... (Q-261), XVII ს.

1369. სჯობს: დადეგით: დამალულნი: თქუენ: ადგილსა: იდუმალსა: ისი: კაცნი: არ: იჭირვენ: მგზავრსა: ქალაქს: შემავალსა: სავაჭროდა: მოვეკაზმი: საქმესა: ვიქ: მე: მუხთალსა: ერთსა: ჯორსა: გარდავჰკიდებ: მუზარადსა: ჯაჭვსა: ჴრმალსა:

1370. სამთავე: შესულა: არ: ვარგა: თუ: გვიგრძნან: არს: სათუები: მე: მარტო: შევალ: ვაჭრულად: და: კარგად: შევეტყუები: მალვით: ჩავიცვამ: აბჯარსა: გავჩნდები: გავეცრუები: ღ~თნ: ქნას: უხუად: ვადინო: შიგნით: სისხლისა: რუები:

1371. შიგანთა: მცველთა: მოვიცლი: მე: უნახავად: ჭირისად: თქუენ: გარეთ: კართა: ეცენით: ყოველნი: მგზავსად: გმირისად: კლიტეთა: დავლეწ: გავახვამ: ნახოთ: გაღება: კარისად: თუ: რა: სხვა: გვიჯბს: თქუენ: ბრძანეთ: ვარ: მრჩევლად: ამა: პირისად:

თათბირი ტარიელისა და კიდეც გათავება:

1372. ტარიელ: უთხრა: მე: თქუენი: ვცან: გმირთა: მეტი: გმირობა: თქუენსა: ძალგულსა: თქუენივე: ჰგავს: თათბირობა: პირობა: ვიცი: გწადს: ომი: ფიცხელი: არ: ცუდი: ჴრმალთა: ღირობა: კაციმცა: მაშინ: თქუენ: გახლავს: რა: ომმან: ქნას: გაჭირობა:

1373. მაგრა: იყუენით: ჩემთუისცა: საქმისა: რასმე: რჩევითა: ჴმა: ესმას: ჩემსა: ხელმქმნელსა: ზედა: გარდმოდგეს: მზე: ვითა: თქუენ: გქონდეს: ომი: ფიცხელი: უომრად: მნახოს: მე: ვითა: ესე: მე: დამსურის: ნუ: უბნობთ: სიტყვითა: თქუენ: სათნევითა:

1374. მაგა: თათბირსა: ესე: სჯობს: ვქმნათ: ჩემი: მონახსენები: გავიყოთ: კაცი: ასასი: რა: ღამე: ჩნდეს: ნათენები: სამთავე: სამგნით: მივმართოთ: ფიცხლად: დავსხლიტოთ: ცხენები: მოგვეგებვიან: ვემცრობით: ჩვენ: ჴრმალსა: მივსცემთ: მძლედ: ნები:

1375. ვინცა: შეუსწრას: ჰფარავსმცა: მას: ღ~თისა: საფარველია: კარნი: დალეწნეს: დახოცნეს: ყოველი: კართა: მცველია: სამთავე: იქით: მივმართოთ: მაშინ: აღარა: ძნელია: ძლევა: მან: მოგვცეს: რომელი: სათქმლადცა: საზარელია:

1376. ფიცხლად: შევებნეთ: შევსჯარნეთ: ვერ: მოგვასწრებენ: კარებსა: სამთაგან: ერთი: შეუვალთ: სხვა: გარეთ: ვსცემდეთ: გარებსა: მან: ერთმან: შიგნით: შიგანნი: მივსცნეთ: სისხლისა: ღვარებსა: ჴელი: კულა: ვჰხადოთ: აბჯარსა: მას: ჩვენგან: მძლედ: ნაჴმარებსა:

1377. ფრიდონ: უთხრა: შემიგია: გამიგია: ვიცი: მე: რა: მაგა: ცხენსა: ჩემეულსა: წამოასწრობს: კართა: ვერა: ოდეს: გიძღვენ: არ: ვიცოდი: ქაჯეთს: გვინდა: ქაჯთა: მზერა: თვარა: ყოლა: არ: გიძღუნიდი: ჩემი: გითხრა: სიძუნწე: რა:

1378. ფრიდონ: ლაღი: ამხაანგობს: საუბართა: ესოდენთა: ამაზედან: გაიცინნეს: მათ: წყლიანთა: სიტყუა: ბრძენთა: ერთმანეთსა: ელაღობნეს: ლაღობათა: მათთა: მშუენთა: გარდაჰხდეს: და: დაეკაზმნეს: უკეთესთა: შესხდეს: ცხენთა:

1379. კულა: ერთმანერთსა: მიუგეს: სიტყვები: არ: პირმკუახები: დაასკუნეს: იგი: თათბირი: ტარიას: განაზრახები: გაიყუეს: კაცი: ასასი: ყველაი: გმირთა: სახები: ცხენებსა: შესხდეს: აიღეს: მათ: მათი: ჩაბალახები:

1380. იგი: ჭაბუკნი: შუქითა: ვნახენ: მზისაცა: მეტითა: მათ: სამთა: შვიდნი: მნათობნი: ჰფარვენ: ნათლისა: სვეტითა: ტარიელ: შავსა: ზედა: ზის: ტანითა: მით: წერწეტითა: დალივნეს: მტერნი: ომითა: ვითა: მჭურეტელნი: ჭურეტითა:

1381. ჩემი: აწ: ესე: ნათქუამი: მათი: სახე: და: დარია: რა: ზედან: წვიმდეს: ღრუბელნი: და: მთათა: აღტყდეს: ღვარია: მოვა: და: ხევთა: მოგრაგნის: ისმის: ზათქი: და: ზარია: მაგრა: რა: ზღუათა: შეერთვის: მაშინ: ეგრეცა: წყნარია:

1382. თუცა: ფრიდონ: და: ავთანდილ: სიკეთე: მიუწდომნია: მაგრა: ტარიას: შემბმელნი: არვისგან: მოსანდომნია: მზე: მნათობთაცა: დაჰფარავს: არცაღა: ნათლად: ჴომნია: აწ: იყურებდით: მსმენელნო: გესმნენ: ფიცხელი: ომნია:

1383. სამთავე: სამად: გაიყუეს: თვითომან: თვითო: კარები: თანა: ჰყუა: კაცი: სამასი: ყუელაი: გმირთა: დარები: მას: ღამით: უყუეს: სადარნო: უცრუო: ანაჩქარები: გათენდა: გაჩნდეს: მიმართეს: თავისთავ: ჰქონდა: ფარები:

1384. პირველ: ამოდ: მიდიოდეს: მგზავრთა: რათმე: მაგიერად: მათ: შიგანთა: ვერა: უგრძნეს: ვერცა: დახვდეს: გულხმიერად: გულსა: შიში: არა: ჰქონდა: ამოდ: დგეს: და: ნებიერად: მიდგეს: გარე: მუზარადნი: დაიხურეს: ჟამიერად:

1385. ანაზდად: ცხენი: გაქუსლეს: მათრახმან: შექნა: წრიალი: რა: ნახნეს: კარნი: გაახუნეს: ქალაქით: გაჰჴდა: ზრიალი: სამთავე: სამგნით: მიმართეს: თავსა: მით: უყუეს: რიალი: იკრეს: ნობსა: და: დაბდაბსა: შეიქნა: ბუკთა: ტკრციალი:

1386. მაშინ: ქაჯეთს: მოიწია: უსაზომო: რისხვა: ღ~თისა: კრონოს: წყრომით: შემხედველმან: მოიშორვა: სიტკბო: მზისა: მათვე: რისხუით: გარდუბრუნდა: ბორბალი: და: სიმგრგვლე: ცისა: ველნი: მკუდართა: ვერ: იტევდეს: გადიადდა: ჯარი: მკვდრისა:

1387. კაცსა: უკრავად: დაბნედდის: ჴმა: ტარიელის: ხაფისა: აბჯარსა: ფრეწდის: გაცუდდა: სიმაგრე: ჯავშან: ქაფისა: სამგნითვე: კართა: შესჯარნეს: ჭირი: არ: ნახეს: კაფისა: რა: ქალაქს: შეჰჴდეს: შეიქნა: სიხარკე: ციხეს: სწრაფისა: