ვეფხისტყაოსანი (H-248), XIX ს.

429. კვლაცა ეთქვა მართალია აზომ ჩემი მონახსენი მე თჳთ წინა მოგეგები მესწრაფების ნახვა შენი მოვახსენე დია ღმერთო ბრძანება ვქნა მეცა თქვენი ტკბილად ვნახოთ ერთმანერთი ვიყვნეთ ვითა მამა ძენი

430. მუნით წასული ჩამოვხე ტევრისა რასმე კიდესა კვლა მოციქულნი მოვიდეს სალამად არ დამრიდესა წინა ტურფათა ტაიჭთა ძღვნად ჩემთვის მოზიდვიდესა შენსა ნახვასა მეფენი ჰსთქვეს მართლად ინატრიდესა

431. მითხრეს მეფე მოგახსენებს მეცა შენ კერძ ვიარები სახლით ჩემით წამოსრული ხვალე ადრე შეგეყრები მოციქულნი დავაყენენ ხარგა დავდგი არ მზირები მეტად ამოდ უალერსე ერთგან დაწვეს ვით მაყრები

432. კარგი საქმე კაცსა ზედა აზომ თურმე არ წახდების ერთი კაცი უკმორესწთა მოჰსდგა მალვით მეუბნების დიდი მაქვსო თქვენი ვალი ჩემგან ძნელად გარდიხდების გაწირვა და დავიწყება ჩემგან თქვენი არ იქნების

433. მე მამისა თქვენისაგან ვარ ცოტაი განაზარდი თქვენი მესმა საღალატო საცნობელად გამოვარდი მკვდარი მიმძიმ სანახავად ტანი მჭევრი პირი ვარდი ყველასავე მოგახსენებ გამიგონე დამიწყნარდი

434. რომე ცუდად არ მოღორდე ისი კაცნი გღალატობენ ერთგან შენთჳს დამალულნი სპანი ასჯერ ათასობენ კვლავ სხვაგან გიდგს სამი ბევრი ასრე ფიცხლად მით გიხმობენ აწვე თავსა არ ესწრობი ფათერაკსა შეგასწრობენ

435. მეფე ცოტათ მოგეგებვის ვის მჭვრეტნი ვერ გელევიან მალვით ჩაიცმენ აბჯარსა მიენდო მით გეთნევიან კვამლსა შეიქმენ ლაშქარნი ყოველგნით მოგეხვევიან რა ერთსა გცემენ ათასნი ეგრეცა მოგერევიან

436. მას კაცსა ამოდ ვეუბენ და მადლსა გარდვიხდიდია რომე არ მოვჰკვდე შემოგზღო შენ ამას ინატრიდია აწ ამხანაგთა არ გიგრძნან წადი მათთანა ვლიდია თუ დაგივიწყო უთუოდ მეცა ვარ განაკიდია

437. არვის გავენდევ სულდგმულსა დავმალე ვითა ჭორია რაცა იქმნების იქმნების ყოვლი თათბირი სწორია მაგრა სპათაკენ გავგზავნე კაცი თუცა გზა შორია შევჰსთვალე ფიცხლად წამოდით მოგრაგნეთ მთა და გორია

438. მე დილასა მოციქულთა სიტყვა ტკბილი შევუთვალე რამაზს ჰკადრეთ მოგეგებვი მოდი მოვალ მეცა მალე ნახევარ დღე სხვა ვიარე ჭირსა თავი არ ვაკრძალე განგებაა დღესცა მამკლავს ქვემცა სადა დავიმალე

439. ქედსა რასმე გარდავადეგ მინდორს მტვერი დავინახე ვჰსთქვი თუ მოვა რამაზ მეფე ჩემთვის უდგამს თუცა მახე ჩემი განჰკვეთს ჴორცსა მათსა ხრმალი ბასრი შუბი ახე მაშინ უთხარ სპათა ჩემთა სახე დიდი დაუსახე

440. ვჰსთქვი თუ ძმანო ისი კაცნი ჩვენ ღალატსა გვიდგებიან მკლავთა თქვენთა სიმაგრენი ამისთჳსმცა რად დალბიან ვინმცა მოჰკვდეს მეფეთათვის სულნი მათნი ზეცას რბიან აწ შევებნეთ ხატაელთა ჴრმალნი ცუდად რას გვაბიან

441. უბრძანე ჩაცმა აბჯრისა ლაღმან სიტყჳთა ჴაფითა [.....................................................................................] [...................................................................................] [....................................................................................]