... (H-2610), XVIII ს.

1703. ვითა჻ გამზრდელსა჻ ჰმართებდა჻ გაზრდილი჻ ეგრეც჻ ხელია჻ რომე჻ სდის჻ ცრემლი჻ თვალთაგან჻ ცეცხლი჻ უფრო჻ ცხელია჻ თავსა჻ იგლეჯს჻ და჻ იზახდეს჻ ტირს჻ მეტად჻ გულფიცხელია჻ გიშრისა჻ ტევრსა჻ მოჰფოცხდა჻ ბროლისა჻ საფოცხელია჻

1704. რა჻ ნახნა჻ ხასნი჻ ვაზირნი჻ ფლასითა჻ დამოსილნია჻ კვლა჻ დაიზახნა჻ ტარიელ჻ უფროსნი჻ დანაკივლნია჻ სისხლი჻ და჻ ცრემლი჻ თალთაგან჻ სდის჻ და჻ მიწყობით჻ მილნია჻ მოვიდეს჻ ყელსა჻ მოეჭდვნეს჻ ვითა჻ ძმანი჻ და჻ შვილნია჻

1705. დიდებულნი჻ მოეხვივნეს჻ მოუზრუნვეს჻ მათ჻ ცოლქმართა჻ ქალი჻ დაბნდა჻ მამისათვის჻ ტირილიცა჻ ვერ჻ შემართა჻ ვარდსა჻ რტონი჻ შთამოსცვივდეს჻ ზე჻ ვერავინ჻ წამომართა჻ მუნა჻ კაცთა჻ ვერ჻ ვხედევდი჻ გაცინებით჻ მოღიმართა჻

1706. დედოფალი჻ გამოჭრილი჻ მოვიდოდა჻ მათად჻ ნახვად჻ უბრძანებდა჻ რად჻ ვინ჻ სტირთო჻ ესე჻ ჰქონდა჻ წყრომაზრახვად჻ ღმერთმან჻ რისხვა჻ მოაქცია჻ წყალობისა჻ გამოსახვად჻ გვმართებს჻ რომე჻ მადლი჻ მივსცეთ჻ აღარა჻ გვცალს჻ გლოვაახვად჻

1707. ტარიელ჻ ზედა჻ მოიჭდო჻ მხურვალთა჻ ცრემლთა჻ მდენელმან჻ იტყვის჻ თუ჻ ცეცხლი჻ დამევსო჻ ცხელი჻ აწ჻ დამწვა჻ მე჻ ნელმან჻ დადუმდი჻ სული჻ დაიღე჻ ჩემგან჻ ამისმან჻ მსმენელმან჻ თქვენი჻ სიცოცხლე჻ მალხინა჻ ღმერთმან჻ ობოლთა჻ მლხენელმან჻

1708. ქალმან჻ დედასა჻ შესტირნა჻ ჰაი჻ მე჻ რა჻ ვქნა჻ დედაო჻ წითელყვითლითა჻ დაგაგდე჻ აწ჻ შაოსანსა჻ გხედაო჻ მამამან჻ ტახტი჻ დასცალა჻ არა჻ ზის჻ მასღა჻ ზედაო჻ დედამან჻ ცრემლნი჻ მოჰხოცნაეტყვის჻ დადუმდი჻ ბედაო჻

1709. გარდაუკოცნა჻ პირი჻ და჻ ბაგეთა჻ ვარდი჻ თხელები჻ ვარდსა჻ დაუტყლეჟს჻ ბაგითა჻ გახდა჻ ალვისა჻ მთხელები჻ დარეჯანს჻ ეტყვის჻ რაღა჻ ვთქვათ჻ სიტყვები჻ ბედით჻ ხელები჻ ჩვენ჻ ყოვლთა჻ გვმართებს჻ ნეტარძი჻ ათასი჻ არერთხელები჻

1710. რა჻ გარდახდა჻ მცირე჻ ხანი჻ ჟამი჻ იქმნა჻ გარდასრულად჻ დიდებულნი჻ ეთაყვანნეს჻ ერთობილნი჻ ადგეს჻ სრულად჻ იგი჻ მზენი჻ მიეგებნეს჻ მოეხვივნეს჻ გულისგულად჻ აკოცეს჻ და჻ მოიკითხეს჻ თავისთავის჻ თვითეულად჻

1711. ავთანდილ჻ და჻ ფრიდონ჻ ჰკადრეს჻ დედოფალსა჻ მიმტკივნება჻ ტარიელ჻ თქვა჻ დედოფალო჻ გჭირს჻ ამათი჻ არამცნება჻ ესენია჻ მხსნელნი჻ ჩვენნი჻ აწ჻ არა჻ გვცალს჻ გრძლად჻ უბნება჻ ამათგან჻ გვაქვს჻ ჩვენ჻ ორთავე჻ სიცოცხლისა჻ მოპოვნება჻

