... (H-2610), XVIII ს.

1897. მოვიდეს჻ მოქალაქენი჻ გამოეგებნეს჻ ზარითა჻ მუტრიბთა჻ ხმანი჻ ისმოდეს჻ ბარბითთა჻ შენაზარითა჻ ნესტან჻ დარეჯან჻ დაშვენდა჻ ელვითა჻ მით჻ მწყაზარითა჻ მას჻ სიხარულსა჻ ვერ჻ დავწერ჻ ხელითა჻ ვერცა჻ აზრითა჻

1898. რად჻ ვაგრძელებდე჻ მუნ჻ დაყვნა჻ მრავალნი჻ დღენი჻ ამონი჻ მერმე჻ გაუშვნა჻ სავსენი჻ მნათობნი჻ დაუღამონი჻ წავლენ჻ ფრიდონ჻ და჻ ავთანდილ჻ ტკბილნი჻ გამომსალამონი჻ დადგა჻ ტარიელ჻ თუც჻ ცრემლი჻ სდის჻ ხმელთა჻ დასალამონი჻

1899. ეს჻ ამბავი჻ დარჩომოდა჻ სარგის჻ ლექსთა჻ შეუწყობლად჻ აგრევ჻ თმოგვი჻ თმოგველთაგან჻ შესავლითურთ჻ დარჩა჻ ობლად჻ ესე჻ სიტყვა჻ მოახსენეს჻ ვინ჻ ჩანს჻ გმირთა჻ რაზმთა჻ მწყობლად჻ მიბრძანა჻ თუ჻ ლექსად჻ თქვიო჻ მჭევრ჻ ქართულად჻ დაუშრობლად჻

1900. ერთმანერთისა჻ მეშველთა჻ მებრძოლი჻ იმაჯანიან჻ ორთავე჻ მტერი჻ მოყვარედ჻ მათ჻ წინა჻ მოიყვანიან჻ მათთა჻ ურჩთა჻ და჻ შემკადრთა჻ მიწები჻ უაკვანიან჻ ორგულთა჻ მკლავნი჻ შემუსრნეს჻ ერთგულთა჻ აგულვანიან჻

ანდერძი჻ ტარიელისა჻ ოდეს჻ მიიცულებოდა჻

1901. აჰა჻ მოგესმნეს჻ სოფლისასაქმენი჻ თავით჻ ქვენამდი჻ მოგვიგონენით჻ ყოფადნო჻ პირველ჻ ყოფილნი჻ თქვენამდი჻ რა჻ გესმნეს჻ ძნელნი჻ ანდერძნი჻ ღაწვთა჻ ტირილით჻ ქვე჻ ნამდი჻ ყურად჻ იხვენით჻ რაცა჻ ვთქვა჻ მე჻ სულთა჻ აღმოფრთქვენამდი჻

1902. გხადი჻ ყოველნო჻ სულ჻ დგმულნო჻ ხვეწნით჻ და჻ მე჻ თაყვანებით჻ ხილვად჻ აწ჻ ჩემთა჻ საქმეთა჻ თქვენ჻ აქა჻ მონაყვანებით჻ სული჻ განეყვის჻ ხორცთაგან჻ მძლავრებით჻ არ჻ წაყვანებით჻ მეწყალვის჻ ვხედავ჻ გლახ჻ მისი჻ მოგლა჻ და჻ მონაყვანებით჻

1903. ჟამ჻ ერთ჻ გაუშვით჻ ყოველი჻ სოფლისა჻ უბან჻ დაბანი჻ უგულებელს჻ ყავთ჻ ზრუნვანი჻ სახლი჻ და჻ ვანი჻ და჻ ბანი჻ მოიმკვეთანი჻ გაჭრანი჻ სიცილი჻ მღერა჻ და჻ ბანი჻ ისმინეთ჻ ჩემნი჻ ანდერძნი჻ ცუდია჻ დაფ჻ დაბდაბანი჻

1904. შემომერტყენით჻ მიდამო჻ მოსხედით჻ მომეკარენით჻ ზოგთა჻ მზირ჻ მიყავთ჻ ერდოთა჻ სარკმლით჻ და჻ მომეკარენით჻ ნესტან჻ დარეჯან჻ მკოცნიდი჻ ბაგით჻ და჻ მომეკარ჻ ენით჻ ჯვარს჻ ვაცმევინებ჻ სოფელსა჻ ურია჻ მამეკარენით჻

1905. გულისხმა჻ ყვენით჻ აღმოვსთქვამ჻ მე჻ თქვენსა჻ შესაძინელსა჻ დასაუნჯებსა჻ სულთასა჻ არ჻ კარგვით჻ არ჻ საძინელსა჻ მღვიძრად჻ ყოფასა჻ სწავლასა჻ არ჻ რულსა჻ არ჻ საძინელსა჻ ცრემლთა჻ ადენდით჻ ცხელებთა჻ არ჻ ყინვით჻ ცივ჻ საძინელსა჻

1906. მე჻ ვიყავ჻ მეფე჻ ეგეთი჻ ვითარ჻ მოგითხრა჻ წერილმან჻ ბოლოდ჻ დამადგა჻ სოფელმან჻ ნავთმან჻ ფისმან჻ და჻ წერილმან჻ საჭმლად჻ მიშოვა჻ ჭიამან჻ ბუზმან჻ და჻ ძაღლის჻ მწერილმან჻ ვა჻ თუ჻ დაგსაჯნეს჻ მიჯნურნო჻ მამამან჻ ამოწერილმან჻

