... (H-3061), XVIII ს.

1881. აჰა: მოგესმნეს: სოფლისა: საქმენი: თავით: ქუენამდი჻ მოგუიგონებდით: ყოფადნო: პირველ: ყოფილნი: თქუენამდი჻ რა: გესმნეს: ძნელი: ანდერძი: ღაწუთა: ტირილით: ქუენამდი჻ ყურად: იხვენით: რაცა: ვთქუა: მე: სულთა: ამოფრთქუენამდი჻

1882. გხადი: ყოველნო: სულდგმულნო: ხვეწნით: და: მე: თაყუანებით჻ ხილვად: აწ: ჩემთა: საქმეთა: თქუენ: აქა: მონაყუანებით჻ სული: განეყუის: ჴორცთაგან: მძლავრებით: არ: წაყუანებით჻ მეწყალვის: ვხედავ: გლახ: მისი: მოგლა: და: მონაყუანებით჻

1883. ჟამ: ერთ: გაუშვით: ყოველი: სოფლისა: უბანდაბანი჻ უგულებელს: ჰყავთ: ზრუნვანი: სახლი: და: ვანი: და: ბანი჻ მოიმკვეთანი: გაჭრანი: სიცილი: მღერა: და: ბანი჻ ისმინეთ: ჩემი: ანდერძნი: ცუდია: დაფ: დაბდაბანი჻

1884. შემომერტყენით: მიდამო: მოსხედით: მომეკარენით჻ ზოგთა: მზირ: მიყავ: ერდოთა: სარკლმით: და: მომეკარენით჻ ნესტანდარეჯან: მკოცნიდი: ბაგით: და: მომეკარ: ენით჻ ჯვარს: ვაცმევინებ: სოფელსა: ურია: მამეკარენით჻

1885. გულის: ჴმა: ყავით: აღმოვთქუამ: მე: თქუენსა: შესაძინელსა჻ დასაუნჯებსა: სულთასა: არ: კარგუით: არ: საძინელსა჻ მღვიძრად: ყოფასა: სწავლასა: არ: რულსა: არ: საძინელსა჻ ცრემლთა: ადენდით: ცხელებსა: არ: ყინვით: ცივსაძინელსა჻

1886. მე: ვიყავ: მეფე: ეგეთი: ვითარ: მოგითხრა: წერილმან჻ ბოლოდ: დამადგა: სოფელმან: ნავთმან: ფისმან: და: წერილმან჻ საჭმლად: მიშოვა: ჭიამან: ბუზმან: და: ძაღლის: წერილმან჻ ვაი: თუ: გაგსაჯნეს: მიჯნურნო: მამამან: ამოწერილმან჻

1887. ადამის: თესლი: სხვა: ერთი: მე: ვერა: მჯობდა: ვერითა჻ ვერ: სახით: ვერ: ახოვნებით: დამეგმოს: სიავე: რითა჻ აწ: მამიახლა: სიკუდილი: მამლამის: თვალთა: ბღვერითა჻ დამბღუჯა: ვერავინ: გამყრის: გაზითა: ვერცა: კვერითა჻

1888. ნუ: მიენდობით: სოფელსა: საქმესა: ცუდა: მუხთალთა჻ არვის: მიგუინდობს: რაძი: ვინ: კარგთა: უყოფდეთ: უთვალთა჻ ბოლო: ჟამს: დაგცემს: შეგიპყრობს: ფეჴთა: და: მართ: ნაკუნთალთა჻ ყუელასა: ერთად: მოგიყრის: მის: დღეში: დანახუთალთა჻

1889. ესე: დღე: ყოვლთა: ზედა: აც: ქუეყანად: ვინცა: იშობა჻ მუხთალსა: ცრუსა: სოფელსა: სჭირს: კაცთა: ზედა: იშობა჻ არ: აღირაცხვის: სიცქაფე: მისი: ვით: ზღვისა: ქვიშობა჻ ბოლოდ: ასრე: იქს: ცუდია: ცქნაფა: და: მისგან: შიშობა჻

1890. ყოველნი: დავიჴოცებით: სრულად: ერთობით: და: რამად჻ მით: დაგიტეობ: მცნებასა: მიენდუნეთ: ცუდად: არ: ამად჻ ვიტყუი: მუხთალსა: სოფელსა: ცრუდ: და: მიუნდოდ: არამად჻ წყეულმან: ნახეთ: რა: მიყო: ძმანი: არ: მაძმნა: დარამად჻

1891. ვერათ: მორჩებით: უწყოდით: ვერ: ხვეწნით: ვერ: მუდარებით჻ ვერ: გარდახვეწნით: და: მთათა: დაბუდარებით჻ ციხის: ციხეთა: აგებით: ცათაცა: დაედარებით჻ მაშინ: მოგგონდეს: ყოველი: ოდესცა: ისუდარებით჻

1892. აღარას: გვარგებს: ტირილი: სულთქმიდეს: მაშინ: ახევდეს჻ ერთი: მეორეს: უჭურეტდეს: მტირალი: ქუში: ნახევდეს჻ სჯობს: იუნჯებდეს: მუნასა: აქა: არ: შეინახევდეს჻ გარეთ: გასცემდეს: უხობდეს: ატლასთა: არ: შინა: ხევდეს჻

1893. თქმულა: სიკუდილი: უფალ: არს: ჴორცთა: და: ანაგებისა჻ არ: ეშინიან: მძლავრთაგან: ნივთთა: და: მონაგებისა჻ არ: შეეწყალვის: ჭაბული: გლახა: არ: ეძაგებისა჻ არა: ჰკვირდების: თვალწარბი: აერი: ღაწუ: ბაგებისა჻

1894. სოფელი: ამად: გვაღორებს: გუფერავს: ფერად: რა: მინისა჻ ანაზდად: გაგტეხს: რა: გკადრო: ჭიქისა: ან: რა: მინისა჻ ჟამად: გიუხვი: რაც: სთხოვი: ესე: მთნავს: ესრამინისა჻ ჩემსა: არ: ჯერხართ: სახედ: გიც: ვისისა: და: რამინისა჻

1895. არ: გაუთავებს: არავი: ესე: სოფელი: წამიერ჻ ისწრაფის: მუნვე: მიქცევად: მოკუდავი: ეს: მიწა: მიერ჻ მას: ნეტარ: ვინცა: სიმართლით: წავიდა: უბიწ: ამიერ჻ ცუდია: აქა: მეფობა: სრულობით: ვერ: იწამიერ჻

1896. თქუენცა: ისმინეთ: მეფენო: მთავარნო: და: დიდებულნო჻ არა: ძალით: თქუენით: რას: მქნელნო: ღ~თისგან: გადიდებულნო჻ თვისნო: არ: თვისნო: მშვი: ნაშნო: ძმანო: და: მადიდებულნო჻ აწ: განეყავით: გლახაკთა: ლარნო: აქამდის: დებულნო჻

1897. იყუენით: მართლ: მსაჯულობით: სიმართლის: მიმსახველობით჻ ღ~თის: შიშით: სჯულთა: მტკიცობით: მცნებათა: დამმარხველობით჻ ქურივთა: ობოლთა: მსჯელობით: გლახაკთა: გამკითხველობით჻ არ: ბნედით: არ: აშიყობით: არ: გაჭრით: არცა: ხელობით჻

1898. მიუნდობელო: სოფელო: რას: ბრუნავ: რას: მუხანათობ჻ ოდესმე: სწუხ: და: აბნელებ: ოდესმე: არ: სწუხ: ანათობ჻ არვის: მიგუინდობ: წამერთცა: ჟამთა: არვებ: თუ: ხანათობ჻ დაგუწვავ: კვამლურებ: ბნელითა: არ: ვითა: ხე: მუხანათობ჻

1899. უხვაიშნოო: წყეულო: მოდი: სიკუდილო: მომკალო჻ მომზადენ: ცელნი: მოლესენ: ჩემო: უშად: მომკალო჻ თქუენთვის: შევიქენ: საჭმელად: ჭიანო: მჭამდი: მომკალო჻ ჩემი: გავლეწენ: დავაგდე: ამ: სოფლის: მე: დამთმო: მკალო჻

1900. მოდით მომიზღეთ: მიჯნურნო: ცრემლნი: რომ: ისესხენითა჻ მიჯნურნო: ეგზომ: ტურფანი: ჩემებრ: სხვას: ვის: ესხენითა჻ გარდაეშალე: ბროლზედა: ყორნისებრ: თმის: ესხენითა჻ აღელდი: მელნისა: ტბანო: გიშრის: ტყის: ძირს: ესხენითა჻