... (Q-261), XVII ს.

1426. მოვიდა: და: პირი: ხელსა: დასდვეს: აგრე: გარდაჰკოცნეს: მეფე: ეტყუის: ძმათა: თქუენთა: თავნი: ჩუენთუის: დაიჴოცნეს: იგი: შვებას: საუკუნო: ცხადად: პოვეს: არ: იოცნეს: ერთსა: მიხუდეს: საზიაროდ: დიდებანი: იასოცნეს:

1427. თუცა: მე: მათი: დაჴოცა: მტკივის: და: სატკივარია: მაგრა: მათ: მიხუდა: უკვდავი: მუნ: დიდი: საჩუქვარია: ესე: თქუა: ნელად: ატირდა: და: წვიმა: თოვლსა: არია: ნარგისთათ: იძვრის: ბორიო: ვარდსა: ზრავს: იანვარია:

1428. მუნ: ატირდეს: ყველაკანი: რა: ტირილად: იგი: ნახეს: რაცა: ვისცა: დაჰკლებოდა: მათ: ტირილით: სულთქმით: ახეს: დადუმდეს: და: მოახსენეს: რადგან: ბრძენთა: მზეებრ: გსახეს: თქუენთა: მჭურეტთა: მღერა: მართებს: რასათვისმცა: ივაგლახეს:

1429. ვინ: ღირს: ა: თქუენგან: ეზომსა: ტირილსა: შეჭირვებასა: თქუენთვის: სიკვდილი: დია: სჯობს: მიწათა: ზედან: რებასა: კულა: ფრიდონ: ჰკადრა: მეფესა: ნურათ: იქთ: გამწარებასა: ღ~თიმცა: მუქფად: მოგიზღავს: ათასსა: გახარებასა:

1430. ავთანდილცა: მიუმტკივნა: იტყუის: დიდსა: სიმძიმილსა: მათ: შეასხეს: ქება: უთხრეს: თავნი: მივსცნეთ: აწ: ღიმილსა: რადგან: მიხუდა: დაკარგული: ლომი: მზესა: წახდომილსა: აღარა: ვსტირთ: სატირალსა: აღარ: დავსდებთ: თვალთა: მილსა:

1431. მივიდეს: სადა: ქალაქი: დიდი: მულღაზანზარია: სცემდეს: ბუკსა: და: ტაბლაკსა: გაჰჴდა: ზათქი: და: ზარია: დაბდაბისა: და: ქოსისა: ჴმა: ტურფად: შენათხზარია: მოატყდეს: მოქალაქენი: დააგდეს: მუნ: ბაზარია:

1432. შუკათათ: მოდგნეს: ვაჭარნი: ყოვლგნით: მჭურეტელთა: ჯარია: შორს: უარებდეს: სარანგნი: ჴელთა: აქუს: მათ: აბჯარია: მოიჯრებოდეს: ჯალაბნი: სარანგთა: დამსაჯარია: მათად: საჭურეტლად: მიშვება: მუნ: მათგან: ნააჯარია:

1433. გადაჴდეს: დაფრიდონისსა: სრა: ნახეს: მოსაწონები: გამოეგება: მრავალი: ოქროს: სარტყლითა: მონები: ფერჴთა: საფენლად: ოქსინო: მართ: მათგან: არს: ნაქონები: თავსა: აყრიდეს: ოქროსა: ხვეტს: ჯარი: მუნ: ნარონები:

აქა ქორწილი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ფრიდონისაგან:

1434. მათ: ქალყმათათვის: საჯდომი: დაედგა: თეთრძოწეული: წითელ: ყუითლითა: თუალითა: ზედა: კეკლუცად: ფრქვეული: ავთანდილისთუის: ყუითელი: და: შავი: ერთგან: რეული: მოვიდეს: დასხდეს: მჭურეტელი: ვსცან: მათი: სულდალეული:

1435. მგოსანნი: მოდგეს: ისმოდეს: ჴმა: სიმღერისა: ტკბილისა: ქორწილი: ქნეს: და: გამრავლდა: ძღვნობა: ლარისა: ლბილისა: ფრიდონის: პურად: კარგისა: არ: მასპინძლისა: წბილისა: ნესტანდარეჯანს: უშვენის: ღიმილი: ჩენა: კბილისა:

1436. მოიღეს: ძღვენი: უსახო: ფრიდონის: არალქატისა: ცხრა: მარგალიტი: სიდიდით: მართ: ვითა: კუერცხი: ბატისა: კულავ: ერთი: თვალი: სამსგავსო: მზისა: შუქმონამატისა: მას: წინა: ღამით: ძალედვის: მხატვარსა: ხატვა: ხატისა:

1437. კულა: უძღუნა: თვითო: ფარღული: გარდასაყრელი: ყელისა: მრგვლად: დათლილისა: თუალისა: იაგუნდისა: მრთელისა: კულავ: მოაქვ: ერთი: ტაბაკი: მძლედ: საჭირავი: ხელისა: ავთანდილისთვის: ლომისა: ძღვენი: ფრიდონის: ქველისა:

1438. იგი: ტაბაკი: სავსეა: მარგალიტითა: სხუილითა: ავთანდილს: უძღვნა: ყუელაი: არა: სიტყუითა: წბილითა: აივსო: სახლი: სტვირითა: და: ოქსინოთა: ლბილითა: ტარიელ: მადლი: უბრძანა: ლაღმან: სიტყუითა: ტკბილითა:

1439. ფრიდონისგან: უსაზომო: ქორწილია: დღესა: რვასა: ყოვლთა: დღეთა: მიართმიდეს: უფასოსა: ძღვენსა: მზასა: დღე: და: ღამე: არ: გასწყუეტდა: ჩაღანა: და: ჩანგი: ხმასა: აჰა: მიხუდა: შესაფერნი: ყმა: ქალსა: და: ქალი: ყმასა:

1440. ტარიელ: ფრიდონს: უბრძანა: დღეერთ: სიტყუები: გულისა: არს: გული: თქუენი: საჩემო: უფროსი: ძმისა: სრულისა: არ: გემუქფების: სიცოცხლე: არცა: მოცემა: სულისა: მე: თქუენგან: ვჰპოვე: მოკუდავმან: ჩემი: წამალი: წყლულისა:

1441. ავთანდილისგან: შენც: იცი: ჩემთვის: თავისა: დადება: აწ: მე: მაქუს: ნაცულად: მისისა: მოჴმარებისა: წადება: შენ: მიდი: ჰკითხე: რა: უნდა: მან: ქნას: ამისი: ცხადება: ვითა: დამივსო: საჴმილი: ეგრე: მისიცა: კმა: დება:

1442. უთხრა: ძმაო: რა: გარდიხდის: შენგან: ჩემსა: ჭირნახულსა: ღ~თი: მოგცემს: წყალობასა: მისსა: ზეცით: შესახულსა: თუ: ვერა: ვიქ: საწადელსა: შენსა: შენთვის: გაზრახულსა: არა: ვნახავ: სახლსა: ჩემსა: არ: დარბაზსა: არცა: ხულსა:

1443. აწ: მითხარ: ჩემგან: რა: გინდა: ანუ: რით: მოგეხმარები: ვარჩევ: წავიდეთ: არაბეთს: იყავ: ჩემიცა: მარები: ტკბილი: სიტყუითა: გავმართოთ: და: ჴმლითა: საომარები: თუ: შენ: შენს: ცოლსა: არ: შეგრთავ: მე: ჩემსა: არ: ვექმარები:

1444. რა: ფრიდონ: უთხრა: ავთანდილს: ტარიას: მოციქულობა: მას: გაეცინნეს: გაღიმდა: შვენოდა: მხიარულობა: თქუა: თუ: მეშველი: რად: მინდა: მჭირს: არავისგან: წყლულობა: ჩემი: მზე: არცა: ქაჯთა: ჰყავს: არცა: სჭირს: ლხინ: ნაკლულობა: