... (H-2610), XVIII ს.

1721. დედოფალმან჻ ეგრე჻ ბრძანა჻ ობოლქვრივნი჻ მოასხენით჻ ყველაკაი჻ დაამდიდრეთ჻ საბოძვრითა჻ აავსენით჻ თვით჻ უბოძა჻ უსაზომო჻ რომ჻ არ჻ ითქმის჻ ყოლა჻ ენით჻ ულოცეთო჻ დღეგრძელობა჻ ესე჻ ღმერთსა჻ შევედრენით჻

1722. ტარიელ჻ თქვა჻ დედოფალო჻ გკადრებ჻ ერთსა჻ მოსახსენსა჻ შეიწყალე჻ რამაზ჻ მეფე჻ მიავალე჻ ღმერთსა჻ შენსა჻ ვნახე჻ მეტად჻ შემებრალნეს჻ შეუშინდა჻ ხრმალსა჻ ჩვენსა჻ ღმერთი჻ ალხენს჻ მოცთომილსა჻ მონანულსა჻ ცრემლნადენსა჻

1723. დედოფალმან჻ ლმობიერად჻ შეუნდობო჻ ესე჻ ბრძანა჻ მოიყვანეს჻ რამაზ჻ მეფე჻ ხელმწიფეთა჻ ათაყვანა჻ ყოვლით჻ კერძო჻ მომღერალთა჻ ხმები჻ გაეთანისთანა჻ ჭირთა჻ მათგან჻ გარდახდილთა჻ ესე჻ ლხინი჻ შეაგვანა჻

1724. ოქრო჻ თვალი჻ მარგალიტი჻ შვენიერი჻ სანახავად჻ ყოვლგნით჻ იდვის჻ ვითა჻ გორი჻ მოდის჻ ველთა჻ მოსარწყავად჻ ვისცა჻ სწადდის჻ ალაფობდის჻ წაიღიან჻ უკითხავად჻ მანდატური჻ არვის჻ სცვიდეს჻ ბოლოს჻ ვინ჻ ჯდის჻ ანუ჻ თავად჻

1725. ავთანდილ჻ და჻ ფრიდონისთა჻ სპათა჻ ეტყვის჻ მეფე჻ დიდი჻ სტუმარნი჻ ხართ჻ შოებისა჻ სირცხვილი჻ და჻ ნუ჻ გაქვ჻ რიდი჻ თვითოს჻ კაცსა჻ თვითო჻ ჯორი჻ მარგალიტი჻ ანაკიდი჻ ესე჻ მისცა჻ საბოძვარსა჻ სხვასა჻ ყველას჻ ვერ჻ დავსთვლიდი჻

1726. ავთანდილ჻ და჻ ფრიდონისთვის჻ საბოძვარსა჻ ვინ჻ დასთვალავს჻ ვერ჻ გამოსთქვამს჻ სიმრავლესა჻ ენა჻ ამად჻ თავსა჻ კრძალავს჻ რაცა჻ იდვა჻ უკეთესსა჻ დედოფალი჻ არ჻ დამალავს჻ მათ჻ უხმობდა჻ მხსნელად჻ მათად჻ ტკბილად჻ უჭვრეტს჻ არა჻ ლალავს჻

1727. სრულნი჻ ინდონი჻ ავთანდილს჻ და჻ ფრიდონს჻ ღმრთად჻ ხადოდიან჻ თქვენგან჻ გვჭირს჻ კარგი჻ ყველაი჻ მართ჻ ამას჻ მოიტყოდიან჻ ვითა჻ პატრონსა჻ სჭვრეტდიან჻ რაც჻ სწადდის჻ მას჻ იტყოდიან჻ სადარბაზებლად჻ ნიადაგ჻ მათ჻ წინა჻ მოვიდოდიან჻

1728. ტარიელ჻ რამაზ჻ მეფესა჻ უბოძა჻ საბოძვარია჻ უბრძანა჻ ხარკსა჻ მოგვცემდი჻ მართ჻ ვითა჻ შენი჻ გვარია჻ მან჻ თაყვანის჻ სცა჻ პირსა჻ ქვე჻ მდაბლად჻ დამდებარია჻ წავიდა჻ მისი჻ მლოცველი჻ არ჻ ომთა჻ მომკვეხარია჻

1729. ჰინდოთ჻ მეფე჻ უბრძანებდა჻ ასმათს჻ მისსა჻ შეკდომილსა჻ რაცა჻ შენ჻ ჰქენ჻ არ჻ უქნია჻ არ჻ გამზრდელსა჻ არცა჻ ზრდილსა჻ აწ჻ ჰინდოეთს჻ სამეფოსა჻ მეშვიდესა჻ ერთსა჻ წილსა჻ ზედა჻ დაგსვამ჻ შენი჻ იყოს჻ გვმსახურებდი჻ ტკბილი჻ ტკბილსა჻

1730. ვინცა჻ გწადდეს჻ ქმრად჻ შეირთე჻ სამეფოსა჻ ეპატრონე჻ მუნიდაღმა჻ გვმსახურებდი჻ თავი჻ შენი჻ დაგვამონე჻ ასმათ჻ ფერხნი჻ გარდუკოცნა჻ შენგანაო჻ ჩემი჻ ღონე჻ მონობისა჻ უკეთესი჻ რამც჻ გიშოვნე჻ რამც჻ ვიქონე჻

