... (Q-779), XVIII ს.

წიგნი ავთანდილისა თავის ყმათა თანა჻

21. დაწერა჻ თუ჻ ჩემნო჻ ყმანო჻ გამზრდელნო჻ და჻ ზოგნო჻ ზრდილნო ერთგულნო჻ და჻ მისანდონო჻ ამას჻ ზედა჻ გამოცდილნო თქუენ჻ ჩემისა჻ საწადლისა჻ მიდგომილნო჻ ვითა჻ ჩრდილნო წიგნი჻ ჩემი჻ მოისმინეთ჻ ყოვლნო჻ ერთგან჻ შემოხდილნო

22. მიწაცა჻ თქუენი჻ ავთანდილ჻ ისმინეთ჻ გიწერ჻ მე჻ რასა თუით჻ ვიქ჻ ჴელითა჻ ჩემითა჻ ამა჻ წიგნისა჻ წერასა ცოტასა჻ ხანსა჻ ვარჩივენ გაჭრა჻ სუმასა჻ და჻ მღერასა პურად჻ და჻ საჭმლად჻ მივენდე჻ ჩემსა჻ მშვილდსა჻ და჻ ცერასა

23. საქმე჻ რამე჻ მიც჻ თავისა჻ ზე჻ სადმე჻ გარდსახუეწელი დავჰყო჻ მარტო჻ და჻ ღარიბად჻ ესე჻ წლეული჻ მე჻ წელი გემუდარები჻ ამისთუის჻ ვარ჻ თქუენი჻ შემომხვეწელი მე჻ დამახუედროთ჻ სამეფო჻ მტერთაგან჻ დაულეწელი

24. მე჻ შერმადინ჻ დამიგდია჻ ჩემად჻ კერძად჻ პატრონობდეს სიკვდილსა჻ და჻ სიცოცხლესა჻ სადამდისცა჻ ჩემსა჻ სცნობდეს ყოვლთა჻ მზეებრ჻ მოგეფინოს჻ ვარდს჻ სადმე჻ არ჻ აჭნობდეს შემცოდესა჻ ყუელაკასა჻ ვითა჻ ცვილსა჻ დაადნობდეს

25. თქვენცა჻ იცით჻ გამიზრდია჻ ვითა჻ ძმა჻ და჻ ვითა჻ შვილი ამას჻ ასრე჻ ჰმორჩილობდით჻ არის჻ ვითამც჻ ავთანდილი ბუკსა჻ იკრას჻ აქნევინეთ჻ ყოვლი჻ საქმე჻ ჩემგან჻ ქნილი მე჻ თუ჻ დრომდის჻ არ჻ მოვიდე჻ გლოვა჻ გმართებს჻ არ჻ სიცილი

26. ესე჻ წიგნი჻ გაასრულა჻ წყლიანმან჻ და჻ სიტყუა ნაზმა წელთა჻ ოქრო჻ შემოირტყა჻ საღარიბოდ჻ მოეკაზმა ბრძანა჻ მინდორს჻ შევჯდებიო჻ ლაშქარიცა჻ დაერაზმა მასვე჻ წამსა჻ წამოვიდა჻ შინა჻ ხანი჻ არა჻ დაზმა

27. ბრძანა჻ წადით჻ ყუელაკაი჻ აქა჻ მომჴრედ჻ არვინ჻ მინა მონებიცა჻ მოიშორვა჻ თავი჻ გაითავისწინა მარტო჻ გარე჻ შემობრუნდა჻ შამბი჻ შიგან჻ გაირბინა მიწყივ჻ მისად჻ საგონებლად჻ მისი჻ მკვლელი჻ თინათინა

28. იგი჻ ველი჻ გაირბინა჻ ლაშქართაგან჻ გაეკიდა ვინცა჻ ნახა჻ სულიერმან჻ ანუ჻ ვინმცა჻ გაეკიდა ვის჻ მახუილი჻ ვერას჻ ავნებს჻ იმას჻ ვინმცა჻ წაეკიდა მისგან჻ ტუირთი჻ კაეშნისა჻ ტუირთად჻ ვარგად჻ გაეკიდა

29. რა჻ ლაშქართა჻ ინადირეს჻ და჻ პატრონი჻ მოითუალეს იგი჻ პირმზე჻ ვეღარ჻ პოვეს჻ პირი჻ მათი჻ იფერმკრთალეს მათსა჻ დიდსა჻ სიხარულსა჻ სამძიმარი჻ ანაცვალეს ყოვლგან჻ რბოდეს჻ საძებარად჻ ვინცა჻ იყო჻ უცხენმალეს

