... (H-599), 1646 წ.

1731. წინ: მოეგება: მტირალი: პირითა: მილეულითა: აღარ: მთვარულად: სავსითა: არ: ნათლად: დილეულითა: მართ: ძრვითა: ოდენ: ენისა: სახითა: მისეულითა: თაყვანისსცემდის: იგ: გმირნი: წესითა: დარჩეულითა:

1732. თაყვანისცეს: უსალამეს: მოიკითხეს: ერთმანერთი: მერმე: ჰკითხეს: ვით: არისო: ლომი: გმირთა: შენაერთი: მან: პირმზემან: წვრილად: ბრძანა: სენი: სჭირსო: ყოლ: არ: ერთი: მისის: ასრე: ყოფისათვის: შეგვარისხეს: ზედათ: ღმერთი:

1733. მოიტირს: მათ: ლომ: კაცთა: ტარიელის: სნეულება: მერმე: უმძიმს: ინდოთათვის: მათ: მტერთაგან: ძლეულება: ტარიელის: ნახვა: სწრაფით: უნდა: ვით: არს: ჩვეულება: ნახეს: მჭლედ: და: ფერმიხდილად: გულსა: სჭირდა: დაწყლულება:

1734. ვით: დავწერო: ვით: ეწყინა: ეს: ამბავი: მათ: მეფეთა: მათ: მეფეთა: ტარიელის: შველისათვის: მოსწრაფეთა: ცრემლით: ფიცვენ: ხვარაზმელთა: ვადენთ: სისხლსა: მომჩეფელთა: ხვარაზმს: მივალთ: მოვიხმარებთ: მკლავ: მაგარნი: სიფიცხეთა:

1735. მოახსეს: და: ზედ: დაყენეს: მკურნალნი: ხელოვნებულნი: ადრე: ვჰკვრებითა: ფიცვიდენ: ამას: ვართ: იმედებულნი: მოვიდეს: სპანი: ინდონი: არ: ხანსა: დაყოვნებულნი: წავლენ: ფრიდონ: და: ავთანდილ: ვითამცა: გამეხებულნი:

1736. სამთა: მეფეთა: დროშები: მუნ: სამგან: ამართულნია: ხვარაზმს: მიდიან: სასწრაფოდ: არ: წყნარად: გამართულნია: სხვათა: თავადთა: მრავალთა: ნიშანი: წარმართულნია: მე: ვერ: დავთვალენ: ამარ: ვა: ჩემგან: ძნელ: შემართულნია:

1737. გაემართნენ: სამესისხლოდ: ხვარაზმს: მივლენ: გმირნი: ესე: ზღვათა: მათთა: არ: მივიდეს: ღაზოდ: იყვნეს: სისხლთა: მთესე: მივიდეს: და: აწ: ამათ: ქნეს: პირველ: მათგან: დანაწესე: ცეცხლებრ: სწვენ: და: აოხრებენ: მიუბრუნვეს: რისხვა: ზესე:

1738. წინ: მოეგება: ხვარაზმშაჰ: რაზმითა: მრავალკეცითა: ხაფად: იზახდა: მებრძოლნო: თქვენ: ჩემნო: გაიქეცითა: თუ: გვკითხავთ: გიჯობს: სით: მოხვალთ: მუნითვე: შეიქეცითა: თვარ: გათქვმევინო: თუ: ჩვენთვის: რისხვით: ცა: დაიქეცითა:

1739. ამას: იზახდა: ხვარაზმშაჰ: ორთავე: რაზმი: გასწორდა: შეიქნა: შემოტევება: მუნ: მშვილდოდსნობა: გაჭორდა: ჰკარ: მოკალ: შეიპყარისა: ხმა: თვით: მრავალთგან: გაორდა: ბოლოდ: გაიქცა: ხვარაზმშაჰ: ღ~თისა: წყალობა: გაშორდა:

1740. უკან: მისდევენ: ხვარაზმშას: ორნი: გმირნი: მეფენი: ძალგულად: მგზავსნი: ლომისა: კბილითა: მოსადაფენი: ხვარაზმშას: სპანი: ძლეულნი: მიდიან: რბით: მოსწრაფენი: აივსნეს: მათნი: მძლეველნი: აბჯრითა: მეალაფენი:

