ვეფხისტყაოსანი (H-248), XIX ს.

215. მით ერთითა მათრახითა თავი ასრე გარდაჰფრიწა ვითა მკვდარი უსულო ჰქმნა ვითა მიწა დაამიწა მისი რასმე მკადრებელი მოამდაბლა მოამიწა თვალთა წინა წაგვივიდა ლაღი კუშტი ამაყი წა

216. აღარ დაბრუნდა წავიდა წყნარად და აუჩქარებლად აგერა მივა ჰნახეო იგი მზეებრ და მთვარებლად შორს უჩვენებდეს ავთანდილს მტირალნი გაუხარებლად ოდენ ჰსჩნდა შავი ტაიჭი მისი მის მზისა მარებლად

217. აჰა მიხვდა ავთანდილსა ღაწვთა ცრემლით არ დათოვნა რადგან ცუდად არ წაუხდა მას ეზომი გარეთ ყოვნა კაცსა მიხვდეს საწადელი რას ეძებდეს მისი პოვნა მაშინ მისგან აღარა ჰხამს გარდასრულთა ჭირთა ხსოვნა

218. უთხრა თუ ძმანო ვარ ვინმე ღარიბი უადგილოსა მე იმა ყმისა საძებრად მოვშორდი საგაზრდილოსა აწ თქვენგან მივხვდი საქმესა ყოლა არ საადვილოსა ღმერთიმცა ნურას ნუღარ იქმს თქვენსა დასაღრეჯილოსა

219. ვითა მე მივხვდი წადილსა ჩემის გულისა ნებასა აგრემცა ღმერთი ნურას იქმს ძმისა თქვენისა ვნებასა უჩვენა მისი სადგომი მიდითო იქს ნება ნებასა ჩრდილსა გარდასვით მაშურალნი მიეცით მოსვენებასა

220. ესე უთხრა და წავიდა ცხენი გაქუსლა დეზითა ვითა გავაზი გაფრინდა არ გაშვებული ხეზითა ან მთვარე მზისა შემყრელი მზე სინათლითა ზეზითა დაივსო ცეცხლი შემწველი მისითა მან მიზეზითა

221. მიეწურა იგონებდა ახლოს შეყრა ვითა აგოს საუბარმან უმეცარმან შმაგი უფრო გააშმაგოს ჴამს თუ კაცმან გონიერმან ძნელი საქმე გამოაგოს არ სიწყნარე გონებისა მოიძულოს მოიძაგოს

222. რადგან ისი არის სადმე უცნობოდ და ისრე რეტად რომე კაცსა არ მიუშვებს საუბრად და მისად ჭვრეტად მივეწევი შევიყრებით ერთმანერთის ცემა ჟლეტად ანუ მოვჰკლავ ანუ მომკლავს დავიკარგეთ მეტის მეტად

223. ავთანდილ იტყჳს ეზომი ჭირნიმცა რად ვაცუდენი რაცაღა არის არა არს თუმცა არ ედგნეს ბუდენი სადაცა მივა მივიდეს რამცა მოვლიდეს ზღუდენი მუნითგან ვსძებნნე ღონენი ჩემნი არ დასამრუდენი

224. წინა უკანა იარეს ორნი დღენი და ღამენი დღისით და ღამით მაშვრალნი არ შეჭამადთა მჭამელნი არსადა ხანი არ დაჰყვეს ერთნი თვალისა წამენი მათ თვალთა ცრემლნი ჰსდიოდა მინდორთა მოსალამენი

225. დღისით ვლეს და საღამო ჟამ გამოუჩნდეს დიდნი კლდენი კლდეთა შიგან ქვაბნი იყვნეს პირსა წყალი ჩანადენი წყლისა პირსა არ ითქმოდა შამბი იყო თუ რასდენი ხე დიდრონი თვალ უწთომი მაღლა კლდემდის ანაყრდენი

226. მან ყმამან ქვაბსა მიმართა გავლნა წყალნი და კლდენია ავთანდილ ცხენსა გარდახდა მონახა დიდნი ხენია მას ზედან ჭვრეტად გავიდა ძირსა დააბა ცხენია მუნით უჭვრეტდა იგი ყმა მივა ცრემლ მინადენია

227. რა ტყენი გავლნა მან ყმამან მოსილმან ვეფხის ტყავითა ქვაბისა კარსა გამოდგა ქალი ჯუბითა შავითა აჰსტირდა მაღლად ცრემლითა ზღვათაცა შესართავითა იგი ყმა ცხენსა გარდაჰხდა ყელსა მოეჭდო მკლავითა

228. ყმამან უთხრა დაო ასმათ ხიდნი ზღვასა ჩაგვიცვივდეს ვეღარ მივხვდით ჟამიერად ჩვენ ვისიცა ცეცხლნი გვწვიდეს ესე ჰსთქვა და მკერდსა ხელნი იკრნა ცრემლნი გარდმოსწვიმდეს ქალი შებნდა მოეხვია ერთმანერთსა სისხლი სწმიდეს

229. იგი ტევრი გაეხშირა დანაგლეჯსა მათსა თმასა ერთმანერთსა ეხვეოდეს ყმა ქალსა და ქალი ყმასა იზახდიან მოჰსთქმიდიან მოჰსცემდიან კლდენი ხმასა ავთანდილ ჰსჭვრეტს გაკვირვებით მათსა ეგრე ქცევა ქნასა

230. სული დაიღეს მან ქალმან დაჰსთმო გულისა წყლულობა ქვაბს შეიყვანა ტაიჭი მოჰჴადა აკაზმულობა მას ყმასა შესხსნა შეიღო აბჯრისა წელ მორტყმულობა შინა შევიდეს მას დღესა გარდაჰხდა გამოსლილობა

231. ავთანდილს უკვირს ამბავი ისი თუ ვცნაო მე რითა გათენდა ქალი გამოჰსდგა მოსილი მითვე ფერითა შავსა აუდვა ლაგამი ჰსწმენდდა რიდისა წვერითა შეჰკაზმა მოაქვს აბჯარი წყნარად არ რამე ჩხერითა

232. მის მოყმისა წესი იყო მეტსა თურე არ ასე ჯდა ქალი ჰსტირს და მკერდსა იცემს თმისა ტევრსა გაიგლეჯდა ერთმანერთსა მოეხვივნეს აკოცა და ცხენსა შეჯდა ასმათ აგრე დაღრეჯილი კვლავ უფრორე დაიღრიჯდა

233. ავთანდილ ახლოს კვლავ ჰნახა სახე მისივე კაცისა ულვაშ აშლილი წვერ გამო ნუთუ მზეაო ჰსთქვა ცისა ეყნოსა სული ალვისა ქართაგან მონატაცისა ასრე უჩნს მოკლვა ლომისა მართ ვითა ლომსა ვაცისა

234. მასვე გზასა წამოვიდა რომე გუშინ შეეარა შამბი გავლო გაეშორა თავი მინდორს გააგარა ავთანდილ ჰსჭვრეტს განკვირვებით მალვით ხესა მოეფარა ჰსთქვა თუ ღთ~ნ ესე საქმე მეტად კარგად მამიგვარა