30. ღ~თი჻ ლომო჻ შენად჻ ნაცვლად჻ სხუასა჻ ვისმცა჻ დანერგვიდეს დარბოდეს჻ და჻ სხუაგნით჻ სხუათა჻ მოამბეთა჻ მოასხმიდეს ვეღარა჻ ცნეს჻ მისი჻ საქმე჻ გაიარა჻ აქათ჻ კიდეს მისნი჻ სპანი჻ გულმოკლულნი჻ ცრემლსა჻ ცხელსა჻ გარდმოჰყრიდეს

31. შერმადინ჻ ერთგან჻ შეყარნა჻ ხასი჻ და჻ დიდებულები უჩუენა჻ იგი჻ უსტარი჻ ამბავი჻ მისი჻ თქმულები რა჻ მოისმინეს჻ ყუელაი჻ დარჩა჻ გულდანაწყლულები თავსა჻ იცემდეს჻ არ჻ იყო჻ გული჻ უცრემლო჻ ულები

32. შერმადინ჻ უთხრა჻ მართლ჻ ხართ჻ თუ჻ ცრემლსა჻ თუალთათ჻ დაჰმილდეთ მაგრა჻ გუიჯობს჻ რომე჻ მისსა჻ ბრძანებასა჻ დავმორჩილდეთ჻ არა჻ გავრყუნათ჻ სამსახური჻ მას჻ წინაშე჻ არ჻ დავსწბილდეთ ცხადად჻ გუიჩნდეს჻ სიხარული჻ სიმძიმილსა჻ გარდავსცილდეთ

33. ყოვლთა჻ ჰკადრეს჻ თუცა჻ ყოფა჻ ჩუენ჻ უმისოდ჻ გვეარმისცა უშენოსა჻ საჯდომი჻ და჻ ტახტი჻ მისი჻ ვისმცა჻ მისცა გაღანამცა჻ გმორჩილობდეთ჻ თუ჻ გუიბრძანო჻ რაცა჻ ვისცა იგი჻ მონა჻ აპატრონეს჻ ყუელაკამან჻ თაყუანისსცა

ავთანდილისაგან ტარიელის ძებნად წასულა჻

34. ამ჻ საქმესა჻ მემოწმების჻ დეიონოსი჻ ბრძენი჻ ეზროს საბრალუა჻ ოდის჻ ვარდი჻ დაეთურთვილოს჻ დაცაეზროს ვის჻ ბადახში჻ არა჻ ჰგუანდეს჻ და჻ ლერწამი჻ ტანად჻ ეზროს იგი჻ სადმე჻ გაღარიბდეს჻ სამყოფთაგან჻ იაბეზროს

35. მივიდოდა჻ მიუბნობდა჻ პირსა჻ მზესა჻ ანათებდა჻ თინათინის჻ გონება჻ ჰკლავს჻ სხუთა჻ შუქსა჻ დაავსებდა჻ მიტირის჻ და჻ ღ~თსა჻ ჰმადლობს჻ შემხედველთა჻ ადუღებდა იტყვის჻ ნახეთ჻ ეს჻ სოფელი჻ ბედსა჻ მისსა჻ უჩუენებდა

36. ავთანდილ჻ იგი჻ მინდორი჻ ოთხახუმით჻ გარდაიარა დააგდო჻ მზღუარი჻ არაბთა჻ სხუათ჻ მზღუართა჻ არე჻ იარა მაგრა჻ მის჻ მზისა჻ გაყრამან჻ სიცოცხლე჻ გაუზიარა თქუა჻ თუ჻ მე჻ მასმცა჻ ვეახლე჻ აწ჻ ცხელსა჻ ცრემლსა჻ ვღური჻ არა

37. ახალმან჻ ფიფქმან჻ დათოა჻ ვარდი჻ დათურთილა჻ დანასა მოუნდის჻ გულსა჻ დაცემა჻ ზოგჯერ჻ მიჰმართის჻ დანასა თქუის჻ ჭირი჻ ჩემი჻ სოფელმან჻ ოთხმოცდაათი჻ ანასა მოვშორდი჻ ლხინსა჻ ყუელასა჻ ჩანგსა჻ ბარბითსა჻ და჻ ნასა

38. მოეგონის჻ მისი჻ მკვლელი჻ შეეყარის჻ ჴორცთა჻ თრთოლა დაჴუდის჻ მხეცი჻ ფიცხლად჻ მოკლის჻ არ჻ შეზარდის჻ მათგან჻ ყოლა შენგან჻ კიდე჻ მზეო჻ ჩემი჻ შეუძლია჻ ვისმცა჻ ბრძოლა მოგძულდი჻ და჻ გამომაგდე჻ ოჴრად჻ დამრჩეს჻ სპათა჻ ყოლა