... (H-2610), XVIII ს.

1646. არ჻ დია჻ გინდა჻ დამაგდო჻ წახვიდე჻ ჩემად჻ მზრახავად჻ «ცოლი჻ უყვარსო჻ გამწირა»჻ იყო჻ ამისად჻ მსახავად჻ მე჻ დავრჩე჻ შენი჻ გაყრილი჻ თავისა჻ მე჻ ვაგლახავად჻ კაცსა჻ მოყვრისა჻ გაწირვა჻ ახ჻ მოუხდების჻ ახ჻ ავად჻

1647. ტარიელს჻ უგავს჻ სიცილი჻ ბროლისა჻ ვარდთათ჻ ფრქვევასა჻ უბრძანა჻ ვიტყვი჻ უშენოდ჻ შენისა჻ უფრო჻ მე჻ ვასა჻ რათგან჻ გწადიან჻ წამომყევ჻ დამწამებ჻ ნურას჻ თნევასა჻ ავთანდილ჻ ბრძანებს჻ ლაშქართა჻ ყოვლგნით჻ მისთანა჻ წვევსა჻

1648. შეყარნა჻ სპანი჻ არაბეთს჻ აღარა჻ ხანსა჻ ზმულია჻ კაცი჻ ოთხმოცი჻ ათასი჻ ყველაი჻ დაკაზმულია჻ კაცსა჻ და჻ ცხენსა჻ ემოსა჻ აბჯარი჻ ხვარაზმულია჻ არაბთა჻ მეფე჻ მათითა჻ გაყრითა჻ ნაღველჭმულია჻

1649. ერთმანერთისა჻ გაყრილნი჻ ქალნი჻ ორნივე჻ დობილნი჻ ერთმანერთისა჻ დადფიცნი჻ სიტყვისა჻ გამონდობილნი჻ მკერდითა჻ მკერდსა჻ შეკრულნი჻ ყელისა჻ გარდაჭდობილნი჻ ტიროდეს჻ მათთა჻ მჭვრეტელთა჻ გულიმცა჻ ესხნეს჻ წდობილნი჻

1650. მთვარე჻ ცისკრისა჻ ვარსკვლავსა჻ რა჻ თანა჻ შეესწოროსა჻ ორნივე჻ სწორად჻ ნათობენ჻ მოშორდეს჻ მოეშოროსა჻ არა჻ თუ჻ იგი჻ მოშორდეს჻ მართ჻ ცამან჻ მოაშოროსა჻ მათად჻ საჭვრეტლად჻ მჭვრეტელმან჻ ხამს჻ თავი჻ იქედგოროსა჻

1651. მათთავე჻ სახედ჻ რომელსა჻ ესენი჻ დაუბადიან჻ იგივე჻ გაჰყრის჻ სიშორე჻ არა჻ თუ჻ ნებით჻ სწადიან჻ ვარდსა჻ წებვენ჻ და჻ აპობენ჻ ტირან჻ და჻ ცრემლნი჻ ჩასდიან჻ მათთა჻ გამყრელთა჻ ყოველთა჻ სიცოცხლე჻ არ჻ იქადიან჻

1652. ნესტანდარეჯან჻ თქვა჻ ნეტამც჻ ყოლე჻ არ჻ შეგეცნებოდი჻ მზისა჻ გამყრელი჻ გაყრითა჻ აწ჻ ასრე჻ არ჻ დავდნებოდი჻ ამბავსა჻ სცნევდი჻ მაცნევდი჻ წიგნითა჻ მეუბნებოდი჻ ვითა჻ მე჻ შენთვის჻ დამწვარვარ჻ აგრე჻ შენ჻ ჩემთვის჻ სდნებოდი჻

1653. თინათინ჻ უთხრა჻ ჰე჻ მზეო჻ შენთა჻ მჭვრეტელთა჻ ლხინებო჻ რადმცა჻ გაგწირე჻ თუ჻ ვითა჻ გაყრასა჻ მოვითმინებო჻ ღმრთისაგან჻ დღეთა჻ თხოვისა჻ ნაცვლად჻ სიკვდილი჻ ვინებო჻ აგრემცა჻ მივი჻ რაზომსა჻ მე჻ ცრემლსა჻ დავიდინებო჻

1654. კვლა჻ აკოცეს჻ ერთმანერთსა჻ გაიყარნეს჻ იგი჻ ქალნი჻ ქვე჻ დამდგომმან჻ წამავალსა჻ ვერ჻ მოსწყვიდნა჻ ყოლა჻ თვალნი჻ იგი჻ იჭვრეტს჻ უკუღმავე჻ ედებოდეს჻ ამით჻ ალნი჻ რომე჻ მწადდეს჻ ვერ჻ დავწერენ჻ მე჻ სიტყვანი჻ ნაათალნი჻

1655. როსტან჻ მათითა჻ გაყრითა჻ ხელთაგან჻ უფრო჻ ხელდების჻ ათასჯერ჻ იტყვის჻ ვაგლახსა჻ არ჻ სულთქმა჻ უერთხელდების჻ ცხელი჻ სდის჻ წყარო჻ ცრემლისა჻ მართ჻ ვითა჻ ქვაბი჻ ცხელდების჻ ტარიელ჻ არის჻ დაღრეჯით჻ ფიფქი჻ ნასდების჻ თხელდების჻