1741. დროშა: ინდოთა: მეფისა: შუა: დგას: სათავადოსა: მარჯვენით: უთქს: მეფე: გმირი: ნურადინ: ომისა: მოსაწადოსა: მარცხენით: ინდოთ: ლაშქარი: კარგსა: სახვაშიადოსა ომ: გარდახდილნი: შვენოდეს: ჩამოხდეს: უდელადოსა:

1742. გარეთ: ყოველგან: ოხრად: ქნეს: ციხე: ქალაქთა: ვაკობა: კვლა: შიგანთაცა: არ: დასცხრა: ომი: და: ბუკ: ტაბლაკობა: მუნ: მოიწია: უთქვამი: სისხლისა: საარაკოსა: ერთ: წლამდის: მათცა: ოხრად: ქნეს: ვაკეა: თუ: ხანდაკობა:

1743. ამა: შიგა: ტარიელ: მოსჯობდა: და: დარჩა: სრულად აბჯროსანი: ვით: დაშვენდა: ვიკადრებდე: ამას: სრულად: მისთა: მბრძოლთა: გაიცდიდით: ძვალ: ნაჭერთა: სისხლ: წასრულად: ერთობ: ავად: დახოცილთა: გაპატიჟულ: გაბასრულად:

1744. უბრძანა: ხმობა: ლაშქართა: ვინ: შინა: დანარჩომია: შესთვალა: ხვარაზმს: წავიდეთ: აწ: ჩვენცა: გვმართებს: ომია: მოვიდა: ინდოთ: ლაშქარი: სიკეთე: მიუხდომია: ოცი: ათასი: მოვიდა: ყველაი: მისთვის: მწყრომია:

1745. ცისკრად: იკრეს: ნობ: დაბდაბსა: გაემართა: ლომი: ლომთა: ხვარაზმს: მივა: სამესისხლოდ: უქადებდა: დიდითა: ომთა: გაუგზავნა: წინათ: კაცი: მათ: ძმობილთა: ომს: უშრომთა: შესთვალა: თუ: დავრჩი: მოვალ: გარდავასხამ: სისხლთა: ხომთა:

1746. მივიდა: მახარობელი: წინაშე: მისთა: ძმობილთა: მისთვის: თავგამოწირულთა: მისთვის: საშველად: ხმობილთა: მისთვის: ტირილით: მოსრულთა: და: მისთვის: ჩამოჭკნობილთა: მათ: გაეხარნეს: აჩენდეს: მათ: მარგალიტთა: წყობილთა:

1747. წინ: მოეგებნეს: ტარიელს: ზეიმითა: და: ზარითა: გმირი: ნაომარ: მნათობნო: შვენოდეს: სიმწყაზარითა: ყოლ: არ: ვაჭარულად: მოსილნი: ჯორ: აქლემ: საბაზაროთა: არცა: მტერთაგან: დაცრცვილთა: შაბუნნი: არც: იყვნეს: დანაზარითა:

1748. მიეგებნეს: უსალამეს: სიხარულით: გარდაკოცნეს: დარჩომა: და: გამარჯობა: ერთმანერთსა: მიულოცნეს: უომარი: მათი: მბრძოლი: ათად: უჩნდა: არ: იოცნეს: ამად: ყოფა: ხვარაზმასი: მართ: სიზმრადცა: არ: იოცნეს:

1749. ტარიელ: ნახა: ქალაქი: თვით: მათცა: ევარგებოდა: წართმევისა: და: ომისა: ყოლ: ღონე: არ: ეგებოდა: შუა: ციხე: დგა: მისებრი: სხუა: არა: არ: ეგებოდა: შიგანთა: მცველთა: სიმრავლე: თვალვით: არ: შეიგებოდა:

1750. ხვარაზმშას: ესმა: ტარიელ: მოსრულა: მოჯობებულა: აწ: იგი: შიგნით: აჩქარდა: საომრად: გაჯავრებულა: ვაზირი: იხმო: ყოველთა: ვაზირთა: დაჭარბებულა: აბჯარსა: გასცეს: ისწრაფის: რჩევად: ზის: გახაფებულა: