... (H-2610), XVIII ს.

1779. გაიმარჯვა჻ ხვარაზმელმან჻ იქნა჻ მისი჻ გაგებული჻ იხარებს჻ მეფე჻ მორჭმული჻ გული჻ აქვს჻ გალომებული჻ იშოვეს჻ მრავლად჻ ლაშქართა჻ კვლა჻ მივა჻ გამეხებული჻ ცხენი჻ ყველია჻ ნაკაზმი჻ ალაფი჻ ალაღებული჻

1780. ტარიელ჻ წინა჻ მივიდეს჻ ჰინდონი჻ ხრმალ჻ დალეწილნი჻ გაქცეულ჻ გარდახვეწილნი჻ შიშითა჻ გაწბილებულნი჻ აბჯარ჻ ახდილნი჻ დაძრცვილნი჻ ტან჻ სარო჻ შემოფრეწილნი჻ ცხენ჻ დადგომილნი჻ მტირალნი჻ დაგლეჯილ჻ პირ჻ დახოჭილნი჻

1781. ტარიელ჻ იწვა჻ სენთაგან჻ დავარდნილ჻ გულ჻ ნაცემული჻ აწ჻ ახლა჻ გახდა჻ მართ჻ ასრე჻ ვით჻ გულსა჻ დანა჻ ცემული჻ რა჻ ესმა჻ ასრე჻ ეწყინა჻ ვითა჻ ასპიტთა჻ ცემული჻ ლხინი჻ მოსძულდა჻ არ჻ უჩნდა჻ ჩანგ჻ ბარბითა჻ და჻ ნა჻ ცემული჻

1782. მივიდეს჻ გარე჻ მოადგეს჻ ყველგან჻ ციხეთა჻ გარეთა჻ ებრძვიან჻ ცეცხლსა჻ უდებენ჻ მოაოხრებდეს჻ არეთა჻ ჰხოცდეს჻ სწვიდეს჻ და჻ არღვევდეს჻ ცრემლთა჻ ადენდეს჻ მწარეთა჻ აჯა჻ არ჻ გამოუღიან჻ არად჻ არ჻ მემუდარეთა჻

1783. გარეთ჻ ყველანი჻ წაახვნა჻ ციხეთა჻ სიმაგრენია჻ მათ჻ უზენაროდ჻ მიეპყრნეს჻ მიკვირდეს჻ სიმედგრანი჻ ერთ჻ წლამდის჻ იყვნეს჻ ჰინდოეთს჻ ვაკედ჻ ქნეს჻ კლდე჻ და჻ ღრენია჻ მერმე჻ წავიდეს჻ სავსენი჻ სიცილით჻ მომღერალნია჻

1784. რად჻ არ჻ გასინჯავთ჻ სოფელსა჻ სჭირს჻ გარე჻ შიგან჻ ჭრელობა჻ მისცემს჻ კვლა჻ ზოგჯერ჻ სევდასა჻ არა჻ აქვს჻ გაუყრელობა჻ გამართავს჻ რაცა჻ სწადიან჻ მისი჻ წესია჻ ტრელობა჻ ტარიელ჻ თვალნი჻ აჰმართნა჻ ჰკლავს჻ გულსა჻ დანამჭრელობა჻

1785. ნესტ჻ დარეჯანის჻ წამწამთა჻ ბუქისა჻ ფიფქმან჻ დამმზრომან჻ მობრუნდა჻ ჰკითხეს჻ მზემ჻ მორჩმან჻ ტურფამან჻ ტანად჻ სარომან჻ დაუყვნა჻ მისმან჻ ელვამან჻ ტარიელს჻ პირ჻ უმთვარომან჻ ნუ჻ ივნებ჻ ლომო჻ ლომთაო჻ რა჻ ქნა჻ წყეულმან჻ ჟამ჻ დრომან჻

1786. ჯავრნი჻ ხვარაზმთა჻ ჩვენზედა჻ მით჻ გარეშემო჻ გუბია჻ ჩვენზედა჻ სპანი჻ იხმარნა჻ რაცა჻ ალამი჻ უბია჻ ვიხმენ჻ ძმადფიცნი჻ არაბთათ჻ მათი჻ აბჯარი჻ სუბია჻ ავთანდილს჻ ფრიდონს჻ სურვილი჻ ჰკლავს჻ ჩვენთვის჻ თვალთათ჻ გუბია჻

ტარიელისაგან ავთანდილსა და ფრიდონს წინაშე კაცის გაგზავნა჻

1787. ტარიელ჻ ორთა჻ სენთაგან჻ მეტადღა჻ დაჭმუნვებულმან჻ მტერთაგან჻ ამოსწყვეტილმან჻ უსახოდ჻ შეჭირვებულმან჻ არაბეთს჻ კაცი჻ გაგზავნა჻ მტირალმან჻ მიჭირვებულმან჻ ავთანდილს჻ წვრილად჻ აცნობა჻ უღუნოდ჻ დაჭირვებულმან჻