1712. ადგა჻ და჻ ქალაქს჻ შევიდეს჻ თვით჻ გარდახდეს჻ სრასა჻ მთასა჻ ერთსა჻ ბრძანებს჻ დედოფალი჻ მართ჻ სიტყვასა჻ ვითამ჻ ათსა჻ ღმერთმან჻ მოსრნა჻ მტერნი჻ ჩვენნი჻ ვერ჻ დაგვცემენ჻ ყოლ჻ შამათსა჻ ამად჻ შევიქ჻ სიხარულსა჻ მართ჻ გულისა჻ საკამათსა჻

1713. უბრძანა჻ გლოვა჻ გახსენით჻ ქოსწინწილასა჻ ჰკარითო჻ დიდი჻ ზათქი჻ და჻ ზეიმი჻ გავიდეს჻ ჩვენით჻ კარითო჻ ნახლები჻ თქვენი჻ ოქროსა჻ სარტყლითა჻ მოიკარითო჻ იცინოდით჻ და჻ იმღერდით჻ ნუ჻ ცრემლი჻ აწანწკარითო჻

ტარიელისაგან ინდოეთს მისვლა და დედოფლისაგან ქორწილის ქნა჻

1714. დედოფალმან჻ მათ჻ ცოლქმართა჻ თვითო჻ ხელი჻ დაუჭირა჻ ზედა჻ ტახტსა჻ მეფისასა჻ ერთგან჻ დასხმა჻ გაუპირა჻ მოიშორვა჻ კაეშანი჻ გული჻ მდედრი჻ აქვითკირა჻ გლოვა჻ ცვალა჻ სიხარულად჻ აღარავინ჻ აატირა჻

1715. დედოფალმან჻ შეიმოსა჻ შავი჻ ძაძა჻ აიხადა჻ დიდებულთა჻ შესამოსი჻ მხიარული჻ დაუმზადა჻ ყველაკაი჻ დამოსა჻ და჻ საბოძვარი჻ უდიადა჻ ბრძანა჻ ჭირი჻ დავივიწყოთ჻ რათგან჻ ლხინი჻ დაგვებადა჻

დედოფალი[.......................................................]჻

1716. ტახტსა჻ ზედა჻ ერთად჻ მსხდომი჻ ტარიელ჻ და჻ ცოლი჻ მისი჻ ერთმანერთსა჻ შეჰფერობდეს჻ ქალი჻ ყმისა჻ შესატყვილი჻ გონება჻ და჻ ანუ჻ ენა჻ გამოსთქმიდა჻ მათმცა჻ ვისი჻ რამცა჻ ჰგვანდა჻ ხორციელი჻ სოფელს჻ შვილი჻ ადამისი჻

1717. ტარიელს჻ და჻ ცოლსა჻ მისსა჻ მიხვდა჻ მათი჻ საწადელი჻ შვიდი჻ ტახტი჻ სახელმწიფო჻ საშვებელი჻ გაუცდელი჻ მათ჻ პატიჟთა჻ დაავიწყებს჻ ლხინი჻ ესე჻ აწინდელი჻ ყოლა჻ ლხინთა჻ ვერ჻ იამებს჻ კაცი჻ ჭირთა჻ გარდუხდელი჻

1718. თვით჻ ორნივე჻ ერთგან჻ მსხდომნი჻ ნახნეთ჻ მზეცა჻ ვერა჻ სჯობდეს჻ ბუკსა჻ ჰკრეს჻ და჻ მეფედ჻ დასვეს჻ ქოსნი჻ ხმათა჻ დაატკბობდეს჻ მისცე჻ კლიტე჻ საჭურჭლეთა჻ თავთა჻ მათთა჻ მიანდობდეს჻ ესეაო჻ მეფე჻ ჩვენი჻ იზახდეს჻ და჻ ამას჻ ხმობდეს჻

1719. ავთანდილ჻ და჻ ფრიდონისთვის჻ ორნი჻ ტახტნი჻ დაამზადნეს჻ ზედა჻ დასხდეს჻ ხელმწიფურად჻ დიდებანი჻ უდიადნეს჻ ღმერთმან჻ სხვანი჻ ხორციელნი჻ მათებრნიღა჻ რად჻ დაბადნეს჻ ამბობდიან჻ ჭირთა჻ მათთა჻ ყველაკასა჻ გაუცხადნეს჻

1720. სმა჻ პურობა჻ გახარება჻ ქნეს჻ ჯალაბი჻ გაადიდეს჻ ვითარიცა჻ ქორწილობა჻ ხამს჻ ეგეთსა჻ გარდიხდიდეს჻ მათ჻ ოთხთავე჻ თავისთავის჻ ძღვენსა჻ სწორად჻ მიართმიდეს჻ გლახაკთათვის჻ საბოძვარსა჻ საჭურჭლესა჻ ერთგან჻ ყრიდეს჻