... (H-3061), XVIII ს.

1901. ვეღარ: ვმლიქნელობ: ჩემებრივ: აშიყნო: მე აწ: არ: ენით჻ თანა: მამყევით: მიჯნურნო: საფლავის: არე: წარენით჻ ცრემლნი: დასთხივეთ: თქუენ: ჩემთუის: გლახ: თავნი: გაიმწარენით჻ საფლავი: სრად: და: საწოლად: სუდარი: მიზეწარენით჻

1902. აწ: მშვიდობითმც: არს: რომელმან: სჯულ: მიდვა: დამადინაო჻ მშვიდობით: ტურფავ: მაჩიდო: მაქაო: და: მადინაო჻ სოფელმან: მგზავსად: წყაროსა: სისხლის: რუ: დამადინაო჻ გულით: მით: წითობს: მამინდე: შენ: არად: ამადინაო჻

1903. თქუენცა: მშვიდობით: პატრონნო: მსაჯულნო: ჩემებრ: მეფენო჻ საჴელმწიფენო: ჭურჭელნო: ოქსინოვ: ქუეშე: მეფენო჻ თავადნო: სპანო: მტერთათვის: ლომებრ: მბრდღვინავნო: სეფენო჻ ყოვლნი: მტიროდით: საბრალოდ: ჩემთვის: ცრემლისა: მჩქეფენო჻

1904. თქუენცა: მშვიდობით: მშობელნო: აწ: ჩემთვის: ჭმუნვით: გასულნო჻ თვისნო: ტომნო: და: ძმანო: და: შვილნო: ძენო: და: ასულნო჻ იარაღნო: და: მონანო: აწ: ჩემგან: სხვაგან: წასულნო჻ აწ: მიიბარეთ: გლახ: სული: ზეცისა: ძალთა: დასულო჻

1905. ვაიმე: დაისხნეს: კავშირნი: არ: მფეთქენ: მე: მაჯანია჻ ცუდ: იქმნეს: მკლავნი: მაგარნი: ვაი: მტერთა: მემაჯანია჻ მკლავნი: რომელსა: ვერ: ბრძოდა: იგ: დევი: ქაჯმაჯანია჻ გამისალმა: გაუშვა: ქუე: მდგომმა: ჴორცმან: ჯანია჻

1906. ესე: ისმინეთ: ყოველმან: დიდმან: მცირემ: და: მონამან჻ თვით: არ: გეწიოს: რაც: ავი: სთქვა: სხვათა: დანაგმონამან჻ დარეჯანს: ესმა: ანდერძი: სრულყო: არ: დანაბრკონამან჻ არე: ვარდისა: მელნის: ტბამ: აღელდა: მორწყო: მონამან჻

1907. ანდერძი: სრულყო: გარდაჴდა: ენავ: დაიყავ: პირო: და჻ ნესტანდარეჯან: მოსთქმიდა: სისხლის: ცრემლითა: ტიროდა჻ იგიცა: მოკუდა: არა: თქუა: სიცოცხლე: დავაპირო: და჻ შვილნი: ტიროდეს: შეიქნა: გლოვა: არ: სტვირი: ყუიროდა჻

1908. გვანდეს: დაბნელდეს: თუ: მზენი: ან: ერთგან: ორნი: მთვარენი჻ დიოდა: მგზავსად: ნილოსა: მუნ: ცრემლნი: მონაღვარენი჻ ვნახე: და: დავჰკრთი: სოფელსა: და: თავნი: სხვაგან: ვარენი჻ ვთქუი: თუ მივენდო: ღ~თსა: და: ბრალინმცა: აღუარენი჻

1909. მტირალთა: პირ: დახოკილთა: მჴართა: იტვირთეს: აიღეს჻ იგ: უსახონი: ქალ: ყმანი: თაბუთისაკენ: წაიღეს჻ იარაღიცა: ტურფანი: მათნი: მათთანა: გაიღეს჻ ცისა: მნათობნი: ტიროდეს: სულნი: აროდეს: დაიღეს჻

1910. მდუღარად: ტიროდეს: შვილნიცა: მათნი: ძენი: და: ქალანი჻ მოსთქმიდეს: მზენო: სოფელმან: ვით: არ: მოგჴადნა: ყალანი჻ ოჴრად: უთქვენოდ: ყოველნი: ცეხე: ქალაქი: ყალანი჻ დაგუწვენ: ცეცხლისა: გვედების: უწყალოდ: ჩუენ: აქ: ალანი჻

