... (პარიზული ხელნაწერი 10)

1653. მომკალ჻ ქალსა჻ თავმოხდილსა჻ თუ჻ მზე჻ ვითა჻ ეურჩოსა჻ სული჻ ვარდსა჻ დავამსგავსე჻ თავმოხდილი჻ ყაყაჩოსა჻ თუ჻ ბრძენიცა჻ მაქებარი჻ მისი჻ იხმობს჻ ვირებ჻ ჩოსა჻ ჰგავს჻ თუ჻ ტყუბი჻ მარგალიტი჻ ზის჻ ბროლისა჻ ხარხაჩოსა჻

1654. ქალი჻ საბრალოდ჻ მამასა჻ სტირს჻ ბულბულისა჻ მსგავსია჻ თმა჻ გაიგლიჯა჻ გაყარა჻ ღაწვი჻ ცრემლითა჻ ავსია჻ ვარდი჻ შექნილა჻ ზაფრანად჻ ლალი჻ მართ჻ ვითა჻ მხავსია჻ მზესა჻ ღრუბელი჻ ეფარვის჻ ამად჻ ნათელი჻ დავსია჻

1655. იხოჭს჻ და჻ იგლეჯს჻ ზახილით჻ ტირს჻ სიტყვახაფი჻ უარე჻ სისხლი჻ და჻ ცრემლი჻ თვალთაგან჻ ჩამოსდის჻ გარე჻ უარე჻ მოვჰხეო჻ შენთვის჻ მამაო჻ შვილი჻ ყოველთა჻ უარე჻ ვერა჻ გმსახურე჻ ასულმან჻ ვერცა჻ რა჻ შეგაგუარე჻

1656. ჩემთვის჻ ბნელქმნილო჻ მამაო჻ ნათელო჻ თვალთა჻ ჩემთაო჻ ჩემთა჻ რა჻ გაცნევს჻ ამბავსა჻ გულისა჻ მონაცემთაო჻ მზეო჻ რადღა჻ გაქვს჻ სინათლე჻ რად჻ ღა჻ ანათობ჻ თემთაო჻ რად჻ არ჻ დაიქეც჻ ქვეყანავ჻ რად჻ ღა჻ ჰმართიხარ჻ ზე჻ მთაო჻

1657. ტარიელ჻ მოსთქვამს჻ გამზრდელო჻ ჰა჻ ჰა჻ რა჻ საქმე჻ მსმენია჻ მიკვირს჻ თუ჻ მზეღა჻ რად჻ ჰნათობს჻ რად჻ არა჻ დაუჩენია჻ მზე჻ მოჰკვე჻ ყოვლთა჻ სულდგმულთა჻ სოფელი჻ აღარ჻ შენია჻ ღმერთსა჻ მოჰმადლე჻ შემინდევ჻ რაცა჻ შენ჻ ჩემგან჻ გწყენია჻

1658. მაშინ჻ გაჰხდეს჻ ყველაკანი჻ მტირალად჻ და჻ ცრემლთა჻ მღვრელად჻ დიდი჻ ხანი჻ მოიტირეს჻ თავის჻ თავის჻ გაუყრელად჻ ავთანდილ჻ და჻ ფრიდონ჻ ტირან჻ გულ჻ სადაგად჻ არ჻ თუ჻ ჭრელად჻ მაგრა჻ ექმნნეს჻ სულსა჻ მღებელ჻ კათოლიკოს჻ მაწყვერელად჻

1659. ზე჻ ადგეს჻ და჻ მოახსენეს჻ ჰე჻ მნათობნო჻ ცისა჻ მზენო჻ დასთმეთ჻ გული჻ დაიწყნარეთ჻ ქენით჻ რაცა჻ მოგახსენო჻ იგი჻ ღმერთმან჻ გაამაღლა჻ ვითა჻ ორბი჻ მისნო჻ ფრთენო჻ აქ჻ ყოფნა჻ არა჻ გვმართებს჻ არცაღა჻ გვცალს჻ გლოვად჻ ჩვენო჻

1660. მადლი჻ უბრძანეს჻ აწვივნეს჻ ქვე჻ დასხეს჻ ზე჻ ადგომილნი჻ მუნვე჻ დგეს჻ იგი჻ ვაჭარნი჻ პირსა჻ ფერ჻ ჰაერ჻ კრთომილნი჻ გაკვირვებულნი჻ საბრალოდ჻ მართ჻ ვერას჻ ვერ჻ მიხდომილნი჻ ებრძანა჻ ძმაო჻ რა჻ გიკვირს჻ ჩვენ჻ იგი჻ ვართ჻ წახდომილნი჻

1661. კვლა჻ უბრძანებდეს჻ გვიამბეთ჻ ამბავი჻ დანარჩომია჻ მათ჻ მოახსენეს჻ პატრონო჻ ჰინდოეთს჻ დიდი჻ ომია჻ მოსულა჻ ხათა჻ ლაშქარი჻ ქალაქსა჻ შემოსდგომია჻ რამაზ჻ არს჻ ვინმე჻ ხელმწიფე჻ მათად჻ პატრონად჻ მჯდომია჻

