... (პარიზული ხელნაწერი 10)

1635. ნესტანდარეჯან჻ თქვა჻ ნეტამც჻ ყოლე჻ არ჻ შეგეცნებოდი჻ მზისა჻ გამყრელი჻ გაყრითა჻ აწ჻ ასრე჻ არ჻ დავდნებოდი჻ ამბავსა჻ სცნევდი჻ მაცნევდი჻ წიგნითა჻ მეუბნებოდი჻ ვითა჻ მე჻ შენთვის჻ დამწვარვარ჻ აგრე჻ შენ჻ ჩემთვის჻ სდნებოდი჻

1636. თინათინ჻ უთხრა჻ ჰე჻ მზეო჻ შენთა჻ მჭვრეტელთა჻ ლხინებო჻ რადმცა჻ გაგწირე჻ თუ჻ ვითა჻ გაყრასა჻ მოვითმინებო჻ ღმრთისაგან჻ დღეთა჻ თხოვისა჻ ნაცვლად჻ სიკვდილი჻ ვინებო჻ აგრემცა჻ მივი჻ რაზომსა჻ მე჻ ცრემლსა჻ დავიდინებო჻

1637. კულა჻ აკოცეს჻ ერთმანერთსა჻ გაიყარნეს჻ იგი჻ ქალნი჻ ქვე჻ დამდგომმან჻ წამავალსა჻ ვერ჻ მოსწყვიდნა჻ ყოლა჻ თვალნი჻ იგი჻ იჭვრეტს჻ უკუღმავე჻ ედებოდეს჻ ამით჻ ალნი჻ რომე჻ მწადდეს჻ ვერ჻ დავწერენ჻ მე჻ სიტყვანი჻ ნაათალნი჻

1638. როსტან჻ მათითა჻ გაყრითა჻ ხელთაგან჻ უფრო჻ ხელდების჻ ათასჯერ჻ იტყვის჻ ვაგლახსა჻ არ჻ სულთქმა჻ უერთხელდების჻ ცხელი჻ სდის჻ წყარო჻ ცრემლისა჻ მართ჻ ვითა჻ ქვაბი჻ ცხელდების჻ ტარიელ჻ არის჻ დაღრეჯით჻ ფიფქი჻ ნასდების჻ თხელდების჻

1639. ტარიელს჻ ვარდსა჻ დაუტყლეჟს჻ მეფე჻ ხვევნით჻ და჻ კოცებით჻ იტყვის჻ თუ჻ თქვენი჻ სიახლე჻ მიჩს჻ აქამდისცა჻ ოცებით჻ რადგან჻ მოგშორდი჻ დავრჩები჻ პატიჟთა჻ გაასოცებით჻ შენგან჻ მოგვეცა჻ სიცოცხლე჻ შენგანვე჻ დავიხოცებით჻

1640. ტარიელ჻ შეჯდა჻ მეფისა჻ გამყრელი჻ გამომსალამე჻ სრულად჻ ლაშქართა჻ სდიოდა჻ ცრემლი჻ მინდორთა჻ სალამე჻ მზე჻ შენ჻ გელმისო჻ საომრად჻ და჻ თავი჻ შენ჻ მას჻ ალამე჻ უბრძანა჻ თქვენთვის჻ მტირალსა჻ ყოლა჻ რად჻ მიჩნდეს჻ სალა჻ მე჻

1641. გაემართნეს჻ და჻ წავიდეს჻ დია჻ სპითა჻ და჻ ბარგითა჻ ტარიელ჻ ფრიდონ჻ ავთანდილ჻ თავითა჻ მეტად჻ კარგითა჻ კაცი჻ ორმოცი჻ ათასი჻ ჰყვა჻ ცხენებითა჻ ვარგითა჻ მივლენ჻ სამნივე჻ გულითა჻ ერთმანერთისა჻ მარგითა჻

1642. სამ჻ თვე჻ ვლეს჻ ღმერთსა჻ მათებრ჻ სხვა჻ ნურა჻ ნუ჻ დაჰბადოსა჻ მოეგებნიან჻ მტერობა჻ ვერავინ჻ დაიქადოსა჻ მინდორსა჻ შიგან჻ სადილად჻ გარდახდეს჻ უდელადოსა჻ ვითა჻ მართებდათ჻ პურობდეს჻ ღვინოსა჻ სმიდეს჻ არ჻ დოსა჻

ტარიელისაგან ჰინდოთ მეფისა სიკუდილისა ცნობა჻

1643. ქედსა჻ ზედა჻ გარდმოადგა჻ მეტად჻ დიდი჻ ქარავანი჻ კაცები჻ და჻ სახედრები჻ ერთობ჻ იყო჻ შაოსანი჻ გარეშემო჻ მოეკვეცნეს჻ უკანამო჻ დალალანი჻ მეფე჻ ბრძანებს჻ მოასხითო჻ ჩვენ჻ დავყოვნოთ჻ აქა჻ ხანი჻

1644. მოასხნეს჻ იგი჻ ვაჭარნი჻ და჻ მათი჻ უხუცესია჻ უბრძანავინ჻ ხართ჻ შავითა჻ რად჻ ტანი჻ შეგიბლესია჻ მათ჻ მოახსენესსით჻ მოვალთ჻ მუნ჻ ასრე჻ დანაწესია჻ ინდოეთს჻ მისრით჻ მოსრულთა჻ გვივლია჻ გზა჻ უგრძესია჻

1645. გაეხარნეს჻ მათ჻ ვაჭართა჻ ჰინდოეთით჻ მომავლობა჻ მაგრა჻ თავი჻ უმეცარ჻ ყვეს჻ არა჻ მისცეს჻ ყოლა჻ გრძნობა჻ უცხოურად჻ ეუბნების჻ მათ჻ ვერა჻ ქმნეს჻ მათი჻ ცნობა჻ არ჻ ესმოდა჻ ჰინდოური჻ არაბულად჻ ყვეს჻ უბნობა჻

1646. უბრძანესგუითხარ჻ ვაჭარნო჻ ამბავი჻ ჰინდოეთისა჻ მათ჻ ჰკადრეს჻ ზეცით჻ მოსრულა჻ ჰინდოეთს჻ რისხვა჻ ზეცისა჻ დიდსა჻ და჻ წვრილსა჻ ყველასა჻ ცრემლი჻ სდის჻ მსგავსი჻ წვეთისა჻ მას჻ შიგან჻ მყოფსა჻ ბრძენსაცა჻ ცნობა჻ აქვს჻ ვითა჻ შეთისა჻

1647. თვით჻ მათვე჻ მათსა჻ ამბავსა჻ უამბობს჻ არის჻ წყლიანი჻ ფარსადან჻ მეფე჻ ჰინდოთა჻ იყო჻ ხელმწიფე჻ სვიანი჻ მას჻ ესვა჻ ქალი჻ მნათობი჻ მზისაცა჻ უფრო჻ მზიანი჻ კბილმარგალიტი჻ ტანალვა჻ ღაწვბადახშ჻ ყორანთმიანი჻

1648. მას჻ ქალსა჻ და჻ ამირბარსა჻ ერთმანერთი჻ შეუყვარდა჻ ამირბარმან჻ სიძე჻ მოკლა჻ ხმა჻ მეფესა჻ დაუვარდა჻ იგი჻ ქალი჻ პატარაი჻ მამის჻ დასა჻ გაეზარდა჻ ბუქთა჻ მისგან჻ მონაქროლთა჻ ჰინდოეთი჻ გარდაჰქარდა჻

აქა ტარიელ დიდვაჭართა ჰინდუსტნის ამბავს ჰკითხავს჻

1649. მამიდა჻ ქაჯი჻ იყო჻ გრძნეულობა჻ იცის჻ კარგა჻ მით჻ შემართა჻ საშინელი჻ მზე჻ ხმელეთსა჻ დაუკარგა჻ თვითცა჻ მოკვდა჻ უბედური჻ მართ჻ საცოცხლოდ჻ არად჻ ვარგა჻ იგი჻ ქალი჻ დაუკარგა჻ ალვა჻ მორჩი჻ სხვაგან჻ დარგა჻

1650. ცნა჻ ამირბარმან჻ წავიდა჻ ლომი჻ მის჻ მზისა჻ მძებნელად჻ იგიცა჻ წახდა჻ ჰინდოეთს჻ გახდა჻ მთვარე჻ და჻ მზე჻ ბნელად჻ ორნივე჻ წახდეს჻ პოვნაღა჻ მათი჻ არს჻ აწ჻ საგებნელად჻ მეფემან჻ ბრძანა჻ ჰე჻ ღმერთო჻ რად჻ ცეცხლსა჻ მომიდებ჻ ნელად჻

1651. მეფე჻ გაშმაგდა჻ მათისა჻ უღონოქმნილი჻ ძებნისა჻ ვად჻ შეიცვალა჻ ჰინდოეთს჻ ხმა჻ ქოსწინწილთა჻ ებნისა჻ ცოტასა჻ ხანსა჻ გავესძლო჻ დება჻ სახმილთა჻ გზნებისა჻ აწ჻ თვითცა჻ მოკვდა჻ შეიქმნა჻ ბოლო჻ სრვისა჻ და჻ ტკეპნისა჻

1652. რა჻ ვაჭარმან჻ ესე჻ სიტყვა჻ თქვა჻ საქმენი჻ გააკვლადნა჻ ქალმან჻ დიდნი჻ დაიკივლნა჻ ფიცხლა჻ თავსა჻ მოიხადნა჻ ტარიელცა჻ დაიზახნა჻ დაფარულნი჻ გააცხადნა჻ ნარგისთაგან჻ ნაწვიმარი჻ ღვარი჻ ადგა჻ თოვლი჻ გადნა჻