... (პარიზული ხელნაწერი 10)

1499. ქალი჻ ფატმანს჻ ეხვეოდა჻ ტკბილად჻ იტყვის჻ არგამწყრალი჻ ღმერთმან჻ გული჻ განმინათლა჻ გახეთქილი჻ გაცამწკრალი჻ აწ჻ აგრე჻ ვარ჻ გავსებული჻ წინას჻ ვიყავ჻ ვითა჻ მცხრალი჻ მზემან჻ შუქნი჻ შემომადგნა჻ ვარდივით჻ ვჩან჻ არდამზრალი჻

1500. ზღუათა჻ მეფე჻ გარდაიხდის჻ მუნ჻ ქორწილსა჻ მეტად჻ დიდსა჻ ქაჯეთიცა჻ დაუმადლა჻ არ჻ გაუშვა჻ დღესა჻ შვიდსა჻ უხვად჻ გასცემს჻ საბოძვარსა჻ საჭურჭლესა჻ ანაკიდსა჻ პერპერასა჻ დაპანტულსა჻ ზედა჻ ცვეთდეს჻ ვითა჻ ხიდსა჻

1501. მუნ჻ იდვის჻ გორი჻ ლარისა჻ სტავრისა჻ და჻ ატლასისა჻ ტარიელს჻ უძღვნა჻ გვირგვინი჻ ვერ჻ დანადები჻ ფასისა჻ იაგუნდისა჻ მრთელისა჻ ყვითლისა჻ მეტად჻ ხასისა჻ კვლა჻ ერთი჻ ტახტი჻ ოქროსი჻ წითლისა჻ მართ჻ ხალასისა჻

1502. ნესტანდარეჯანს჻ ყაბაჩა჻ უძღვნა჻ შემკული჻ თვალითა჻ იაგუნდითა჻ წითლითა჻ ბადახჩითა჻ და჻ ლალითა჻ დასხდეს჻ ორნივე჻ ქალყმანი჻ პირითა჻ ელვამკრთალითა჻ მათნი჻ მჭვრეტელნი჻ დაიწვნეს჻ ცეცხლითა჻ მართ჻ ახალითა჻

1503. ავთანდილს჻ და჻ ფრიდონს჻ უძღვნა჻ უსაზომო჻ დიდი჻ ძღვენი჻ ძვირფასისა჻ უნაგირი჻ უკეთესი჻ თვითო჻ ცხენი჻ თითო჻ კაბა჻ თვალიანი჻ უცხო჻ ფერთა჻ შუქთა჻ მფენი჻ მოახსენეს჻ მადლი჻ რა჻ ვთქვათ჻ სვიანმცაა჻ დავლა჻ თქვენი჻

1504. ტარიელ჻ მადლსა჻ გარდიხდის჻ ტურფა჻ სიტყვითა჻ ენითა჻ დიდად჻ ვიამე჻ მეფეო჻ პირველ჻ ნახვითა჻ თქვენითა჻ მერმე჻ აგვავსენ჻ მრავლითა჻ უცხოთა჻ ტურფა჻ ძღვენითა჻ ვიცი჻ შორიშორ჻ არჩავლა჻ ჩვენ჻ თქვენი჻ კარგად჻ ვქმენითა჻

1505. ზღუათა჻ მეფე჻ მოახსენებს჻ ხელმწიფეო჻ ლომო჻ ქველო჻ მოახლეთა჻ სიცოცხლეო჻ ვერ჻ მჭვრეტელთა჻ შორით჻ მკლველო჻ მსგავსი჻ თქვენი჻ რამცა჻ მეძღვნა჻ შვენიერო჻ სანახველო჻ რა჻ მოგშორდე჻ რა჻ მერგების჻ საჭვრეტელად჻ სასურველო჻

1506. ტარელ჻ ფატმანს჻ უბრძანა჻ მე჻ თავი჻ შენი჻ მიდია჻ დავ჻ გული჻ შენი჻ ჩემზედა჻ გარდაუხდელი჻ დიდია჻ აწ჻ რაცა჻ ქაჯთა჻ საჭურჭლე჻ ქაჯეთით჻ ამიკიდია჻ მომიცემია჻ წაიღე჻ არ჻ კიდე჻ მომიყიდია჻

1507. ფატმან჻ ხათუნ჻ თაყვანის჻ სცა჻ ჰკადრებს჻ მადლსა჻ მეტის჻ მეტსა჻ მემეფეო჻ შენი჻ ნახვა჻ მიდებს჻ ცეცხლსა჻ დაუშრეტსა჻ რა჻ მოგშორდე჻ რა჻ ვიქნები჻ მე჻ დამაგდებ჻ ვითა჻ რეტსა჻ ახ჻ ნეტარძი჻ მოახლეთა჻ ვაგლახ჻ თქვენსა჻ ვერა჻ მჭვრეტსა჻

1508. ზღვათა჻ მეფესა჻ ეტყოდეს჻ ორნივე჻ შუქთა჻ მაფენი჻ კბილნი჻ ბროლნი჻ და჻ ბაგენი჻ სადაფთა჻ მოსადაფენი჻ უთქვენოდ჻ მყოფსა჻ არ჻ გვინდან჻ ნიშაგნი჻ საჩანგდაფენი჻ მაგრა჻ გაგვიშვენ჻ წავიდეთ჻ ჟამია჻ ვართ჻ მოსწრაფენი჻