1788. რაცა჻ პირველ჻ სენი჻ სჭირდა჻ ყველა჻ წვრილად჻ მიუწერა჻ მერმე჻ რაგვარ჻ ხვარაზმელთა჻ მათთვის჻ ძაძა჻ შეეწერა჻ ვით჻ ერბივნეს჻ ვით჻ ეხოცნეს჻ ვით჻ ქალაქი჻ მოემტვერა჻ ვით჻ სოფელი჻ მუხთალია჻ იგი჻ მეცა჻ დამემტერა჻

1789. გვერდსა჻ მიისვეს჻ მწერალი჻ მთქმელ჻ გამამრჩევი჻ ენათა჻ ტარიელ჻ ნესტან჻ დარეჯან჻ ხმა჻ ტკბილი჻ მოუსმენათა჻ რა჻ გაათავეს჻ წერითა჻ წიგნი჻ ხელთ჻ მისცეს჻ მონათა჻ წადით჻ მიართვით჻ ავთანდილს჻ ჩვენთვის჻ ცრემლ჻ დამადენეთა჻

1790. კვლა჻ ფრიდონისას჻ გაგზავნეს჻ სხვა჻ კაცი჻ ერთი჻ ნავითა჻ მასცა჻ აცნობეს჻ სოფლისა჻ სიცრუვე჻ საბრუნავითა჻ სენთა჻ და჻ ხვარაზმელთაგან჻ ოდენ჻ ვარ჻ საფშვინევითა჻ მტირალი჻ სისხლის჻ ცრემლითა჻ დამხობით჻ საკრინავითა჻

1791. აწ჻ ვითა჻ გვმართებს჻ გმირთა჻ და჻ ჩემთა჻ ფიცისა჻ ძმობილთა჻ აგრე჻ გაფიცხდით჻ საშველად჻ გაწვევთ჻ სასწრაფოდ჻ ხმობილთა჻ თქვენთა჻ ლაშქართა჻ იმედსა჻ ვართ჻ ქვისებრ჻ დაულბობილთა჻ ომსა჻ ნაწვართთა჻ ჩაუქთა჻ მებრძოლთა჻ რაზმთა჻ წყობილთა჻

1792. არაბთ჻ მეფე჻ მორჭმულია჻ იყო჻ მცილე჻ მისი჻ ვინა჻ იმღერა჻ და჻ იხარებდა჻ მოგოსნები჻ უსხდა჻ წინა჻ ჩანგთა჻ ჰკრიან჻ აწყობდიან჻ პირ჻ მთვარენი჻ ვართ჻ და჻ მინა჻ გავიდის჻ და჻ ნადირობდის჻ კვლა჻ მობრუნდეს჻ იყვის჻ შინა჻

1793. იბურთეს჻ და჻ ითამაშეს჻ და჻ თინათინს჻ თანა჻ დაჯდის჻ ეს჻ სოფელი჻ იამოვნის჻ საწუთროსა჻ დაუწყნარდის჻ ყელსა჻ ბროლსა჻ შვენებანი჻ მას჻ ელვანი჻ გარ჻ უვარდის჻ ერთგან჻ სხდიან჻ ტახტსა჻ ზედან჻ მათ჻ ბაგეთათ჻ ვარდი჻ ვარდის჻

1794. სმაჭამა჻ და჻ ნადიმობა჻ მსგეფსსა჻ ერთსა჻ გაისვენა჻ ელვამან჻ და჻ შვენებამა჻ მათმან჻ ერთსა჻ დააშვენა჻ მომღერალთა჻ მათ჻ წინაშე჻ არაოდეს჻ მოასვენა჻ მე჻ ვერ჻ ვიტყვი჻ რაცა჻ სჭირდა჻ ბევრი჻ უნდა჻ ქებად჻ ენა჻

1795. რა჻ გარდახდა჻ გამოვიდა჻ ჟამი჻ რამე჻ ღამე჻ დღენი჻ მოციქული჻ შარას჻ გრძელსა჻ მოამოკლებს჻ ირჩევს჻ ცხენი჻ გაგზავნილნი჻ რა჻ მივიდეს჻ ნახეს჻ მორჩი჻ ალვის჻ ხენი჻ რა჻ ავთანდილს჻ მოახსენეს჻ ატირდა჻ და჻ უთქვნა჻ ზნენი჻

1796. კვლავე჻ ჰკადრეს჻ თქვენ჻ მორჭმულნო჻ და჻ აქებდეს჻ ხელმწიფესა჻ მოახსენეს჻ დიდებულო჻ შენ჻ ტურფაო჻ მაღლად჻ მხედსა჻ შენ჻ გაქვს჻ ყოვლი჻ დიდებანი჻ მორჭმულსა჻ და჻ კარგად჻ მქნესა჻ ხვარაზმელთა჻ ჰინდოთ჻ ზედა჻ ჰკლვიდა჻ სევდა჻ ტარიელსა჻

1797. რა჻ ავთანდილს჻ ფრიდონს჻ ესმა჻ ჰინდოთ჻ ესე჻ საწყინარი჻ გულსა჻ ასრე჻ ლახვრად჻ ეცა჻ მართ჻ დაესო჻ აწვე჻ ნარი჻ თქვეს჻ გავხედით჻ საწუთროსა჻ არას჻ კარგასა჻ მოუბნარი჻ აქანამდის჻ მხიარულნი჻ ვტირთ჻ აღარას჻ მოცინარი჻