... (H-54), 1680 წ.

1811. დედოფალმან: ეგრე: ბრძანა: ობოლ: ქურივნი: მოასხენით: ყუელაკაი: დაამდიდრეთ: საბოძურითა: აავსენით: თუით: უბოძა: უსაზომო: რომ: არ: ითქუმის: ყოლა: ენით: ულოცეთო: დღეგრძელობა: ესე: ღ~თსა: შევედრენით:

1812. ტარიელ: თქუა: დედოფალო: გკადრებ: ერთსა: მოსახსენსა: შეიწყალე: რამაზ: მეფე: მიავალე: ღ~თსა: შენსა: ვნახე: მეტად: შემებრალნეს: შეუშინდა: ჴრმალსა: ჩუენსა: ღ~თი: ალხენს: მოცთომილსა: მონანულსა: ცრემლ: ნადენსა:

1813. დედოფალმან: ლმობიერად: შევუნდობო: ესე: ბრძანა: მოიყუანეს: რამაზ: მეფე: ჴელმწიფეთა: ათაყვანა: ყოვლით: კერძო: მომღერალთა: ჴმები: გაეთანისთანა: ჭირთა: მათგან: გარდაჴდილთა: ესე: ლხინი: შეაგუანა:

1814. ოქრო: თუალი: მარგალიტი: შუენიერი: სანახავად: ყოვლგან: იდუის: ვითა: გორი: მოდის: ველთა: მოსარწყავად: ვისცა: სწადდის: ალაფობდის: წაიღებდის: უკითხავად: მანდატური: არვის: სცუიდის: ბოლოს: ვინ: ჯდის: ანუ: თავად:

1815. ავთანდილ: და: ფრიდონისთა: სპათა: ეტყუის: მეფე: დიდი: სტუმარნი: ხართ: შოებისა: სირცხუილი: და: ნუ: გაქუთ: რიდი: თუითოს: კაცსა: თუითო: ჯორი: მარგალიტი: ანაკიდი: ესე: მისცა: საბოძუარსა: სხუას: ყუელასა: ვერ: დავსთულიდი:

1816. ავთანდილ: და: ფრიდონისთვის: საბოძვარსა: ვინ: დასთუალავს: ვერ: გამოსთქუამს: სიმრავლესა: ენა: ამად: თავსა: კრძალავს: რაცა: იდვა: უკეთესსა: დედოფალი: არ: დამალავს: მათ: უჴმობდა: მჴსნელად: მათად: ტკბილად: უჭურეტს: არა: მალავს:

1817. სრულნი: ჰინდონი: ავთანდილს: და: ფრიდონს: ღ~თად: ჴადოდიან: თქუენგან: გუჭირს: კარგი: ყველაი: მართ: ამას: მოიტყოდიან: ვითა: პატრონსა: სჭურეტდიან: რაც: სწადდის: მას: იქმოდიან: სადარბაზობლად: ნიადაგ: მათ: წინა: მოვიდოდიან:

1818. ტარიელ: რამაზ: მეფესა: უბოძა: საბოძვარია: უბრძანა: ხარკსა: მოგუცემდი: მართ: ვითა: შენი: გუარია: მან: თაყუანისცა: პირისა: ქუე: მდაბლად: დამდებარია: წავიდა: მისი: მლოცველი: არ: ომთა: მომკვეხარია:

1819. ჰინდოთ: მეფე: უბრძანებდა: ასმათს: მისსა: შეკდომილსა: რაცა: შენ: ჰქენ: არ: უქნია: არ: გამზრდელსა: არცა: ზრდილსა: აწ: ჰინდოეთს: სამეფოსა: მეშუიდესა: ერთსა: წილსა: ზედა: დაგსუამ: შენი: იყოს: გუმსახურებდი: ტკბილი: ტკბილსა:

1820. ვინცა: გწადდეს: ქმრად: შეირთე: სამეფოსა: ეპატრონე: მუნიდაღმა: გუმსახურებდი: თავი: შენი: დაგუამონე: ასმათ: ფერჴნი: გარდუკოცნა: შენგან: არის: ჩემი: ღონე: მონობისა: უკეთესი: რამც: ვიშოვნე: რამც: ვიქონე:

1821. ერთგან: სამთავე: ძმობილთა: დაყუნეს: ცოტანი: დღენია: თამაშობდიან: უსახო: მოუდიოდეს: ძღუენია: რა: მარგალიტი: ღარიბი: რა: უკეთესი: ცხენია: მაგრა: ავთანდილს: სურვილმან: დაღრეჯა: დააჩენია:

1822. ტარიელ: ცნა: ამა: ყმასა: ცოლისათუის: მოესურვა: უბრძანებდა: გული: შენი: განაღამცა: მომემდურვა: აწ: ვაგლახ: მენ: ჭირი: შენი: გონებამან: შვიდი: თუ: რვა: მოგშორდები: საწუთრომან: ლხინი: ასრე: დამიშურვა:

1823. კულა: ფრიდონცა: დაეთხოვა: წავიდეო: სახლსა: ჩემსა: ზედა: ზედა: დავსტკეპნიდე: დარბაზსა: და: ამა: თემსა: სამსახურსა: მიბრძანებდი: უხუცესი: ვითა: მრწემსა: თქუენთუის: ასრე: მომსურდების: წყაროსათუის: ვით: ირემსა:

1824. მასცა: უბოძა: ფარმანი: წა: სახლი: მოიარეო: მე: ნუ: გამწირავ: მიახლე: ადრე: მობრუნდი: გარეო: ავთანდილს: უთხრა: უშენოდ: რამცაღა: გავიხარეო: რადგან: ისწრაფი: ნუ: გაგვა: მიგელის: ლომსა: მთუარეო:

1825. როსტანისთუის: წაატანა: ძღუნად: ტურფები: ჯუბაჩები: კულა: ჭურჭელი: თუალთა: თლილთა: არ: კოვზები: არ: ჩამჩები: ჩემაგიერ: მიუტანე: წაო: ნურას: მეურჩები: ავთანდილ: თქუა: არა: ვიცი: მე: უშენოდ: ვით: დავრჩები:

1826. ქალსა: ქალმან: გაუგზავნა: ყაბაჩა: და: ერთი: რიდე: რომე: ჩაცუმა: დაბურვასა: ვინ: ღირს: იყო: მათგან: კიდე: ერთი: თუალი: წამღებელსა: ვერა: თქუას: თუ: ცუდად: ვზიდე ღამე: მზეებრ: გაანათლის: ჩნდის: სადაცა: შეხედვიდე:

1827. ავთანდილ: შეჯდა: წავიდა: ტარიას: გაესალამა: იგი: ორნივე: გაყრისა: დაწუნა: ცეხლისა: ალამა: სრულად: ინდონი: მისტირან: ცრემლმან: მინდორი: დალამა: ავთანდილ: იტყუის: მომკლაო: სოფლისა: მე: სამსალამა:

1828. ერთგან: ფრიდონ: და: ავთანდილ: იარნეს: დღენი: მცირენი: გზამან: გაჰყარნა: წავიდეს: თავის: თავ: ანატირენი: კარგად: მოუჴდეს: მათ: მათნი: საქმენი: დანაპირენი: ავთანდილ: მიჰჴდა: არაბეთს: ნახნა: არ: ცუდნი: ჭირენი:

1829. გამოეგებნეს: არაბნი: სამეფო: დააშვენა: მან: ნახა: მზე: მისი: მირიდა: მისთა: სურვილთა: წყენამან: მის: თანა: ტახტსა: დავეჯდა: ილხინა: მჭურეტთა: ლხენამან: გააჴელმწიფა: გუირგუინი: ზეცით: მოსრულმან: ზენამან:

1830. მათ: სამთავე: ჴელმწიფეთა: ერთმანერთი: არა: სძულდეს: ერთმანერთსა: ნახუიდიან: საწადელნი: გაუსრულდეს: ბრძანებისა: შემცილენი: მათთა: ჴრმალთა: დავეწყლულდეს: მოიმატეს: სამეფონი: გაჴელმწიფდეს: გამორჭმულდეს: