... (H-2610), XVIII ს.

1683. იმა჻ ლაშქართა჻ უნახვან჻ კვლავ჻ ხრმალთა჻ ჩემთა჻ კვეთანი჻ ერთხელ჻ შემებნეს჻ დავჰხოცენ჻ შევქნენ჻ აბჯართა჻ ფეთანი჻ ავთანდილ჻ ჰკადრა჻ რად჻ უნდა჻ თქმანი჻ სიტყვათა჻ მძლეთანი჻ მათ჻ ვითა჻ მტვერთა჻ წავიხვამთ჻ მიხვდეს჻ ფერხითა჻ ცვეთანი჻

1684. დაეკაზმნეს჻ საომარად჻ გაამაყდეს჻ გაჩაუქდეს჻ ცხენთა჻ შესხდეს჻ უკეთესთა჻ სახედარნი჻ ასუბუქდეს჻ ერთმანერთსა჻ აჯობინეს჻ მჭვრეტელთაგან჻ არ჻ გაუქდეს჻ იგი჻ ქედი჻ ჩაიქროლეს჻ ბუქისაცა჻ უფრო჻ ბუქდეს჻

1685. წინ჻ მავალნი჻ დარაჯათა჻ მათთა჻ ზედა჻ გარდეკიდეს჻ ტარიასთა჻ გააქცივნეს჻ მიეწივნეს჻ ჩამოჰყრიდეს჻ მოაგებეს჻ მხარდაკრულნი჻ მათ჻ წინაშე჻ მოასხმიდეს჻ აიზიდნეს჻ ვისნი჻ ხართო჻ ჰკითხეს჻ ხანსა჻ დარეზმიდეს჻

1686. მათ჻ მოახსენეს჻ მეფეო჻ ჩვენ჻ ცუდად჻ დაღორებულნი჻ რამაზის჻ ხელმწიფისანი჻ აქა჻ დარაჯად჻ რებულნი჻ უბრძანა჻ წადით჻ რეგვენნო჻ თქვენ჻ ჩვენგან჻ გაფიცხებულნი჻ აცნობეთ჻ თქვენსა჻ პატრონსა჻ მოვლენ჻ გულითა჻ ქებულნი჻

1687. უთხარით჻ «ბრძანებს჻ ტარიელ჻ მეფე჻ ლაღი჻ და჻ ჯანია჻ იგი჻ ხელმწიფე჻ მაღალი჻ მებრძოლთა჻ მემაჯანია჻ ჩემსა჻ ამბავსა჻ გაცნევენ჻ თქვენივე჻ დარაჯანია჻ შიში჻ ვერ჻ გიხსნის჻ სიკვდილსა჻ ცუდი჻ ღა჻ დაღრეჯანია჻

1688. «დია჻ დიდთა჻ დამაჯნება჻ უშმაგომან჻ ვით჻ გააგო჻ ჰინდოეთსა჻ ვით჻ მოადეგ჻ შმაგთაგანცა჻ უფრო჻ შმაგო჻ აჰა჻ მოველ჻ იგი჻ ცეცხლი჻ რომე჻ წმიდად჻ ამოგდაგო჻ ხრმალი჻ ჩემი჻ მოლესული჻ შენსა჻ ზედა჻ დავაბლაგო჻

1689. «აწ჻ დაემზადე჻ მოპარვა჻ მე჻ შენი჻ არა჻ მწადიან჻ შემები჻ რაზმი჻ გარდამწყევ჻ წინასვე჻ გამიცხადიან჻ პირბოზო჻ ჩემი჻ მორევნა჻ რა჻ დია჻ დაგიქადიან჻ მე჻ ჩაბალახად჻ გახმარნე჻ რაცა჻ გიმუზარადიან»჻

1690. დარაჯანი჻ წავიდეს჻ და჻ ერთმანერთსა჻ მიუსწრობდეს჻ რამაზს჻ უთხრეს჻ ყველაკაი჻ დამალვასა჻ ვერა჻ ჰსთმობდეს჻ მოვიდაო჻ ჰინდოთ჻ მეფე჻ ლაშქარნიცა჻ კარგნი჻ ჰყმობდეს჻ ვინცა჻ ვითა჻ გარდეხვეწოს჻ იგი჻ ერთი჻ ორთა჻ სჯობდეს჻

1691. ჰინდოთა჻ დროშა჻ ტარიელს჻ აქვს჻ და჻ ალამი჻ უბია჻ დროშა჻ არაბთა჻ მეფისა჻ მისსა჻ თანავე჻ ჰყუდია჻ არაბთა჻ იცის჻ ყველამან჻ მათი჻ აბჯარი჻ შუბია჻ ფრიდონმზე჻ მოყმე჻ რომელმან჻ შექმნა჻ სისხლისა჻ გუბია჻

1692. ცოტაი჻ წავლეს჻ გმოჩნდა჻ ხუთასი჻ ცხენოსანანი჻ შეტევებასა჻ ჰლამობდეს჻ ყმანი჻ არაბთა჻ თანანი჻ ტარიელ჻ გაწყრა჻ ნუ჻ იქთო჻ მისცნა჻ სიტყვისა჻ ნანანი჻ მოვიდეს჻ აჩნდეს჻ უაბჯროდჰქონდეს჻ არც჻ თუ჻ დანანი჻

1693. ცხენთა჻ ფერხთა჻ მოეხვია჻ მუხლმოყრილი჻ შეეხვეწა჻ მოახსენა჻ შემიბრალე჻ მისსა჻ ძალსა჻ ვინცა჻ გხვეწა჻ ნუ჻ დამარჩენ჻ ნუ჻ მაცოცხლებ჻ და჻ წამიღონ჻ მკვდარი჻ მე჻ წა჻ გული჻ თქვენი჻ სასაკუთრო჻ ბედმან჻ ასრე჻ დამილეწა჻

1694. ბრძენმან჻ ვინმე჻ მოსწავლემან჻ საკითხავი჻ ესე჻ ვპოვნე჻ ესეაო჻ მამაცისა჻ მეტის჻ მეტი჻ სიგულოვნე჻ ოდეს჻ მტერსა჻ მოერიო჻ ნუღარ჻ მოჰკლავ჻ დაიყოვნე჻ გინდეს჻ სრული჻ მამაცობა჻ ესე჻ სიტყვა჻ დაიხსოვნე჻

1695. ტარიელ჻ მოტკბა჻ ღმრთისავე჻ მსგავსად჻ იგ჻ წარმართულია჻ აღარ჻ დაგხოცო჻ უბრძანა჻ ძლეული჻ შიშმან჻ თუ჻ ლია჻ წაღმავე჻ წაგრეხს჻ საქმესა჻ რაცა჻ უკუღმა჻ სთულია჻ ნაქმარი჻ მრუდი჻ ყველაი჻ აწ჻ ჩემგან჻ გამართულია჻

1696. თაყვანის჻ სცეს჻ და჻ დალოცეს჻ ყოველთა჻ ხმა჻ ერთად჻ იერეს჻ ღმერთსა჻ შევედრეს჻ ზახილით჻ სვე჻ მათი჻ გააძლიერეს჻ თავები჻ დახსნეს჻ სიკვდილსა჻ სიცოცხლე჻ ამის჻ მიერეს჻ ტარიას჻ ხრმალნი჻ ვერ჻ დაძღეს჻ ჯერთ჻ ხორცი჻ მოიმშიერეს჻

1697. ერთი჻ კაცი჻ მახარობლად჻ მათ჻ ლაშქართა჻ მიუვიდა჻ არ჻ დაგხოცსო჻ შეგიწყალნა჻ ყველაკაი჻ დალოცვიდა჻ ბუკსა჻ ჰკრეს჻ და჻ იხარებდეს჻ ბევრი჻ ამას჻ მოზრახვიდა჻ მოვიდა჻ იგი჻ მოყმე჻ რომე჻ ერთი჻ ბევრთა჻ სრვიდა჻

1698. მათ჻ ლომთა჻ ჭურეტად჻ მოსული჻ მუშთარი჻ ახლოს჻ მჭურეტია჻ რისხვისა჻ ცეცხლი჻ ტარიელს჻ სიტკბოთა჻ დაუშრეტია჻ მოვიდეს჻ ნახეს჻ რამაზის჻ ლაშქარი჻ ძლივღა჻ ეტია჻ ინდოეთს჻ ხზეცით჻ სინათლე჻ ჩადგა჻ მართვითა჻ სვეტია჻

1699. მოეგებნიან჻ ტარიელს჻ შორიშორ჻ უსალამიან჻ შიგანთა჻ დროშა჻ ინდოთა჻ მათად჻ ცნეს჻ აალამიან჻ ვერ჻ გამოენდვნეს჻ ჰინდონი჻ თქვეს჻ თუ჻ ღალატსა჻ ჰლამიან჻ არ჻ მოელოდეს჻ ტარიელს჻ მით჻ ცრემლი჻ დაილამიან჻

1700. ტარიელ჻ მიდგა჻ უყივლა჻ მე჻ მოველ჻ მეფე჻ თქვენიო჻ თანა჻ მყავს჻ ჩემი჻ მნათობი჻ პირი჻ ელვათა჻ მფენიო჻ ჩვენ჻ მოგვცა჻ მაღლით჻ მაღალმან჻ წყალობა჻ მისი჻ ზენიო჻ გამოდით჻ თქვენი჻ სიშორე჻ არს჻ ჩემგან჻ მოუთმენიო჻

1701. მაშინღა჻ იცნეს჻ ტარიელ჻ მათგან჻ მი჻ და჻ მო჻ სრბანია჻ სრულად჻ მჭვრეტლითა჻ აივსო჻ ზღუდე჻ და჻ ბანის჻ ბანია჻ ხმამაღლად჻ ხმობდეს჻ იზახდეს჻ მოგვშორდეს჻ სალმობანია჻ აქამდის჻ რისხვა჻ მაღალმან჻ აწ჻ მოგვცა჻ წყალობანია჻

1702. კარნი჻ გაახვნეს჻ გამოჩნდეს჻ მოიხვნეს჻ მათ჻ კლიტენია჻ ერთობ჻ ფლასითა჻ მოსილნი჻ მათ჻ მზეთა჻ ზედ჻ მჭვრეტენია჻ ტირან჻ ორნივე჻ ქალყმანი჻ ვარდისა჻ ბაღსა჻ ტენია჻ ზახილით჻ თავსა჻ იგლეჯდეს჻ ყორნის჻ თმა჻ ბროლსა჻ ტენია჻