1509. შენ჻ იყავ჻ ჩვენი჻ მშობელი჻ და჻ ჩვენი჻ საესავიო჻ მაგრა჻ ამასცა჻ ვიაჯით჻ გვიბოძო჻ ერთი჻ ნავიო჻ მეფემან჻ ბრძანა჻ არა჻ მშურს჻ სამიწოდ჻ თქვენად჻ თავიო჻ რათგან჻ ისწრაფი჻ რა჻ გკადრო჻ წა჻ გიწინამძღვრდეს჻ მკლავიო჻

1510. მეფემან჻ ნავიხომალდი჻ მოჰკაზმა჻ ზღვისა჻ კიდესა჻ გამოემართა჻ ტარიელ჻ გამყრელნი჻ ცრემლსა჻ ღვრიდესა჻ თავსა჻ იცემდეს჻ იგლეჯდეს჻ თმაწვერსა჻ გაიყრიდესა჻ ფატმანის჻ ცრემლთა჻ შედენით჻ თვით჻ ზღვაცა჻ გაადიდესა჻

ტარიელისაგან ფრიდონისას მისულა჻

1511. გამოელნეს჻ ზღვანი჻ სამთავე჻ ერთგან჻ ძმად჻ შენაფიცართა჻ კვლა჻ ამტკიცებდეს჻ სიტყვათა჻ მათ჻ პირველ჻ დანამტკიცართა჻ ჰშვენის჻ მღერა჻ და჻ სიცილი჻ მათ჻ მისთა჻ არუიცართა჻ ბაგეთათ჻ შუქი჻ შეადგის჻ ზედან჻ ბროლისა჻ ფიცართა჻

1512. მუნით჻ კაცი჻ ასმათს჻ თანა჻ მათ჻ გაგზავნეს჻ მახარობლად჻ კვლა჻ ფრიდონის჻ თავადთასა჻ ნაომართა჻ მათთა჻ მთხრობლად჻ მანდა჻ მოვა჻ მოიმაღლებს჻ მზე჻ მნათობთა჻ მამაგრობლად჻ ჩვენ჻ დამზრალნი჻ აქანამდის჻ აწ჻ გავხედით჻ დაუზრობლად჻

1513. იგი჻ მზე჻ შესვეს჻ კუბოსა჻ იარეს჻ გზა჻ ზღვის჻ პირისა჻ მიყმაწვილობდეს჻ უხარის჻ მათ჻ გარდახდომა჻ ჭირისა჻ მივიდეს჻ სადა჻ ქვეყანა჻ იყო჻ ნურადინ჻ გმირისა჻ მოეგებნიან჻ ისმოდის჻ ხმა჻ სიმღერისა჻ ხშირისა჻

1514. მუნ჻ მიეგებნეს჻ ყოველნი჻ ფრიდონის჻ დიდებულები჻ ასმათი჻ სავსე჻ ლხინითა჻ ვის჻ აღარ჻ აჩნდა჻ წყლულები჻ ნესტანდარიჯს჻ ზედ჻ მოეჭდო჻ რომე჻ ვერ჻ გაჰყრის჻ ცულები჻ აწ჻ გაუსრულა჻ ყოველი჻ მან჻ მისი჻ ნაერთგულები჻

1515. ნესტანდარეჯან჻ ეხვევის჻ პირსა჻ აკოცებს჻ პირითა჻ უბრძანა჻ ჩემო჻ ვაგლახ჻ მე჻ შენცა჻ აგავსე჻ ჭირითა჻ აწ჻ ღმერთმან჻ მოგვცა჻ წყალობა჻ ვცან჻ მისი჻ არსიძვირით჻ ა჻ მე჻ გულსა჻ შენსა჻ ეზომსა჻ არ჻ ვიცი჻ გარდვიხდი჻ რითა჻

1516. ასმათ჻ ჰკადრა჻ მადლი჻ ღმერთსა჻ ვარდნი჻ ვნახენ჻ არდაზრულნი჻ ბოლოდ჻ ასრე჻ გააცხადნა჻ გონებამან჻ დაფარულნი჻ სიკვდილიცა჻ სიცოცხლედ჻ მიჩს჻ ოდეს჻ გნახენ჻ მხიარულნი჻ სჯობან჻ ყოვლთა჻ მოყვარულთა჻ პატრონყმანი჻ მოყვარულნი჻

1517. დიდებულთა჻ თაყვანის჻ სცეს჻ მოახსენეს჻ დიდი჻ ქება჻ რომე჻ ღმერთმან჻ გაგვახარნა჻ კურთხეულა჻ მისი჻ ღმრთება჻ ჩვენ჻ გვიჩვენნა჻ პირი჻ თქვენი჻ აღარა჻ გვწვავს჻ ცეცხლთა჻ დება჻ წყლულსა჻ მისგან჻ დაკოდილსა჻ მასვე჻ ძალუც჻ განკურნება჻