1627. მართ჻ მეფემან჻ სპათა჻ ბრძანა჻ ავთანდილის჻ თაყვანება჻ ესეაო჻ მეფე჻ თქვენი჻ ასრე჻ იქნა჻ ღმრთისა჻ ნება჻ დღეს჻ ამას჻ აქვს჻ ტახტი჻ ჩემი჻ მე჻ სიბერე჻ ვითა჻ სნება჻ ჩემად჻ სწორად჻ ჰმსახურებდით჻ დაიჭირეთ჻ ჩემი჻ მცნება჻
1628. ლაშქარნი჻ და჻ დიდებულნი჻ დადრკეს჻ მდაბლად჻ ეთაყვანნეს჻ მოახსენეს჻ მიწად჻ ვექმნეთ჻ ვინცა჻ მიწად჻ მიგვიყვანნეს჻ მორჩილქმნილნი჻ დაგვამდიდნეს჻ ურჩნი჻ მკვდართა჻ დაგვაგვანნეს჻ მტერთა჻ მკლავნი჻ შეაძუტნეს჻ გულნი჻ ჩვენნი჻ აგულვანნეს჻
1629. ტარიელცა჻ უთხრა჻ ქებით჻ იმედისა჻ თავსა჻ დება჻ ქალსა჻ ეტყვის჻ შემიყრიხართ჻ აღარა჻ გწვავს჻ ცეცხლთა჻ დება჻ ქმარი჻ შენი჻ ძმაა჻ ჩემი჻ აგრევე჻ მწადს჻ თქვენი჻ დება჻ ორგულთა჻ და჻ შემცილეთა჻ თქვენთა჻ მე჻ ვქმნა჻ გაფლიდება჻
1630. მას჻ დღე჻ ავთანდილ჻ ხელმწიფედ჻ ზის჻ და჻ ხელმწიფე჻ ზენია჻ მას჻ თანა჻ მჯდომსა჻ ტარიელს჻ ჰშვენიან჻ სინაზენია჻ ნესტანჯარ჻ ახლავს჻ თინათინს჻ ვინ჻ მჭვრეტთა჻ ამაზრზენია჻ ჰგავს჻ თუ჻ ცა჻ მოდრკა჻ ქვეყანად჻ შეყრილან჻ ორნი჻ მზენია჻
1631. დაიწყეს჻ მორთმა჻ პურისა჻ ლაშქართა჻ მის჻ მესავსისა჻ ზროხა჻ და჻ ცხვარი჻ დაკლული჻ არს჻ უმრავლესი჻ ხავსისა჻ შეიქნა჻ ძღვნობა჻ ძღვენისა჻ მათისა჻ შესამსგავსისა჻ მათ჻ ყოვლთა჻ შუქი჻ ანათობს჻ პირისა჻ მზისა჻ მსგავსისა჻
1632. იაგუნდისა჻ ჯამები჻ იყვის჻ ლალისა჻ ჭიქები჻ კვლა჻ უცხო჻ ფერთა჻ ჭურჭელთა჻ სხდის჻ უცხოუცხო჻ სიქები჻ მის჻ ქორწილისა჻ მაქები჻ კაცი჻ ბრძენთაგან჻ იქები჻ მჭვრეტელო჻ გულსა჻ ეტყოდი჻ ნუ჻ აეხსნები჻ იქ჻ ები჻
1633. მუტრიბნი჻ მოდგეს჻ ყოველგნით჻ ისმოდის჻ ხმა჻ წინწილისა჻ შეყრით჻ ძეს჻ გორი჻ ოქროსა჻ და჻ ბადახშისა჻ თლილისა჻ მსმელთათვის჻ წყარო჻ ღვინისა჻ ასგან჻ დის჻ მსგავსი჻ მილისა჻ ბინდით჻ ცისკრამდის჻ სმა჻ იყო჻ გარდაჰხდა჻ ჟამი჻ დილისა჻
1634. არა჻ დარჩა჻ უსაბოძვრო჻ არ჻ კოჭლი჻ და჻ არ჻ საპყარი჻ მოდიოდა჻ მარგალიტი჻ მოფანტული჻ მონაყარი჻ გაბედითდა჻ წასაღებლად჻ ატლასი჻ და჻ ოქრო჻ მყარი჻ სამ჻ დღე჻ იყო჻ ინდოთ჻ მეფე჻ ავთანდილის჻ ვით჻ მაყარი჻
1635. ხვალისად჻ მეფე჻ არაბთა჻ კვლა჻ პურობს჻ არ჻ ღაფალია჻ ტარიელს჻ უთხრა჻ შენი჻ მზე჻ საჭვრეტლად჻ სატურფალია჻ მეფე჻ ხარ჻ ყოვლთა჻ მეფეთა჻ და჻ ეგე჻ დედოფალია჻ ხამს჻ ყურსა჻ გვეგდოს჻ საყურად჻ ჩვენ჻ თქვენი჻ ნატერფალია჻
1636. აწ჻ მეფეო჻ არ჻ ეგების჻ ჩვენი჻ სხდომა჻ თქვენად჻ სწორად჻ სახელმწიფო჻ საჯდომი჻ და჻ სხვა჻ დაუდგა჻ ტახტი჻ შორად჻ ქვემოდ჻ დასხნა჻ ავთანდილ჻ და჻ ცოლი჻ მისი჻ მათად჻ სწორად჻ პირველ჻ ძღვენი჻ ტარიასთვის჻ მოიღიან჻ იდვის჻ გორად჻
1637. არაბთა჻ მეფე჻ მასპინძლობს჻ იქს჻ ოდენ჻ არიფობასა჻ ზოგჯერ჻ მათ჻ ახლავს჻ ზოგჯერ჻ მათ჻ არ჻ იხმობს჻ ხელმწიფობასა჻ გასცემს჻ და჻ უქებს჻ ყოველნი჻ უხობაიეფობასა჻ ფრიდონ჻ ზის჻ ახლოს჻ ავთანდილს჻ ჩვეულა჻ ვით჻ მეფობასა჻
1638. მეფესა჻ ქმრითურთ჻ პატივი჻ ჰქონდა჻ ჰინდოთა჻ ქალისა჻ სიყვარული჻ და჻ ჩუქება჻ ვით჻ სიძისა჻ და჻ სძალისა჻ რომე჻ სძღვნა჻ არა჻ ეგების჻ თქმა჻ არცა჻ ნაათალისა჻ თვითო჻ სკიპტრა჻ და჻ პორფირი჻ და჻ გვირგვინები჻ თვალისა჻
1639. კვლა჻ ეძღვნა჻ ძღვენი჻ ორთავე჻ მსგავსი჻ მათისა჻ ბედისა჻ ათასი჻ თვალი჻ ნაშობი჻ რომანულისა჻ დედისა჻ კვლა჻ მარგალიტი჻ ათასი჻ მართ჻ ვითა჻ კვერცხი჻ ტრედისა჻ ათასი჻ ცხენი჻ ტაიჭი჻ სიდიდით჻ მსგავსი჻ ქედისა჻
1640. ფრიდონს჻ უძღვნა჻ ცხრა჻ ტაბაკი჻ მარგალიტი჻ თავშედგმული჻ ცხრა჻ ტაიჭი჻ ძვირფასისა჻ უნაგრითა჻ შეკაზმული჻ ჰინდოთ჻ მეფე჻ თაყვანსა჻ სცემს჻ ლაღი჻ ბრძენი჻ არმახმული჻ მადლი჻ ჰკადრა჻ ფხიზელურად჻ თუცა჻ იყო჻ ღვინოსმული჻
1641. რას჻ ვაგრძელებდე჻ გარდახდეს჻ დღენი჻ ერთისა჻ თვისანი჻ თამაშობდიან჻ არ჻ იყვნეს჻ ყოლა჻ გაყრანი჻ სმისანი჻ ტარიელს჻ სძღვნიან჻ უცხონი჻ თვალნი჻ ლალისა჻ ქვისანი჻ მათ჻ ყოვლთა჻ მათნი჻ ელვანი჻ ჰფარვენ჻ მართ჻ ვითა჻ მზისანი჻
1642. ტარიელ჻ ჰგვანდის჻ ვარდსა჻ და჻ იყვის჻ ფიფქისა჻ მთოველად჻ ავთანდილ჻ როსტანს჻ წინაშე჻ გაგზავნა჻ დასათხოველად჻ შესთვალა჻ შენი჻ სიახლე჻ კმა჻ ჩემად჻ ლხინად჻ ყოველად჻ მტერთა჻ აქვს჻ ჩემი჻ სამეფო჻ ვიცი჻ მუნ჻ შიგან჻ მძოველად჻
1643. უცებნი჻ მოსრნის჻ მცოდნელთა჻ ცოდნამან჻ ხელოვნებამან჻ ვეჭვ჻ მოქცეს჻ თქვენცა჻ დაღრეჯა჻ ჩემმან჻ რასაცა჻ ვნებამან჻ წავიდე჻ ავი჻ არ჻ მიყოს჻ მე჻ აქა჻ დაყოვნებამან჻ ადრე჻ კვლა჻ გნახნე჻ მორჭმულნი჻ ინებოს჻ ღმრთისა჻ ნებამან჻
1644. როსტევანს჻ ეთქვა჻ მეფეო჻ რად჻ ხართ჻ რასაცა჻ რიდითა჻ რაცა჻ გიჯობდეს჻ იქმოდით჻ გასჭვრეტდით჻ გაიცდიდითა჻ ავთანდილ჻ თანა჻ წამოგყვესწადით჻ ლაშქრითა჻ დიდითა჻ თქვენთა჻ მტერთა჻ და჻ ორგულთა჻ დაჰფრეწდით჻ დაცასჭრიდითა჻
1645. ავთანდილ჻ უთხრა჻ ტარიელს჻ ესე჻ სიტყვები჻ ორები჻ მან჻ უთხრა჻ აგრე჻ ნუ჻ უბნობ჻ შეცევ჻ ბროლისა჻ ყორები჻ ახლად჻ შეყრილსა჻ მთვარესა჻ მზეო჻ ვით჻ მოეშორები჻ ავთანდილ჻ უთხრა჻ მაგითა჻ შენგან჻ არ჻ მოვიღორები჻