... (Q-261), XVII ს.

1351. ფრიდონ: უთხრა: რასა: სდეგით: მოგელოდი: უწინარე: მე: მზა: ვარო: სამსახური: თქუენი: რამცა: დავიზარე: ჰგუანდა: თუცა: შეყრილ: იყვნეს: ორნი: მზენი: ერთი: მთვარე: ერთმანერთი: დააშვენეს: გაემართნეს: იქცეს: გარე:

1352. ფრიდონის: სახლსა: გარდახდეს: ორნივე: ტურფად: გებულსა: ახლოს: დაისვამს: ავთანდილს: მისსა: ძმად: შეფიცებულსა: ტარიელ: დაჯდა: საჯდომსა: ოქსინო: გარდაგებულსა: მათ: უძღუნეს: იგი: აბჯარი: ფრიდონს: ჭაბუკად: ქებულსა:

1353. უთხრეს: ჯერთ: ჟამად: არა: გვაქუს: სხვა: შენთვის: არმაღანია: მაგრა: ტურფანი: მრავალნი: ქუე: სადმე: გვისხენ: სხვანია: მან: დასდვა: პირი: მიწასა: არ: დაიყოვნა: ხანია: ჩემთუის: ამისი: ბოძება: არს: თქუენი: შესაგუანია:

1354. გამოისვენეს: მას: ღამით: ფრიდონის: მასპინძლობითა: აბანოს: ბანნა: აავსნა: შესამოსლისა: ძღუნობითა: დამოსნა: ტურფა: ტურფითა: ერთმანერთისა: მჯობითა: თუალ: მარგალიტი: ღარიბი: უძღვნა: ოქროსა: გობითა:

1355. ფრიდონ: თქუა: ესე: სიტყვაა: ავისა: მასპინძელისა ჰგავს: მომწყენოდეს: სტუმრობა: თქუენ: ბრძნისა: ვითა: ხელისა: მაგრა: აწ: ყოვნა: არ: ვარგა: წავლა: სჯობს: გზისა: გრძელისა: თუ: ქაჯნი: მოგვესწრებიან: საეჭვი: არს: სიძნელისა:

1356. დიდთა: რას: ვაქმნევთ: ლაშქართა: კარგნი: გვინდან: და: ცოტანი: სამასი: კაცი: გუეყოფის: წავიდეთ: მართ: მეოტანი: ჩვენ: ქაჯეთს: ქაჯთა: საომრად: დავაგნეთ: ჴრმალთა: კოტანი: მას: ადრე: ვჰპოებთ: ვისიცა: მოგვკლავს: ალვისა: მოტანი:

1357. ქაჯეთს: ერთხელ: კულაც: ვყოფილვარ: ნახავთ: თქუენცა: გემაგრების: ყოვლგნით: კლდეა: გარეშემო: მტერი: ვერა: მოადგების: თუ: იდუმალ: არ: შეუვალთ: ცხადად: შებმა: არ: ეგების: მით: ლაშქარი: არად: გვინდა: რაზმი: მალვით: ვერ: მოგუყუების:

1358. იგინიცა: დაემოწმნეს: ამა: მისსა: ნაუბარსა: მუნ: დააგდეს: ქალი: ასმათ: ფრიდონ: მისცემს: საჩუქარსა: თვით: სამასსა: ცხენოსანსა: წაიტანდეს: გმირთა: დარსა: ბოლოდ: ღ~თი: გაუმარჯვებს: ყოვლსა: პირველ: შენაზარსა:

1359. ზღვა: გაიარეს: სამთავე: ერთგან: ძმად: შეფიცებულთა: ფრიდონ: გზა: იცის: იარეს: დღისით: და: ღამით: რებულთა: ფრიდონ: თქუა: ვახლავთ: არეთა: ჩუენ: ქაჯეთს: მიახლებულთა: აქადგან: ღამით: ვლა: გვინდა: მით: არას: გამჟღავნებულთა:

1360. ამა: ფრიდონის: თათბირთა: სამნივე: ერთგან: ზმიდიან: რა: გაუთენდის: დადგიან: და: ღამით: ფიცხლა: ვლიდიან: მივიდეს: აჩნდა: ქალაქი: მცველთა: ვერ: დასთუალვიდიან: გარე: კლდე: იყო: გუშაგთა: ჴმა: ჯარვით: გაადიდიან:

1361. ყოვლგნით: მგრგვალი: შეუვალი: არსით: იყო: ყოლა: პირი: სამთა: კართა: ცხრა: ათასი: ზედა: სცვიდა: მოყმე: გმირი: შუა: ციხე: ამართული: კლდე: კეკლუცი: არ: დუხჭირი: გვირაბითა: შესავალი: ახვრეტილი: ვითა: სტვირი:

1362. გვირაბის: კარსა: ჭაბუკი: ათი: ათასი: მცველია: მათ: ლომთა: ნახეს: ქალაქი: მთვარე: დგას: მუნ: ნათელია: თქუეს: ვითათბიროთ: ვითა: ვჰქნათ: აწ: გამორჩევა: ძნელია: ასი: ათასსა: აჯობებს: თუ: გამორჩევით: მქმნელია:

თათბირი ნურადინ ფრიდონისა:

1363. ფრიდონ: თქუა: ვიტყუი: სიტყვასა: ვეჭუ: ჩემი: არ: დამცდარია: ჩუენ: ცოტანი: ვართ: ქალაქი: დიდთაგან: საომარია: პირისპირ: ომი: არ: ძალ: გვაქვს: არჟამი: საკუეხარია: ათას: წელ: ვერსით: შეუვალთ: თუ: ზედ: დაგუიხშან: კარია:

1364. ჩემსა: სიმცროსსა: გამზრდელნი: სამუშაითოდ: მზრდიდიან: მასწავლნეს: მათი: საქმენი: მახლტუნებდიან: მწურთიდიან: ასრე: გავიდა: საბელსა: რომ: თვალნი: ვერ: მომკიდიან: ვინცა: მჭვრეტდიან: ყმაწვილნი: იგიცა: ინატრიდიან:

1365. აწ: ვინცა: ვიცით: უკეთუ: შეტყორცა: საგდებელისა: მან: ერთსა: ბურჯსა: გარდვაგდოთ: წვერი: საბლისა: გრძელისა: მაზედან: გავლა: ასრე: მჩანს: მართ: ვითა: ველისა: თქუენ: ჭირად: გაყო: შიგანთა: პოვნა: კაცისა: მრთელისა:

1366. აბჯრითა: გავლა: არად: მიჩს: ჭირად: გატანა: ფარისა: შიგან: ჩავხტები: კისკასად: ვეცემი: მზგავსად: ქარისა: ლაშქართა: დავჰჴოც: გავახუამ: ნახოთ: გაღება: კარისა: თქუენცა: მუნ: მოდით: სადაცა: გესმას: ზრიალი: ზარისა:

თათბირი ავთანდილისა:

1367. ავთანდილ: უთხრა: ჰე: ფრიდონ: მოყუასნი: ვერ: გიჩივიან: ლომთა: მკლავთაგან: იმედი: გაქუს: არ: წყლულნი: გტკივიან: სთათბირობ: ძნელთა: თათბირთა: მტერთა: ივაგლახივიან: მაგრამ: თუ: გესმის: გუშაგნი: რა: ახლო: ახლო: ყივიან:

1368. რა: გახვიდოდე: გუშაგთა: ესმას: აბჯრისა: ჩხარება: გიგრძნობენ: თოკსა: მოჰკუეთენ: ამისი: ჴამს: დაჯერება: წაგიჴდეს: ცუდად: ყველაი: დაგრჩეს: ცუდიღა: ფერება: ეგე: თათბირი: არ: ვარგა: სხუაებრ: ვჰქნათ: თავის: ტერება: