... (Q-261), XVII ს.

1523. დაიწყეს: მორთმა: პურისა: ლაშქართა: მის: მესავსისა: ზროხა: და: ცხვარი: დაკლული: არს: უმრავლესი: მხავსისა: შეიქნა: ძღვნობა: ძღვენისა: მათისა: შესამგავსისა: მათ: ყოვლთა: შუქი: ანათობს: პირისა: მზისა: გავსისა:

1524. იაგუნდისა: ჯამები: იყუის: ლალისა: ჭიქები: კულა: უცხო: ფერთა: ჭურჭელთა: სხდის: უცხო: უცხო: სიქები: მის: ქორწილისა: მაქები: კაცი: ბრძენთაგან: იქები: მჭვრეტელო: გულსა: ეტყოდი: ნუ: აიხსნები: იქ: ები:

1525. მუტრიბნი: მოდგეს: ყოველგნით: ისმოდის: ჴმა: წინწილისა: შეყრით: ძეს: გორი: ოქროსა: და: ბადახშისა: თლილისა: მსმელთათვის: წყარო: ღვინისა: ასგან: დის: მსგავსი: მილისა: ბინდით: ცისკრამდის: სმა: იყო: გარდაჰჴდა: ჟამი: დილისა:

1526. არა: დარჩა: უსაბოძვრო: არ: კოჭლი: და: არ: საპყარი: მოდიოდა: მარგალიტი: მოფანტული: მონაყარი: გაბედითდა: წასაღებლად: ატლასი: და: ოქრო: მყარი: სამ: დღე: იყო: ინდოთ: მეფე: ავთანდილის: ვით: მაყარი:

1527. ხვალისად: მეფე: არაბთა: კულა: პურობს: არ: ღაფალია: ტარიელს: ეტყუის: შენი: მზე: საჭურეტლად: სატურფალია: მეფე: ხარ: ყოვლთა: მეფეთა: და: ეგე: დედოფალია: ჴამს: ყურსა: გვეგდოს: საყურლად: ჩუენ: თქუენი: ნატერფალია:

1528. აწ: მეფეო: არ: ეგების: ჩვენი: სხდომა: თქუენად: სწორად: საჴელმწიფო: საჯდომი: და: სხვა: დაუდგა: ტახტი: შორად: ქუემოდ: დასხნა: ავთანდილ: და: მისი: ცოლი: მათად: სწორად: პირველ: ძღვენი: ტარიასთვის: მოიღიან: იდვის: გორად:

1529. არაბთა: მეფე: მასპინძლობს: იქს: ოდენ: მასპინძლობასა: ზოგჯერ: მათ: ახლავს: ზოგჯერ: მათ: არ: იჴმობს: ჴელმწიფობასა: გასცემს: და: უქებს: ყოველნი: უხობა: იეფობასა: ფრიდონ: ზის: ახლოს: ავთანდილს: ჩვეული: ვით: მეფობასა:

1530. მეფესა: ქმრითურთ: პატივი: ჰქონდა: ინდოთა: ქალისა: სიყუარული: და: ჩუქება: ვით: სიძისა: და: სძალისა: რომე: სძღუნა: არა: ეგების: თქმა: არცა: ნაათალისა: თვითო: სკიპტრა: და: პორფირი: და: გუირგუინები: თუალისა:

1531. კულავ: უძღუნა: ძღუენი: ორთავე: მსგავსი: მათისა: ბედისა: ათასი: თვალი: ნაშობი: რომანულისა: დედისა: კულა: მარგალიტი: ათასი: მართ: ვითა: კუერცხი: ტრედისა: ათასი: ცხენი: ტაიჭი: სიდიდით: მსგავსი: ქედისა:

1532. ფრიდონს: უძღვნა: ცხრა: ტაბაკი: მარგალიტი: თავშედგმული: ცხრა: ტაიჭი: ძვირფასისა: უნაგრითა: შეკაზმული: ინდოთ: მეფე: თაყუანისცემს: ლაღი: ბრძენი: არ: მახმული: მადლი: ჰკადრა: ფხიზელურად: თუცა: იყო: ღვინო: სმული:

