... (H-2610), XVIII ს.

1665. მას჻ ქალსა჻ და჻ ამირბარსა჻ ერთმანერთი჻ შეუყვარდა჻ ამირბარმან჻ სიძე჻ მოკლა჻ ხმა჻ მეფესა჻ დაუვარდა჻ იგი჻ ქალი჻ პატარაი჻ მამის჻ დასა჻ გაეზარდა჻ ბუქთა჻ მისგან჻ მონაქროლთა჻ ჰინდოეთი჻ გარდაჰქარდა჻

1666. მამიდაი჻ ქაჯი჻ იყო჻ გრძნეულობა჻ იცის჻ კარგა჻ მით჻ შემართა჻ საშინელი჻ მზე჻ ხმელეთსა჻ დაუკარგა჻ თვითცა჻ მოკვდა჻ უბედური჻ მართ჻ საცოცხლოდ჻ არად჻ ვარგა჻ იგი჻ ქალი჻ დაუკარგა჻ ალვა჻ მორჩი჻ სხვაგან჻ დარგა჻

1667. ცნა჻ ამირბარმან჻ წავიდა჻ ლომი჻ მის჻ მზისა჻ მძებნელად჻ იგიცა჻ წახდა჻ ჰინდოეთს჻ გახდა჻ მთვარე჻ და჻ მზე჻ ბნელად჻ ორნივე჻ წახდეს჻ პოვნაღა჻ მათი჻ არს჻ აწ჻ საგებნელად჻ მეფემან჻ ბრძანა჻ ჰე჻ ღმერთო჻ რად჻ ცეცხლსა჻ მომიდებ჻ ნელად჻

1668. მეფე჻ გაშმაგდა჻ მათისა჻ უღონოქმნილი჻ ძებნისა჻ ვად჻ შეიცვალა჻ ჰინდოეთს჻ ხმა჻ ქოსწინწილთა჻ ებნისა჻ ცოტასა჻ ხანსა჻ გავესძლო჻ დება჻ სახმილთა჻ გზნებისა჻ აწ჻ თვითცა჻ მოკვდა჻ შეიქმნა჻ ბოლო჻ სრვისა჻ და჻ ტკეპნისა჻

1669. რა჻ ვაჭარმან჻ ესე჻ სიტყვა჻ თქვა჻ საქმენი჻ გააკვლადნა჻ ქალმან჻ დიდნი჻ დაიკივლნა჻ ფიცხლა჻ თავსა჻ მოიხადნა჻ ტარიელცა჻ დაიზახნა჻ დაფარულნი჻ გააცხადნა჻ ნარგისთაგან჻ ნაწვიმარი჻ ღვარი჻ ადგა჻ თოვლი჻ გადნა჻

აქა ფარსადან ჴელმწიფის სიკუდილის ცნობა და დიდი ტირილი჻

1670. მომკალ჻ ქალსა჻ თავმოხდილსა჻ თუ჻ მზე჻ ვითა჻ ეურჩოსა჻ სული჻ ვარდსა჻ დავამსგავსე჻ თავმოხდილი჻ ყაყაჩოსა჻ თუ჻ ბრძენიცა჻ მაქებარი჻ მისი჻ იხმობს჻ ვირებ჻ ჩოსა჻ ჰგავს჻ თუ჻ ტყუბი჻ მარგალიტი჻ ზის჻ ბროლისა჻ ხარხაჩოსა჻

1671. ქალი჻ საბრალოდ჻ მამასა჻ სტირს჻ ბულბულისა჻ მსგავსია჻ თმა჻ გაიგლიჯა჻ გაყარა჻ ღაწვი჻ ცრემლითა჻ ავსია჻ ვარდი჻ შექნილა჻ ზაფრანად჻ ლალი჻ მართ჻ ვითა჻ მხავსია჻ მზესა჻ ღრუბელი჻ ეფარვის჻ ამად჻ ნათელი჻ დავსია჻

1672. იხოჭს჻ და჻ იგლეჯს჻ ზახილით჻ ტირს჻ სიტყვახაფი჻ უარე჻ სისხლი჻ და჻ ცრემლი჻ თვალთაგან჻ ჩამოსდის჻ გარე჻ უარე჻ მოვჰხეო჻ შენთვის჻ მამაო჻ შვილი჻ ყოველთა჻ უარე჻ ვერა჻ გმსახურე჻ ასულმან჻ ვერცა჻ რა჻ შეგაგუარე჻

1673. ჩემთვის჻ ბნელქმნილო჻ მამაო჻ ნათელო჻ თვალთა჻ ჩემთაო჻ ჩემთა჻ რა჻ გაცნევს჻ ამბავსა჻ გულისა჻ მონაცემთაო჻ მზეო჻ რადღა჻ გაქვს჻ სინათლე჻ რად჻ ღა჻ ანათობ჻ თემთაო჻ რად჻ არ჻ დაიქეც჻ ქვეყანავ჻ რად჻ ღა჻ ჰმართიხარ჻ ზე჻ მთაო჻