1731. მოახსენა჻ ხელმწიფეო჻ ვიკადრებ჻ და჻ ნუ჻ გაწყრები჻ თუ჻ ხმელეთი჻ სრულად჻ მქონდეს჻ ვერცა჻ მაშინ჻ გაგეყრები჻ მე჻ მეყოფა჻ შუქი჻ თქვენი჻ ვარ჻ მზის჻ ეტლთა჻ შენასწრები჻ ვერ჻ გავსწირავ჻ ჩემგან჻ ზრდილსა჻ არცა჻ სხვაგან჻ ვიარები჻

1732. კვლაცა჻ უბრძანა჻ ტარიელ჻ კმარს჻ შენი჻ ჭირთ჻ ნახულები჻ გვახსოვან჻ შენი჻ ჩვენზედა჻ თვალნი჻ ცრემლნაფახულები჻ სჯობს჻ მოისმინო჻ ნათქვამი჻ ქმნა჻ ჩემგან჻ გაზრახულები჻ ბოროტი჻ სცვალო჻ კეთილად჻ გყვენ჻ სპანი჻ ხრმალმახულები჻

1733. დამორჩილდა჻ მოახსენა჻ ჭირთა჻ ჟამი჻ ერთხელია჻ მოიყვანეს჻ კარგი჻ მოყმე჻ გონიერი჻ არ჻ ხელია჻ ასმათ჻ მისცეს჻ მიუძღვების჻ დაუჭირა჻ სახელია჻ იგი჻ კაცი჻ გაადიდეს჻ აქვს჻ მეფობის჻ სახელია჻

1734. ერთგან჻ სამთავე჻ ძმობილთა჻ დაყვნეს჻ ცოტანი჻ დღენია჻ თამაშობდიან჻ უსახო჻ მოუდიოდეს჻ ძღვენია჻ რა჻ მარგალიტი჻ ღარიბი჻ რა჻ უკეთესი჻ ცხენია჻ მაგრა჻ ავთანდილს჻ სურვილმან჻ დაღრეჯა჻ დააჩენია჻

1735. ტარიელ჻ ცნა჻ ამა჻ ყმასა჻ ცოლისათვის჻ მოესურვა჻ უბრძანებდა჻ გული჻ შენი჻ განაღამცა჻ მომემდურვა჻ აწ჻ ვაგლახ჻ მე჻ ჭირი჻ შენი჻ გონებამან჻ შვიდით჻ ურვა჻ მოგშორდები჻ საწუთრომან჻ ლხინი჻ ასრე჻ დამიშურვა჻

1736. კვლა჻ ფრიდონცა჻ დაეთხოვა჻ წავიდეო჻ სახლსა჻ ჩემსა჻ ზედაზედა჻ დავსტკეპნიდე჻ დარბაზსა჻ და჻ ამა჻ თემსა჻ სამსახურსა჻ მიბრძანებდი჻ უხუცესი჻ ვითა჻ მრწემსა჻ შენთვის჻ ასრე჻ მომსურდების჻ წყაროსათვის჻ ვით჻ ირემსა჻

1737. მასცა჻ უბოძა჻ ფარმანი჻ წა჻ სახლი჻ მოიარეო჻ მე჻ ნუ჻ გამწირავ჻ მიახლე჻ ადრე჻ მობრუნდი჻ გარეო჻ ავთანდილს჻ უთხრა჻ უშენოდ჻ რამცაღა჻ გავიხარეო჻ რათგან჻ ისწრაფი჻ ნუ჻ გაგვა჻ მოგელის჻ ლომსა჻ მთვარეო჻

1738. როსტანისთვის჻ წაატანა჻ ძღვნად჻ ტურფები჻ ჯუბაჩები჻ კვლა჻ ჭურჭელი჻ თვალთა჻ თლილთა჻ არ჻ კოვზები჻ არ჻ ჩამჩები჻ ჩემაგიერ჻ მიუტანე჻ წადი჻ ნურას჻ მეურჩები჻ ავთანდილ჻ თქვა჻ არა჻ ვიცი჻ მე჻ უშენოდ჻ ვით჻ დავრჩები჻

1739. ქალსა჻ ქალმან჻ გაუგზავნა჻ ყაბაჩა჻ და჻ ერთი჻ რიდე჻ რომე჻ ჩაცმადაბურვასა჻ ვინმც჻ ღირს჻ იყო჻ მათგან჻ კიდე჻ ერთი჻ თვალი჻ წამღებელმან჻ ვერა჻ თქვას჻ თუ჻ ცუდად჻ ვზიდე჻ ღამე჻ მზეებრ჻ გაანათლოს჻ ჩნდის჻ სადაცა჻ შეხედვიდე჻

1740. ავთანდილ჻ შეჯდა჻ წავიდა჻ ტარიას჻ გაესალამა჻ იგი჻ ორნივე჻ გაყრისა჻ დაწვნა჻ ცეხლისა჻ ალამა჻ სრულად჻ ინდონი჻ მისტირან჻ ცრემლმან჻ მინდორი჻ დალამა჻ ავთანდილ჻ იტყვის჻ მომკლაო჻ სოფლისა჻ მე჻ სამსალამა჻