1911. ძე: მამას: მწარედ: მოსთქმიდა: ცრემლი: სდიოდა: სალამე჻ ვაი: გაგეყარე: გმირო: და: დათხოვით: მოგესალამე჻ თავს: დაილეწა: კაპარჭი: გული: კლდე: მაქუსო: სალა: მე჻ ვაი: ჯავრი: შენი: სოფელო: მაჭამე: კულა: სამსალა: მე჻

1912. მაღორებლისა: მუხთლისა: სოფლისა: წესი: ბარ: ესა჻ ყოვლთა: მოაწევს: ბოლოდ: ჟამ: ტკივილსა: სალმობარესა჻ იგი: სოფლისა: ჯავარნი: საფლავთა: მიაბარესა჻ ზედა: მიწანი: მიჰყარეს: მინიჩბეს: მიაბარესა჻ აქა კიდევ სხვა ანდერძი ტარიელისა და ნესტან დარეჯანის: ტფილელის იოსების ნათქუამი჻

1913. აწ: მამისმინეთ: ყოველთა: სიტყუანი: ანდერძისანი თუ: ვიყავ: მეფე: ვითარი ენას: არ: ძალ აქუს: თქმისანი მაშინ: მოგგონდე: მოკუდავი სულთ: ბრძოლა: ნახოთ: სხვისანი დაიხსნეს: ჴორცთა: კავშირნი ღონე: არა: აქუს: ძურისანი

1914. სიყმის: დროს: ველთა: მინდორად: მჴეცთ: ჩემგან: ჰქონდა: სურანია჻ ხვარაზმთ: მეფის: ძე: დავთრგუნვე: აღარ: აქუს: ჴელთა: ძურანია჻ როსტევანს: უნდა: შეპყრობა: ყმა: მწივა: ოცდა: რვანია჻ ხატაველთ: როგორ: დააჩნდა: ჩემგან: მათრაჴის: კურანია

1915. რა: უყავ: რამაზ: მეფესა: ან: ფრიდონის: მტერს: ვნებითა჻ ქუაბს: დევნი: როგორ: გავსწყვიტენ: ლომ: ვეფხთ: ვეგონე: სნებითა჻ ქაჯთ: ციხე: ძალად: წაუხვენ: რამაზ: გაუშვი: ნებითა჻ ხვარაზმშა: ჴმალ შეხვეწილი: გავბეგრე: ჭკუა მცნებითა

1916. ლხინი: შევქნი: და: ვიშვებდი: მტერთ: არა: მქონდა: რიდები჻ გამარჯვებულსა: მშვენოდეს: რა: თავს: მეხვივის: რიდები჻ აწ: წაველ: გავჴე: სოფლისგან: თქუენც: გასავლად: გიც: ჴიდები჻ ჴორცნო: მიწამან: გიტვირთოს: ძვალნო: სადამდის: იდები

1917. თუალნი: დაბნელდეს: რომელსა: მელნის: ტბა: გარე: უარდა჻ ღაწუნი: ზაფრანად: გამჴდარა: რომელი: პირველ: უარდა჻ მკლავნი: ქუაბს: დევთა: მაჴოცნი აწ: შუბიდაღმან: უარდა჻ სენთაგან: დადნა: საკრავად: შეიქნა: უარ უარ: და

1918. თქუა: თუ გამწირა: სოფელმან: ჴორცნო: წადი: და: სულები჻ პირველ: მინდორად: გაგაჭრო: აწ: ყელს: მოგჯარა: სულები჻ მჭურეტნო: არ: დაშლი: ტირილსა: რომ: ბევრჯელ: გითხრა: სულები჻ პირი: მილურჯობს: და: გული: ცემით: შემქმნია: სულები

1919. რაცა: მემართა: მიიწყო: სოფელმან: ჩემი: ბეგარა჻ რაც: შვება: მამხუდა: საჩემოდ: არ: იქნა გამოდეგ: არა჻ რაცა: ვინები: მიუხვის: ესე: გთნავს: ანუ: ეგა: რა჻ აწ: უნდა: მშალოს: ნივთთაგან: მიწასა: მიმცეს: მე: გარა

1920. სახლნო: დაგაგდე: უმკვიდროდ: სარკმელნო: ერდოვ: რა: ბანო჻ მომთქმელნო: ჩემნო: მტირალნო: ზარნო: ზახილნო: რა: ბანო჻ ღაწუნი: ყაყაჩოს: მფერავნი: ცრემლნო: აყუითლეთ: რა: ბანო჻ მოსემ: ვით: გამცნო: მგოდებდით: კარავნო: ჩემთვის: რაბანო