... (Q-261), XVII ს.

1388. ავთანდილ: და: ლომი: ფრიდონ: შიგნით: ერთად: შეიყარნეს: მტერნი: სრულად: აეწყუიდნეს: სისხლი: მათნი: მოეღვარნეს: უყივლეს: და: ერთმანერთი: ნახეს: დიდად: გაეხარნეს: თქუეს: ტარიელ: რა: იქნაო: მისად: ჭვრეტად: თვალნი: არნეს:

1389. ერთმანცა: არა: იცოდა: ვერა: ცნეს: ტარიერისა: ციხესა: კარსა: მიმართეს: რიდი: არ: ჰქონდა: მტერისა: მუნ: ნახეს: რიყე: აბჯრისა: ნალეწი: ჴმალთა: წვერისა: ათი: ათასი: ნობათი: უსულო: მსგავსი: მტვერისა:

1390. ციხისა: მცველნი: ყუელანი: იდვა: მართ: ვითა: სნეული: თავით: ფერჴამდი: დაჭრილი: აბჯარი: მუნ: დახეული: ციხისა: კარნი: განხმულნი: კართა: ნალეწი: სრეული: ცნეს: ნაქმრად: ტარიელისად: თქუეს: საქმე: არს: მისეული:

1391. გზანი: დახუდეს: შეკაზმულნი: შევიდეს: და: გაძურეს: ჴვრელსა: ნახეს: მზისა: შესაყრელად: გამოეშვა: მთვარე: გველსა: მუზარადი: მოეჴადა: შვენის: აკვრა: თმისა: ლელსა: მკერდი: მკერდსა: შეეწება: გარდაეჭდო: ყელი: ყელსა:

1392. ეხვეოდეს: ერთმანერთსა: აკოცეს: და: ცრემლნი: ღვარნეს: ამას: ჰგვანდეს: ოდეს: ერთგან: მუშთარ: ზუალ: შეიყარნეს: მზე: რა: ვარდსა: შემოადგეს: დაშვენდენ: და: შუქნი: არნენ: აქანამდის: ჭირნახულთა: ამას: იქით: გაიხარნეს:

1393. მათ: ერთმანერთსა: აკოცეს: დგანან: ყელ: გარდაჭდობილნი: კულა: შეეწებნეს: ჴშირ: ჴშირად: ვარდნი: ბაგეთათ: პობილნი: აწ: ესენიცა: გავიდეს: შეკრბეს: სამნივე: ძმობილნი: მას: მზესა: მისცეს: სალამი: წარდგეს: მართ: ვითა: ჴმობილნი:

1394. მზე: მოეგება: პირითა: ტურფითა: მოცინარითა: აკოცა: მისთა: მეშველთა: ლაღმან: ცნობითა: წყნარითა: მათ: მდაბლად: მადლი: უბრძანა: სიტყუითა: მით: ნარნარითა: ორივე: ერთგან: უბნობდეს: ტურფითა: საუბარითა:

1395. ტარიელსცა: უსალამეს: მას: ალვისა: მორჩსა: ვით: ხეს: მიულოცეს: გამარჯვება: ერთმანერთი: მოკითხეს: არა: სჭირდა: არ: ინანეს: რომ: აბჯარი: არ: გაითხეს: თავნი: მათნი: გაალომეს: მათი: მბრძოლი: იშულეს: ითხეს:

1396. სამასისა: კაცისაგან: ასსამოცი: შეჰყოლოდა: ფრიდონს: უმძიმს: სპათა: მისთა: მაგრა: ცალკერძ: უხაროდა: მონახეს: და: არ: აცოცხლეს: რაცა: მბრძოლი: დარჩომოდა: რომე: პოვეს: საჭურჭლენი: აწმცა: თვალვა: ვით: ითქმოდა:

1397. მოკრიფეს: ჯორი: აქლემი: რაცა: ვით: პოეს: მალები: სამიათასსა: აჰკიდეს: მარგალიტი: და: თვალები: თვალი: ყუელაი: დათლილი: იაგუნდი: და: ლალები: იგი: მზე: შესუეს: კუბოსა: არს: მათგან: განაკრძალები:

1398. სამოცი: კაცი: დააგდეს: ქაჯეთს: ციხისა: მცველია: წამოიყუანეს: იგი: მზე: მათიღა: წაგვრა: ძნელია: ზღვათა: ქალაქსა: დამართეს: თუცა: გზა: მუნით: გრძელია: თქუეს: ფატმან: ვნახოთ: მუქაფა: გვაც: მისი: გარდუხდელია:

ტარიელისაგან ზღვათა მეფისას მისვლა:

1399. ზღვათა: მეფესა: წინაშე: გაგზავნა: მახარობელი: შესთვალა: მოვალ: ტარიელ: მტერთა: მძლე: მოსრვით: მსპობელი: ქაჯეთით: მომყავს: ჩემი: მზე: ჩემი: ლახვართა: მსობელი: მწადიან: გნახო: პატივით: ვითა: მამა: და: მშობელი:

1400. აწ: მე: მაქუს: ქაჯთა: ქუეყანა: და: მათი: დანადებია: მეფეო: კარგი: ყუელაი: მე: თქუენგან: წამკიდებია: ფატმანს: უხსნია: ჩემი: მზე: სდედებია: და: სდებია: ამისად: მუქფად: რა: გიძღვნა: მძულს: ცუდი: ნაქადებია:

1401. მოდი: გუნახენ: გავიარდეთ: ქუეყანასა: შენსა: ვირე: სრულად: ქაჯთა: სამეფოსა: გიძღუნი: ჩემგან: შეიწირე: კაცნი: შენნი: შეაყენენ: ციხე: მაგრად: დაიჭირე: მე: ვისწრაფი: ვერა: გნახავ: შენ: წამოდი: ჩემ: კერძ: ირე:

1402. თქუენ: უბრძანე: ჩემმაგიერ: უსენს: ქმარსა: ფატმანისსა: გამოგზავნოს: იამების: ნახვა: მისი: ხსნილსა: მისსა: მისგან: კიდე: ინატრიდა: ჭვრეტასამცა: სხვადღა: ვისსა: ვინ: მზესაცა: უნათლეა: ასრე: ვითა: ბროლი: ფისსა:

1403. რა: კაცი: ტარიელისა: ესტუმრა: ზღვათა: მფლობელსა წესია: გული: გაჰკრთების: ამბავსა: გასაკრთომელსა მისცა: მადლი: და: დიდება: ღ~თსა: მართლისა: მბრჭობელსა: მაშინვე: შეჯდა: არ: უნდა: მისვლა: სხვასაღა: მჴმობელსა:

1404. ბარგი: აჰკიდა: გააგო: ქმნა: ქორწილისა: მათისა: მას: მოაქუს: რიცხვი: ტურფათა: არს: სიდიადე: სათისა: ფატმან: ჰყავს: თანა: იარა: სავალი: დღისა: ათისა: უხარის: ნახვა: ლომისა: და: მზისა: ჴმელთა: მნათისა:

1405. შორს: გაეგებნეს: სამნივე: დიდსა: მეფესა: ზღვათასა: გარდაჴდეს: მდაბლად: აკოცეს: გარესწყდეს: ჯარსა: სპათასა: შეასხეს: ქება: ტარიელს: მან: მადლი: გაუათასა: ქალი: რა: ნახეს: სტრფიალობს: შუქსა: მას: ბროლ: ბაკმათასა:

1406. ფატმან: ხათუნს: მისსა: მჭურეტსა: ედებოდა: ცეცხლი: ნელი: მოეხვია: გარდუკოცნა: ჴელი: ფერჴი: პირი: ყელი: იტყუის: ღ~თო: რა: გმსახურო: გამინათლდა: რადგან: ბნელი: ვსცან: სიმოკლე: ბოროტისა: კეთილია: შენი: გრძელი: