... (Q-261), XVII ს.

1581. დია: დიდთა: დამაჯნება: უშმაგომან: ვით: გააგო: ინდოეთსა: ვით: მოადეგ: შმაგთაგანცა: უფრო: შმაგო: აჰა: მოველ: იგი: ცეცხლი: რომე: სრულად: ამოგდაგო: ჴრმალი: ჩემი: მოლესული: შენს: ზედა: დავაბლაგო:

1582. დარაჯანი: წავიდეს: და: ერთმანერთსა: მიუსწრობდეს: რამაზს: ჰკადრეს: ყუელაკაი: დამალვასა: ვერა: სთმობდეს: მოვიდაო: ინდოთ: მეფე: ლაშქარნიცა: კარგნი: ჰყმობდეს: ვინცა: ვითა: გარდეხვეწოს: იგი: ერთი: ორთა: სჯობდეს:

1583. ინდოთა: დროშა: ტარიელს: აქუს: და: ალამი: უბია: დროშა: არაბთა: მეფისა: მასსა: თანავე: ჰყუდია: არაბთა: იცის: ყუელამან: მათი: აბჯარი: შუბია: ფრიდონ: მზე: მოყმე: რომელმან: შექნა: სისხლისა: გუბია:

1584. ცოტაი: წავლეს: გამოჩნდა: ხუთასი: ცხენოსანანი: შეტეობასა: ლამობდეს: ყმანი: არაბთა: თანანი: ტარიელ: გაწყრა: ნუ: იქთო: მისცა: სიტყვისა: ნანანი: მოვიდნენ: აჩნდრდ: უაბჯროდ: ჰქონდეს: არცათუ: დანანი:

1585. ცხენის: ფერჴთა: მოეხვია: მუჴლმოყრილი: შეეხვეწა: მოახსენა: შემიბრალე: მისსა: ძალსა: ვინცა: გხუეწა: ნუ: დამარჩენ: ნუ: მაცოცხლებ: და: წამიღონ: მკუდარი: მე: წა: თქუენი: გული: სასაკუთრო: ბედმან: ასრე: დამილეწა:

1586. დაიკარგენით: წაჰჴუედით: თქუენ: წელნი: მეათენია: გაჴდეს: მფრინველნი: უმეფოდ: არწივსა: მოსტყდეს: ფრთანია: ამად: შევმართე: საქმენი: ჩემნი: საკამათენია: ადრე: გამიტყდა: სოფელი: მართ: ვითა: კაბათენია:

1587. შინა: წავიდეს: გარდაჴდეს: ეს: თურე: არ: ლაყაბია რამაზ: ჰყავს: ორთა: დედათა: ყელსა: მანდილი: აბია: შეშინებული: საბრალოდ: დუღდა: მართ: ვითა: ქუაბია: მართალხართ: მომკალ: მე: ხუალემ: რამცა: ვინ: მიასაბია:

1588. ვიაჯი: მომკალ: მე: ხუალემ: ყუელაი: ჩემი: ბრალია: მერმე: ვაზირი: ხუთასი: მყავს: აქათ: წაუვალია: თავები: დასჭერ: ადინე: სისხლი: მართ: ვითა: წყალია: სპა: უბრალოა: ნუ: დაჰხოც: ამად: ვტირ: გულმხურვალია:

1589. ყოვლთა: მისცეს: ზენაარი: მიუყარნეს: მუჴლნი: წინა: ნუ: დაგვხოცო: მისსა: ძალსა: ვინცა: აგრე: დაგარჩინა: ტარიელ: დგას: დაყმუნვებით: რამაზ: წინა: მოეფინა: ღ~თი: ალხენს: შეხვეწილსა: არ: შეუნდობს: კაცი: ვინა:

1590. კაცი: ცრემლითა: შეინდობს: თუ: ცოდვა: მისთანაც: არსა: ვით: ნინეველი: ისხემდეს: თავსა: მტუერსა: და: ნაცარსა: ამით: დაესჴნეს: რისხვასა: ზეცით: მოსრულსა: ნაცარსა: წაღმავე: წაგრეხს: სოფელსა: კულა: მისგან: უკუ: ნაცარსა:

