ვეფხისტყაოსანი (H-248), XIX ს.

117. თუ ცუდი რამე გინახავს მაცთური ანუ ქაჯია ამისთვის მეფე რად სჭმუნავ ანუ რად გაგისაჯია სიტკბოსა ნაცულად ღ~თისაგან სიმწარე რად გიაჯია მასვე ევედრე მოასხი ყოვლი მუყრი და აჯია

118. მე ამას ვარჩევ მეფე ხარ მეფეთა ზედან მფლობელი შორს არის თქვენი სამზღვარი ბრძანება მიუთხრობელი გაგზავნე კაცი ყოველგან მისთა ამბავთა მცნობელი ადრე სცნობთ არის იგი ყმა შობილი თუ უშობელი

119. თუ ყოფილა იგი მოყმე ხორციელი ხმელთა მვლელად მას ნახვიდა სხვაცა ვინმე გამოჩნდების მასწავლელად თვარა ეშმა გჩვენებია ლხინთა შენთა შემცვლელ მშლელად სევდისაგან მოიცალეთ რად შექნილხართ მოუცლელად

120. როსტან სიტყვა ასულისა მოეწონა ეკეთაცა პირი ხელით დაუჭირა გარდაკოცნა კვლა და კვლაცა უბრძანა თუ დაგმორჩილდე რაცა მითხარ აგრე ვქნაცა იგივეა მჴსნელი ჩემი ვინცა მიწა გამაკაცა

121. მოასხნეს კაცნი გაგზავნეს ოთხთავე ცისა კიდეთა უბრძანეს წადით პატიჟთა თავიმცა რად დარიდეთა მონახეთ ჰსძებნეთ იგი ყმა სხვად ნურად მოიცლიდეთა მისწერეთ წიგნი სადაცა ვერ მისწვდეთ ვერ მიხვიდეთა

122. კაცნი წავიდეს იარეს მათ ერთი წელიწადია მონახეს ძებნეს იგი ყმა იკითხეს კვლავ და კვლავ დია ვერეცა თუ ნახეს ნახული ღმერთისაგან დანაბადია ცუდად მაშვრალნი მოვიდეს მათსავე გულსა ზადია

123. მონათა ჰკადრეს მეფეო ჩვენ ხმელნი მოვიარენით მაგრა ვერ ვპოვეთ იგი ყმა მით ვერა გავიხარენით მისსა მნახავსა სულდგმულსა კაცსა ვერ შევეყარენით ჩვენ ვერა გარგეთ საქმენი სხვანი რამ მოიგვარენით

124. მეფე ბრძანებს მართალ იყო ასული და ჩემი ძეო ვნახე რამე ეშმაკისა სიცუდე და სიბილწეო ჩემდა მტერად წამოსრული გარდმოსული ზეცით ზეო გამიშვია შეჭირვება არა მგამა ყოლა მეო

125. ესე თქვა და სიხარულით თამაშობა ადიადა მგოსანი და მუშაითი უხმეს ჰპოეს რაცა სადა დია გასცა საბოძვარი ყველა დარბაზს შემოხადა მისი მსგავსი სიუხვითა ღმერთმან სხვამცა რა დაბადა

126. ავთანდილ ჯდა მარტო საწოლს ეცვა ოდენ მას პერანგი იხარებდა და იმღერდა წინა ედგა ერთი ჩანგი მის წინაშე შემოვიდა თინათინის მონა ზანგი მოახსენა გიბრძანებსო ტანი ალვა პირი მანგი

127. ავთანდილს მიხვდა მოსმენა საქმისა სანატრელისა ადგა და კაბა ჩაიცვა მჯობი ყოვლისა ჭრელისა უხარის ნახვა ვარდისა არ ერდგან შეუყრელისა ამოა ჭვრეტა ტურფისა სიახლე საყვარელისა

128. ავთანდილ ლაღი უკადრი მივა არვისგან რცხვენოდა მას ნახავს ვისთჳს ვამთაგან ცრემლი მრავალ ჯერ სდენოდა იგი უებრო ქუშად ჯდა ელვისა მსგავსად შვენოდა მთვარესა მისთა შუქთაგან უკუნი გარდაჰფენოდა

129. გაცრცვლისა ტანსა ემოსნეს ყარყუმნი უსაპირონი ებურნეს მოშლით რიდენი ფასისა თქმად საჭირონი შვენოდეს შავნი წამწამნი გულისა გასაგმირონი მას თეთრსა ყელსა ეხვივნეს გრძლად თმანი არ უხშირონი

130. დაღრეჯით იყო მჯდომარე ძოწეულითა რიდითა ავთანდილს უთხრა დაჯდომა წყნარად ცნობითა მშვიდითა მონამან სელნი დაუდგნა დაჯდა კრძალვით და რიდითა პირისპირ პირსა უჭვრეტდა სავსე ლხინითა დიდითა

131. ქალმა უბრძანა ზარი მლევს მე ამისისა თხრობისა მწადდა არა თქმა რომლისა ღონე არა მაქუს თმობისა მაგრა იციცა მიზეზი შენისა აქა ჴმობისა რად ვზი ქუშად და დაღრეჯით ასრე მიჴდილი ცნობისა

132. ყმამან ჰკადრა საზაროსა ჩემგან თქმაღა ვით იქმნების მზესა მთვარე შეეყაროს დაილევის დაცაჭკნების აზრად არათ აღარა მცალს თავი ჩემი მეგონების თქვენვე ბრძანეთ რაცა გიმძიმს ანუ რაცა გეკვირვების

133. ქალმან უთხრა საუბარი კეკლუც სიტყვა არ დუხჭირად იტყვის თუმცა აქანამდის ჩემგან შორს ხარ დანამჭირად მიკვირს მოგხვდა წამის ყოფად საქმე შენგან საეჭვირად მაგრა გითხრა პირველ ხვალმე სენი მე მჭირს რაცა ჭირად

134. გახსოვს ოდეს შენ და როსტანს მინდორს მხეცნი დაგეხოცა ყმა გენახა უცხო ვინმე რომე ცრემლი მოეხოცა მას უკანით გონებამან მისმან ასრე დამამხოცა შენ გენუკვი მონახვასა კიდით კიდე მოლახოცა

135. აქანამდის ნაუბარსა თუცა ვერას ვერ გეტყვია მაგრა შორით სიყვარული შენგან ჩემი შემიტყვია ვიცი რომე გაუწყვეტლად თვალთა ღაწვი გისეტყვია შეუპყრიხარ სიყვარულსა გული შენი დაუტყვია

136. ასრე გითხრა სამსახური ჩემი გმართებს ამა ორად პირველ ყმა ხარ ხორციელი არვინა გვყავს შენად სწორად მერმე ჩემი მიჯნური ხარ დასტურია არ ნაჭორად წადი იგი მოყმე ძებნე ახლოს იყოს თუნდა შორად