ვეფხისტყაოსანი (H-248), XIX ს.

275. ცოტად მიწვა მიიძინა თუცა ყოლა ვერა მეტი შეჰკრთა დიდნი დაიძახნა წამოიჭრა ვითა რეტი იძახდის და წამწამ იკრის გულსა ლოდი თავსა კეტი ცალკერძ ჰზის და პირსა იხოკს ქალი მისი შენამჭვრეტი

276. რად დაბრუნდი მოახსენა მითხარ რაცა წაგეკიდა მან უბრძანა მონადირე მეფე ვინმე გარდმეკიდა ჰყვეს ლაშქარნი უთვალავნი ბარგი მძიმედ აეკიდა იგი მინდორს ნადირობდა დაეფანჩვა მარეკი და

277. სევდად მეცა კაცთა ნახვა ცეცხლი უფრო გავიალე არ მივეო ახლოს შეყრად თავი ჩემი შევიწყალე მათგან მკრთალი შემოვბრუნდი ტყესა შიგან დავიმალე ვჰსთქვი ნუთუმცა უკუმრიდა რა გათენდეს წავალ ხვალე

278. ქალსა ცრემლნი გარდმოსცვივდეს ას ნაკეცნი ბევრის ბევრად მოახსენა მხეცთა თანა იარები მარტო ტევრად არას კაცსა არ იახლებ საუბრად და შემაქცევრად მას მაგითა ვერას არგებ დღეთა შენთა ცუდად ლევ რად

279. ყოვლი პირი ქვეყანისა ერთობ სრულად მოგივლია ერთი კაცი შემაქცევლად შენად ვითა დაგელია გიახლოს და არ გაშმაგდე თუმცა ჭირი არ გაკლია შენ მოჰკვდე და იგი წაჰხდეს ესე შენთვის რა მადლია

280. უბრძანა დაო ეგეა მსგავსი შენისა გულისა მაგრა არ არის ქვეყანად წამალი ამა წყლულისა ვის ძალ აქვს პოვნა კაცისა თვით სოფლად არ მოსრულისა ჩემი ლხინია სიკვდილი გაყრა ხორცთა და სულისა

281. ღმერთმან სხვამცა ეტლსა ჩემსა რადმცა კაცი რად დაბადა სიახლე და საუბარი თუმცა მისი მე მეწადა ვინმცა გასძლა ჭირნი ჩემნი ანუ ვინმცა შეეცადა შენგან კიდე ხორციელი დაო მივის არასადა

282. ქალმან ჰკადრა არ გამიწყრე ვიშიშვი და ვიაჯ დია რადგან ღ~თსა ვეზირობა შენი ჩემზედ მოუგდია ვერ დავმალავ უკეთესა რაცა საქმე გამიცდია არა ვარგა უსაზომო თავი ზომსსა გარდგიხდია

283. ყმამან უთხრა რას მენუკევ არა ვიცი გამიცხადე კაცი ჩემად სამსახურად უღმთოთ მემცა ვით დავბადე ღმერთსა ჩემი უბედობა უნდა მემცა რას ვეცადე გაღანამცა გავნადირდი თავი ასრე გავიხადე

284. ქალმან კვლა ჰკადრა გაგსაჯე მეტითა შეგონებითა მაგრამ თუ კაცი მოგგვარო მოგყვეს თავისა ნებითა იგი გიახლოს ილხენდე მისითა შემეცნებითა ჰფიცე არ მოკლა არ იყო არ სავნებლისა ვნებითა

285. მან უბრძანა თუ მაჩვენებ ვნახავ დიდად გავიხარებ სიყვარულმან მისმან ვისთვის ხელი მინდორს თავსა ვარებ არას უზამ უგემურსა არათ ოდეს გავამწარებ რაცა ჩემგან იამების ვაამებ და შევიყვარებ

286. ქალი ადგა და წავიდა მის ყმისა მოსაყვანებლად არ ეწყინაო უამბობს არს მისად მაგულვანებლად ჴელი მოჰკიდა მოჰყვანდა ვით მთვარე მოსავანებლად იგი რა ნახა ტარიელ თქვა მზისა დასადარებლად

287. გამოეგება ტარიელ ჰმართებს ორთავე მზე დარად ანუ ცით მთვარე უღრუბლოდ შუქთა მოჰფენდეს ქვე ბარად რომე მათთანა ალვისა ხეცა ვარგიყოს ხედ არად ჰგვანდეს შვიდთავე მნათობთა სხვადმცა რისა ვჰსთქვი მე დარად

288. მათ აკოცეს ერთმანერთსა უცხოობით არ დარიდეს ვარდსა ჴლეჩდეს ბაგეთაგან კბილნი თეთრნი გამოსჭვირდეს ყელი ყელსა გადააჭუდეს ერთმანერთსა აუტირდეს ქარვად შეჰქმნეს იაგუნდი მათნი თუცა ლალად ღირდეს

289. მობრუნდა ყმამან ავთანდილს ხელი შეუპყრა ხელითა ერთგან დასხდეს და იტირეს დიდხან ცრემლითა ცხელითა ასმათი სულსა უღებდა სიტყვითა საკვირველითა თავთა ნუ დახოცთ ნუ ბნელ იქთ მზესა თქვენისა ბნელითა

290. ტარიელის ვარდი იყო დათრთვილული არ დაზრული ყმასა უთხრა მესწრაფების მითხარ შენი დაფარული ვინ ხარ ანუ სით მოსულხარ სადაური სით მოსრული მე სიკვდილსა აღარ ვახსოვ ვარ მისგანცა გაწირული

291. ავთანდილ გაჰსცა პასუხი სიტყვები ლამაზებია ლომო და გმირო ტარიელ ვის თავი გინაზებია მე ვარ არაბი არაბეთს არს ჩემი დარბაზებია მიჯნურობითა დამწვარვარ ცეცხლი უშრეტი მგზებია

292. მე პატრონისა ჩემისა ასული შემყვარებია თჳთ მეფედ მათად მას ჰხედვენ მონები მკლავ მაგრებია თუმცა არ მიცნობ გინახავ თავი ვით გიაზრებია გახსოვსცა ოდეს დაჰხოცე მონები მკლავ მაგრებია

293. შენ მინდორს გნახეთ გაჭრილი ჩვენ ზედა გარდგეკიდენით პატრონი ჩემი გაგიწყრა ჩვენ ხაფად წაგეკიდენით გიხმეთ არ მოხველ ლაშქარნი უკანა გამოგკიდენით შენ ველნი წითლად შეღებენ სრულად სისხლისა კი დენით

294. ყველაკასა მათრახითა თავი უხრმლოდ გარდაკვეთეთ მეფე შეჰსჯდა დაგვეკარგე კვალი შენი ვერ მოვკვეთე ვითა ქაჯი დაიმალე მონებიცა დავაფეთეთ ამან უფრო დაგვაშმაგა თავი სრულად გავაშეთეთ