1674. ტარიელ჻ მოსთქვამს჻ გამზრდელო჻ ჰა჻ ჰა჻ რა჻ საქმე჻ მსმენია჻ მიკვირს჻ თუ჻ მზეღა჻ რად჻ ჰნათობს჻ რად჻ არა჻ დაუჩენია჻ მზე჻ მოჰკვე჻ ყოვლთა჻ სულდგმულთა჻ სოფელი჻ აღარ჻ შენია჻ ღმერთსა჻ მოჰმადლე჻ შემინდევ჻ რაცა჻ შენ჻ ჩემგან჻ გწყენია჻

1675. მაშინ჻ გაჰხდეს჻ ყველაკანი჻ მტირალად჻ და჻ ცრემლთა჻ მღვრელად჻ დიდი჻ ხანი჻ მოიტირეს჻ თავის჻ თავის჻ გაუყრელად჻ ავთანდილ჻ და჻ ფრიდონ჻ ტირან჻ გულ჻ სადაგად჻ არ჻ თუ჻ ჭრელად჻ მაგრა჻ ექმნნეს჻ სულსა჻ მღებელ჻ კათოლიკოს჻ მაწყვერელად჻

1676. ზე჻ ადგეს჻ და჻ მოახსენეს჻ .჻ ჰე჻ მნათობნო჻ ცისა჻ მზენო჻ დასთმეთ჻ გული჻ დაიწყნარეთ჻ ქენით჻ რაცა჻ მოგახსენო჻ იგი჻ ღმერთმან჻ გაამაღლა჻ ვითა჻ ორბი჻ მისნო჻ ფრთენო჻ აქ჻ ყოფნა჻ არა჻ გვმართებს჻ არცაღა჻ გვცალს჻ გლოვად჻ ჩვენო჻

1677. მადლი჻ უბრძანეს჻ აწვივნეს჻ ქვე჻ დასხეს჻ ზე჻ ადგომილნი჻ მუნვე჻ დგეს჻ იგი჻ ვაჭარნი჻ პირსა჻ ფერ჻ ჰაერ჻ კრთომილნი჻ გაკვირვებულნი჻ საბრალოდ჻ მართ჻ ვერას჻ ვერ჻ მიხდომილნი჻ ებრძანა჻ ძმაო჻ რა჻ გიკვირს჻ ჩვენ჻ იგი჻ ვართ჻ წახდომილნი჻

1678. კვლა჻ უბრძანებდეს჻ გვიამბეთ჻ ამბავი჻ დანარჩომია჻ მათ჻ მოახსენეს჻ პატრონო჻ ჰინდოეთს჻ დიდი჻ ომია჻ მოსულა჻ ხათა჻ ლაშქარი჻ ქალაქსა჻ შემოსდგომია჻ რამაზ჻ არს჻ ვინმე჻ ხელმწიფე჻ მათად჻ პატრონად჻ მჯდომია჻

1679. ჯერთ჻ დედოფალი჻ ცოცხალა჻ მკვდართაგან჻ უფრო჻ მკვდარია჻ იბრძვის჻ ლაშქარი჻ ჰინდოთა჻ თუც჻ იმედგარდამწყდარია჻ გარეთ჻ ციხენი჻ წაუხმან჻ ყველაი჻ გარდამხდარია჻ მზეო჻ თქვენ჻ შუქნი჻ მიჰფინეთ჻ ჰაი჻ რა჻ ავი჻ დარია჻

1680. მუნა჻ მყოფსა჻ ყველაკასა჻ შეეკერა჻ ჩვენცა჻ შავი჻ რამაზს჻ წინა჻ გამოვედით჻ მისრულად჻ ვთქვით჻ ჩვენი჻ თავი჻ მეფე჻ ჩვენი჻ დიდი჻ არის჻ მათ჻ ეწადა჻ მისი჻ ზავი჻ გამოგვიშვა჻ წავიდეთო჻ არა჻ გვიყო჻ ყოლა჻ ავი჻

1681. რა჻ ტარიელს჻ ესე჻ ესმა჻ მეტად჻ ფიცხლად჻ აიყარა჻ ეჯი჻ სამდღე჻ წასავალი჻ ერთსა჻ დღესა჻ წაიარა჻ დროშა჻ მისი჻ აიმართა჻ წინა჻ არა჻ აიფარა჻ აწ჻ ნახეთ჻ თუ჻ გოლიათი჻ გული჻ ვითა჻ ამაგარა჻

ტარიელისა და მისთა ძმათაგან ინდოეთს მისულის ამბავი჻

1682. ინდოეთს჻ ზედა჻ წაადგა჻ მუნ჻ მთა჻ და჻ დიდი჻ ქედია჻ აჩნდა჻ ლაშქარი჻ უსახო჻ მესაკვირველა჻ მე჻ დია჻ ტარიელ჻ ბრძანა჻ მოყმენო჻ აწ჻ თქვენგან჻ რა჻ იმედია჻ ადრე჻ მოვიცლი჻ იმათგან჻ ღმერთი჻ და჻ ჩემი჻ ბედია჻