... (პარიზული ხელნაწერი 10)

1461. სჯობს჻ დადეგით჻ დამალულნი჻ თქვენ჻ ადგილსა჻ იდუმალსა჻ ისი჻ კაცნი჻ არ჻ იჭირვენ჻ მგზავრსა჻ ქალაქს჻ შემავალსა჻ სავაჭროდა჻ მოვეკაზმი჻ ვიქ჻ საქმესა჻ მე჻ მუხთალსა჻ ერთსა჻ ჯორსა჻ გარდავჰკიდებ჻ მუზარადსა჻ ჯაჭვსა჻ ხრმალსა჻

1462. სამთავე჻ შესვლა჻ არ჻ ვარგა჻ თუ჻ გვიგრძნან჻ არს჻ სათუები჻ მე჻ მარტო჻ შევალ჻ ვაჭრულად჻ და჻ კარგად჻ შევეტყუები჻ მალვით჻ ჩავიცვამ჻ აბჯარსა჻ გავჩნდები჻ გავეცრუები჻ ღმერთმან჻ ქნას჻ უხვად჻ ვადინო჻ შიგნით჻ სისხლისა჻ რუები჻

1463. შიგნითა჻ მცველთა჻ მოვიცლი჻ მე჻ უნახავად჻ ჭირისად჻ თქვენ჻ გარეთ჻ კართა჻ ეცენით჻ ყოველნი჻ მსგავსად჻ გმირისად჻ კლიტეთა჻ დავლეწ჻ გავახვამ჻ ნახოთ჻ გაღება჻ კარისად჻ თუ჻ რა჻ სხვა჻ გვიჯბს჻ თქვენ჻ ბრძანეთ჻ ვარ჻ მრჩევლად჻ ამა჻ პირისად჻

თათბირი ტარიელისა ქაჯეთ ციხეზე჻

1464. ტარიელ჻ უთხრა჻ მე჻ თქვენი჻ ვცან჻ გმირთა჻ მეტი჻ გმირობა჻ თქვენსა჻ ძალგულსა჻ თქვენივე჻ ჰგავს჻ თათბირობა჻ პირობა჻ ვიცი჻ გწადს჻ ომი჻ ფიცხელი჻ არ჻ ცუდი჻ ხრმალთა჻ ღირობა჻ კაციმცა჻ მაშინ჻ თქვენ჻ გახლავს჻ რა჻ ომმან჻ ქნას჻ გაჭირობა჻

1465. მაგრა჻ იყუენით჻ ჩემთვისცა჻ საქმისა჻ რასმე჻ რჩევითა჻ ხმა჻ ესმას჻ ჩემსა჻ ხელმქმნელსა჻ ზედა჻ გარდმოდგეს჻ მზე჻ ვითა჻ თქვენ჻ გქონდეს჻ ომი჻ ფიცხელი჻ უომრად჻ მნახოს჻ მე჻ ვითა჻ ესე჻ მე჻ დამსვრის჻ ნუ჻ უბნობთ჻ სიტყვითა჻ თქვენ჻ სათნევითა჻

1466. მაგა჻ თათბირსა჻ ესე჻ სჯობს჻ ვქმნათ჻ ჩემი჻ მონახსენები჻ გავიყოთ჻ კაცი჻ ასასი჻ რა჻ ღამე჻ ჩნდეს჻ ნათენები჻ სამთავე჻ სამგნით჻ მივმართოთ჻ ფიცხლად჻ დავსხლიტოთ჻ ცხენები჻ მოგვეგებვიან჻ ვემცრობით჻ ჩვენ჻ ხრმალსა჻ მივსცემთ჻ მძლედ჻ ნები჻

1467. ვინცა჻ შეუსწრას჻ ჰფარავსმცა჻ მას჻ ღმრთისა჻ საფარველია჻ კარნი჻ დალეწნეს჻ დახოცნეს჻ ყოველი჻ კართა჻ მცველია჻ სამთავე჻ იქით჻ მივმართოთ჻ მაშინ჻ აღარა჻ ძნელია჻ ძლევა჻ მან჻ მოგვცეს჻ რომელი჻ სათქმლადცა჻ საზარელია჻

1468. ფიცხლა჻ შევებნეთ჻ შევსჯარნეთ჻ ვერ჻ მოგვასწრებენ჻ კარებსა჻ სამთაგან჻ ერთი჻ შევუვალთ჻ სხვა჻ გარეთ჻ ვსცემდეთ჻ გარებსა჻ მან჻ ერთმან჻ შიგნით჻ შიგანნი჻ მივსცნეთ჻ სისხლისა჻ ღვარებსა჻ ხელი჻ კვლა჻ ვჰხადოთ჻ აბჯარსა჻ მას჻ ჩვენგან჻ მძლედ჻ ნახმარებსა჻

1469. ფრიდონ჻ უთხრა჻ შემიგია჻ გამიგია჻ ვიცი჻ მე჻ რა჻ მაგა჻ ცხენსა჻ ჩემეულსა჻ მოასწრობენ჻ კარსა჻ ვერა჻ ოდეს჻ გიძღვენ჻ არ჻ ვიცოდი჻ ქაჯეთს჻ გვინდა჻ ქაჯთა჻ მზერა჻ თვარა჻ ყოლა჻ არ჻ გიძღვნიდი჻ ჩემი჻ გითხრა჻ სიძუნწე჻ რა჻

