1837. მივიდა჻ მახარობელი჻ წინაშე჻ მისთა჻ ძმობილთა჻ მისთვის჻ თავ჻ გამოწირულთა჻ მისთვის჻ საშველად჻ ხმობილთა჻ მისთვის჻ ტირილით჻ მოსრულთა჻ და჻ მისთვის჻ ჩამოჭკნობილთა჻ წინ჻ მოეგებნეს჻ აჩენდეს჻ მათ჻ მარგალიტთა჻ წყობილთა჻
1838. გმირი჻ ნაომარ჻ მნათობნო჻ ჰშვენოდეს჻ სიმწყაზარითა჻ ყოლ჻ არ჻ ვაჭარულად჻ მოსილნი჻ ჯორ჻ აქლემ჻ საბაზარითა჻ არცა჻ მტერთაგან჻ ძაბუნნი჻ არც჻ იყვნეს჻ დანაზარითა჻ დალივნეს჻ შიშით჻ მებრძოლნი჻ მათითა჻ შანაზარითა჻
1839. მიეგებნეს჻ უსალამეს჻ სიხარულით჻ გარდაკოცნეს჻ დარჩომა჻ და჻ გამარჯობა჻ ერთმანერთსა჻ მიულოცნეს჻ მეომარი჻ და჻ მებრძოლი჻ ათად჻ უჩნდა჻ არ჻ იოცნეს჻ ომად჻ ყოფა჻ ხვარაზმასი჻ მართ჻ სიზმრადცა჻ არ჻ იოცნეს჻
1840. ტარიელ჻ ნახა჻ ქალაქი჻ თვით჻ მათცა჻ ევარგებოდა჻ წაღებისა჻ და჻ ომისა჻ ყოლ჻ ღონე჻ არ჻ ეგებოდა჻ შუა჻ ციხე჻ დგა჻ მისებრი჻ სხვა჻ არა჻ არ჻ ეგებოდა჻ შიგანთა჻ მცველთა჻ სიმრავლე჻ თვალვით჻ არ჻ შეიგებოდა჻
1841. ხვარაზმშას჻ ესმა჻ ტარიელ჻ მოსრულა჻ მოჯობებულა჻ აწ჻ იგი჻ შიგნით჻ აჩქარდა჻ საომრად჻ გაჯავრებულა჻ ვაზირი჻ იხმო჻ ყოველთა჻ ვაზირთა჻ დაჭარბებულა჻ აბჯარსა჻ გასცეს჻ ისწრაფის჻ რჩევად჻ ზის჻ გახაფებულა჻
1842. ვაზირსა჻ ჰრქვა჻ უომარი჻ არ჻ დავდგები჻ არათ჻ არა჻ ტარიელის჻ ომსა჻ თავად჻ ემოწმების჻ არა჻ თარა჻ ხვარაზმშაჰ჻ თქვა჻ არ჻ შევება჻ უპასუხოი჻ ლაშქართა჻ რა჻ ვაზირმან჻ თქვა჻ გარეთ჻ რაზმი჻ მოვაგვაროთ჻ ღონითა჻ რა჻
1843. ხვარაზმშაჰ჻ თქვა჻ რად჻ დამიშლი჻ ჰე჻ ვაზირო჻ ომსა჻ თავად჻ ჰე჻ რას჻ იტყვი჻ სად჻ გინახავ჻ მუქარისა჻ მთხოვი჻ ავად჻ ჩემთა჻ მბრძპოლთა჻ ჩემგან჻ აჩნდის჻ ასო჻ ბევრგან჻ დანაშავად჻ შინ჻ მისვლამან჻ შეიცვალნის჻ ძოწეულნი჻ თავსა჻ შავად჻
1844. აწ჻ ვაზირი჻ თარა჻ ჰკადრებს჻ საუბარსა჻ წყნარსა჻ ამოდ჻ ვიცი჻ რომე჻ გიცნობდიან჻ წინას჻ მბრძილთა჻ სათამამოდ჻ მაგრა჻ აწ჻ სჩანს჻ სიყმისაგან჻ წასვლა჻ გამოსასალამოდ჻ სიბერეა჻ მსგავსი჻ მისი჻ რა჻ დღე჻ მიჰხდეს჻ დასაღამოდ჻
1845. მე჻ დია჻ ვიცი჻ მინახავ჻ მრავალთა჻ მბრძოლთა჻ მორევით჻ გედინოს჻ სისხლთა჻ ნაკადი჻ დაცაგეყენოს჻ მორევით჻ გაგექცივნენ჻ და჻ გეყივლოს჻ მაღლითა჻ ხმითა჻ მორე჻ ვით჻ აწ჻ სიბერისა჻ ლახვარი჻ ასვია჻ გულსა჻ მორევით჻
1846. თქვენ჻ წაგიღია჻ წინასი჻ სიყმისა჻ შვენიერობა჻ ერთი჻ გასვია჻ მეფეო჻ გაჩნია჻ დანაბერობა჻ ტარიელს჻ პირსა჻ აჩნია჻ სიყმისა჻ ვარდთა჻ ფერობა჻ რაზმად჻ შევებნეთ჻ მეფეო჻ გვმართებს჻ ამისი჻ ჯერობა჻
1847. რა჻ გათავდა჻ ვაზირობა჻ ასრე჻ ვითა჻ აღსარება჻ მეფე჻ ბრძანებს჻ დამიშალეთ჻ არ჻ მიჯობდა჻ მუქარება჻ აწ჻ ვქნათ჻ კარგად჻ გამორჩევით჻ გარეთ჻ ომსა჻ მოგვარება჻ ღმერთმან჻ ქნას჻ და჻ ნახოთ჻ მათი჻ სიცოცხლისა჻ გამწარება჻
1848. ჰკადრა჻ ვაზირმან჻ მეფეო჻ ხარ჻ ომსა჻ კარგად჻ ჩვეული჻ რამცა჻ ვიცოდი჻ მე჻ თქვენგან჻ უკეთე჻ გამორჩეული჻ ნახე჻ ტარიელს჻ რაზმი჻ ჰყავს჻ და჻ ასაბია჻ წვეული჻ ამისთვის჻ იქნა჻ ხვარაზმთა჻ ლაშქარი჻ მათგან჻ ძლეული჻
1849. აწ჻ რადგან჻ აღარ჻ დაიშლლი჻ კართ჻ გარე჻ ომსა჻ რაზმითა჻ ღამით჻ გავიდეთ჻ გაპარვით჻ არ჻ მაშხალითა჻ ბაზმითა჻ ცისკრისა჻ ჟამსა჻ დავესხნეთ჻ გმირთა჻ წესითა჻ და჻ ზმითა჻ ღმერთმან჻ ქნას჻ ასრე჻ დავჰხოცნეთ჻ არ჻ იყვნენ჻ ხანსა჻ დაზმითა჻
1850. დაასკვნეს჻ ესე჻ თათბირი჻ თარასგან჻ ნავაზირები჻ ხვარაზმშაჰ჻ ბრძანა჻ უთუვოდ჻ ვქნათ჻ ესე჻ დანაპირები჻ იანგარიშა჻ მისი჻ სპა჻ ომსა჻ მართ჻ ვითა჻ გმირები჻ ასოთხმოცათი჻ ათასი჻ მებრძოლი჻ ამატირები჻
1851. სხვა჻ სპა჻ მრავალი჻ ქვეითი჻ ციხეს჻ დაყარა჻ ჭურვილი჻ ზღუდეთა჻ კარგი჻ მესროლი჻ ჩაბალახ჻ ჩამოხურვილი჻ ღამით჻ გავიდეს჻ თუ჻ ომთა჻ არა჻ მართებდა჻ სურვილი჻ ცისკრისა჻ ჟამსა჻ დამსხმელთა჻ შექმნე჻ სისიხლისა჻ წურვილი჻
1852. რას჻ ვაგრძელებდე჻ დაესხნეს჻ ცისკრისა჻ ჟამსა჻ ომითა჻ შეიქნა჻ შემოკივილი჻ ქუხილის჻ შენაზომითა჻ მათ჻ მძინარეთა჻ გარეთ჻ ქნეს჻ სისხლი჻ რუდ჻ მინაწდომითა჻ მაღლად჻ იზახდა჻ ხვარაზმშაჰ჻ ტარიელისთვის჻ წყომითა჻
1853. ეტყვის჻ ტარიელს჻ ძე჻ ჩემი჻ შენ჻ მუხთლად჻ მოჰკალ჻ მძინარე჻ თუ჻ მამაცი჻ ხარ჻ შემები჻ მოდი჻ წამოდეგ჻ წინარე჻ მოდი჻ ვჰკრათ჻ ჩვენ჻ ერთმანერთსა჻ ხრმალი჻ სისხლისა჻ მდინარე჻ ვეჭვ჻ სამართალმან჻ შენ჻ შეგქმნა჻ მოსვლისა჻ მოსაწყინარე჻
1854. რა჻ ესე჻ ესმა჻ ზახილი჻ მათ჻ სამთა჻ გმირთა჻ მეფეთა჻ მართ჻ წყნარად჻ ადგომილ჻ იყვნეს჻ ჰგვანდეს჻ ვარდისა჻ მკრეფეთა჻ ტანსა჻ იცმიდეს჻ აბჯარსა჻ მართ჻ შუქთა჻ მოიეფეთა჻ ხვარაზმშას჻ სპათა჻ გაუხდეს჻ ვით჻ მგელნი჻ ძაღლთა჻ მყეფეთა჻
1855. ფიცხლა჻ მიჰმართა჻ ხვარაზმიშ჻ ვით჻ შავარდენი჻ ფრთიანი჻ სითცა჻ პირი჻ ქნის჻ დახოცის჻ ტანი჻ მუნ჻ დაძრის჻ ხიანი჻ იზახდა჻ ვაი჻ ჰინდოთა჻ ნუვინ჻ გაუშვებთ჻ მღრთიანი჻ დახვდეს჻ მამაცად჻ იბძოდეს჻ დამსხმელთა჻ ეცა჻ ზიანი჻
1856. მათ჻ ლომთა჻ სპანი჻ სამგნითვე჻ შეიძრნეს჻ გარეთ჻ მდგომელნი჻ ზედა჻ დამსხმელთა჻ მიუხდეს჻ ამაყნი჻ მცქაფად჻ მწყრომელნი჻ ფიცხლად჻ შეებნეს჻ არ჻ ჰგვანდეს჻ იგ჻ ფრანგნი჻ ვინმე჻ ჰრომელნი჻ მათნი჻ იაღნი჻ ტიროდეს჻ ვით჻ იცინიან჻ რომელნი჻