1591. ბრძენმან: ვინმე: სასწავლელად: საკითხავი: ესე: ვპოვნე: ესეაო: მამაცისა: მეტის: მეტი: სიგულოვნე: ოდეს: მტერსა: მოერიო: ნუღარ: მოჰკლავ: დაიყოვნე: გინდეს: სრული: მამაცობა: ესე: სიტყუა: დაიჴსოვნე:

1592. ტარიელ: მოტკბა: ღმრთისავე: მსგავსად: იგ: წარმართულია: აღარ: დაგჴოცო: უბრძანა: ძლეული: შიშმან: თუ: ლია წაღმავე: წაგრეხს: საქმესა: რაცა: უკუღმა: სთულია: ნაქმარი: მრუდი: ყუელაი: აწ: ჩემგან: გამართულია:

1593. თაყუანი: სცეს: და: დალოცეს: ყოველთა: ჴმა: ერთად: იერეს: ღ~თსა: შევედრეს: ზახილით: სვე: მათი: გააძლიერეს: თავები: დახსნეს: სიკუდილსა: სიცოცხლე: ამის: მიერეს: ტარიას: ჴრმალნი: ვერ: დაძღეს: ჯერთ: ჴორცი: მოიმშიერეს:

1594. ტარიას: ნახუად: მოსრული: მუშთარი: ახლოს: მჭურეტია: რისხვისა: ცეცხლი: ტარიელს: სიტკბოთა: დაუშრეტია: მოვიდეს: ნახეს: რამაზის: ლაშქარი: ძლივღა: ეტია: ინდოეთს: ზეცით: სინათლე: ჩადგა: მართ: ვითა: სვეტია:

1595. ერთი: კაცი: მათ: ლაშქართა: მახარობლად: მიუვიდა: არ: დაგჴოცსო: შეგიწყალნა: ყუელაკაი: დალოცვიდა: ბუკსა: ჰკრეს: და: იხარებდეს: ყუელა: ამას: მოზრახვიდა: მოვიდა: იგი: მოყმე: რომე: ერთი: ბევრთა: სრვიდა:

1596. მოეგებნიან: ტარიელს: შორიშორ: უსალამიან: შიგანთა: დროშა: ინდოთა: მათად: იცნეს: აალამიან: ვერ: გამოენდვნეს: ინდონი: თქუეს: თუ: ღალატსა: ლამიან: არ: მოელოდეს: ტარიელს: მით: ცრემლი: დაილამიან:

1597. ტარიელ: მიდგა: უყივლა: მე: მოველ: მეფე: თქუენიო: თანა: მყავს: ჩემი: მნათობი: პირი: ელვათა: მფენიო: ჩუენ: მოგვცა: მაღლით: მაღალმან: წყალობა: მისი: ზენიო: გამოდით: თქუენი: სიშორე: არს: ჩემგან: მოუთმენიო:

1598. მაშინღა: იცნეს: ტარიელ: მათგან: მიდამო: სრბანია: სრულად: ნათლითა: აივსო: ზღუდე: და: ბანისბანია: ჴმამაღლად: ჴმობდეს: იზახდეს: მოგვშორდეს: სალმობანია: აქამდის: რისხვა: მაღალმან: აწ: მოგვცა: წყალობანია:

1599. კარნი: გაახუნეს: გამოჩნდეს: მოიხუნეს: მათ: კლიტენია: ერთობ: ფლასითა: მოსილნი: მათ: მზეთა: ზედ: მჭურეტენია: ტირან: ორნივე: ქალყმანი: ვარდისა: ბაღსა: ტენია: ზახილით: თავსა: იგლეჯენ: ყორნის: თმა: ბროლსა: ტენია:

1600. ვითა: გამზრდელსა: მართებდა: გაზრდილი: აგრე: ხელია: რომე: სდის: ცრემლი: თუალთაგან: ცეცხლთაგან: უფრო: ცხელია: თავსა: იგლეჯს: და: იზახის: ტირს: მეტად: გულფიცხელია: გიშრისა: ტევრსა: მოჰფოცხუდა: ბროლისა: საფოცხელია: