ვეფხისტყაოსანი (H-248), XIX ს.

137. შენგან ჩემი სიყვარული ამით უფრო გაამყარე რომე დამხსნა შეჭირვება ეშმა ბილწი ასაპყარე გულსა აგრე საიმედო ია მორგე ვარდი ჰყარე მერმე მოდი ლომო მზესა შეგეყრები შემეყარე

138. სამსა ძებნე წელიწადსა იგი შენი საძებარი ჰპოო მოდი გამარჯვებით მხიარულად მოუბარი ვერა ჰპოებ დავიჯერებ იყო თურე უჩინარი კოკობი და უფრჭუნელი ვარდი დაგხვდე დაუმჭკნარი

139. ფიცით გითხრობ შენგან კიდე თუ შევირთო რაცა ქმარი მზეცა მამხვდეს ხორციელი ჩემთვის კაცად შენაქმარი სრულად მოვსწყდე სამოთხესა ქვესკნელს ვიყო დასანთქმარი შენი მკლვიდეს სიყვარული გულსა დანა ასაქმარი

140. მოახსენა ყმამან მზეო ვინ გიშერი აწამწამე სხვა პასუხი რამცა გკადრე ანუ რამცა შევიწამე მე სიკვდილსა მოველოდი შენ სიცოცხლე გამიწამე ვითა მონა სამსახურად გაღანამცა წავეწამე

141. კვლავცა ჰკადრა აჰა მზეო რადგან ღთ~ნ მზედ დაგბადა მით გმორჩილობს ზეციერი მნათობია რაცა სადა მე რომ თქვენგან მოვისმინე წყალობანი მეიმედა ვარდი ჩემი არ დასჭკნების შუქი შენი იეფადა

142. თავი ჩემი სამსახურად შენად რამცა შევიწყალე არასათვის არ დავდგები უსაცილოდ წავალ ხვალე გული ფერი ლაჟვარდისა გავაწითლე გავალალე სიცოცხლისა უკეთესი რა მიბოძე რამც ვივალე

143. კვლავ შეჰფიცეს ერთმანერთსა დააპირეს ესე პირი გასალდეს და გაამრავლეს საუბარი სიტყვა ხშირი გაადვილდა აქანამდის გარდეხადა რაცა ჭირი თეთრთა კბილთათ გამოკრთების თეთრი ელვა ვითა ჭვირი

144. ერთგან დასხდეს ილაღობეს საუბარი ასადაგეს ბროლ ბალახში შეხვეული და გიშერი ასადაგეს ყმა ეტყვის თუ შენთა მჭვრეტთა თავი ხელი ასადაგეს ცეცხლთა მანდით მოდებულთა გული ჩემი ასადაგეს

145. ყმა წავიდა სიშორესა თუმცა მისსა ვერ გასძლებდა უკუღმავე იხედვიდა თვალთა რეტად აყოლებდა ბროლსა სეტყვს და ვარდსა აზრობს ტანსა მჭევრსა ათრთოლებდა გული ჰქონდა გულისათვის სიყვარულსა ავალებდა

146. თქვა მზეო ვარდსა სიშორე შენი დამაჩნდეს ეს ადრე ბროლი და ლალი გავსრულვარ ქარვისა უყვითლესადრე მაშინ რაღა ვსთქვა ვერ ჭვრეტა რა მამხვდეს კვლავ უგრძესადრე ხამს მოყვრისათვის სიკვდილი ესე მე დამიც წესადრე

147. საწოლს დაწვა ტირს მტირალსა ცრემლი ძნელად ეხოცების ვითა ვერხვი ქარისაგან ირხევის და იკეცების რა მილულნის სიახლევე საყვარლისა ეოცების შეჰკრთის დიდი დაიძახის მით პატიჟი ეოცების

148. მოშორვება საყვარლისა მას შეჰქნოდა მისად ღაზოდ ცრემლსა ვითა მარგალიტსა სტირს ვარდისა დასანაზოდ რა გათენდა შეეკაზმა მისთა მჭვრეტთა სალამაზოდ ცხენსა შეჯდა გაემართა დარბაზს მივა სადარბაზოდ

149. დარბაზს ეჯიბი შეგზავნა მართ მისგან შენარონია შესთვალა გკადრებ მეფეო მე ესე გამიგონია ყოველი პირი მიწისა თქვენ ხრლმითა დაგიმონია აწ თუ სჯობს ესე ამბავი ცნან რაცა გარემონია

150. მე წავიდე მოვიარო ვილაშქრო და ვინაპირო თინათინის ჴელმწიფობა მტერთა თქუენთა გულსა ვჰგმირო მორჩილ ქმნილი გავახარო ურჩი ყუელა ავატირო ძღვენნი ვჰკადრნე ზედა ზედა არ სალამი დავაძვირო

151. მეფესა ეთქვა ამისი დიადი მადრიელობა უბრძანა ლომო არა გჭირს შენ ომთა გამდრეკელობა აწ მაგა შენსა თათბირსა გავსო შენივე ქველობა აწ მაგრა მამხვდეს რაღა ვჰქნა თუ სიშორისა გრძელობა

152. ყმა შევიდა თაყვანისცა მადლი რამე მოახსენა ჴელმწიფეო მიკვირს ქება რად იკადრეთ ჩემი თქვენა აწ ნუთუ კულა სიშორისა ღმერთმან ბნელი გამითენა პირი თქვენი მხიარული მხიარულსა კულავ მიჩვენა

153. მეფე ხელსა მოეკიდა გარდაჰკოცნა ვითა შვილი სხუა მათებრი არ ყოფილა არ გამსდელი არ გაზრდილი ყმა ადგა და წამოვიდა მას დღე მათი ჩანს გაყრილი როსტან მისთჳს აატირა გონიერი გული ტკბილი

154. გამოემართა ავთანდილ მოყმე მხნე ლაღად მავალი ოც დღე იარა ღამესა დღე ზედა წართო მრავალი იგია ლხინი სოფლისა იგია ნივთი და ვალი არ მისცილდება თინათინ მისი მას ვისგან სწვავალი

155. რა მოვიდა სიხარული შიგან გახდა სამეფოსა მოეგებნეს დიდებულნი ძღვენსა ჰსძღვნიდენ იეფოსა იგი პირ მზე არ მოსცდების სიარულსა სასწრაფოსა მიხვდეს მყოფნი მას წინაშე სიხარულსა სადაფოსა

156. ქალაქი ჰქონდა მაგარი საზაროდ სანაპიროსა გარეთ კლდე იყო გიამბობ ზღუდესა უქვიტკიროსა ყმამან მუნ დაჰყო სამი დღე ამოსა სანადიროსა გაზრდილი მისი შერმადინ დაისვა სავაზიროსა