... (პარიზული ხელნაწერი 10)

1556. ფრიდონისით჻ გაემართნეს჻ იგი჻ ლომნი჻ იგი჻ მზენი჻ თანა჻ მიჰყავს჻ პირი჻ მზისა჻ ქალი჻ მჭვრეტთა჻ ამაზრზენი჻ ჰკიდავს჻ ბროლსა჻ ყორნის჻ ბოლო჻ დაწყობილი჻ დანათხზენი჻ მუნ჻ ბადახშსა჻ აშვენებდეს჻ სინატიფე჻ სინაზენი჻

1557. იგი჻ მზე჻ უჯდა჻ კუბოსა჻ და჻ აგრე჻ არონინებდეს჻ მინადირობდეს჻ ნადირსა჻ მუნ჻ სისხლსა჻ მიადინებდეს჻ სადაცა჻ დახვდის჻ ქვეყანა჻ მჭვრეტელთა჻ მოალხინებდეს჻ მოეგებნიან჻ სძღვნობდიან჻ აქებდეს჻ არ჻ აგინებდეს჻

1558. მას჻ ჰგვანდეს჻ თუმცა჻ სამყაროს჻ მზე჻ უჯდა჻ შუა჻ მთვარეთა჻ იარნეს჻ დღენი჻ მრავალნი჻ ლაღთა჻ ბრძნად჻ მოუბარეთა჻ შიგან჻ მათ჻ დიდთა჻ მინდორთა჻ ყოვლგნით჻ კაცმიუმცდარეთა჻ სად჻ ყოფილიყო჻ ტარიელ჻ მიხვდეს჻ მის჻ კლდისა჻ არეთა჻

1559. ტარიელ჻ ბრძანა჻ მე჻ მმართებს჻ დღეს჻ თქვენი჻ მასპინძელობა჻ მუნ჻ მივალ჻ სადა჻ ყოფილვარ჻ მჭირდა჻ სადამდის჻ ხელობა჻ მუნ჻ გვიმასპინძლოს჻ ასმათმან჻ მას჻ უც჻ ხორცისა჻ ხმელობა჻ მე჻ რომე჻ გიძღვნი჻ ტურფათა჻ აქოთ჻ ლარისა჻ ჭრელობა჻

1560. მივიდეს჻ შიგან჻ გარდახდეს჻ ქვაბსა჻ მას჻ დიდთა჻ კლდეთასა჻ ასმათს჻ უც჻ ხორცი჻ ირმისა჻ იქს჻ მასპინძლობაკვეთასა჻ ამხანაგობდეს჻ ლაღობდეს჻ წასლვასა჻ მათ჻ საქმეთასა჻ ღმერთსა჻ ჰმადლობდეს჻ შეცვლასა჻ ლხინად჻ ჭირისა჻ დღეთასა჻

1561. მოიარეს჻ ქვაბოვანი჻ თამაშობდეს჻ მხიარულნი჻ პოვნეს჻ იგი჻ საჭურჭლენი჻ ტარიასგან჻ დაბეჭდულნი჻ ვერცა჻ ვისგან჻ დანათვალნი჻ ვერცა჻ ვისგან჻ შეგებულნი჻ არ჻ იტყვიან჻ თუ჻ არ჻ გვაქვსო჻ იგ჻ ამისთვის჻ გულნაკლულნი჻

1562. უბოძა჻ ტურფა჻ მრავალი჻ მათ჻ მათი჻ შესადარები჻ კვლა჻ ფრიდონისნი჻ აავსნა჻ სპა჻ ჰყვა჻ თუ჻ სპასალარები჻ აივსო჻ კაცი჻ ყველაი჻ მაშინ჻ მათ჻ თანა჻ ნარები჻ მაგრა჻ ძეს჻ რომე჻ საჭურჭლეჰგვანდა჻ კაცდაუკარები჻

1563. ფრიდონს჻ უთხრა჻ ვალი჻ თქვენი჻ ჩემგან჻ ძნელად჻ გარდიხდების჻ მაგრა჻ თქმულა჻ კარგის჻ მქნელი჻ კაცი჻ ბოლოდ჻ არ჻ წახდების჻ აწ჻ საჭურჭლე჻ რაზომიცა჻ აქა჻ ძეს჻ და჻ ან჻ იდების჻ შენი჻ იყოს჻ ყველაკაი჻ შენ჻ წაიღე჻ ვითა჻ გხვდების჻

1564. ფრიდონ჻ მდაბლად჻ თაყვანი჻ სცაჰკადრა჻ მადლი჻ მეტისმეტი჻ მე჻ მეფეო჻ რად჻ გგონივარ჻ უჭკუო჻ და჻ აგრე჻ რეტი჻ მტერი჻ ყოვლი჻ ჩალად჻ გიჩანს჻ ვინმცა჻ იყო჻ ვითა჻ კეტი჻ ჩემი჻ ლხინი჻ მუნამდის჻ ა჻ ვირე჻ ვიყო჻ შენი჻ მჭვრეტი჻

1565. ფრიდონ჻ კაცნი჻ დააბრუნნა჻ მოსასხმელად჻ აქლემისად჻ სახლსა჻ მისსა჻ მისაღებლად჻ მის჻ ყველასა჻ საჭურჭლისად჻ აწ჻ მუნითგან჻ გაემართნეს჻ არაბეთით჻ მივლად჻ გზისად჻ ავთანდილა჻ გალეული჻ შესაყრელად჻ მთვარე჻ მზისად჻

1566. მიხუდეს჻ არაბთა჻ საზღვარსა჻ რა჻ ვლეს჻ მრავალნი჻ ხანები჻ დახვდა჻ სოფლები჻ ციხები჻ ხშირხშირად჻ თანისთანები჻ მუნ჻ შიგან჻ მყოფსა჻ ემოსა჻ ტანსა჻ ლურჯი჻ და჻ მწვანები჻ ავთანდილისთვის჻ ყველაი჻ ცრემლითა჻ არს჻ ნაბანები჻

1567. ავთანდილ჻ იცნეს჻ გაისმა჻ ხმა჻ მათგან჻ სიხარულისა჻ დაიწყეს჻ ყოვლგნით჻ ლაშქართა჻ ქნა჻ მათკენ჻ სიარულისა჻ თაყვანის჻ სცემდა჻ სიმრავლე჻ სპისა჻ პირ჻ მხიარულისა჻ ქალი჻ ნახიან჻ შვენება჻ თქვიან჻ არს჻ მზისა჻ სრულისა჻

1568. ტარიელ჻ კაცი჻ გაგზავნა჻ წინაშე჻ როსტან჻ მეფესა჻ შესთვალა჻ გკადრებ჻ მეფეო჻ სურვილთა჻ სიიეფესა჻ მე჻ მოვალ჻ მეფე჻ ჰინდოთა჻ დარბაზსა჻ თქვენსა჻ სეფესა჻ გიჩვენებ჻ ვარდსა჻ კოკობსა჻ უფრჭვნელსა჻ მოუკრეფესა჻

1569. მაშინ჻ თქვენ჻ ჩემი჻ გეწყინა჻ ნახვა჻ მიწისა჻ შენისა჻ ცდა჻ შეპყრობისა჻ ავი჻ ჰქენ჻ შემოტეობა჻ ცხენისა჻ მე჻ შენთა჻ სპათა჻ ვაჩვენე჻ ნიშანი჻ რამე჻ წყენისა჻ დავხოცე჻ მონა჻ მრავალი჻ მსახურნი჻ სრისა჻ თქვენისა჻

1570. აწ჻ ამად჻ მოვალ჻ წინაშე჻ დავყარენ჻ ჩემნი჻ გზანია჻ შემინდოთ჻ რაცა჻ შეგცოდე჻ ჰქმნნეთ჻ გაწყრომისა჻ კმანია჻ ძღვენი჻ არა჻ მაქვს჻ გვმოწმობენ჻ ფრიდონ჻ და჻ მისნი჻ ყმანია჻ ოდენ჻ ძღვნად჻ თქვენი჻ ავთანდილ჻ მე჻ თქვენთვის჻ მომიტანია჻

1571. რა჻ მიუვიდა჻ მეფესა჻ მახარობელი჻ ჟამისა჻ ვით჻ გაეხარნეს჻ ვერ჻ იტყვის჻ ენა჻ ერთისა჻ წამისა჻ თინათინს჻ ღაწვთა჻ ემატა჻ ელვა჻ შუქისა჻ სამისა჻ ბროლსა჻ და჻ ლალსა჻ აშვენებს჻ მუნ჻ ჩრდილი჻ წარბწამწამისა჻

1572. ტაბლაკსა჻ ჰკრეს჻ და჻ გაისმა჻ ხმა჻ მაშინ჻ თქართქარებისა჻ ლაშქარნი჻ რბოდეს჻ მი჻ და჻ მო჻ ქმნა჻ სწადდა჻ მათკე჻ რებისა჻ დაიწყეს჻ მოსხმა჻ ცხენისა჻ მოღება჻ უნაგრებისა჻ შესხდა჻ სიმრავლე჻ მოყმისა჻ მკლავფიცხელ჻ გულმაგრებისა჻

1573. მეფე჻ შეჯდა჻ გაეგებნეს჻ თავადნი჻ და჻ სრულად჻ სპანი჻ ვისცა჻ ესმის჻ მოვიდიან჻ მას჻ წინაშე჻ სხვაგნით჻ სხვანი჻ ყველაკაი჻ ღმერთსა჻ ჰმადლობს჻ გაამაღლეს჻ მათნი჻ ხმანი჻ თქვეს჻ ბოროტსა჻ უმყოფოო჻ კეთილნია჻ შენთვის჻ მზანი჻

1574. რა჻ ერთმანერთი჻ აუჩნდა჻ მიგებულმოსაგებავთა჻ ავთანდილ჻ ეტყვის჻ ტარიელს჻ სიტყვათა჻ დანაზებავთა჻ აგერა჻ ხედავთ჻ მინდორთა჻ მტვერითა჻ შენაღებავთა჻ ამად჻ მედების჻ სახმილი჻ გულსა჻ ეცხელა჻ ებავთა჻

1575. ისია჻ ჩემი჻ გამზრდელი჻ და჻ თქვენდა჻ მოგებებულა჻ იქი჻ ვერ჻ მივალ჻ მრცხვენიან჻ გულსა჻ სახმილი჻ დებულა჻ ჩემად჻ არაკად჻ სულდგმული჻ კაცი჻ არ჻ გაწბილებულა჻ რასაცა჻ მიზამთ჻ თქვენ჻ იცით჻ ფრიდონ჻ თქვენდავე჻ ხლებულა჻