1596. მეფე჻ კოცნასა჻ ჰლამობდა჻ აღარა჻ ცრემლნი჻ სდენიან჻ ავთანდილ჻ ფერხთა჻ ეხვევის჻ შუქნი჻ ქვე჻ დაუფენიან჻ უბრძანა჻ ადეგ჻ ნუ჻ ირცხვი჻ შენ჻ ზნენი჻ გამოგჩენიან჻ რათგან჻ მერჩიო჻ ნუ჻ მერცხვი჻ გაე჻ რასაღა჻ გრცხვენიან჻
1597. მოეხვია჻ გარდაჰკოცნა჻ მან჻ პირისა჻ არემარე჻ დამივსეო჻ ცეცხლი჻ ცხელი჻ მაგრა჻ წყალი჻ არე჻ მარე჻ ვინ჻ გიშერი჻ დააჯოგა჻ და჻ წამწმისა჻ არემა჻ რე჻ გვალე჻ შეგყრი჻ ლომო჻ მზესა჻ თავი჻ მისკე჻ არე჻ მარე჻
1598. მეფე჻ ყელსა჻ ეხვეოდა჻ მას჻ ლომსა჻ და჻ ვითა჻ გმირსა჻ ახლოს჻ უზის჻ ეუბნების჻ აკოცებს჻ და჻ უჭვრეტს჻ პირსა჻ იგი჻ მზე჻ და჻ ხელმწიფობა჻ ასრე჻ მიხვდა჻ ვითა჻ ღირსა჻ მაშინღაა჻ ლხინი჻ ამო჻ რა჻ გარდიხდის჻ კაცი჻ ჭირსა჻
1599. ყმა჻ მეფესა჻ მოახსენებს჻ მიკვირს჻ სხვასა჻ რად჻ რას჻ ბრძანებ჻ რად჻ არ჻ გინდა჻ ნახვა჻ მზისა჻ ანუ჻ რადღა჻ აგვიანებ჻ მიეგებვი჻ მხიარული჻ სახლსა჻ თქვენსა჻ მოიყვანებ჻ შემოიმოს჻ შუქთა჻ მისთა჻ ნათლად჻ გარე჻ მოივანებ჻
1600. ტარიელსცა჻ მოახსენა჻ შესხდეს჻ ქალსა჻ მიეგებნეს჻ მათ჻ სამთავე჻ გოლიათთა჻ მზისა჻ ფერად჻ ღაწვნი჻ ღებნეს჻ მიხვდეს჻ მათსა჻ საწადელსა჻ იგი჻ პოვეს჻ რაცა჻ ძებნეს჻ ხელი჻ ჰხადეს჻ ხრმალთა჻ მათთა჻ არა჻ ცუდად჻ წელთა჻ ებნეს჻
1601. მეფემან჻ ქალს჻ უსალამა჻ მან჻ შორით჻ გარდახდომილმან჻ დაუყვნა჻ თვალნი჻ ელვამან჻ მისთა჻ ღაწვთაგან჻ კრთომილმან჻ გამოეგება჻ აკოცა჻ კუბოსა჻ შიგან჻ ჯდომილმან჻ დაუწყო჻ ქება჻ მეფემან჻ თვით჻ ვერას჻ ვერმიხვდომილმან჻
1602. ეტყვის჻ მზეო჻ ვითა჻ გაქო჻ ნათელო჻ და჻ დარიანო჻ შენთვის჻ ხელნი჻ გონებანი჻ არა჻ ცუდად჻ არიანო჻ მზიანო჻ და჻ მთვარიანო჻ ეტლად჻ რაო჻ და჻ რიანო჻ თქვენ჻ საჭვრეტლად჻ აღარ჻ მინდით჻ არ჻ ვარდნო჻ და჻ არ჻ იანო჻
1603. გაჰკვირდეს჻ ყოვლნი჻ მხედველნი჻ მისთა჻ ელვათა჻ ფენასა჻ ვით჻ მზემან჻ დაყვნა჻ მჭვრეტელთა჻ თვალნი჻ ნათლისა჻ ჩენასა჻ მისგან჻ დამწვარნი჻ მისციან჻ გულნი჻ ჭვრეტითა჻ ლხენასა჻ სითცა჻ გამოჩნდის჻ იქმოდეს჻ ჯარნი჻ მუნითკენ჻ რბენასა჻
1604. შინა჻ წავიდეს჻ ყოველნი჻ შინა჻ თავისა჻ დარებად჻ ჰქონდეს჻ შვიდნივე჻ მნათობნი჻ მის჻ მზისა჻ დასადარებად჻ არ჻ მიიხდომის჻ სიტურფე჻ არს჻ მათგან჻ მიუმხვდარებად჻ ადრე჻ მივიდეს჻ მეფისა჻ სახლად჻ სამყოფად჻ არებად჻
1605. შევიდეს჻ ნახეს჻ თინათინ჻ მჭვრეტთა჻ მიმცემი჻ ჭირისა჻ სკიპტროსანგვირგვინოსანსა჻ ჰშვენოდა჻ ცმა჻ პორფირისა჻ მისრულთა჻ პირსა჻ შეადგა჻ ელვა჻ მისისა჻ პირისა჻ შევიდა჻ მეფე჻ ჰინდოთა჻ იგი჻ მზე჻ მსგავსი჻ გმირისა჻
1606. ტარიელ჻ და჻ ცოლმან჻ მისმან჻ ქალსა჻ მდაბლად჻ უსალამეს჻ მოეგებნეს჻ აკოცეს჻ და჻ საუბარი჻ დააჰამეს჻ იგი჻ სახლი჻ გაანათლეს჻ არ჻ ნათელი჻ შეაღამეს჻ ბროლბადახში჻ გააღაწვეს჻ და჻ გიშერი჻ აწამწამეს჻
1607. თინათინ჻ ზედა჻ აწვივა჻ ტახტსა჻ მეფეთა჻ ზეთასა჻ ტარიელ჻ უთხრა჻ შენ჻ დაჯე჻ სწადიან჻ ბრჭესა჻ ბრჭეთასა჻ დღეს჻ ტახტი჻ შენი჻ შენ჻ გმართებს჻ მეტად჻ ყოველთა჻ დღეთასა჻ მე჻ ლომი჻ ლომთა჻ დაგისვა჻ გვერდსა჻ შენ჻ მზესა჻ მზეთასა჻
1608. ორთავე჻ ხელი჻ მოჰკიდეს჻ და჻ დასვეს჻ ტახტსა჻ თავისსა჻ გვერდსა჻ დაუსვეს჻ ავთანდილ჻ სურვილსა჻ მოეკლა჻ ვისსა჻ უნახავსა჻ და჻ ნახულსა჻ სჯობს჻ ყოვლსა჻ სანახავისსა჻ ნუ჻ ეჭვ჻ მიჯნურად჻ მათებრსა჻ ნუცა჻ თუ჻ რამინს჻ და჻ ვისსა჻
1609. ქალსა჻ შესწბა჻ გაუკვირდა჻ ავთანდილის჻ გვერდსა჻ ჯდომა჻ ფერი჻ ჰკრთა჻ და჻ გაუფიცხა჻ შე჻ და჻ გამო჻ გულმან჻ კრთომა჻ მეფე჻ ეტყვის჻ შვილო჻ ჩემგან჻ გაქვ჻ სირცხვილი჻ თუ჻ რა჻ ზომა჻ ბრძენთა჻ უთქვამს჻ სიყვარული჻ ბოლოდ჻ მისი჻ არ჻ წახდომა჻
1610. აწ჻ შვილო჻ ღმერთმან჻ თქვენ჻ მოგცეს჻ ათას჻ წელ჻ დღეთა჻ გრძელობა჻ სვესვიანობა჻ დიდობა჻ კვლა჻ ჭირთა჻ გარდუხდელობა჻ ცამცა჻ ნუ჻ შეგცვლის჻ მოგხვდების჻ თვით჻ მისებრ჻ შეუცვლელობა჻ თქვენის჻ ხელითა჻ მეღირსოს჻ მიწათა჻ შემომყრელობა჻
1611. მართ჻ მეფემან჻ სპათა჻ ბრძანა჻ ავთანდილის჻ თაყვანება჻ ესეაო჻ მეფე჻ თქვენი჻ ასრე჻ იქნა჻ ღმრთისა჻ ნება჻ დღეს჻ ამას჻ აქვს჻ ტახტი჻ ჩემი჻ მე჻ სიბერე჻ ვითა჻ სნება჻ ჩემად჻ სწორად჻ ჰმსახურებდით჻ დაიჭირეთ჻ ჩემი჻ მცნება჻
1612. ლაშქარნი჻ და჻ დიდებულნი჻ დადრკეს჻ მდაბლად჻ ეთაყვანნეს჻ მოახსენეს჻ მიწად჻ ვექმნეთ჻ ვინცა჻ მიწად჻ მიგვიყვანნეს჻ მორჩილქმნილნი჻ დაგვამდიდნეს჻ ურჩნი჻ მკვდართა჻ დაგვაგვანნეს჻ მტერთა჻ მკლავნი჻ შეაძუტნეს჻ გულნი჻ ჩვენნი჻ აგულვანნეს჻
1613. ტარიელცა჻ უთხრა჻ ქებით჻ იმედისა჻ თავსა჻ დება჻ ქალსა჻ ეტყვის჻ შემიყრიხართ჻ აღარა჻ გწვავს჻ ცეცხლთა჻ დება჻ ქმარი჻ შენი჻ ძმაა჻ ჩემი჻ აგრევე჻ მწადს჻ თქვენი჻ დება჻ ორგულთა჻ და჻ შემცილეთა჻ თქვენთა჻ მე჻ ვქმნა჻ გაფლიდება჻
1614. მას჻ დღე჻ ავთანდილ჻ ხელმწიფედ჻ ზის჻ და჻ ხელმწიფე჻ ზენია჻ მას჻ თანა჻ მჯდომსა჻ ტარიელს჻ ჰშვენიან჻ სინაზენია჻ ნესტანჯარ჻ ახლავს჻ თინათინს჻ ვინ჻ მჭვრეტთა჻ ამაზრზენია჻ ჰგავს჻ თუ჻ ცა჻ მოდრკა჻ ქვეყანად჻ შეყრილან჻ ორნი჻ მზენია჻