1533. რას: ვაგრძელებდე: გარდაჴდეს: დღენი: ერთისა: თუისანი: თამაშობდიან: არ: იყუნეს: ყოლა: გაყრანი: სმისანი: ტარიელს: სძღუნიან: უცხონი: თუალნი: ლალისა: ქუისანი: მათ: ყოვლთა: მათნი: ელვანი: ჰფარვენ: მართ: ვითა: მზისანი:

1534. ტარიელ: გვანდის: ვარდსა: და: იყვის: ფიფქისა: მთოელად: ავთანდილ: როსტანს: წინაშე: გაგზავნა: დასათხოელად: შესთვალა: შენი: სიახლე: კმა: ჩემად: ლხინად: ყოველად: მტერთა: აქუს: ჩემი: სამეფო: ვიცი: მუნ: შიგან: მძოველად:

1535. უცოდნი: მოსრნის: მცოდნელთა: ცოდნამან: ჴელოვნებამან: ვეჭუ: მოქცეს: თქუენცა: დაღრეჯა: ჩემმან: რასაცა: ვნებამან: წავიდე: ავი: არ: მიყოს: მე: აქა: დაყოვნებამან: ადრე: კულავ: გნახნე: მორჭმულნი: ინებოს: ღ~თისა: ნებამან:

1536. როსტევანს: ეთქუა: მეფეო: რად: ხართ: რასაცა: რიდითა: რაცა: გიჯობდეს: იქმოდით: გასჭურეტდით: გაიცდიდითა: ავთანდილ: თანა: წამოგყუე: სწადით: ლაშქრითა: დიდითა: თქუენთა: მტერთა: და: ორგულთა: დაჰფრეწდით: დაცასჭრიდითა:

1537. ავთანდილ: უთხრა: ტარიელს: ესე: სიტყუები: ორები: მან: უთხრა: აგრე: ნუ: უბნობ: შეცევ: ბროლისა: ყორები: ახლად: შეყრილსა: მთვარესა: მზეო: ვით: მოეშორები: ავთანდილ: უთხრა: მაგითა: შენგან: არ: მოვიღორები:

1538. არ: დია: გინდა: დამაგდო: წახვიდე: ჩემად: მზრახავად: ცოლი: უყუარსო: გამწირა»: იყო: ამისად: მსახავად: მე: დავრჩე: შენი: გაყრილი: თავისა: მე: ვაგლახავად: კაცსა: მოყურისა: გაწირვა: ახ: მოუხდების: ახ: ავად:

1539. ტარიელს: უგავს: სიცილი: ბროლისა: ვარდთათ: ფრქვევასა: უბრძანა: ვიტყუი: უშენოდ: შენისა: უფრო: მე: ვასა: რადგან: გწადიან: წამომყევ: დამწამებ: ნურას: თნევასა: ავთანდილ: ბრძანებს: ლაშქართა: ყოვლგნით: მის: თანა: წვევსა:

1540. შეყარნა: სპანი: არაბეთს: აღარა: ხანსა: ზმულია: კაცი: ოთხმოცი: ათასი: ყუელაი: დაკაზმულია: კაცსა: და: ცხენსა: ემოსა: აბჯარი: ხვარაზმულია: არაბთა: მეფე: მათითა: გაყრითა: ნაღველ: ჭმულია:

1541. ერთმანერთისა: გაყრილნი: ქალნი: ორნივე: დობილნი: ერთმანერთისა: დადფიცნი: სიტყუისა: გამონდობილნი: მკერდითა: მკერდსა: შეკრულნი: ყელისა: გარდაჭდობილნი: ტიროდეს: მათთა: მჭურეტელთა: გულნიცა: ესხნეს: წდობილნი:

1542. მთვარე: ცისკრისა: ნიავსა: რა: თანა: შეესწოროსა: ორნივე: სწორად: ნათობენ: მოშორდეს: მოეშოროსა: არა: თუ: იგი: მოშორდეს: მართ: ცამან: მოაშოროსა: მათდა: საჭურეტლად: მჭურეტელმან: ჴამს: თავი: იქედგოროსა: