1692. რა჻ ნახნა჻ ხასნი჻ ვაზირნი჻ ფლასითა჻ დამოსილნია჻ კვლა჻ დაიზახნა჻ ტარიელ჻ უფროსნი჻ დანაკივლნია჻ სისხლი჻ და჻ ცრემლი჻ თალთაგან჻ სდის჻ და჻ მიწყობით჻ მილნია჻ მოვიდეს჻ ყელსა჻ მოეჭდვნეს჻ ვითა჻ ძმანი჻ და჻ შვილნია჻
1693. დიდებულნი჻ მოეხვივნეს჻ მოუზრუნვეს჻ მათ჻ ცოლქმართა჻ ქალი჻ დაბნდა჻ მამისათვის჻ ტირილიცა჻ ვერ჻ შემართა჻ ვარდსა჻ რტონი჻ შთამოსცვივდეს჻ ზე჻ ვერავინ჻ წამომართა჻ მუნა჻ კაცთა჻ ვერ჻ ვხედევდი჻ გაცინებით჻ მოღიმართა჻
1694. დედოფალი჻ გამოჭრილი჻ მოვიდოდა჻ მათად჻ ნახვად჻ უბრძანებდა჻ რად჻ ვინ჻ სტირთო჻ ესე჻ ჰქონდა჻ წყრომაზრახვად჻ ღმერთმან჻ რისხვა჻ მოაქცია჻ წყალობისა჻ გამოსახვად჻ გვმართებს჻ რომე჻ მადლი჻ მივსცეთ჻ აღარა჻ გვცალს჻ გლოვაახვად჻
1695. ტარიელ჻ ზედა჻ მოიჭდო჻ მხურვალთა჻ ცრემლთა჻ მდენელმან჻ იტყვის჻ თუ჻ ცეცხლი჻ დამევსო჻ ცხელი჻ აწ჻ დამწვა჻ მე჻ ნელმან჻ დადუმდი჻ სული჻ დაიღე჻ ჩემგან჻ ამისმან჻ მსმენელმან჻ თქვენი჻ სიცოცხლე჻ მალხინა჻ ღმერთმან჻ ობოლთა჻ მლხენელმან჻
1696. ქალმან჻ დედასა჻ შესტირნა჻ ჰაი჻ მე჻ რა჻ ვქნა჻ დედაო჻ წითელყვითლითა჻ დაგაგდე჻ აწ჻ შაოსანსა჻ გხედაო჻ მამამან჻ ტახტი჻ დასცალა჻ არა჻ ზის჻ მასღა჻ ზედაო჻ დედამან჻ ცრემლნი჻ მოჰხოცნაეტყვის჻ დადუმდი჻ ბედაო჻
1697. გარდაუკოცნა჻ პირი჻ და჻ ბაგეთა჻ ვარდი჻ თხელები჻ ვარდსა჻ დაუტყლეჟს჻ ბაგითა჻ გახდა჻ ალვისა჻ მთხელები჻ დარეჯანს჻ ეტყვის჻ რაღა჻ ვთქვათ჻ სიტყვები჻ ბედით჻ ხელები჻ ჩვენ჻ ყოვლთა჻ გვმართებს჻ ნეტარძი჻ ათასი჻ არერთხელები჻
1698. რა჻ გარდახდა჻ მცირე჻ ხანი჻ ჟამი჻ იქმნა჻ გარდასრულად჻ დიდებულნი჻ ეთაყვანნეს჻ ერთობილნი჻ ადგეს჻ სრულად჻ იგი჻ მზენი჻ მიეგებნეს჻ მოეხვივნეს჻ გულისგულად჻ აკოცეს჻ და჻ მოიკითხეს჻ თავისთავის჻ თვითეულად჻
1699. ავთანდილ჻ და჻ ფრიდონ჻ ჰკადრეს჻ დედოფალსა჻ მიმტკივნება჻ ტარიელ჻ თქვა჻ დედოფალო჻ გჭირს჻ ამათი჻ არამცნება჻ ესენია჻ მხსნელნი჻ ჩვენნი჻ აწ჻ არა჻ გვცალს჻ გრძლად჻ უბნება჻ ამათგან჻ გვაქვს჻ ჩვენ჻ ორთავე჻ სიცოცხლისა჻ მოპოვნება჻
1700. ადგა჻ და჻ ქალაქს჻ შევიდეს჻ თვით჻ გარდახდეს჻ სრასა჻ მთასა჻ ერთსა჻ ბრძანებს჻ დედოფალი჻ მართ჻ სიტყვასა჻ ვითამ჻ ათსა჻ ღმერთმან჻ მოსრნა჻ მტერნი჻ ჩვენნი჻ ვერ჻ დაგვცემენ჻ ყოლ჻ შამათსა჻ ამად჻ შევიქ჻ სიხარულსა჻ მართ჻ გულისა჻ საკამათსა჻
1701. უბრძანა჻ გლოვა჻ გახსენით჻ ქოსწინწილასა჻ ჰკარითო჻ დიდი჻ ზათქი჻ და჻ ზეიმი჻ გავიდეს჻ ჩვენით჻ კარითო჻ ნახლები჻ თქვენი჻ ოქროსა჻ სარტყლითა჻ მოიკარითო჻ იცინოდით჻ და჻ იმღერდით჻ ნუ჻ ცრემლი჻ აწანწკარითო჻