1662. ჯერთ჻ დედოფალი჻ ცოცხალა჻ მკვდართაგან჻ უფრო჻ მკვდარია჻ იბრძვის჻ ლაშქარი჻ ჰინდოთა჻ თუც჻ იმედგარდამწყდარია჻ გარეთ჻ ციხენი჻ წაუხმან჻ ყველაი჻ გარდამხდარია჻ მზეო჻ თქვენ჻ შუქნი჻ მიჰფინეთ჻ ჰაი჻ რა჻ ავი჻ დარია჻

1663. მუნამყოფსა჻ ყველაკასა჻ შეეკერა჻ ჩვენცა჻ შავი჻ რამაზს჻ წინა჻ გამოვედით჻ მისრულად჻ ვთქვით჻ ჩვენი჻ თავი჻ მეფე჻ ჩვენი჻ დიდი჻ არის჻ მათ჻ ეწადა჻ მისი჻ ზავი჻ გამოგვიშვა჻ წავიდეთო჻ არა჻ გვიყო჻ ყოლა჻ ავი჻

1664. რა჻ ტარიელს჻ ესე჻ ესმა჻ მეტად჻ ფიცხლად჻ აიყარა჻ ეჯი჻ სამდღე჻ წასავალი჻ ერთსა჻ დღესა჻ წაიარა჻ დროშა჻ მისი჻ აიმართა჻ წინა჻ არა჻ აიფარა჻ აწ჻ ნახეთ჻ თუ჻ გოლიათი჻ გული჻ ვითა჻ ამაგარა჻

ტარიელისაგან ჰინდოეთს მისულა ხატაელთ დამორჩილება჻

1665. ჰინდოეთს჻ ზედა჻ წაადგა჻ მუნ჻ მთა჻ და჻ დიდი჻ ქედია჻ აჩნდა჻ ლაშქარი჻ უსახო჻ მესაკვირველა჻ მე჻ დია჻ ტარიელ჻ ბრძანა჻ მოყმენო჻ აწ჻ თქვენგან჻ რა჻ იმედია჻ ადრე჻ მოვიცლი჻ იმათგან჻ ღმერთი჻ და჻ ჩემი჻ ბედია჻

1666. იმა჻ ლაშქართა჻ უნახვან჻ კვლავ჻ ხრმალთა჻ ჩემთა჻ კვეთანი჻ ერთხელ჻ შემებნეს჻ დავჰხოცენ჻ შევქნენ჻ აბჯართა჻ ფეთანი჻ ავთანდილ჻ ჰკადრა჻ რად჻ უნდა჻ თქმანი჻ სიტყვათა჻ მძლეთანი჻ მათ჻ ვითა჻ მტვერთა჻ წავიხვამთ჻ მიხვდეს჻ ფერხითა჻ ცვეთანი჻

1667. დაეკაზმნეს჻ საომარად჻ გაამაყდეს჻ გაჩაუქდეს჻ ცხენთა჻ შესხდეს჻ უკეთესთა჻ სახედარნი჻ ასუბუქდეს჻ ერთმანერთსა჻ აჯობინეს჻ მჭვრეტელთაგან჻ არ჻ გაუქდეს჻ იგი჻ ქედი჻ ჩაიქროლეს჻ ბუქისაცა჻ უფრო჻ ბუქდეს჻

1668. წინ჻ მავალნი჻ დარაჯათა჻ მათთა჻ ზედა჻ გარდეკიდეს჻ ტარიასთა჻ გააქცივნეს჻ მიეწივნეს჻ ჩამოჰყრიდეს჻ მოაგებეს჻ მხარდაკრულნი჻ მათ჻ წინაშე჻ მოასხმიდეს჻ აიზიდნეს჻ ვისნი჻ ხართო჻ ჰკითხეს჻ ხანსა჻ დარეზმიდეს჻

1669. მათ჻ მოახსენეს჻ მეფეო჻ ჩვენ჻ ცუდად჻ დაღორებულნი჻ რამაზის჻ ხელმწიფისანი჻ აქა჻ დარაჯად჻ რებულნი჻ უბრძანა჻ წადით჻ რეგვენნო჻ თქვენ჻ ჩვენგან჻ გაფიცხებულნი჻ აცნობეთ჻ თქვენსა჻ პატრონსა჻ მოვლენ჻ გულითა჻ ქებულნი჻

1670. უთხარით჻ ბრძანებს჻ ტარიელ჻ მეფე჻ ლაღი჻ და჻ ჯანია჻ იგი჻ ხელმწიფე჻ მაღალი჻ მებრძოლთა჻ მემაჯანია჻ ჩემსა჻ ამბავსა჻ გაცნევენ჻ თქვენივე჻ დარაჯანია჻ შიში჻ ვერ჻ გიხსნის჻ სიკვდილსა჻ ცუდი჻ ღა჻ დაღრეჯანია჻

1671. დია჻ დიდთა჻ დამაჯნება჻ უშმაგომან჻ ვით჻ გააგო჻ ჰინდოეთსა჻ ვით჻ მოადეგ჻ შმაგთაგანცა჻ უფრო჻ შმაგო჻ აჰა჻ მოველ჻ იგი჻ ცეცხლი჻ რომე჻ წმიდად჻ ამოგდაგო჻ ხრმალი჻ ჩემი჻ მოლესული჻ შენსა჻ ზედა჻ დავაბლაგო჻