... (Q-261), XVII ს.

1445. ჩემი: მზე: ტახტსა: ზედა: ზის: მორჭმული: ღ~თისა: ნებითა: საკრძალავი: და: უკადრი: ლაღი: არვისგან: ვნებითა: არცა: რა: უმძიმს: ქაჯთაგან: არცა: გრძნეულთა: გრძნებითა: მას: ზედან: შველა: რად: მინდა: რად: მეჭუ: რასაცა: თნებითა:

1446. რა: მოვა: ჩემთუის: განგება: ზეცით: მოსრულნი: ზენანი: ღ~თი: იწადებს: მომივლენ: გულის: საჴმილთა: ლხენანი: მაშინვე: მამხუდეს: მოკვდავსა: მზისა: ელვათა: ფენანი: უმისჟამისოდ: ცუდია: ჩემგან: მიდამო: რბენანი:

1447. მიდი: და: ჰკადრე: ტარიელს: პასუხი: ჩემგან: თხრობილი: მადლი: რად: უნდა: მეფეო: ხარ: რაზომ: გინდა: ლმობილი: ვარ: მუცლითგანვე: დედისა: თქუენად: სამონოდ: შობილი: ღ~თნ: მუნამდის: მიწა: მყოს: ვირ: მეფე: იყო: ცნობილი:

1448. გებრძანა: შეყრა: მწადიან: საყუარელისა: შენისა: ეგე: არს: მგზავსი: გულისა: ლმობიერისა: თქუენისა: მუნა: მე: ჴმალი: არ: მიკუეთს: არცა: სივრცელე: ენისა: მიჯობს: მოლოდნა: საქმისა: მის: განგებისა: ზენისა:

1449. ესეა: ჩემი: საწადი: და: ჩემი: მოსანდომარე: ინდოეთს: გნახო: მორჭმული: საჯდომთა: ზედა: მჯდომარე: გვერდსავე: გიჯდეს: მნათობი: პირი: ელვათა: მკრთომარე: მებრძოლნი: თქუენნი: მოგესრნეს: არვინ: ჩნდეს: მუნ: მეომარე:

1450. რა: გამისრულდენ: ესენი: ჩემნი: გულისა: ნებანი: მაშინღა: მივალ: არაბეთს: მამხვდეს: მის: მზისა: ხლებანი: როდესცა: სწადდეს: დამივსნეს: ამა: ცეცხლისა: დებანი: სხვად: თქუენგან: არა: არ: მინდა: მძულან: ცუდნიღა: თნებანი»:

1451. რა: ფრიდონ: ჰკადრა: ტარიელს: ესე: ნათქუამნი: ყმისანი: მან: ბრძანა: მაგას: არა: ვიქ: ამას: არ: უნდა: მისანი: ვითა: მან: პოვნა: მიზეზნი: ჩემისა: სულთა: დგმისანი: ეგრევე: მანცა: სამისოდ: ნახნეს: ძალგულნი: ძმისანი:

1452. მიდი: უთხარ: ჩემაგიერ: სიტყუა: ჩემგან: არ: ნათნები: მე: შენისა: გამზრდელისა: უნახავად: არ: დავდგები: ვეჭუ: მრავალი: დამეხოცოს: მონა: მისგან: საყუარლები: ვითხოვ: ხოლო: შენდობასა: აგეთიღა: მოვბრუნდები»:

1453. ესე: უთხარ: ამის: მეტსა: მოციქულობ: ნურას: ნუო: ხვალე: წასლვა: არ: დავშალო: არცა: საქმე: გავათუო: მე: არ: მიზამს: არაბთ: მეფე: რომე: სიტყუა: გავაცრუო: ამოდ: ვსთხოვო: ქალი: მისი: შევეხვეწო: შევაგუო»:

1454. უამბო: ფრიდონ: ავთანდილს: ტარიას: მოციქულობა: არ: დადგებისო: ცუდია: შენგან: ცდისაღა: თქმულობა: მას: დაუმძიმდა: მოედვა: კულავ: გულსა: კუამლალმულობა: ასრე: ჴამს: რიდი: მეფეთა: ყმათაგან: მოკრძალულობა:

1455. ავთანდილ: მივა: მუჴლმოყრით: ტარიას: შესახვეწელად: ფერჴთა: ეხვევის: აკოცებსაღარ: შეხედავს: ზე: წელად: ეტყუის: კმა: რაცა: შევსცოდე: როსტანს: წლეულად: მე: წელად: კულა: ნუ: მიქ: ერთგულობისა: გამტეხლად: დაცამლეწელად:

1456. რასაცა: ლამი: არ: მოგცემს: მას: ღმრთისა: სამართალია: გამზრდელსა: ჩემსა: ვით: ვჰკადრო: მე: საქმე: სამუხთალია: მე: მისთვის: ჴელი: ვით: გავსძრა: ვინ: ჩემთვის: ფერნამკრთალია: ვით: მოიჴმაროს: მონამან: პატრონსა: ზედა: ჴმალია:

1457. ეგე: საქმე: მე: და: ჩემსა: საყუარელსა: შეგუამდურვებს: ვაი: თუ: გაწყრეს: გაგულისდეს: კუშტი: გულსა: შეაურვებს: ამბავსაცა: დამიძვირებს: ჭურეტისათვის: მომასურვებს: შენდობასა: ჴორციელი: კაცი: ვერა: დამიურვებს:

1458. ტარიელ: უთხრა: სიცილით: მან: მზემან: შუქნაფენამან: ჴელი: მოჰკიდა: ავთანდილს: ამართა: ააყენა: მან: მიყოო: კარგი: ყუელაი: მომართებამან: შენამან: მაგრა: სჯობს: შენცა: გალხინოს: ჩემმან: შენითა: ლხენამან:

1459. დია: მძულს: მეტი: მოყურისა: შიში: კრძალვა: და: რიდობა: მძულს: გაუწყუეტლად: კუშტობა: და: სულმძიმობა: დიდობა: თუ: მოყუარეა: გულისა: ქნას: ჩემკენ: მონაზიდობა: თვარე: მე: ჩემდა: იგ: მისდა: დია: სჯობს: კიდის: კიდობა:

1460. მე: ვიცი: გული: საშენოდ: შენისა: საყუარელისა: არ: ეწყინების: სტუმრობა: შენისა: მე: შემყრელისა: რადმცა: რა: ვჰკადრე: მეფესა: თხრობა: რასაცა: ჭრელისა: ოდენ: ნახვისა: მათისა: ნატრა: მაქუს: სანატრელისა:

1461. ამას: ოდენ: მოვახსენებ: მუდარით: და: შეპოვნებით: რომე: მოგცეს: ქალი: მისი: მან: მისითა: მოგონებით: რადგან: ბოლო: შეყრავეა: სიშორესა: ვით: ეთნებით: დააშვენეთ: ერთმანერთი: თავისთავის: ნუ: დასჭკნებით:

1462. რა: ავთანდილ: ტარიასგან: ცნა: წასულასა: არ: დაშლიდა: არა: ჰკადრა: შეცილება: საუბარსა: ზედა: რთვიდა: ფრიდონ: კაცსა: დარჩეულსა: სათანაოდ: გარდასთვლიდა: თანა: წაჰყუა: გაღანამცა: მას: თანავე: გზასა: ვლიდა:

ტარიელისაგან ქუაბსავე მისულა:

1463. ამ: საქმესა: დაფარულსა: ბრძენ: დიონოს: გააცხადებს: ღ~თი: კარგსა: მოავლინებს: და: ბოროტსა: არ: დაბადებს: ავსა: წამერთ: შეამოკლებს: კარგსა: ხანგრძლად: გააკულადებს: თავსა: მისსა: უკეთესსა: უზადო: ჰყოფს: არ: აზადებს: