1518. მოვიდეს჻ და჻ პირი჻ ხელსა჻ დასდვეს჻ აგრე჻ გარდაჰკოცნეს჻ მეფე჻ ეტყვისძმათა჻ თქვენთა჻ თავნი჻ ჩვენთვის჻ დაიხოცნეს჻ იგი჻ შვებას჻ საუკუნოს჻ ცხადად჻ პოვეს჻ არ჻ იოცნეს჻ ერთსა჻ მიხვდეს჻ საზიაროდ჻ დიდებანი჻ იასოცნეს჻
1519. თუცა჻ მე჻ მათი჻ დახოცა჻ მტკივის჻ და჻ სატკივარია჻ მაგრა჻ მათ჻ მიჰხვდა჻ უკვდავი჻ მუნ჻ დიდი჻ საჩუქვარია჻ ესე჻ თქვა჻ ნელად჻ ატირდა჻ და჻ წვიმა჻ თოვლსა჻ არია჻ ნარგისთათ჻ იბრძვის჻ ბორიო჻ ვარდსა჻ ზრავს჻ იანვარია჻
1520. მუნ჻ ატირდეს჻ ყველაკანი჻ რა჻ ტირილად჻ იგი჻ ნახეს჻ რაცა჻ ვისცა჻ დაჰკლებოდა჻ მათ჻ ტირილით჻ სულთქმით჻ ახეს჻ დადუმდეს჻ და჻ მოახსენეს჻ რათგან჻ ბრძენთა჻ მზეებრ჻ გსახეს჻ თქვენთა჻ მჭვრეტთა჻ მღერა჻ ჰმართებს჻ რასათვისმცა჻ ივაგლახეს჻
1521. ვინ჻ ღირსა჻ თქვენგან჻ ეგზომსა჻ ტირილსა჻ შეჭირვებასა჻ თქვენთვის჻ სიკვდილი჻ დია჻ სჯობს჻ მიწათა჻ ზედა჻ რებასა჻ კვლა჻ ფრიდონ჻ ჰკადრა჻ მეფესა჻ ნუ჻ რად჻ იქმ჻ გამწარებასა჻ ღმერთიმცა჻ მუქფად჻ მოგიზღავს჻ ათასსა჻ გახარებასა჻
1522. ავთანდილცა჻ მიუმტკივნა჻ იტყვის჻ დიდსა჻ სიმძიმილსა჻ მათ჻ შეასხეს჻ ქება჻ უთხრეს჻ მივსცნეთ჻ თავნი჻ აწ჻ ღიმილსა჻ რათგან჻ მიხვდა჻ დაკარგული჻ ლომი჻ მზესა჻ წახდომილსა჻ აღარა჻ ვსტირთ჻ სატირალსა჻ აღარ჻ დავსდებთ჻ თვალთა჻ მილსა჻
1523. მივიდეს჻ სადა჻ ქალაქი჻ დიდი჻ მულღაზანზარია჻ სცემდეს჻ ბუკსა჻ და჻ ტაბლაკსა჻ გახდა჻ ზათქი჻ და჻ ზარია჻ დაბდაბისა჻ და჻ ქოსისა჻ ხმა჻ ტურფად჻ შენათხზარია჻ მოატყდეს჻ მოქალაქენი჻ დააგდეს჻ მუნ჻ ბაზარია჻
1524. შუკათათ჻ მოდგნეს჻ ვაჭარნი჻ ყოვლგნით჻ მჭვრეტელთა჻ ჯარია჻ შორს჻ უარებდეს჻ სარანგნი჻ ხელთა჻ აქვ჻ მათ჻ აბჯარია჻ მოიჯრებოდეს჻ ჯალაბნი჻ სარანგთა჻ დამსაჯარია჻ მათად჻ საჭვრეტლად჻ მიშვება჻ მუნ჻ მათგან჻ ნააჯარია჻
1525. გადახდეს჻ ფრიდონისასა჻ სრა჻ ნახეს჻ მოსაწონები჻ გამოეგება჻ მრავალი჻ ოქროს჻ სარტყლითა჻ მონები჻ ფერხთა჻ საფენლად჻ ოქსინო჻ მართ჻ მათგან჻ არს჻ ნაქონები჻ თავსა჻ აყრიდეს჻ ოქროსა჻ ხვეტს჻ ჯარი჻ მუნ჻ ნარონები჻
1526. მათ჻ ქალყმათათვის჻ საჯდომი჻ დაედგა჻ თეთრძოწეული჻ წითელყვითლითა჻ თვალითა჻ ზედა჻ კეკლუცად჻ ფრქვეული჻ ავთანდილისთვის჻ ყვითელი჻ და჻ შავი჻ ერთგან჻ რეული჻ მოვიდეს჻ დასხდა჻ მჭვრეტელი჻ ვცან჻ მათი჻ სულდალეული჻
1527. მგოსანნი჻ მოდგეს჻ ისმოდა჻ ხმა჻ სიმღერისა჻ ტკბილისა჻ ქორწილი჻ ქნეს჻ და჻ გამრავლდა჻ ძღვნობა჻ ლარისა჻ ლბილისა჻ ფრიდონის჻ პურად჻ კარგისა჻ არ჻ მასპინძლისა჻ წბილისა჻ ნესტანდარეჯანს჻ უშვენის჻ ღიმილი჻ ჩენა჻ კბილისა჻
1528. მოიღეს჻ ძღვენი჻ უსახო჻ ფრიდონის჻ არალქატისა჻ ცხრა჻ მარგალიტი჻ სიდიდით჻ მართ჻ ვითა჻ კვერცხი჻ ბატისა჻ კვლა჻ ერთი჻ თვალი჻ სამსგავსო჻ მზისა჻ შუქმონამატისა჻ მას჻ წინა჻ ღამით჻ ძალედვის჻ მხატვარსა჻ ხატვა჻ ხატისა჻
1529. კვლა჻ უძღვნა჻ თვითო჻ ფარღულიგარდასაყრელი჻ ყელისა჻ მრგვლად჻ დათლილისა჻ თვალისა჻ იაგუნდისა჻ მრთელისა჻ კვლა჻ მოაქვს჻ ერთი჻ ტაბაკი჻ მძლედ჻ საჭირავი჻ ხელისა჻ ავთანდილისთვის჻ ლომისა჻ ძღვენი჻ ფრიდონის჻ ქველისა჻
1530. იგი჻ ტაბაკი჻ სავსეა჻ მარგალიტითა჻ სხვილითა჻ ავთანდილს჻ უძღვნა჻ ყველაი჻ არა჻ სიტყვითა჻ წბილითა჻ აივსო჻ სახლი჻ სტავრითა჻ და჻ ოქსინოთა჻ ლბილითა჻ ტარიელ჻ მადლი჻ უბრძანა჻ ლაღმან჻ სიტყვითა჻ ტკბილითა჻
1531. ფრიდონისგან჻ უსაზომო჻ ქორწილია჻ დღესა჻ რვასა჻ ყოვლთა჻ დღეთა჻ მიართმიდეს჻ უფასოსა჻ ძღვენსა჻ მზასა჻ დღე჻ და჻ ღამე჻ არ჻ გასწყვედდის჻ ჩაღანა჻ და჻ ჩანგი჻ ხმასა჻ აჰა჻ მიხვდეს჻ შესაფერნი჻ ყმა჻ ქალსა჻ და჻ ქალი჻ ყმასა჻
1532. ტარიელ჻ ფრიდონს჻ უბრძანა჻ დღეერთ჻ სიტყვები჻ გულისა჻ არს჻ გული჻ თქვენი჻ საჩემოდ჻ უფროსი჻ ძმისა჻ სრულისა჻ არ჻ გემუქფების჻ სიცოცხლე჻ არცა჻ მოცემა჻ სულისა჻ მე჻ თქვენგან჻ ვჰპოვე჻ მოკვდავმან჻ ჩემი჻ წამალი჻ წყლულისა჻
1533. ავთანდილისგან჻ შენც჻ იცი჻ ჩემთვის჻ თავისა჻ დადება჻ აწ჻ მე჻ მაქვს჻ ნაცვლად჻ მისისა჻ მოხმარებისა჻ წადება჻ შენ჻ მიდი჻ ჰკითხე჻ რა჻ უნდა჻ მან჻ ქნას჻ ამისი჻ ცხადება჻ ვითა჻ დამივსო჻ სახმილი჻ ეგრე჻ მისიცა჻ კმა჻ დება჻
1534. უთხრა჻ ძმაო჻ რა჻ გარდიხდის჻ შენგან჻ ჩემსა჻ ჭირნახულსა჻ ღმერთი჻ მოგცემს჻ წყალობასა჻ მისგან჻ ზეცით჻ შესახულსა჻ თუ჻ ვერა჻ ვიქ჻ საწადელსა჻ შენსა჻ შენთვის჻ გაზრახულსა჻ არა჻ ვნახავ჻ სახლსა჻ ჩემსა჻ არ჻ დარბაზსა჻ არცა჻ ხულსა჻
1535. აწ჻ მითხარ჻ ჩემგან჻ რა჻ გინდა჻ ანუ჻ რით჻ მოგეხმარები჻ ვარჩევ჻ წავიდეთ჻ არაბეთს჻ იყავ჻ ჩემიცა჻ მარები჻ ტკბილის჻ სიტყვითა჻ გავმართოთ჻ და჻ ხრმლითა჻ საომარები჻ თუ჻ შენ჻ შენს჻ ცოლსა჻ არ჻ შეგრთავ჻ მე჻ ჩემსა჻ არ჻ ვექმარები჻
1536. რა჻ ფრიდონ჻ უთხრა჻ ავთანდილს჻ ტარიას჻ მოციქულობა჻ მას჻ გაეცინნეს჻ გაღიმდა჻ ჰშვენოდა჻ მხიარულობა჻ თქვა჻ თუ჻ მეშველი჻ რად჻ მინდა჻ მჭირს჻ არავისგან჻ წყლულობა჻ ჩემი჻ მზე჻ არცა჻ ქაჯთა჻ ჰყავს჻ არცა჻ სჭირს჻ ლხინნაკლულობა჻