... (Q-261), XVII ს.

1332. ჰინდოთ: მეფე: მხიარული: ასმათს: რასმე: უბრძანებდა: ერთმანერთსა: ეხვეოდეს: სიხარული: ატირებდა: ვარდსა: ზედა: ყორნის: ბოლო: ნამსა: თხელსა: აპკურებდა: კაცსა: ღ~თი: არ: გასწირავს: თუცა: კაცი: შეიგებდა:

1333. ღ~თსა: მისცეს: დიდი: მადლი: თქუეს: გუიყოო: რაცა: სჯობდა: აწყა: ვცანით: უარესსა: პირი: თქუენი: არ: გაბრჭობდა: ჰინდოთ: მეფე: ჴელ: განპყრობით: მხიარული: ამას: ჴმობდა: ქუაბს: შევიდეს: მხიარული: ასმათ: რასმე: მასპინძლობდა:

1334. ტარიელ: ეტყუის: ავთანდილს: ისმინე: სიტყუა: ასები: გიამბობ: რასმე: ამბავსა: მოამბვედ: ნუ: გენასები: მე: ოდეს: ქუაბნი: წაუხვენ: დავჴოცენ: დევთა: დასები: მას: აქათ: მათი: აქა: ძეს: საჭურჭლე: ძვირ: ნაფასები:

1335. მე: აგრე: არა: მინახავს: მართ: ვითა: არა: მდომია: მოდი: და: გავხსნათ: შევიგნეთ: საჭურჭლე: თუ: რა: ზომია: იამა: ადგეს: ორნივე: არცა: ქუე: ასმათ: მჯდომია: დალეწეს: კარი: ორმოცი: მათგან: არ: ზედა: ომია:

1336. ჰპოვეს: საჭურჭლე: უსახო: კულავ: უნახავი: თვალისა: მუნ: იდვა: რიყე: თუალისა: ჴელწმიდად: განათალისა: ჩნდის: მარგალიტი: ოდენი: ბურთისა: საბურთალისა: ვინმცა: ქნა: რიცხვი: ოქროსა: ვერვისგან: დანათვალისა:

1337. იგი: სახლი: ორმოცივე: შიგან: იყო: გატენილი: ჰპოეს: ერთი: ზარადახანა: აბჯრისათვის: ახლად: ქნილი: მუნ: აბჯარი: ყოვლი: ფერი: ასრე: იდვა: ვითა: მწნილი: შიგან: ერთი: კიდობანი: დაბეჭდილი: არ: გახსნილი:

1338. ზედა: ეწერა: აქა: ძეს: აბჯარი: საკუირველიო: ჯაჭუ: მუზარადი: ალმასი: ჴმალი: ბასრისა: მჭრელიო: თუ: ქაჯნი: დევთა: შეებნენ: იყოს: დღე: იგი: ძნელიო: უმისჟამისოდ: ვინც: გახსნას: არის: მეფეთა: მკვლელიო:

1339. კიდობანი: გახსნეს: პოვეს: მუნ: აბჯარი: სამი: ტანი: რასაცა: ვით: შეიმოსენ: მეომარნი: სამნი: ყმანი: ჯაჭვი: ჴმალი: მუზარადი: საბარკული: მათი: გუანი: ზურმუხტისა: ბუდებითა: იყუნეს: ვითა: ლუსკუმანი:

1340. თვითომან: თვითო: ჩაიცვეს: თავის: თავს: გამოსცდიდიან: ჯაჭუ: მუზარადსა: აბჯარი: მართ: ვერა: ვერ: მოჰკიდიან: ჴმალი: რკინისა: მოჰკრიან: ვით: ბანბის: მკედსა: სჭრიდიან: მათ: უღირს: ყოვლად: ქუეყანად: შევატყევ: არ: გაჰყიდიან:

1341. თქუეს: ესე: ნიშნად: გუეყოფის: ვართო: კარგითა: ბედითა: ღ~თნ: მოგვხედნა: თვალითა: ზეგარდმო: მონახედითა: აიღეს: იგი: აბჯარი: თავის: თავისა: ქედითა: თვითო: მათ: ერთი: ფრიდონის: საძღვნობლად: შეკრეს: ღვედითა:

