... (H-3061), XVIII ს.

1862. ხვარაზმშა: ბრძანა: ვინათგან: თქუენ: გწადს: აგრე: ვქნათ: ვით: ბრძანეთ჻ მაგრა: ნახეთ: რა: ძნელია: ესე: კარგად: გაიგონეთ჻ წინაშე: ვარ: გარდაუშვებ: რადგან: ასრე: მიძაბუნეთ჻ შემაკითხეთ: სპათა: ჩემთა: თარრას: გვერცა: შემაგონეთ჻

1863. ადგეს: ფრიდონ: და: ავთანდილ: ტარიას: გამოეზრახნეს჻ ხვარაზმშას: სიტყუა: ყოველი: წყნარად: თქუეს: არ: დაიზახნეს჻ თარრა: ვეზირსა: უჴმობთო: ვინ: ბრძენთა: გამოესახნეს჻ მიდგეს: ფრიდონ: და: ავთანდილ: სიგანთა: არ: უვაგლახნეს჻

1864. შიგნით: შეჰყივლეს: ისმინეთ: ჩვენი: ჴმა: თქუენის: ზავისა჻ თარრა: ვაზირი: გარდმოდგეს: სახასო: ბრძენთა: თავისა჻ ხვარაზმშა: ბრძანებს: ნახვა: სწადს: შენი: არ: ჭკუა: ავისა჻ გამოდი: ჩვენ: გამოგინდობთ: არ: მზიდი: გინდა: ნავისა჻

1865. გამოვიდა: თარა: ბრძენი: პლატონისა: დიდად: დარი჻ ხვარაზმელის: მართ: ნახვისა: ღ~თისა: ხვეწით: მემუდარი჻ რა: ჴელმწიფე: მისი: ნახა: მუნ: გაცოცხლდა: ვითა: მკუდარი჻ თქუა: თუ ღ~თო: კურთხეულხარ: აღარ: ვნახე: სასუდარი჻

1866. თაყუანისცა: მერმე: ჴელსა: მოეხვია: თარა: ბრძენი჻ მოახსენა: ღ~თო: რა: ვთქუა: მადლთა: შენთა: მე: სიგრძენი჻ ამა: ომთა: მოარჩინე: არ: უობლნე: წურილნი: ძენი჻ რა: მადლი: ვთქუა: რომ: ასეთი: წყალობანი: მიბოძენი჻

1867. დასხდეს: მეფე: და: ვეზირი: არჩევენ: სათათბიროსა჻ მეფე: ბრძანებდა: სიტყუასა: გულ: მდუღრად: ანატიროსა჻ ვაზირო: გვანდა: ძე: ჩემი: ბროლ: ლალსა: განამჭვიროსა჻ ვით: მეტყუი სისხლი: გაუშვი: მაგ: ძნელსა: სავაზიროისა჻

1868. ვაზირი: ჰკადრებს: მეფეო: თქუენ: უმართლე: ხართ: მას: დია჻ მაგრა: ჰყავს: ტყუედ: დარჩენილი: ვინცა: მესისხლე: ცხადია჻ არ: გაგიშვებენ: ცოცხალსა: უფიცავს: მას: მაჰმადია჻ თუ: გარდაუშვებ: გამართლებს: ვინ: ღ~თისა: დანაბადია჻

1869. მეფემან: ბრძანა: ადვილად: ნუ: მეუბნები: ვაზირო჻ თუ: დავივიწყო: ძე: ჩემი: მმართებს: რომ: გული: ვატირო ანუ: გავიჭრა: მონდორად: და: თავი: გავინადირო჻ მიჯობს: რომ: მოვკუდე: და: ჩემი: დარჩომა: არ: დავაპირო჻

1870. ვეზირმან: ჰკადრა: მეფეო: ისმინე: სიტყუა: ასები჻ აქამდი: ჩემი: კადრება: არ: გაგგონია: ნასები჻ ტარიელს: თქუენთა: სისხლთაგან: სწადს: სავსე: შესვას: თასები჻ თქუენად: საკლავად: მოუსხამს: უცხო: სპა: ბევრ: ათასები჻

1871. სისხლი: გაუშვა: ხუარაზმშა: მტკიცე: ქნა: მოზავებული჻ შეჰფიცა: ყოვლი: სიმტკიცე: წინასწარ: მოსწავებული჻ კარგ: ვაზირობით: არა: ჩანს: თარასგან: დაშავებული჻ ხვარაზმშა: დადგა: წავიდა: ტარიელ: გამარჯვებული჻

1872. მივა: ტარიელ: მოყუსითა: ფრიდონ: და: ავთანდილითა჻ გამარჯვებული: ნადირობს: საბინდოთა: და: დილითა჻ იტყუის: თუ ვერ: გარდავიჴდი: მე: ვალსა: თქუენსა: დილითა჻ თქუენ: დამარჩინეთ: თვარა: მკუდრად: ვიყავ: ხვარაზმშას: ჩრდილითა჻

1873. წამოვიდეს: მხიარულნი: ნადირობით: თამაშობით჻ მტერთა: ზედან: მოჰქცეოდეს: მათგან: იყუნეს: უშიშრობით჻ მათ: მოემწყო: ხვარაზმელი: არ: დაეგდო: შამუშობით჻ ერთმანეთსა: აქებდიან: მხიარულნი: არ: ქუშობით჻

1874. მოვიდეს: მოქალაქენი: გამოეგებნეს: ზარითა჻ მუტრიბთა: ჴმანი: ისმოდეს: ბარბითთა: შენაზარითა჻ ნესტანდარეჯან: დაშვენდა: ელვითა: მით: მწყაზარითა჻ მას: სიხარულსა: ვერ: დავსწერ: ჴელითა: ვერცა: ზარითა჻

1875. რად: ვაგრძელებდე: მუნ: დაყუნა: მრავალნი: დღენი: ამონი჻ მერმე: გაუშუნა: სავსენი: მნათობნი: დაუღამონი჻ წავლენ: ფრიდონ: და: ავთანდილ: ტკბილნი: გამომსალამონი჻ დადგა: ტარიელ: თუ: ცრემლი: სდის: ჴმელთა: დასალამონი჻

1876. აავსნა: მისაცემლითა: ოქსინოთა: და: შარდითა჻ სტავრითა: საკრამანგითა: მძიმითა: სადუქარდითა჻ წავლენ: ფრიდონ: და: ავთანდილ: პირითა: მინა: ვარდითა჻ გავლენ: ზღუასა: და: მიდიან: საროსა: განაზარდითა჻

1877. მივიდეს: მათი: ქუეყანა: მათ: დახუდა: ამოდ: ნებითა჻ მოეგებიან: სძღნობდიან: წესითა: და: რიგებითა჻ თინათინს: პირსა: სინათლე: ემატა: დაშვენებითა჻ მულღაზანზარი: შეიქნა: მეტითა: აშენებითა჻

1878. ეს: ამბავი: დარჩომოდა: სარგის: ლექსთა: შეუწყობლად჻ აგრევ: თმოგუი: თმოგველთაგან: შესავლითურთ: დარჩა: ობლად჻ ესე: სიტყუა: მოახსენეს: ვინ: ჩანს: გმირთა: რაზმთა: მწყობლად჻ მიბრძანა: თუ: ლექსად: თქუიო: მჭევრ: ქართულად: დაუშრობლად჻

1879. ერთმანერთისა: მეშველთა: მებრძოლი: იმაჯანიან჻ ორთავე: მტერი: მოყუარედ: მათ: წინა: მოიყუანიან჻ მათთა: ურჩთა: და: შემკადრთა: მიწები: უაკვანიან჻ ორგულთა: მკლავნი: შემუსრნეს: ერთგულთა: აგულვანიან჻

1880. ყოვლნი: სწორად: წყალობასა: ვითა: თოვლსა: მოათოვდეს჻ ობოლ: ქურივნი: დაამდიდრნეს: და: გლახაკნი: არ: ითხოვდეს჻ ავის: მქმელნი: დააშინნეს: კრავნი: ცხვართა: ვერა: სწოვდეს჻ შიგან: მათთა: საბრძანისთა: თხა: და: მგელი: ერთად: სძოვდეს჻

ანდერძი ტარიელისა ოდეს მიიცვალებოდა მის ჟამს ნათქუამი჻