1656. ტარიელს჻ ვარდსა჻ დაუტყლეჟს჻ მეფე჻ ხვევნით჻ და჻ კოცებით჻ იტყვის჻ თუ჻ თქვენი჻ სიახლე჻ მიჩს჻ აქამდისცა჻ ოცებით჻ რადგან჻ მოგშორდი჻ დავრჩები჻ პატიჟთა჻ გაასოცებით჻ შენგან჻ მოგვეცა჻ სიცოცხლე჻ შენგანვე჻ დავიხოცებით჻

1657. ტარიელ჻ შეჯდა჻ მეფისა჻ გამყრელი჻ გამომსალამე჻ სრულად჻ ლაშქართა჻ სდიოდა჻ ცრემლი჻ მინდორთა჻ სალამე჻ მზე჻ შენ჻ გელმისო჻ საომრად჻ და჻ თავი჻ შენ჻ მას჻ ალამე჻ უბრძანა჻ თქვენთვის჻ მტირალსა჻ ყოლა჻ რად჻ მიჩნდეს჻ სალა჻ მე჻

1658. გაემართნეს჻ და჻ წავიდეს჻ დია჻ სპითა჻ და჻ ბარგითა჻ ტარიელ჻ ფრიდონ჻ ავთანდილ჻ თავითა჻ მეტად჻ კარგითა჻ კაცი჻ ორმოცი჻ ათასი჻ ჰყვა჻ ცხენებითა჻ ვარგითა჻ მივლენ჻ სამნივე჻ გულითა჻ ერთმანერთისა჻ მარგითა჻

1659. სამ჻ თვე჻ ვლეს჻ ღმერთსა჻ მათებრ჻ სხვა჻ ნურა჻ ნუ჻ დაჰბადოსა჻ მოეგებნიან჻ მტერობა჻ ვერავინ჻ დაიქადოსა჻ მინდორსა჻ შიგან჻ სადილად჻ გარდახდეს჻ უდელადოსა჻ ვითა჻ მართებდათ჻ პურობდეს჻ ღვინოსა჻ სმიდეს჻ არ჻ დოსა჻

ტარიელისა და მისთა ძმათაგან ინდოთ მეფის სიკუდილის ცნობა჻

1660. ქედსა჻ ზედა჻ გარდმოადგა჻ მეტად჻ დიდი჻ ქარავანი჻ კაცები჻ და჻ სახედრები჻ ერთობ჻ იყო჻ შაოსანი჻ გარეშემო჻ მოეკვეცნეს჻ უკანამო჻ დალალანი჻ მეფე჻ ბრძანებს჻ მოასხითო჻ ჩვენ჻ დავყოვნოთ჻ აქა჻ ხანი჻

1661. მოასხნეს჻ იგი჻ ვაჭარნი჻ და჻ მათი჻ უხუცესია჻ უბრძანავინ჻ ხართ჻ შავითა჻ რად჻ ტანი჻ შეგიბლესია჻ მათ჻ მოახსენესსით჻ მოვალთ჻ მუნ჻ ასრე჻ დანაწესია჻ ინდოეთს჻ მისრით჻ მოსრულთა჻ გვივლია჻ გზა჻ უგრძესია჻

1662. გაეხარნეს჻ მათ჻ ვაჭართა჻ ჰინდოეთით჻ მომავლობა჻ მაგრა჻ თავი჻ უმეცარ჻ ყვეს჻ არა჻ მისცეს჻ ყოლა჻ გრძნობა჻ უცხოურად჻ ეუბნების჻ მათ჻ ვერა჻ ქმნეს჻ მათი჻ ცნობა჻ არ჻ ესმოდა჻ ჰინდოური჻ არაბულად჻ ყვეს჻ უბნობა჻

1663. უბრძანესგვითხარ჻ ვაჭარნო჻ ამბავი჻ ჰინდოეთისა჻ მათ჻ ჰკადრეს჻ ზეცით჻ მოსრულა჻ ჰინდოეთს჻ რისხვა჻ ზეცისა჻ დიდსა჻ და჻ წვრილსა჻ ყველასა჻ ცრემლი჻ სდის჻ მსგავსი჻ წვეთისა჻ მას჻ შიგან჻ მყოფსა჻ ბრძენსაცა჻ ცნობა჻ აქვს჻ ვითა჻ შეთისა჻

1664. თვით჻ მათვე჻ მათსა჻ ამბავსა჻ უამბობს჻ არის჻ წყლიანი჻ ფარსადან჻ მეფე჻ ჰინდოთა჻ იყო჻ ხელმწიფე჻ სვიანი჻ მას჻ ესვა჻ ქალი჻ მნათობი჻ მზისაცა჻ უფრო჻ მზიანი჻ კბილმარგალიტი჻ ტანალვა჻ ღაწვბადახშ჻ ყორანთმიანი჻