1342. ოქროც: რამე: წაიტანეს: მარგალიტი: ღარიბები: გამოვიდეს: გამობეჭდეს: ორმოცივე: საჭურჭლები: ავთანდილ: თქუა: ამას: იქით: დავამაგრო: ჴმალსა: ნები: ამას: ღამე: არსად: წავალ: რა: გათენდეს: არ: დავდგები:

ტარიელისა და ავთანდილისა წასულა ფრიდონისასა:

1343. რა: გათენდა: გაემართნეს: წაიტანეს: ასმათ: თანა: ნურადინის: ქუეყანამდის: შეისუიან: მათ: უკანა: მუნ: ვაჭარმან: ოქროს: ფასად: ცხენი: მისცა: არ: უძღვანა: ავთანდილ: კმა: ყოლაოზად: სხვამცა: ვინღა: წაიტანა:

1344. იარეს: და: ზედა: შეჰჴდეს: ნურადინის: მეჯოგეთა: ჯოგი: ნახეს: მოეწონა: ფრიდონისთვის: იაგეთა: მუნ: ავთანდილს: ინდო: ეტყუის: გაქნევ: კარგთა: სიშმაგეთა: მოდი: ფრიდონს: გავლაღობნეთ: ჯოგსა: მისსა: მოვადგეთა:

1345. ჯოგი: წაუღოთ: მოსრულნი: ვესმით: ჯოგისა: წაღებად: გამოემართვის: საომრად: ველთა: სისხლისა: დაღებად: ანასდად: გვიცნობს: გაჰკრთების: გულსა: შეელმის: დაღებად: ამოა: კარგი: ლაღობა: ლაღსა: შეიქს: ლაღებად:

1346. დაუწყეს: პყრობა: ტაიჭთა: ფრიდონის: უკეთესებსა: მუნ: მეჯოგეთა: ფანოსი: შეექნა: ეკრა: კუესებსა: უყივლეს: ვინ: ხართ: მოყმენო: ვინ: იქთ: საქმესა: ზესებსა: ჯოგი: მისია: ვინ: მტერსა: ჰკრავს: ჴმალსა: არ: აკუნესებსა:

1347. მათ: მშვილდები: დაიწვადეს: მეჯოგეთა: გაეკიდნეს: მეჯოგენი: მიიზახდეს: ჴმანი: მათნი: გაადიდნეს: გვიშველეთო: გვიშველეთო: მეკობრეთა: ამოგვწყუიტნეს: ჴმა: შეიქნა: შეიყარნა: ფრიდონს: ჰკადრეს: არ: დარიდნეს:

1348. შეეკაზმა: ფრიდონ: შეჯდა: შეკაზმული: გამოვიდა: ჴმა: შეიქნა: შეიყარნეს: რაზმი: ველთა: დაჰფარვიდა: იგი: მზენი: მოეგებნეს: ვის: ზამთარი: ვერ: დაზურიდა: დაესვარა: ზარადები: პირსა: მათსა: უფარვიდა:

1349. რა: ტარიელ: ფრიდონ: იცნა: თქუა: ვნახეო: ვინცა: მინა: მუზარადი: მოიჴადა: გაიღიმნა: გაიცინა: ფრიდონს: უთხრა: რასა: ლამი: ჩუენი: მოსულა: რას: გეწყინა: პურად: ავი: მასპინძელი: მოგუეგებვი: ომად: წინა:

1350. ფრიდონ: ფიცხლა: გარდაიჭრა: დავარდა: და: თაყუანისსცა: იგინიცა: გარდაუხდეს: მოეხუივნეს: აკოცესცა: ფრიდონ: ღ~თსა: ჴელ: აბყრობით: უსაზომო: მადლი: მისცა: დიდებულნი: აკოცებდეს: იცნობდიან: იგი: ვისცა: