჻ მართია჻ სპათა჻ მიუხდა჻ ავთანდილ჻ მიღმა჻ და჻ მოღმა჻ ფანტია჻ ვისცა჻ გარდაჰკრის჻ განჰკვეთდის჻ ცხენ჻ კაცის჻ განაკვეთია჻ სხვა჻ რაზმი჻ მოდგა჻ იოცნა჻ ომსა჻ ნაკრავთა჻ ცხადია჻

1865. ტარიელ჻ ცხენი჻ ხვარაზმშას჻ მოუკლა჻ მუნვე჻ დაეცა჻ უფიცხე჻ იბრძვის჻ ქვეითსა჻ ხრმალი჻ უნდოდა჻ დაეცა჻ ყმა჻ აღარავინ჻ იახლა჻ რომ჻ ადრე჻ ცხენსა჻ აეცა჻ ამისთვის჻ მარტო჻ იბრძოდა჻ არათ჻ ღონითა჻ გაექცა჻

1866. მიუხდა჻ ხმალი჻ გარდაჰკრა჻ ცხენს჻ თავი჻ გაუგდებინა჻ შეჰყივლა჻ დარჩი჻ მეფეო჻ თავს჻ ცეცხლი჻ მოადებინა჻ ჩემი჻ ცოცხლისა჻ დარჩომა჻ თავსა჻ რამ჻ შეგადებინა჻ შვილი჻ მამიკალ჻ და჻ მეცა჻ მას჻ თანა჻ გექადებინა჻

1867. მიკვირს჻ თუ჻ რად჻ არ჻ გრცხვენიან჻ მუხთლობის჻ მოსურვებულსა჻ ჩემი჻ ძე჻ მოჰკალ჻ მწოლარე჻ მე჻ მისთვის჻ ვაგლახ჻ ვებულსა჻ აწ჻ მობირებით჻ არაბნი჻ მოგისხმან჻ გაავებულსა჻ მეც჻ მამკალ჻ მოდი჻ ცოცხალსა჻ რეას჻ მაქნევ჻ დაზავებულსა჻

1868. დაშვრა჻ მოსჭირდა჻ მარტოსა჻ მრავალი჻ ხრმალი჻ ექნია჻ გაუტყდა჻ ხრმალი჻ და჻ ლახტი჻ მართ჻ ვითა჻ მშვილდი჻ შეჰქნია჻ ამისთვის჻ სპათა჻ სიმრავლე჻ მრგვლად჻ ალყად჻ გარე჻ შექნია჻ ხელთა჻ შეიპყრეს჻ დაბნელდეს჻ მისთვის჻ მნათობთა჻ შუქნია჻

1869. ტარიელ჻ ნახა჻ ხვარაზმშაჰ჻ საკლავად჻ გამართებული჻ გაეხარნეს჻ და჻ შეექნა჻ პირი჻ მზებრ჻ წარმართებული჻ თქვა჻ კმარის჻ ჩემთვის჻ ღმრთისაგან჻ წყალობა჻ დამართებული჻ აწ჻ აღარავის჻ მოვაკლევ჻ მეფეა჻ წარმართებული჻

1870. მოვიდა჻ გააშვებინა჻ დიდი჻ ხვარაზმთა჻ მფლობელი჻ ცხენი჻ მოჰგვარეს჻ და჻ წყნარად჻ შესვა჻ მართ჻ ვითა჻ მხმობელი჻ მივიდეს჻ მისნი჻ ძმად჻ ფიცნი჻ მოლოცვა჻ წარმომთხრობელი჻ უქეს჻ ხვარაზმშას჻ დარჩომა჻ ყოლ჻ არა჻ იყვნეს჻ მგმობელი჻

1871. მობრუნდეს჻ გამარჯვებულნი჻ ჩამოხდეს჻ ჩრდილთა჻ ხეთასა჻ ტურფათა჻ რასმე჻ ბაღთასა჻ ყოლ჻ არ჻ კატართა჻ ტყეთასა჻ მათ჻ ნაომართა჻ ჰშვენოდა჻ მჯობდა჻ მჯობთა჻ ყოველთა჻ მხნეთასა჻ თქვესთუ჻ ჻ ვაჯობოთ჻ ესე჻ დღე჻ მეტად჻ ყოველთა჻ დღეთასა჻

1872. გამოისვენეს჻ მაშვრალთა჻ აბჯრითა჻ ტანსა჻ ახდითა჻ პურობა჻ სმა჻ სიმღერითა჻ სოფლისა჻ ხელთა჻ დახდითა჻ მათი჻ მებრძოლი჻ მას჻ დღესა჻ მკვდრად჻ ჩნდა჻ არმისა჻ წახდითა჻ ხვარაზმშაჰ჻ იჯდა჻ ფერხითა჻ მსგავსად჻ ფერისა჻ დახდითა჻

1873. დილასა჻ ფრიდონ჻ ავთანდილ჻ და჻ სხვათა჻ სპათა჻ თავნია჻ ტარიელისსა჻ მოვიდეს჻ დახვდეს჻ ლაშქარნი჻ შავნია჻ აწ჻ მათგან჻ სამოციქულოდ჻ კაცი჻ ჩანს჻ შენაგზანია჻ შესთვალეს჻ ღმერთმან჻ პატივგცა჻ ტყვედ჻ გყვანან჻ შენნი჻ მავნია჻

1874. ვინათგან჻ ღმერთმან჻ პატივი჻ ეგზომი჻ დაგდვა჻ დიდებით჻ გმართებს჻ რომ჻ იყო჻ საღმრთოსა჻ საქმესა჻ ზედა჻ რიდებით჻ აწ჻ შენ჻ რადმცა჻ ჰქენ჻ ეგ჻ საქმე჻ პირველსა჻ ზედა჻ მიდებით჻ პირი჻ აიღეთ჻ გაუშვით჻ ხვარაზმშას჻ ამოდ჻ მშვიდები჻

1875. ტარიელ჻ გასცა჻ პასუხი჻ მეტად჻ წყნარი჻ და჻ მჭევრები჻ ღმრთისაგან჻ მე჻ მჭირს჻ წყალობა჻ და჻ თქვენგან჻ დიდი჻ ბევრები჻ აწ჻ სამჯერ჻ თქვენგან჻ დადგმულა჻ ჩვენთვის჻ შუბისა჻ ტევრები჻ დარჩეს჻ გაუშვით჻ ხვარაზმშაჰ჻ აგრევ჻ თავადი჻ ბევრები."჻

1876. შევიდეს჻ ნახეს჻ ტარიელ჻ და჻ მადლსა჻ გარდაიხდიდეს჻ მერმე჻ ადგეს჻ და჻ ხვარაზმშაჰ჻ სად჻ იყო჻ მუნა჻ მივიდეს჻ უსალამეს჻ მათ჻ ორთავე჻ თავის჻ თავის჻ მოიმშვიდესა჻ გვერდსა჻ დაუსხდეს჻ ნაკრავთა჻ უქებდეს჻ და჻ გაიცდიდესა჻