1702. დედოფალმან჻ მათ჻ ცოლქმართა჻ თვითო჻ ხელი჻ დაუჭირა჻ ზედა჻ ტახტსა჻ მეფისასა჻ ერთგან჻ დასხმა჻ გაუპირა჻ მოიშორვა჻ კაეშანი჻ გული჻ მდედრი჻ აქვითკირა჻ გლოვა჻ ცვალა჻ სიხარულად჻ აღარავინ჻ აატირა჻
1703. დედოფალმან჻ შეიმოსა჻ შავი჻ ძაძა჻ აიხადა჻ დიდებულთა჻ შესამოსი჻ მხიარული჻ დაუმზადა჻ ყველაკაი჻ დამოსა჻ და჻ საბოძვარი჻ უდიადა჻ ბრძანა჻ ჭირი჻ დავივიწყოთ჻ რათგან჻ ლხინი჻ დაგვებადა჻
1704. ტახტსა჻ ზედა჻ ერთად჻ მსხდომი჻ ტარიელ჻ და჻ ცოლი჻ მისი჻ ასე჻ გვანდნენ჻ მზე჻ მნათობსა჻ ვით჻ ნათელი჻ სამოთხისი჻ ლხინი჻ ჰქონდათ჻ სიხარულით჻ არ჻ ეძინათ჻ ღამე჻ დღისი჻ ვინცა჻ ნახოს჻ შენატრიდის჻ კაცთა჻ ძენი჻ ადამისი჻
1705. ტახტსა჻ ზედა჻ ერთად჻ მსხდომი჻ ტარიელ჻ და჻ ცოლი჻ მისი჻ ერთმანერთსა჻ შეჰფერობდეს჻ ქალი჻ ყმისა჻ შესატყვილი჻ გონება჻ და჻ ანუ჻ ენა჻ გამოსთქმიდა჻ მათმცა჻ ვისი჻ რამცა჻ ჰგვანდა჻ ხორციელი჻ სოფელს჻ შვილი჻ ადამისი჻
1706. ტარიელს჻ და჻ ცოლსა჻ მისსა჻ მიხვდა჻ მათი჻ საწადელი჻ შვიდი჻ ტახტი჻ სახელმწიფო჻ საშვებელი჻ გაუცდელი჻ მათ჻ პატიჟთა჻ დაავიწყებს჻ ლხინი჻ ესე჻ აწინდელი჻ ყოლა჻ ლხინთა჻ ვერ჻ იამებს჻ კაცი჻ ჭირთა჻ გარდუხდელი჻
1707. თუით჻ ორნივე჻ ერთგან჻ მსხდომნი჻ ნახნეთ჻ მზეცა჻ ვერა჻ სჯობდეს჻ ბუკსა჻ ჰკრეს჻ და჻ მეფედ჻ დასვეს჻ ქოსნი჻ ხმათა჻ დაატკბობდეს჻ მისცე჻ კლიტე჻ საჭურჭლეთა჻ თავთა჻ მათთა჻ მიანდობდეს჻ ესეაო჻ მეფე჻ ჩვენი჻ იზახდეს჻ და჻ ამას჻ ხმობდეს჻
1708. ავთანდილ჻ და჻ ფრიდონისთუის჻ ორნი჻ ტახტნი჻ დაამზადნეს჻ ზედა჻ დასხდეს჻ ხელმწიფურად჻ დიდებანი჻ უდიადნეს჻ ღმერთმან჻ სხვანი჻ ხორციელნი჻ მათებრნიღა჻ რად჻ დაბადნეს჻ ამბობდიან჻ ჭირთა჻ მათთა჻ ყველაკასა჻ გაუცხადნეს჻
1709. სუმა჻ პურობა჻ გახარება჻ ქნეს჻ ჯალაბი჻ გაადიდეს჻ ვითარიცა჻ ქორწილობა჻ ხამს჻ ეგეთსა჻ გარდიხდიდეს჻ მათ჻ ოთხთავე჻ თავისთავის჻ ძღვენსა჻ სწორად჻ მიართმიდეს჻ გლახაკთათვის჻ საბოძვარსა჻ საჭურჭლესა჻ ერთგან჻ ყრიდეს჻
1710. დედოფალმან჻ ეგრე჻ ბრძანა჻ ობოლქვრივნი჻ მოასხენით჻ ყველაკაი჻ დაამდიდრეთ჻ საბოძვრითა჻ აავსენით჻ თვით჻ უბოძა჻ უსაზომო჻ რომ჻ არ჻ ითქმის჻ ყოლა჻ ენით჻ ულოცეთო჻ დღეგრძელობა჻ ესე჻ ღმერთსა჻ შევედრენით჻
1711. ტარიელ჻ თქუა჻ დედოფალო჻ გკადრებ჻ ერთსა჻ მოსახსენსა჻ შეიწყალე჻ რამაზ჻ მეფე჻ მიავალე჻ ღმერთსა჻ შენსა჻ ვნახე჻ მეტად჻ შემებრალნეს჻ შეუშინდა჻ ხრმალსა჻ ჩვენსა჻ ღმერთი჻ ალხენს჻ მოცთომილსა჻ მონანულსა჻ ცრემლნადენსა჻