ვეფხისტყაოსანი (H-248), XIX ს.

39. მაგას ნუ ბრძანებთ მეფეო ჯერ ვარდი არ დაგვჭკნობია თქვენი თათბირი ავიცა სხვისა კარგისა მჯობია ხამს განაღამცა საქნელად რაცა თქვენ გულსა გლმობია სჯობს და მას მიეც მეფობა ვისგან მზე შენაფლობია

40. თუმცა ქალია ჴელმწიფედ მართ ღმერთისა დანაბადია არ გათნევთ იცის მეფობა უთქვენოდ გვითქვამს კვლავ დია შუქთა მისთაებრ საქმეცა მის მზეებრ განაცხადია ლეკვი ლომისა სწორია ძუ იყოს თუნდა ხვადია

აქა პირველი ამბავი ავთანდილისა

41. ავთანდილ იყო სპასპეტი ძე ამისპასალარისა საროსა მჯობი ნაზარდი მსგავსი მზისა და მთვარისა ჯერ უწვერული სადარო ბროლ მინა საცნობარისა მას თინათინის შვენება ჰკლევდის წამწამთა ჯარისა

42. გულსა მისსა მიჯნურობა მისი ჰქონდა დამალულად რა მოშორდის ვერა მჭვრეტმან ვარდი შექმნის ფერ ნაკლულად ნახის ცეცხლი გაუახლდის წყლული გახდის უფრო წყლულად საბრალოა სიყვარული კაცსა შეიქმს გულ მოკლულად

43. რა მეფედ დასმა მეფემან ბრძანა მისისა ქალისა ავთანდილს მიხვდა სიამე ვსება სჭირს მისო ქალისა სთქვა ზედა ზედა მამხვდების ნახვა მის ბროლ ფიქალისა ნუთუ ვით ვპოვო წამალი მე ჩემი ფერ გამქრალისა

44. არაბეთს გასცა ბრძანება დიდმან არაბთა მფლობელმან თინათინ დავსვი ჴელმწიფედ მე მისმან მშობელმან მან განანათლნეს ყოველნი ვით მზემან მანათობელმან მოდით და ნახეთ ყოველმან შემსხმელმან შემამკობელმან

45. მოვიდნენ სრულნი არაბნი ჯარი განმრავლდა ხასისა ავთანდილ პირ მზე სპასპეტი ლაშქრისა ბევრ ათასისა ვეზირი სოგრატ მოახლე მეფისა დასთა დასისა მათ რომე დასდგეს საჯდომი თქვეს უთქმელია ფასისა

46. ადეგ როსტან შენსა მზესა ჴელით ჴელსა მოეკიდე მის საბოძვრის მისათვალვად მიზიდავს და მიჰყავს კიდე დავბერდი და დავძაბუნდი მე დღეთავე ჩემსა ვსთულიდე რაც შევსცოდე შემოქმედსა ვიტირო და ვინანიდე

47. თინათინ მიჰყავს მამასა პირითა მით ნათელითა დასვა და თავსა გვირგვინი დადგა თავისა ხელითა მისცა სკიპტრა და შემოსა მეფეთა სამოსელითა ქალი მზებრ უჭვრეტს ყოველთა ცნობითა ზე მხედველითა

48. უკუდგეს და თაყვანისცეს მეფემან და მისთა სპათა დალოცეს და მეფედ დასვეს ქება უთხრეს სხვაგნით სხვათა ბუკსა ჰკრეს და წინწილანი დაატკბობდეს ტკბილთა ხმათა ქალი სტირს და ცრემლსა აფრქვევს ხრის ყორნისა ბოლო ფრთათა

49. მამისა ტახტსა საჯდომად თავი არ ეღირსებოდა ამად სტირს ბაღი ვარდისა ცრემლითა აივსებოდა მეფე სწვრთის მამა ყოველი ძისაგან ითავსებოდა ამისად ქმნამდის დამწველი ცეცხლი არ დამევსებოდა

50. უბრძანა ნუ სტირ ასულო ისმინე ჩემი თხრობილი შენ ხარ დღეს მეფე არაბეთს ჩემგან ხელმწიფედ ხმობილი აქადგან ესე სამეფო მართ შენია მონდობილი ხარმცა ბრძნად მქმნელი საქმისა იყავ წყნარი და ცნობილი

51. ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების დიდთა და წვრილთა წყალობა შენმცა ნუ მოგეწყინების უხვი აღხსნილსა დააბამს იგი თვით ების ვინ ების უხვად გასცემდი ზღვათაცა შესდის და გაედინების

52. მეფეთა შიგან სიუხვე ვით ედემს ალვა რგულია უხვსა მორჩილობს ყოველი იგინცა ვინ ორგულია სმა ჭამა დიდად შესარგი დება რა სავარგულია რასაცა გასცემ შენია რაც არა დაკარგულია

53. ამა მამისა სწავლასა ქალი ბრძნად მოისმინებდა ყურსა უპყრობდა ისმენდა წვრთასა არ მოიწყინებდა მეფე სმასა და მღერასა იქმს მეტად მოილხინებდა თინათინ მზესა სწუნობდა მაგრა მზე თინათინებდა

54. გადიდა ნადიმობა დაატკბობდეს ჩანგი ხმასა მათ ტურფათ სანახავად ჯარი მოდგის ბანისბანსა ბულბული და იადონი იზახოდეს მულღანზარსა დავლიოთო თავის მსმელთა ძალი მისცეს ღუინის სმასა

55. მოიხმო მისი გამზრდელი ერთგული ნაერთგულევი უბრძანა ჩემი საჭურჭლე შენგან დანაბეჭდულევი მომართვით ჩემი ყველაი ჩემი ნაუფლისწულევი მოართვეს გასცა უზომო უანგარიშო ულევი

56. მას დღე გასცემს ყველაკასა სივაჟისა მოგებულსა რომე სრულად ამოაგებს მცირესა და დიდებულსა მერმე ჰბრძანა ვიქ საქმესა მამისაგან სწავლებულსა ჩემსა ნუვინ ნუ დამალავს საჭურჭლესა დადებულსა

57. უბრძანა წადით გახსენით რაცა სად საჭურჭლენია ამილახორო მოასხი რემა ცხენი და ჯოგნია მოიღეს გასცა უზომო სიუხვე არ მოსწყენია ლარსა ხვეტდიან ლაშქარნი მართ ვითა მეკობრენია