ვეფხისტყაოსანი (H-248), XIX ს.

195. უამბოს ჩემი სიკვდილი თვით ჩემგან დავედრებული მათ შეჰქნან გლოვა ტირილი ქმნან საქმე გამწარებული მერმე მივიდე ცოცოხალი მე სხვაგან სადმე რებული ამას იგონებს ტირილით გონება შეიწრებული

196. იტყვის ღ~თო სამართალი შენნი ჩემთვის რად ამრუდენ მე ეზომნი სიარული კიდე გლახ რად გამიცუდენ გულით ჩემით სიხარულნი აფჰხვრენ ჭირთა დააბუდენ დღეთა ჩემთა ცრემლნი ჩემნი ვერათოდეს დავიყუდენ

197. კვლავცა იტყვის დათმობა სჯობს და თავსავე ეუბნების დღეთა მეტად ნუ მოკჰვდები გული ჩემი ნუ დადნების უღმრთოდ ვერას ვერ მოვაწევ ცრემლი ცუდად მედინების განგებასა ვერვინ შესცვლის არ საქმნელი არ იქმნების

198. თავს უთხრა მოჰკუჱ გიჯობს სიცოცხლეს აუგიანსა მიხვალ დაგხვდების თინათინ ანათებს დღესა მზიანსა გჰკითხოს მის ყმისა ამბავი რა გმართებს ვაგლახიანსა იგონებს წამწამ მიყვების ტყის პირსა შამბნარ წყლიანსა

199. ყოვლნი არსნი ცათ ქვეშე ერთობ სრულად მამივლიან მაგრამ საქმე იმ კაცისა ვერა სადა შემიგნიან უღონიოდ მართალ იყვნეს რომელთაცა ქაჯად ჰსთქჳან აწ ტირილი არას მარგებს ცუდად ცრემლნი რასა მდიან

200. მთით ჩამოვიდა ავთანდილ გავლო წყალი და ტყენია მინდორს აცორვებს ტაიჭსა შეჟღრენით მონაწყენია გაჰსცუდებოდეს მკლავნი და მისი სიამაყენია ბროლისა ველსა სტურფობდეს გიშრისა მუნ საყენია

201. მობრუნება დააპირა სულთქნა მერმე ივაგლახა მას მინდორსა დაემართა გზა თვალითა გამოსახა თვესა ერთსა სულიერი კაცი არსად არ ენახა მჴეცნი იყვნეს საშინელნი მაგრა არა შეუზახა

202. თუმცა მჴეცქმნილი ავთანდილ გულამოსკვნით და კუნესითა ეგრეცა ჭამა მოუნდის ადამის ტომთა წესითა ისრითა მოჰკლის ნადირი როსტომის მკლავუგრძესითა შამბისა პირსა გარდახდა ცეცხლი დააგზო კვესითა

203. ცხენსა მისცა საძოვარი ვირე მწვადი შეიწოდეს ექვსნი რამე ცხენოსანნი ნახა მისკენ მოდიოდეს თქვა თუ ჰგვანან მეკობრეთა თვარა კარგი რამც იცოდეს აქა კაცი ხორციელი კვლა ყოფილა არაოდეს

204. ჴელთა ჰქონდა ისარ მშვილდი მათკენ მივა მხიარული ორთა კაცთა წვეროსანთა ყმა მოჰყვანდა უწვერული თავსა იყო დაკოდილი შეებნიდა სისხლსა გული ჰსტიროდეს და იჭიროდეს ცოტა ედგა მას გლახ სული

205. ავთანდილ მიდგა ეუბნა მათ კაცთა გულ მდუღარეთა მათ უთხრეს მათი ანბავი ტირილით მოუბარეთა ჩვენ ვართო ძმანი სამნივე მით ვიდენთ ცრემლთა მწარეთა დიდი გვაქვს ციხე ქალაქი ხატაეთს არე მარეთა

206. კარგი გვესმა სანადირო ნადირობას წამოვედით გვყვეს ლაშქარნი უთვალავნი წყლისა პირსა გარდავხედით სანადირო მოგვეწონა თთვესა ერთსა არ წავედით ვჰხოცეთ მხეცი უსაზომო მინდორით და მთით და ქედით

207. ჩვენ სამთა ძმათა ჩვენთანა მესროლნი დავაწბილენით მით ერთმანერთსა სამნივე ჩვენ კიდე დავეცილენით მე უკეთ მოვჰკლავ მე გჯობო სიტყვანი ვავაქილენით ვერ გავაჩინეთ მართალი ვისარჩლეთ ვითაკილენით

208. დღეს ავჰყარენით ლაშქარნი სავსენი ირმის ტყავითა ვჰსთქვით გავაჩინოთ მართალი ვინ ვჰსჯობთ თავისა მკლავითა თავსა ვახელებთ მარტონი დავჰსდგეთ თავისა თავითა თვით დანახულსა მოვჰკლვიდეთ ნუ ვესვრით დამნახავითა

209. ჩვენ ვიახლენით სამთავე სამნივე მეაბჯრენია ლაშქართა წასვლა უბრძანეთ მით არას მოაზრენია მოვინადირეთ მინდორი ისი ტყენი და ღრენია დავხოცეთ მხეცნი ფრინველი რაც ზედა გარდაგვფრენია

210. ანაზდად მოყმე გამოჩნდა კუშტი პირ გამქუშავია ზედა ჰსჯდა შავსა ტაიჭსა მერანი რამე შავია თავსა და ტანსა ემოსა გარე თმა ვეფხის ტყავია ჯერ მისი მსგავსი შვენება კაცთაგან უნახავია

211. უჭვრიტეთ მისთა ელვათა შუქნი ძლივ გავიცადენით ვჰსთქვით თუ მზეაო ქვეყნად ნუ ვეუბნებით ცად ენით მისი მოგვინდა შეპყრობა ვკადრეთ და შევეცადენით ასრე სულთქმით და ვაებით მით ვართ ცრემლისა დადენით

212. მე უხუცესმან უმცროსსა კაცი დავსთხოვე ქენებით ჩემმა შედეგმან ტაიჭი მისი მით აქო ხსენებით ამან მართ ოდენ მორევნა გვითხრა უალეთ ჩვენებით მივმართეთ იგი აგრევე წყნარად მივა და შვენებით

213. ბროლმან ლალსა გარეულმან ვარდნი თხელნი ანატიფნა იგი ტკბილნი გონებანი ჩვენთვის მეტად გაამყიფნა არ აგვიხვნა არცა დაგვსხნა ყოლე არად ამოგვკრიფნა მისნი მკვახედ მოუბარნი მათრახითა დაგვამწიფნა

214. უმცროსსა ძმასა მივეცით უფროსსა დავეზიდენით ჴელი მოჰკიდა დადეგო ესეცა ჰკადრა კიდ ენით მან ჴრმალსა ჴელი არ მიჰყო ჩვენ ამად დავერიდენით თავსა გარდაჰკრა მათრახი ვნახეთ სისხლისა კი დენით