... (პარიზული ხელნაწერი 10)

1672. აწ჻ დაემზადე჻ მოპარვა჻ მე჻ შენი჻ არა჻ მწადიან჻ შემები჻ რაზმი჻ გარდამწყევ჻ წინასვე჻ გამიცხადიან჻ პირბოზო჻ ჩემი჻ მორევნა჻ რა჻ დია჻ დაგიქადიან჻ მე჻ ჩაბალახად჻ გახმარნე჻ რაცა჻ გიმუზარადიან»჻

1673. დარაჯანი჻ წავიდეს჻ და჻ ერთმანერთსა჻ მიუსწრობდეს჻ რამაზს჻ უთხრეს჻ ყველაკაი჻ დამალვასა჻ ვერა჻ ჰსთმობდეს჻ მოვიდაო჻ ჰინდოთ჻ მეფე჻ ლაშქარნიცა჻ კარგნი჻ ჰყმობდეს჻ ვინცა჻ ვითა჻ გარდეხვეწოს჻ იგი჻ ერთი჻ ორთა჻ სჯობდეს჻

1674. ჰინდოთ჻ დროშა჻ ტარიელს჻ აქვს჻ და჻ ალამი჻ უბია჻ დროშა჻ არაბთა჻ მეფისა჻ მისსა჻ თანავე჻ ჰყუდია჻ არაბთა჻ იცის჻ ყველამან჻ მათი჻ აბჯარი჻ შუბია჻ ფრიდონმზე჻ მოყმე჻ რომელმან჻ შექმნა჻ სისხლისა჻ გუბია჻

1675. ცოტაი჻ წავლეს჻ გმოჩნდა჻ ხუთასი჻ ცხენოსანანი჻ შეტევებასა჻ ჰლამობდეს჻ ყმანი჻ არაბთა჻ თანანი჻ ტარიელ჻ გაწყრა჻ ნუ჻ იქთო჻ მისცნა჻ სიტყვისა჻ ნანანი჻ მოვიდეს჻ აჩნდეს჻ უაბჯროდჰქონდეს჻ არც჻ თუ჻ დანანი჻

1676. ცხენთა჻ ფერხთა჻ მოეხვია჻ მუხლმოყრილი჻ შეეხვეწა჻ მოახსენა჻ შემიბრალე჻ მისსა჻ ძალსა჻ ვინცა჻ გხვეწა჻ ნუ჻ დამარჩენ჻ ნუ჻ მაცოცხლებ჻ და჻ წამიღონ჻ მკვდარი჻ მე჻ წა჻ გული჻ თქვენი჻ სასაკუთრო჻ ბედმან჻ ასრე჻ დამილეწა჻

1677. დაიკარგენით჻ წაჰხვედით჻ თქვენ჻ წელნი჻ მეათენია჻ გახდეს჻ ფრინველნი჻ უმეფოდ჻ არწივსა჻ მოსტყდეს჻ ფრთენია჻ ამად჻ შევმართენ჻ საქმენი჻ მათნი჻ საკამათენია჻ ადრე჻ გამიტყდა჻ სოფელი჻ მართ჻ ვითა჻ კაბათენია჻

1678. შინა჻ წავიდეს჻ გარდახდეს჻ ეს჻ თურე჻ არ჻ ლაყაბია჻ რამაზ჻ ჰყავს჻ ორთა჻ დედათა჻ ყელსა჻ მანდილი჻ აბია჻ შეშინებული჻ საბრალოდ჻ დუღდა჻ მართ჻ ვითა჻ ქვაბია჻ შეგცოდე჻ მომკალ჻ მე჻ ხვალემ჻ რამცა჻ ვინ჻ მიასაბია჻

1679. ვიაჯი჻ მომკალ჻ მე჻ ხვალემ჻ ყველაი჻ ჩემი჻ ბრალია჻ მერმე჻ ხუთასი჻ ვაზირი჻ მყავს჻ აქათ჻ წაუვალია჻ თავები჻ დასჭერ჻ ადინე჻ სისხლი჻ მართ჻ ვითა჻ წყალია჻ სპა჻ უბრალოა჻ ნუ჻ დაჰხოც჻ ვტირ჻ ამად჻ გულმდუღარია჻

1680. ყოვლთა჻ მისცეს჻ ზენაარი჻ მიუყარნეს჻ მუხლნი჻ წინა჻ ნუ჻ დაგვხოცო჻ მისსა჻ ძალსა჻ ვინცა჻ აგრე჻ მოგაწყინა჻ ტარიელ჻ დგას჻ დაყმუნვებით჻ რამაზ჻ წინა჻ მოეფინა჻ ღმერთი჻ ალხენს჻ მონანულთა჻ არ჻ შეუნდობს჻ კაცი჻ ვინა჻

1681. კაცი჻ ცრემლითა჻ შეინდობს჻ თუ჻ ცოდვა჻ მის჻ თანაც჻ არსა჻ ვით჻ ნინეველი჻ ისხემდეს჻ თავსა჻ მტვერსა჻ და჻ ნაცარსა჻ ამით჻ დაესხნნეს჻ რისხვასა჻ ზეცით჻ მოსრულსა჻ ნაცარსა჻ წაღმავე჻ წაგრეხს჻ სოფელი჻ კვლა჻ მისგან჻ უკუ჻ ნაცარსა჻

1682. ბრძენმან჻ ვინმე჻ მოსწავლემან჻ საკითხავი჻ ესე჻ ვპოვნე჻ ესეაო჻ მამაცისა჻ მეტის჻ მეტი჻ სიგულოვნე჻ ოდეს჻ მტერსა჻ მოერიო჻ ნუღარ჻ მოჰკლავ჻ დაიყოვნე჻ გინდეს჻ სრული჻ მამაცობა჻ ესე჻ სიტყვა჻ დაიხსოვნე჻

1683. ტარიელ჻ მოტკბა჻ ღმრთისავე჻ მსგავსად჻ იგ჻ წარმართულია჻ აღარ჻ დაგხოცო჻ უბრძანა჻ ძლეული჻ შიშმან჻ თუ჻ ლია჻ წაღმავე჻ წაგრეხს჻ საქმესა჻ რაცა჻ უკუღმა჻ სთულია჻ ნაქმარი჻ მრუდი჻ ყველაი჻ აწ჻ ჩემგან჻ გამართულია჻

1684. თაყუანის჻ სცეს჻ და჻ დალოცეს჻ ყოველთა჻ ხმა჻ ერთად჻ იერეს჻ ღმერთსა჻ შევედრეს჻ ზახილით჻ სვე჻ მათი჻ გააძლიერეს჻ თავები჻ დახსნეს჻ სიკვდილსა჻ სიცოცხლე჻ ამის჻ მიერეს჻ ტარიას჻ ხრმალნი჻ ვერ჻ დაძღეს჻ ჯერთ჻ ხორცი჻ მოიმშიერეს჻

1685. ტარიას჻ ჭურეტად჻ მოსრული჻ მუშთარი჻ ახლოს჻ მჭვრეტია჻ რისხვისა჻ ცეცხლი჻ ტარიელს჻ სიტკბოთა჻ დაუშრეტია჻ მოვიდეს჻ ნახეს჻ რამაზის჻ ლაშქარი჻ ძლივღა჻ ეტია჻ ჰინდოეთს჻ ზეცით჻ სინათლე჻ ჩადგა჻ მართ჻ ვითა჻ სვეტია჻

1686. ერთი჻ კაცი჻ მახარობლად჻ მათ჻ ლაშქართა჻ მიუვიდა჻ არ჻ დაგხოცსო჻ შეგიწყალნა჻ ყველაკაი჻ დალოცვიდა჻ ბუკსა჻ ჰკრეს჻ და჻ იხარებდეს჻ ბევრი჻ ამას჻ მოზრახვიდა჻ მოვიდა჻ იგი჻ მოყმე჻ რომე჻ ერთი჻ ბევრთა჻ სრვიდა჻

1687. მოეგებნიან჻ ტარიელს჻ შორიშორ჻ უსალამიან჻ შიგანთა჻ დროშა჻ ინდოთა჻ მათად჻ ცნეს჻ აალამიან჻ ვერ჻ გამოენდვნეს჻ ჰინდონი჻ თქვეს჻ თუ჻ ღალატსა჻ ჰლამიან჻ არ჻ მოელოდეს჻ ტარიელს჻ მით჻ ცრემლი჻ დაილამიან჻

1688. ტარიელ჻ მიდგა჻ უყივლა჻ მე჻ მოველ჻ მეფე჻ თქვენიო჻ თანა჻ მყავს჻ ჩემი჻ მნათობი჻ პირი჻ ელვათა჻ მფენიო჻ ჩვენ჻ მოგვცა჻ მაღლით჻ მაღალმან჻ წყალობა჻ მისი჻ ზენიო჻ გამოდით჻ თქვენი჻ სიშორე჻ არს჻ ჩემგან჻ მოუთმენიო჻

1689. მაშინღა჻ იცნეს჻ ტარიელ჻ მათგან჻ მი჻ და჻ მო჻ სრბანია჻ სრულად჻ მჭვრეტლითა჻ აივსო჻ ზღუდე჻ და჻ ბანის჻ ბანია჻ ხმამაღლად჻ ხმობდეს჻ იზახდეს჻ მოგვშორდეს჻ სალმობანია჻ აქამდის჻ რისხვა჻ მაღალმან჻ აწ჻ მოგვცა჻ წყალობანია჻

1690. კარნი჻ გახუნეს჻ გამოჩნდეს჻ მოიხვნეს჻ მათ჻ კლიტენია჻ ერთობ჻ ფლასითა჻ მოსილნი჻ მათ჻ მზეთა჻ ზედ჻ მჭვრეტენია჻ ტირან჻ ორნივე჻ ქალყმანი჻ ვარდისა჻ ბაღსა჻ ტენია჻ ზახილით჻ თავსა჻ იგლეჯდეს჻ ყორნის჻ თმა჻ ბროლსა჻ ტენია჻

1691. ვითა჻ გამზრდელსა჻ ჰმართებდა჻ გაზრდილი჻ ეგრეც჻ ხელია჻ რომე჻ სდის჻ ცრემლი჻ თვალთაგან჻ ცეცხლი჻ უფრო჻ ცხელია჻ თავსა჻ იგლეჯს჻ და჻ იზახდეს჻ ტირს჻ მეტად჻ გულფიცხელია჻ გიშრისა჻ ტევრსა჻ მოჰფოცხდა჻ ბროლისა჻ საფოცხელია჻