1907. ადამის჻ თესლი჻ სხვა჻ ერთი჻ მე჻ მჯობდა჻ ვერითა჻ ვერ჻ სახით჻ ვერ჻ ახოვნებით჻ დამეგმოს჻ სიავე჻ რითა჻ აწ჻ მამიახლდა჻ სიკვდილი჻ მამლამის჻ თვალთა჻ ბღვერითა჻ დამბღუჯა჻ ვერვინ჻ გაგვყრის჻ გაზითა჻ ვერცა჻ კვერითა჻

1908. ნუ჻ მიენდობით჻ სოფელსა჻ საქმესა჻ ცუდა჻ მუხთალთა჻ არვის჻ მიგინდობს჻ რაძი჻ ვინ჻ კარგთა჻ უყოფდეთ჻ უთვალთა჻ ბოლოდ჻ ჟამს჻ დაგცემს჻ შეგიბრკობს჻ ფერხთა჻ და჻ მართ჻ ნაკუთალთა჻ ყველასა჻ ერთად჻ მოგიყრის჻ მის჻ დღეჩი჻ დანახუთალთა჻

1909. ესე჻ დღე჻ ყოვლთა჻ ზედა჻ აც჻ ქვეყანად჻ ვინცა჻ იშობა჻ მუხთალსა჻ ცრუსა჻ სოფელსა჻ სჭირს჻ კაცთა჻ ზედა჻ იშობა჻ არ჻ აღირიცხვის჻ სიცქაფე჻ მისი჻ ვით჻ ზღვისა჻ ქვიშობა჻ ბოლოდ჻ ასრე჻ იქს჻ ცუდია჻ ცქნაფვა჻ და჻ მისგან჻ შიშობა჻

1910. ყოველნი჻ დავიხოცებით჻ სრულად჻ ერთობით჻ და჻ რამად჻ მით჻ დაგიტეობ჻ მცნებასა჻ მიენდვნეთ჻ ცუდად჻ არ჻ ამად჻ ვიტყვი჻ მუხთალსა჻ სოფელსა჻ ცრუდ჻ და჻ მიუნდოდ჻ არამად჻ წყეულმან჻ ნახეთ჻ რა჻ მიყო჻ ძმანი჻ არ჻ მაძმნა჻ და჻ რამან჻

1911. ვერათ჻ მორჩებით჻ უწყოდით჻ ვერ჻ ხვეწნით჻ ვერ჻ მუდარებით჻ ვერ჻ გარდახვეწით჻ აღფრინვით჻ და჻ მთათა჻ დაბუდარებით჻ ციხის჻ ციხეთა჻ აგებით჻ ცათაცა჻ დაუდარებით჻ მაშინ჻ მოგგონდეს჻ ყოველი჻ ოდესცა჻ ისუდარებით჻

1912. აღარას჻ გარგებს჻ ტირილი჻ სულთქმიდეს჻ მაშინ჻ ახევდეს჻ ერთი჻ მეორეს჻ უჭვრეტდეს჻ მტირალი჻ ქუში჻ ნახევდეს჻ სჯობს჻ იუნჯებდეს჻ მუნასა჻ აქა჻ არ჻ შეინახევდეს჻ გარეთ჻ გასცემდეს჻ უხმობდეს჻ ატლასთა჻ არ჻ შინა჻ ხევდეს჻

1913. თქმულ჻ არს჻ სიკვდილი჻ უფალ჻ არს჻ ხორცთა჻ და჻ ანაგებისა჻ არ჻ ეშინიან჻ მძლავრთაგან჻ ნივთთა჻ და჻ მონაგებისა჻ არ჻ შეეწყალვის჻ ჭაბული჻ გლახა჻ არ჻ ეძაგებისა჻ არა჻ ჰკვირდების჻ თვალ჻ წარბი჻ ჰაერი჻ ღაწვ჻ ბაგებისა჻

1914. სოფელი჻ ამად჻ გვაღორებს჻ გვღებავს჻ ფერად჻ რა჻ მინისა჻ ჟამად჻ გიუხვის჻ რაც჻ სთხოვი჻ ესე჻ მთნავს჻ ესრა჻ მინისა჻ ანაზდად჻ გაგტეხს჻ რა჻ გკადრო჻ ჭიქისა჻ ან჻ რა჻ მინისა჻ ჩემსა჻ არ჻ ჯერ჻ ხართ჻ სახედ჻ გიც჻ ვისისა჻ და჻ რამინისა჻

1915. არ჻ გაგითავდეს჻ არავის჻ ესე჻ სოფელი჻ წამიერ჻ ისწრაფის჻ მუნვე჻ მიქცევად჻ მოკვდავი჻ ეს჻ მიწა჻ მიერ჻ მას჻ ნეტარ჻ ვინცა჻ სიმართლით჻ წავიდა჻ უბიწ჻ ამიერ჻ ცუდია჻ აქა჻ მეფობა჻ სრულობით჻ ვერ჻ იწამიერ჻