1470. ფრიდონ჻ ლაღი჻ ამხაანგობს჻ საუბართა჻ ესოდენთა჻ ამაზედან჻ გაიცინნეს჻ მათ჻ წყლიანთა჻ სიტყვაბრძენთა჻ ერთმანეთსა჻ ელაღობნეს჻ ლაღობათა჻ მათთა჻ მშვენთა჻ გარდახდეს჻ და჻ დაეკაზმნეს჻ უკეთესთა჻ შესხდეს჻ ცხენთა჻

1471. კულავ჻ ერთმანერთსა჻ მიუგეს჻ სიტყვები჻ არ჻ პირმკვახები჻ დაასკვნეს჻ იგი჻ თათბირი჻ ტარიას჻ განაზრახები჻ გაიყვეს჻ კაცი჻ ასასი჻ ყველაი჻ გმირთა჻ სახები჻ ცხენებსა჻ შესხდეს჻ აიღეს჻ მათ჻ მათი჻ ჩაბალახები჻

1472. იგი჻ ჭაბუკნი჻ შუქითა჻ ვნახენ჻ მზისაცა჻ მეტითა჻ მათ჻ სამთა჻ შვიდნი჻ მნათობნი჻ ჰფარვენ჻ ნათლისა჻ სვეტითა჻ ტარიელ჻ შავსა჻ ზედან჻ ზის჻ ტანითა჻ მით჻ წერწეტითა჻ დალივნეს჻ მტერნი჻ ომითა჻ ვითა჻ მჭვრეტელნი჻ ჭვრეტითა჻

1473. ჩემი჻ აწ჻ ესე჻ ნათქვამი჻ მათი჻ სახე჻ და჻ დარია჻ რა჻ ზედა჻ წვიმდეს჻ ღრუბელნი჻ და჻ მთათა჻ აღტყდეს჻ ღვარია჻ მოვა჻ და჻ ხევთა჻ მოგრაგნის჻ ისმის჻ ზათქი჻ და჻ ზარია჻ მაგრა჻ რა჻ ზღვათა჻ შეერთვის჻ მაშინ჻ ეგრეცა჻ წყნარია჻

1474. თუმცა჻ ფრიდონ჻ და჻ ავთანდილ჻ სიკეთე჻ მიუწდომნია჻ მაგრა჻ ტარიას჻ შებმანი჻ არვისგან჻ მოსანდომნია჻ მზე჻ მნათობთაცა჻ დაჰფარავს჻ არცაღა჻ ნათლად჻ ხომნია჻ აწ჻ იყურებდით჻ მსმენელნო჻ გესმნენ჻ ფიცხელი჻ ომნია჻

1475. სამთავე჻ სამად჻ გაიყვეს჻ თვითომან჻ თვითო჻ კარები჻ თანა჻ ჰყვა჻ კაცი჻ სამასი჻ ყველაი჻ გმირთა჻ დარები჻ მას჻ ღამით჻ უქნეს჻ სადარნო჻ უცრუო჻ ანაჩქარები჻ გათენდა჻ გაჩნდეს჻ მიმართეს჻ თავისთავ჻ ჰქონდა჻ ფარები჻

1476. პირველ჻ ამოდ჻ მიდიოდეს჻ მგზავრთა჻ რათმე჻ მაგიერად჻ მათ჻ შიგანთა჻ ვერა჻ უგრძნეს჻ ვერცა჻ დახვდეს჻ გულხმიერად჻ გულსა჻ შიში჻ არა჻ ჰქონდა჻ ამოდ჻ დგეს჻ და჻ ნებიერად჻ მიდგეს჻ გარე჻ მუზარადნი჻ დაიხურეს჻ ჟამიერად჻

1477. ანაზდად჻ ცხენი჻ გაქუსლეს჻ მათრახმან჻ შექნა჻ წრიალი჻ რა჻ ნახეს჻ კარნი჻ გაახვნეს჻ ქალაქით჻ გაჰხდა჻ ზრიალი჻ სამთავე჻ სამგნით჻ მიჰმართეს჻ თავსა჻ მით჻ უყვეს჻ რიალი჻ იკრეს჻ ნობსა჻ და჻ დაბდაბსა჻ შეიქნა჻ ბუკთა჻ ტკრციალი჻

1478. მაშინ჻ ქაჯეთს჻ მოიწია჻ უსაზომო჻ რისხვა჻ ღმრთისა჻ კრონოს჻ წყრომით჻ შემხედველმან჻ მოიშორვა჻ სიტკბო჻ მზისა჻ მათვე჻ რისხვით჻ გარდუბრუნდა჻ ბორბალი჻ და჻ სიმგრგვლე჻ ცისა჻ ველნი჻ მკვდართა჻ ვერ჻ იტევდა჻ გადიადდა჻ ჯარი჻ მკვდრისა჻

1479. კაცსა჻ უკრავად჻ დაბნედდის჻ ხმა჻ ტარიელის჻ ხაფისა჻ აბჯარსა჻ ფრეწდის჻ გაცუდდა჻ სიმაგრე჻ ჯავშანქაფისა჻ სამგნითვე჻ კართა჻ შესჯარნეს჻ ჭირნი჻ არ჻ ნახეს჻ კაფისა჻ რა჻ ქალაქს჻ შეჰხდეს჻ შეიქმნა჻ სიხარკე჻ ციხეს჻ სწრაფისა჻